ახლადდაქორწინებული დენიელ მაკალაკი კვიპროსში თაფლობის თვეს ატარებდა, როდესაც მაღაზიაში სრულიად უცნობმა ექიმმა უთხრა, რომ წანაზარდი მის ყელზე სიმსივნურს ჰგავდა და გამოკვლევების ჩატარება ურჩია.
დენიელი კვიპროსში ქმართან და ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა.
დიდ ბრიტანეთში დაბრუნებისთანავე მაკალაკმა ექიმს მიაკითხა და აღმოჩნდა, რომ ფარისებრი ჯირკვლის მესამე სტადიის სიმსივნე ჰქონდა.
დენიელმა სიმსივნე რადიოაქტიური იოდის საშუალებით დაამარცხა, ახლა კი წელიწადში ერთხელ შედეგის გადასამოწმებლად აკითხავს კლინიკას.
"ძალიან მადლიერი ვარ, რომ კვიპროსში სრულიად უცხო ადამიანმა ჩემი სიცოცხლე იხსნა. მანამდე არავის უთქვამს, რომ წანაზარდი ჩემს ყელზე, შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში ყოფილიყო," - ამბობს მაკალაკი.
ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე უფრო ხშირად ქალებს ემართებათ, თუმცა ყოველთვის ავთვისებიანი არ არის.
დენიელი ურჩევს ყველას, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ექიმს.
ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეს რამდენიმე ნიშანი აქვს, მათ შორის - წანაზარდი ყელზე, ხმის უმიზეზოდ წართმევა, ყლაპვის გართულება.
მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით