მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინისტრები ახალ თანამდებობებზე მუშაობას დღეიდან შეუდგებიან
მინისტრები ახალ თანამდებობებზე მუშაობას დღეიდან შეუდგებიან

ში­ნა­გან საქ­მე­თა, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის, ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრე­ბის მო­ად­გი­ლე­ებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი შე­უ­წყდათ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ვებ-გვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

ამას­თან, უკვე გა­მოქ­ვეყ­ნდა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბე­ბი მი­ნის­ტრე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და უწყე­ბე­ბის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ. კერ­ძოდ, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და და­ი­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრად. რო­გორც აქამ­დე, ახ­ლაც მას­ვე და­ე­კის­რა პირ­ვე­ლი ვიცე პრე­მი­ე­რის მო­ვა­ლე­ო­ბა. ასე­ვე, გა­მო­ი­ცა ბრძა­ნე­ბა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა და მისი ად­გი­ლი მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა და­ი­კა­ვა.

ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი და აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ და­ი­კა­ვა. მას ასე­ვე და­ე­კის­რა ვიცე პრე­მი­ე­რის მო­ვა­ლე­ო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ვებ-გერ­დზე ასე­ვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბაც.

მი­ნის­ტრე­ბი ახალ პოს­ტებ­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას დღე­ი­დან შე­უდ­გე­ბი­ან.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მინისტრები ახალ თანამდებობებზე მუშაობას დღეიდან შეუდგებიან

მინისტრები ახალ თანამდებობებზე მუშაობას დღეიდან შეუდგებიან

შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეებს უფლებამოსილებები შეუწყდათ. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შესაბამისი ბრძანებები საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ამასთან, უკვე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის ბრძანებები მინისტრების გათავისუფლებისა და უწყებების ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ. კერძოდ, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გათავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან და დაინიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად. როგორც აქამდე, ახლაც მასვე დაეკისრა პირველი ვიცე პრემიერის მოვალეობა. ასევე, გამოიცა ბრძანება ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძის დანიშვნის შესახებ.

პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტიდან გათავისუფლდა ალექსანდრე ჯეჯელავა და მისი ადგილი მიხეილ ჩხენკელმა დაიკავა.

ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლდა გიორგი მღებრიშვილი და აღნიშნული პოსტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დაიკავა. მას ასევე დაეკისრა ვიცე პრემიერის მოვალეობა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ვებ-გერდზე ასევე გამოქვეყნებულია გიორგი გახარიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების ბრძანებაც.

მინისტრები ახალ პოსტებზე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგებიან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."