საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის დიდი პატივი იყო, 2 წლის განმავლობაში მემსახურა თქვენთან ერთად" - გიორგი მღებრიშვილი მიმართვას ავრცელებს
"ჩემთვის დიდი პატივი იყო, 2 წლის განმავლობაში მემსახურა თქვენთან ერთად" - გიორგი მღებრიშვილი მიმართვას ავრცელებს

შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი ფე­ის­ბუ­ქის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს. გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი თა­ვის ორ­წლი­ან საქ­მი­ა­ნო­ბას აჯა­მებს და მად­ლო­ბას უხ­დის პო­ლი­ცი­ე­ლებს, მე­სა­ზღვრე­ებს, მაშ­ვე­ლებს, ჯა­რის­კა­ცებს, სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს, ასე­ვე წარ­მა­ტე­ბებს უსურ­ვებს ახალ მი­ნისტრს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მო­მა­ვალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

"ჩემო პო­ლი­ცი­ე­ლე­ბო, ძვირ­ფა­სო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო! ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მემ­სა­ხუ­რა თქვენ­თან ერ­თად და მემ­სა­ხუ­რა თქვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის! ეს იყო გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე 2 წელი. ეს იყო დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და დიდი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და მათი ოჯა­ხე­ბის წი­ნა­შე! მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ თი­თო­ე­ულ თქვენ­განს ამ ნდო­ბის­თვის, მხარ­და­ჭე­რის­თვის. მად­ლო­ბა ჩემს გუნდს, რომ ყვე­ლა­ზე რთულ მო­მენ­ტებ­ში, ჩემ მხარ­დამ­ხარ, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­და იმის­თვის, რომ ღირ­სე­უ­ლად გავმკლა­ვე­ბო­დით გა­მოწ­ვე­ვებს, გან­გვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა 21-ე სა­უ­კუ­ნის პო­ლი­ცი­ის იდეა. ეს გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ცე­სია, თუმ­ცა მისი სა­ფუძ­ვე­ლი, ძლი­ე­რი ფუნ­და­მენ­ტი უკვე ჩაყ­რი­ლია.

ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ბევ­რი ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი და­ნერ­გა. ეს იყო წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი ახა­ლი ყა­ი­დის, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პო­ლი­ცი­ის­კენ და ამ რე­ფორ­მის შე­დე­გებს თი­თო­ე­უ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე იგ­რძნობს. შე­იქ­მნა ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ე­ბის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ცენ­ტრი, რომ­ლის ანა­ლო­გი სულ რამ­დე­ნი­მე, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­შია; და­ი­წყო საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი პროგ­რა­მა, რომ­ლის პირ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი უკვე სა­ხე­ზეა; 2017 წელს ჩვენ ხელი მო­ვა­წე­რეთ მა­ღა­ლი დო­ნის შე­თან­ხმე­ბას ევ­რო­პოლ­თან, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტრო ევ­რო­პის სა­პო­ლი­ციო ოჯა­ხის ნა­წი­ლი გახ­და; სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­პო­ლი­ციო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ გა­ფარ­თო­ე­ბამ, პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან მჭიდ­რო ორ­მხრივ­მა ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა, პო­ლი­ცი­ის ატა­შე­ე­ბის და­ნიშ­ვნამ, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბამ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა­ში; სა­მი­ნის­ტროს არა­ერ­თი და­ნა­ყო­ფი გა­წევ­რი­ან­და პრეს­ტი­ჟულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და ასო­ცი­ა­ცი­ებ­ში;

ახ­ლა­ხან ევ­რო­კო­მი­სი­ამ და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა ჩვენ მიერ და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა ანა­ლიზ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­პო­ლი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ პო­ლი­ცია; ჩვე­ნი უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი მა­ღალ შე­ფა­სე­ბას აძ­ლე­ვენ შსს-ს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­მუ­შა­ოს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის, ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის", ნარ­კოტ­რან­ზი­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლი­სა და კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით; 2016 წელს შსს-ს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ და­ი­წყო ახა­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი - მო­თხი­ლა­მუ­რე პატ­რუ­ლი. სამ­თო-სა­თხი­ლა­მუ­რო პატ­რუ­ლებ­მა უკვე 500-ზე მეტ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს და ქვეყ­ნის სტუ­მარს აღ­მო­უ­ჩი­ნეს დახ­მა­რე­ბა; 2015-2017 წლებ­ში 112-მა, თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რდი­სა და მო­ქა­ლა­ქე­თა მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, ინო­ვა­ცი­უ­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბი და­ნერ­გა; მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ა­ში, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში, შსს-ს აკა­დე­მი­ა­ში, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში, დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რებ­ში... რო­მელ­თა ჩა­მოთ­ვლი­თაც ახლა თავს არ შე­გა­წყენთ", - აცხა­დებს მი­მარ­თვა­ში მღებ­რიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, უმ­ჯო­ბე­სია, გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა შე­ა­ფა­სონ.

"მე მჯე­რა ამ პროგ­რე­სის, და­წყე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის შე­უქ­ცე­ვა­დო­ბის. მჯე­რა, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო თა­ვის სი­ტყვას ამ­ბობს და მო­მა­ვალ­შიც იტყვის ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში. მინ­და, იცო­დეთ, რომ ეს უწყე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფუნ­და­მენ­ტია და მას თქვე­ნი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. მინ­და, გთხო­ვოთ, უფრო მე­ტად და­ა­ფა­სოთ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის შრო­მა, მათი ოჯა­ხე­ბის მიერ გა­ღე­ბუ­ლი მსხვერ­პლი და მათი წვლი­ლი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის საქ­მე­ში. თქვენ უკან 40 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნია. მათი უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა ღირ­სე­უ­ლი და საქ­მის­თვის გუ­ლან­თე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია. ისი­ნი ყო­ველ­თვის თქვენ გვერ­დით იდ­გე­ბი­ან მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად გჭირ­დე­ბათ. ვიცი, რომ თქვენც მათი იმე­დი გაქვთ, როცა საფრ­თხის პი­რის­პირ რჩე­ბით...

მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩვენს პო­ლი­ცი­ე­ლებს, მე­სა­ზღვრე­ებს, მაშ­ვე­ლებს, ჯა­რის­კა­ცებს, სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს... ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო, რომ 2 წელი მათ­თან ერ­თად ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი სა­ქარ­თვე­ლოს! ში­ნა­გან საქ­მე­თა ახალ მი­ნისტრს, ბა­ტონ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას კი წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ამ უაღ­რე­სად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე­ში. ის მა­ღა­ლი დო­ნის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მე­ნე­ჯე­რია, პრინ­ცი­პუ­ლი პი­როვ­ნე­ბა და მჯე­რა, რომ იქ­ნე­ბა ღირ­სე­უ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი", - აცხა­დებს გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"ჩემთვის დიდი პატივი იყო, 2 წლის განმავლობაში მემსახურა თქვენთან ერთად" - გიორგი მღებრიშვილი მიმართვას ავრცელებს

"ჩემთვის დიდი პატივი იყო, 2 წლის განმავლობაში მემსახურა თქვენთან ერთად" - გიორგი მღებრიშვილი მიმართვას ავრცელებს

შს ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მიმართვას ავრცელებს. გიორგი მღებრიშვილი თავის ორწლიან საქმიანობას აჯამებს და მადლობას უხდის პოლიციელებს, მესაზღვრეებს, მაშველებს, ჯარისკაცებს, სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე წარმატებებს უსურვებს ახალ მინისტრს გიორგი გახარიას მომავალ საქმიანობაში.

"ჩემო პოლიციელებო, ძვირფასო მოქალაქეებო! ჩემთვის დიდი პატივი იყო, 2 წლის განმავლობაში მემსახურა თქვენთან ერთად და მემსახურა თქვენი უსაფრთხოებისთვის! ეს იყო გამოწვევებით სავსე 2 წელი. ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების, ჩემი თანამშრომლების და მათი ოჯახების წინაშე! მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩემს გუნდს, რომ ყველაზე რთულ მომენტებში, ჩემ მხარდამხარ, 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა იმისთვის, რომ ღირსეულად გავმკლავებოდით გამოწვევებს, განგვეხორციელებინა 21-ე საუკუნის პოლიციის იდეა. ეს გრძელვადიანი პროცესია, თუმცა მისი საფუძველი, ძლიერი ფუნდამენტი უკვე ჩაყრილია.

ამ წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა და ბევრი ინოვაციური პროექტი დანერგა. ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი ახალი ყაიდის, მაღალტექნოლოგიური პოლიციისკენ და ამ რეფორმის შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს. შეიქმნა ერთობლივი ოპერაციების მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ცენტრი, რომლის ანალოგი სულ რამდენიმე, მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყანაშია; დაიწყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომლის პირველი შედეგები უკვე სახეზეა; 2017 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მაღალი დონის შეთანხმებას ევროპოლთან, რითაც საქართველოს შს სამინისტრო ევროპის საპოლიციო ოჯახის ნაწილი გახდა; საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის უპრეცედენტოდ გაფართოებამ, პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო ორმხრივმა ურთიერთობებმა, პოლიციის ატაშეების დანიშვნამ, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებამ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში; სამინისტროს არაერთი დანაყოფი გაწევრიანდა პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ასოციაციებში;

ახლახან ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ჩვენ მიერ დაწყებული პროექტები, როგორიცაა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა და საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიცია; ჩვენი უცხოელი პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ შსს-ს მიერ განხორციელებულ სამუშაოს ორგანიზებული დანაშაულის, ე.წ. "კანონიერი ქურდების", ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით; 2016 წელს შსს-ს საპატრულო პოლიციამ დაიწყო ახალი წარმატებული პროექტი - მოთხილამურე პატრული. სამთო-სათხილამურო პატრულებმა უკვე 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს და ქვეყნის სტუმარს აღმოუჩინეს დახმარება; 2015-2017 წლებში 112-მა, თავისი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისები დანერგა; მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა სასაზღვრო პოლიციაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, შსს-ს აკადემიაში, მომსახურების სააგენტოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში... რომელთა ჩამოთვლითაც ახლა თავს არ შეგაწყენთ", - აცხადებს მიმართვაში მღებრიშვილი.

მისივე თქმით, უმჯობესია, გაკეთებული საქმეები პროფესიონალებმა შეაფასონ.

"მე მჯერა ამ პროგრესის, დაწყებული რეფორმების შეუქცევადობის. მჯერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის სიტყვას ამბობს და მომავალშიც იტყვის ქვეყნის განვითარების საქმეში. მინდა, იცოდეთ, რომ ეს უწყება სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტია და მას თქვენი, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მინდა, გთხოვოთ, უფრო მეტად დააფასოთ პოლიციელების შრომა, მათი ოჯახების მიერ გაღებული მსხვერპლი და მათი წვლილი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში. თქვენ უკან 40 ათასამდე ადამიანია. მათი უდიდესი უმრავლესობა ღირსეული და საქმისთვის გულანთებული პოლიციელია. ისინი ყოველთვის თქვენ გვერდით იდგებიან მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ. ვიცი, რომ თქვენც მათი იმედი გაქვთ, როცა საფრთხის პირისპირ რჩებით...

მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიციელებს, მესაზღვრეებს, მაშველებს, ჯარისკაცებს, სამინისტროს თანამშრომლებს... ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ 2 წელი მათთან ერთად ვემსახურებოდი საქართველოს! შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას კი წარმატებას ვუსურვებ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში. ის მაღალი დონის, პროფესიონალი მენეჯერია, პრინციპული პიროვნება და მჯერა, რომ იქნება ღირსეული შინაგან საქმეთა მინისტრი", - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."