Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იღებდნენ ფილმს საქართველოს პირველ პრეზიდენტზე - უცნობი ფაქტები "ხიბულაზე" და ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ოვაშვილთან
როგორ იღებდნენ ფილმს საქართველოს პირველ პრეზიდენტზე - უცნობი ფაქტები "ხიბულაზე" და ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ოვაშვილთან

რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის "ხი­ბუ­ლა" ქარ­თუ­ლი პრე­მი­ე­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ეს არის ფილ­მი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ პრე­ზი­დენტზე - ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­ზე. რე­ჟი­სო­რის თქმით, სცე­ნარს სა­ფუძ­ვლად და­ე­დო 1991 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი ამ­ბე­ბი. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბამ ხმა­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბით აირ­ჩია, მა­ლე­ვე, სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შე­დე­გად დევ­ნი­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. პრე­ზი­დენ­ტი ძა­ლა­უფ­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად დაბ­რუნ­და, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გახ­და და მცი­რე­რი­ცხო­ვან რაზმთან ერ­თად მთებს შე­ა­ფა­რა თავი. ფილ­მიც, ამ ეპი­ზო­დი­დან იწყე­ბა...

სი­უ­ჟე­ტი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნელ დღე­ებს მიჰ­ყვე­ბა და პრე­ზი­დენტს, მხარ­დამ­ჭე­რებ­თან და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­თან ერ­თად, და­სას­რუ­ლის­კენ მი­ა­ცი­ლებს... გა­და­ღე­ბე­ბი 2016 წლის მარტსა და აპ­რილ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სამ რე­გი­ონ­ში: რა­ჭა­ში (ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბი), იმე­რეთ­სა (სა­ირ­მე) და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში (ცემი).

ფილ­მის პრე­მი­ე­რა მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში, კარ­ლო­ვი ვა­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე შედ­გა. "ხი­ბუ­ლა" კოპ­რო­დუქ­ცი­აა - პრო­ექ­ტში რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ ფილ­მის რე­ჟი­სო­რის, გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს.

- მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის მი­უ­ვალ მთებ­ში გა­ხიზ­ნუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ძა­ლა­უფ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობს, მაგ­რამ უხი­ლა­ვი მდე­ვა­რი აი­ძუ­ლებს, თვი­თონ აირ­ჩი­ოს გზა სა­კუ­თა­რი და­სას­რუ­ლის­კენ... რო­დის გაჩ­ნდა იდეა, გა­და­გე­ღოთ ფილ­მი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ პრე­ზი­დენტზე?

- ეს თემა ჩემ­ში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობ­და... არა მგო­ნია, რაც 1991 წელს მოხ­და, ნე­ბის­მი­ე­რი პო­ზი­ცი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის მტკივ­ნე­უ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო... ის დრა­მა­ტუ­ლი ამ­ბე­ბი დღე­საც სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გა­ნაც ჯერ კი­დევ არ გვაქვს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი...

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნამ აირ­ჩია პრე­ზი­დენ­ტი, 9 თვე­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მოხ­და, პრე­ზი­დენ­ტი გა­იქ­ცა თუ გა­აგ­დეს (ტერ­მი­ნო­ლო­გი­ა­შიც ვერ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით, ყვე­ლას ჩვე­ნი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზრი გვაქვს - ზო­გის­თვის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა იყო, ზო­გის­თვის - რე­ვო­ლუ­ცია, ქვეყ­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ა.შ.) ამ ფაქ­ტი­დან ორ-სამ თვე­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია და­ი­ღუ­პა, თუ რო­გორ - ესეც არ ვი­ცით. ერ­თნი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თავი მო­იკ­ლა, მე­ო­რე­ნი - თავი არ მო­უკ­ლავს... უამ­რა­ვი სხვა­დას­ხვა აზ­რია, რე­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი არც აქ გვაქვს...

არ მე­გო­ნა, თუ ამ თე­მას ოდეს­მე ეკ­რან­ზე გა­და­ვი­ტან­დი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი თან­და­თან მო­ვი­და... კონ­კრე­ტუ­ლად, 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს... მაგ­რამ გან­წყო­ბა, რო­გორც ვთქვი, ყო­ველ­თვის მქონ­და, ოღონდ, ამის­თვის შე­სა­ფე­რის დროს ვე­ლო­დე­ბო­დი. თან, ეს თემა ჩემ­ში სა­ბო­ლო­ოდ უნდა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყო და ქვე­ყა­ნა­ში ამა­ზე ეკ­რა­ნი­დან სა­უ­ბარს აზრი უნდა ჰქო­ნო­და. მუ­შა­ო­ბა 2009-2010 წელს, "გაღ­მა ნა­პი­რის" დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ვი­წყე...

- დრა­მა­ტურ­გი­ას გუ­ლის­ხმობთ?

- დიახ, ეს უზარ­მა­ზა­რი სა­მუ­შაო იყო, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი უნდა შეგ­ვეს­წავ­ლა. ჩვენ არ ვი­ყა­ვით გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი, საქ­მეს არ ვი­ძი­ებ­დით, მაგ­რამ კუ­თხე, რა კუ­თხი­თაც ეს თემა ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო, ამა­ში ბო­ლომ­დე უნდა გავ­რკვე­უ­ლი­ყა­ვი. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ბევ­რი წელი წა­ი­ღო. 2010 წელს საქ­მე­ში ჩემი თა­ნას­ცე­ნა­რის­ტი, ჰო­ლან­დი­ე­ლი რუ­ლოვ იან მი­ნე­ბო ჩა­ერ­თო, რო­მელ­თან ერ­თა­დაც "სი­მინ­დის კუნ­ძულ­ზე" ვი­მუ­შა­ვე. მერე რამ­დენ­ჯერ­მე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღეთ ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში და დაგ­ვბლო­კეს - კო­მი­სი­ის ზო­გი­ერ­თი წევ­რი სცე­ნარს 0 ქუ­ლას უწერ­და, მივ­ხვდი, რომ ამ თე­მას, რაც უნდა მო­მენ­დო­მე­ბი­ნა, არ გა­უშ­ვებ­დნენ... სა­ბო­ლო­ოდ კი, რა­ღა­ცე­ბი ისე მოხ­და, რომ გაგ­ვი­მარ­თლა.

- კონ­კრე­ტუ­ლად რას გუ­ლის­ხმობთ?

- 2014 წელს "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლის" გარ­კვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ (ფილ­მი სა­ქარ­თვე­ლოს მიერ წარ­დგე­ნი­ლი იყო ამე­რი­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის ჯილ­დოს ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე, უცხო­ე­ნო­ვა­ნი ფილ­მის კა­ტე­გო­რი­ა­ში. - ავტ.) მა­შინ­დელ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს შევ­ხვდი და მივ­ხვდი, რომ უკვე დრო იყო, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი წა­მო­მე­წყო. დიდი მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მო­მის­მი­ნა და გა­ი­გო, რა­ზეც ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, რომ ეს იყო თემა, რო­მე­ლიც მგო­ნია, რომ დღეს ჩვენს ერს სჭირ­დე­ბა. ქვე­ყა­ნამ ამ მთა­ვარ კი­თხვას პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს იმის­თვის, რომ მისი წინსვლა-გან­ვი­თა­რე­ბა არ შე­ფერ­ხდეს! არ მაქვს ამ­ბი­ცია, რომ ფილ­მი კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხებს გა­ცემს. რო­გორც რე­ჟი­სორს, პა­სუ­ხე­ბი ან სა­ი­დან უნდა მქონ­დეს?!

- უც­ნა­უ­რია, გყავ­დათ უცხო­ე­ლი თა­ნაპ­რო­დი­უ­სე­რე­ბი, გქონ­დათ ფილ­მის­თვის უცხო­უ­რი ფული, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა მხარს არ გი­ჭერ­დათ...

- ამის გამო იმ პე­რი­ოდ­ში პარტნი­ო­რებ­მა მი­თხრეს, სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­მე­ღო, მაგ­რამ ჩემს აზ­რზე ბო­ლომ­დე დავ­რჩი, - ფილ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა გა­და­ვი­ღო-მეთ­ქი... ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შემ­დეგ მხა­რი კულ­ტუ­რის სა­მი­ნიტ­რომ, მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ დაგ­ვი­ჭი­რა, სა­მი­ნის­ტრო საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო...პრო­ექ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს წილი ჯა­მუ­რად - 25%-ია და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის იყო, რომ თა­ნად­გო­მა ჩვენს ქვე­ყა­ნას და­ე­ჭი­რა... კი, სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­მიხ­და, მაგ­რამ და­სა­ხულ მი­ზანს ბო­ლომ­დე მივ­ყე­ვი...

- რამ­დე­ნი იყო ფილ­მის ბი­უ­ჯე­ტი?

- მი­ლი­ონ-ნა­ხე­ვა­რი ევრო, აქე­დან, რო­გორც ვთქვი, 25% სა­ქარ­თვე­ლოს წი­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბა - გერ­მა­ნი­ის, ოდ­ნავ ნაკ­ლე­ბი - ფრან­გუ­ლი ფუ­ლია, არის გერ­მა­ნულ-ფრან­გუ­ლი არ­ხის "ცდფ არტ"-ეს ფი­ნან­სე­ბი და ევ­რო­პის კი­ნოსმხარ­დამ­ჭე­რი ფონ­დიც დაგ­ვეხ­მა­რა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მი­ხა­რია, რომ ფილ­მი ქარ­თულ პრო­დუქ­ტად იწო­დე­ბა.

- რო­გო­რი იყო თა­ვად გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი?

- საკ­მა­ოდ რთუ­ლი, რად­გა­ნაც მოქ­მე­დე­ბა გზა­ში ხდე­ბა, რაც გა­და­ღე­ბი­სას ლო­კა­ცი­ე­ბის მუდ­მივ ცვლას მო­ი­თხოვ­და - ზამ­თა­რი, თოვ­ლი, მთე­ბი, ტყე­ე­ბი, მდი­ნა­რე­ე­ბი, ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი და ამ­ხე­ლა ჯგუ­ფის ყო­ველ­დღე სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბა; სულ 45 გა­და­ღე­ბა-დღე­ში და­ვას­რუ­ლეთ, ამას­თან, შა­ბათ-კვი­რაც და ექ­სპე­დი­ცი­ა­ში 2 თვე დავ­ყა­ვით.

- ფილ­მის მთა­ვარ პერ­სო­ნაჟს, პრე­ზი­დენ­ტის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს დიდ­ხანს ეძებ­დით. რა­ტომ შე­არ­ჩი­ეთ მა­ინ­ცდა­მა­ინც ირა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი?

- ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი კი­თხვა ის­მის - რა­ტომ თა­მა­შობს ირა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი პრე­ზი­დენ­ტის როლს? ჩემი ამო­ცა­ნა არ იყო, მა­ინ­ცდა­მა­ინც უცხო­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი მო­მე­ძებ­ნა. მინ­დო­და, ეს როლი ქარ­თველს ეთა­მა­შა, ამას ემო­ცი­უ­რი დატ­ვირ­თვაც ჰქონ­და, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის ძებ­ნა­ში დიდი დრო და ენერ­გია დავ­ხარ­ჯე, სამ­წუ­ხა­როდ, აქ ვერ ვი­პო­ვე... მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და ხა­სი­ათს და ამ მსა­ხი­ობ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს და­ვი­ნა­ხე, ანუ რისი მო­ტა­ნა შე­ეძ­ლო... რა თქმა უნდა, იდე­ა­ლუ­რი არა­ფე­რია და ვერ ვი­ტყვი, რომ ზუს­ტად ის შეძ­ლო, რაც წარ­მო­მედ­გი­ნა, მაგ­რამ ხომ ვამ­ბობ, ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ვერ ვნა­ხე (არა­ვის ვაკ­ნი­ნებ)...

- მა­ინ­ცდა­მა­ინც ხა­სი­ათ­ზე რა­ტომ აკე­თებ­დით ასეთ აქ­ცენტს?

- იმი­ტომ, რომ თა­ვად პერ­სო­ნა­ჟი სა­კუ­თარ და­სას­რულ­ზე აკე­თებს არ­ჩე­ვანს, ამის­კენ შეგ­ნე­ბუ­ლად მი­დის. არ ვამ­ბობ, რომ თავი მო­იკ­ლა, ან მოკ­ლეს, - არც ერთი ვიცი, მაგ­რამ მან ზუს­ტად იცო­და, სად მი­დი­ო­და, რო­დე­საც იმ მცი­რე ჯგუფ­თან ერ­თად დარ­ჩა...

"ხი­ბუ­ლა" ჩემ­თვის ადა­მი­ა­ნის ის­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც იყო ლი­დე­რი, ერმა კერ­პად აქ­ცია და მერე თვი­თონ­ვე გა­ა­ნად­გუ­რა, - ამი­ტომ, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა მოხ­და შემ­დეგ მას­ში...

- ჰო­სე­ინ მაჰჯუბ­ზე რას გვე­ტყვით?

- მა­ნამ­დე გე­ტყვით, რომ მსა­ხი­ობს არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვე­ძებ­დი და თავ­და­პირ­ვე­ლად ირა­ნე­ლი მსა­ხი­ო­ბი - ერ­სა­დი აღ­მო­ვა­ჩი­ნე (ირა­ნუ­ლი კი­ნოს სა­ე­ტა­პო ფილ­მის "ალუბ­ლის გემო" გმი­რი, რო­მელ­მაც "ოქ­როს პალ­მის რტო" მი­ი­ღო). მას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შედ­გა, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ვე­ღარ შეძ­ლო... ფორ­სმა­ჟორ­ში აღ­მოვ­ჩნდი, ხე­ლა­ხა­ლი ძებ­ნა და­ვი­წყე, მთე­ლი მსოფ­ლიო (ევ­რო­პა, ამე­რი­კა) გა­და­ვატ­რი­ა­ლე. მერე ნიუ-იორკში, 2000 წელს ლინ­კოლნ-ცენ­ტრში ნა­ნა­ხი ირა­ნე­ლი რე­ჟი­სო­რის მა­ჯიდ მა­ჯი­დის ფილ­მი "სა­მო­თხის ფე­რე­ბი" გა­მახ­სენ­და, რო­მელ­მაც მა­შინ შემძრა... ჰო­სე­ინს იქ მთა­ვა­რი როლი აქვს. მოკ­ლედ, ისიც მოვ­ძებ­ნე, შევ­ხვდი, ვე­სა­უბ­რე და შევ­თან­ხმდით...

- ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი მუ­შა­ო­ბი­სას არ გქონ­დათ?

- ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი იყო - თარ­ჯიმ­ნის გამო, რთულ­დე­ბო­და ამო­ცა­ნე­ბის ზუს­ტი გა­და­ცე­მა. მით უფრო, რომ რე­ჟი­სო­რე­ბი და მსა­ხი­ო­ბე­ბი ხედ­ვა­ში ხში­რად აც­დე­ნი­ლე­ბი ვართ, რად­გან მსა­ხი­ობს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, როლი ყო­ველ­თვის თა­ვი­სე­ბუ­რად წარ­მო­უდ­გე­ნია. მე ისი­ნი კონ­კრე­ტუ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბის­კენ მიმ­ყავს...

- კარ­გად იცო­და ირა­ნელ­მა მსა­ხი­ობ­მა, ვის ასა­ხი­ე­რებ­და?

- სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­მა­ო­ცა, უამ­რავ მა­სა­ლას იყო გაც­ნო­ბი­ლი, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იცო­და, ზოგ­ჯერ ჩვენ­ზე მე­ტიც. საკ­მა­ოდ მო­აზ­როვ­ნე კა­ცია, მშვე­ნივ­რად ჰყავ­და პერ­სო­ნა­ჟი შეს­წავ­ლი­ლი, ამ­ბე­ბი, მისი მი­სია, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ეპი­ზო­დე­ბი და იცო­და, რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჰქონ­და. ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ისეთ დე­ტა­ლებს ჰყვე­ბო­და, მაკ­ვირ­ვებ­და...

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ხი­ბუ­ლა" სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ პრე­ზი­დენტზეა, მისი სა­ხე­ლი და გვა­რი ფილმში ერთხე­ლაც არ ის­მის. რა­ტომ?

- არ იყო ჩემი მი­ზა­ნი გა­და­მე­ღო ფილ­მი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­ზე, ვი­მე­ო­რებ, ეს რე­ა­ლურ მოვ­ლე­ნებ­ზე შექ­მნი­ლი ამ­ბა­ვია, სათ­ქმე­ლია, რო­მე­ლიც მა­წუ­ხებ­და და მინ­დო­და, მეთ­ქვა... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლი და გვა­რი არც ერთხელ არ ის­მის, ფილ­მი პირ­ველ პრე­ზი­დენტზეა. ტიტ­რებ­ში ვამ­ბობთ კი­დეც, რომ ამ სო­ფელ­ში ამა და ამ დღეს გარ­და­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია.

- სა­ერ­თოდ რო­გო­რია თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას პერ­სო­ნის მი­მართ?

- არას­დროს ვყო­ფილ­ვარ და დღემ­დე არ ვარ ვინ­მეს მხა­რე, ჯერ ერთი სა­კუ­თარ თავს არას­დროს ვაძ­ლევ­დი ამის უფ­ლე­ბას. მე ჩემი ქვეყ­ნის, ჩემი სამ­შობ­ლოს მხა­რეს ვარ! მა­ში­ნაც მი­მაჩ­ნდა და ახ­ლაც ასე ვთვლი, რომ ქვეყ­ნის წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლია უზარ­მა­ზა­რი და­ნა­შა­უ­ლი. არ ვარ იმის მსა­ჯუ­ლი, რო­მელ­მა მე­ტად და­ა­შა­ვა და რო­მელ­მა - ნაკ­ლე­ბად, მა­ინ­ტე­რე­სებს გა­ვი­გო, რა მოხ­და.

რო­დე­საც ვლა­პა­რა­კობ ადა­მი­ა­ნის ის­ტო­რი­ულ მი­სი­ა­ზე, ამ ადა­მი­ან­მა შე­ას­რუ­ლა თა­ვი­სი მი­სია, მისი პე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ქვე­ყა­ნა გახ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. მგო­ნი, გამ­სა­ხურ­დი­ას მი­სი­აც ეს იყო, სა­ქარ­თვე­ლო მის ხელ­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გამ­ხდა­რი­ყო... ყვე­ლა­ფე­რი მო­მა­ვალ­ში შე­ფას­დე­ბა!

- რა გეგ­მე­ბი გაქვთ ფილ­მის სა­ფეს­ტი­ვა­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- კარ­ლო­ვი ვა­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე უკვე იყო. მთა­ვარ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ეს იყო მისი მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რა. სა­ფეს­ტი­ვა­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი აქვს: მინ­სკი, გერ­მა­ნია, სამ­ხრეთ ამე­რი­კა, ბუ­ე­ნოს აი­რე­სი, სან-პა­უ­ლო - სია ვრცე­ლია.

ქარ­თუ­ლი პრე­მი­ე­რის­თვი­საც ვემ­ზა­დე­ბით - 20 ოქ­ტომ­ბერს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გავ­მარ­თავთ, 21 ნო­ემ­ბერს "ამი­რან­ში" და­ხუ­რუ­ლი საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნე­ბა იქ­ნე­ბა. 23-დან კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვა. ფილ­მი იმ­დენ ხანს დარ­ჩე­ბა კი­ნო­თე­ატ­რებ­ში, რამ­დენ ხან­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­და­წყვეტს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

როგორ იღებდნენ ფილმს საქართველოს პირველ პრეზიდენტზე - უცნობი ფაქტები "ხიბულაზე" და ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ოვაშვილთან

როგორ იღებდნენ ფილმს საქართველოს პირველ პრეზიდენტზე - უცნობი ფაქტები "ხიბულაზე" და ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი ოვაშვილთან

რეჟისორ გიორგი ოვაშვილის "ხიბულა" ქართული პრემიერისთვის ემზადება. ეს არის ფილმი საქართველოს პირველ პრეზიდენტზე - ზვიად გამსახურდიაზე. რეჟისორის თქმით, სცენარს საფუძვლად დაედო 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყანაში განვითარებული რეალური ამბები. ზვიად გამსახურდია, რომელიც მოსახლეობამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია, მალევე, სამხედრო გადატრიალების შედეგად დევნილობაში აღმოჩნდა. პრეზიდენტი ძალაუფლების აღსადგენად დაბრუნდა, მაგრამ ვერაფერს გახდა და მცირერიცხოვან რაზმთან ერთად მთებს შეაფარა თავი. ფილმიც, ამ ეპიზოდიდან იწყება...

სიუჟეტი ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ დღეებს მიჰყვება და პრეზიდენტს, მხარდამჭერებთან და მოწინააღმდეგეებთან ერთად, დასასრულისკენ მიაცილებს... გადაღებები 2016 წლის მარტსა და აპრილში მიმდინარეობდა საქართველოს სამ რეგიონში: რაჭაში (ამბროლაურის რაიონის სოფლები), იმერეთსა (საირმე) და სამცხე-ჯავახეთში (ცემი).

ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის ივლისში, კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. "ხიბულა" კოპროდუქციაა - პროექტში რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობდა.

AMBEBI.GE გთავაზობთ ფილმის რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს.

- მშობლიური ქვეყნის მიუვალ მთებში გახიზნული პრეზიდენტი ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს, მაგრამ უხილავი მდევარი აიძულებს, თვითონ აირჩიოს გზა საკუთარი დასასრულისკენ... როდის გაჩნდა იდეა, გადაგეღოთ ფილმი საქართველოს პირველ პრეზიდენტზე?

- ეს თემა ჩემში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა... არა მგონია, რაც 1991 წელს მოხდა, ნებისმიერი პოზიციის მქონე ადამიანისთვის მტკივნეული არ ყოფილიყო... ის დრამატული ამბები დღესაც საინტერესოა, რადგანაც ჯერ კიდევ არ გვაქვს კითხვებზე პასუხები...

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანამ აირჩია პრეზიდენტი, 9 თვეში გადატრიალება მოხდა, პრეზიდენტი გაიქცა თუ გააგდეს (ტერმინოლოგიაშიც ვერ ჩამოვყალიბდით, ყველას ჩვენი სუბიექტური აზრი გვაქვს - ზოგისთვის გადატრიალება იყო, ზოგისთვის - რევოლუცია, ქვეყნის გათავისუფლება და ა.შ.) ამ ფაქტიდან ორ-სამ თვეში ზვიად გამსახურდია დაიღუპა, თუ როგორ - ესეც არ ვიცით. ერთნი გვეუბნებიან, რომ თავი მოიკლა, მეორენი - თავი არ მოუკლავს... უამრავი სხვადასხვა აზრია, რეალური პასუხი არც აქ გვაქვს...

არ მეგონა, თუ ამ თემას ოდესმე ეკრანზე გადავიტანდი, მაგრამ ყველაფერი თანდათან მოვიდა... კონკრეტულად, 90-იანი წლების ბოლოს... მაგრამ განწყობა, როგორც ვთქვი, ყოველთვის მქონდა, ოღონდ, ამისთვის შესაფერის დროს ველოდებოდი. თან, ეს თემა ჩემში საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბებულიყო და ქვეყანაში ამაზე ეკრანიდან საუბარს აზრი უნდა ჰქონოდა. მუშაობა 2009-2010 წელს, "გაღმა ნაპირის" დასრულების შემდეგ დავიწყე...

- დრამატურგიას გულისხმობთ?

- დიახ, ეს უზარმაზარი სამუშაო იყო, რადგანაც ყველაფერი უნდა შეგვესწავლა. ჩვენ არ ვიყავით გამომძიებლები, საქმეს არ ვიძიებდით, მაგრამ კუთხე, რა კუთხითაც ეს თემა ჩემთვის საინტერესო იყო, ამაში ბოლომდე უნდა გავრკვეულიყავი. ამ ყველაფერმა ბევრი წელი წაიღო. 2010 წელს საქმეში ჩემი თანასცენარისტი, ჰოლანდიელი რულოვ იან მინებო ჩაერთო, რომელთან ერთადაც "სიმინდის კუნძულზე" ვიმუშავე. მერე რამდენჯერმე მონაწილეობა მივიღეთ ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და დაგვბლოკეს - კომისიის ზოგიერთი წევრი სცენარს 0 ქულას უწერდა, მივხვდი, რომ ამ თემას, რაც უნდა მომენდომებინა, არ გაუშვებდნენ... საბოლოოდ კი, რაღაცები ისე მოხდა, რომ გაგვიმართლა.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- 2014 წელს "სიმინდის კუნძულის" გარკვეული წარმატების შემდეგ (ფილმი საქართველოს მიერ წარდგენილი იყო ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს ნომინაციაზე, უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. - ავტ.) მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი და მივხვდი, რომ უკვე დრო იყო, ამ თემაზე ლაპარაკი წამომეწყო. დიდი მადლობელი ვარ მისი, თავიდან ბოლომდე მომისმინა და გაიგო, რაზეც ვესაუბრებოდი, რომ ეს იყო თემა, რომელიც მგონია, რომ დღეს ჩვენს ერს სჭირდება. ქვეყანამ ამ მთავარ კითხვას პასუხი უნდა გასცეს იმისთვის, რომ მისი წინსვლა-განვითარება არ შეფერხდეს! არ მაქვს ამბიცია, რომ ფილმი კითხვებზე პასუხებს გაცემს. როგორც რეჟისორს, პასუხები ან საიდან უნდა მქონდეს?!

- უცნაურია, გყავდათ უცხოელი თანაპროდიუსერები, გქონდათ ფილმისთვის უცხოური ფული, მაგრამ საკუთარი ქვეყანა მხარს არ გიჭერდათ...

- ამის გამო იმ პერიოდში პარტნიორებმა მითხრეს, სხვა ქვეყანაში გადამეღო, მაგრამ ჩემს აზრზე ბოლომდე დავრჩი, - ფილმი საქართველოში უნდა გადავიღო-მეთქი... ღარიბაშვილის შემდეგ მხარი კულტურის სამინიტრომ, მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დაგვიჭირა, სამინისტრო საქმეში აქტიურად ჩაერთო... პროექტში საქართველოს წილი ჯამურად - 25%-ია და მნიშვნელოვანი ის იყო, რომ თანადგომა ჩვენს ქვეყანას დაეჭირა... კი, სირთულეების გადალახვა მომიხდა, მაგრამ დასახულ მიზანს ბოლომდე მივყევი...

- რამდენი იყო ფილმის ბიუჯეტი?

- მილიონ-ნახევარი ევრო, აქედან, როგორც ვთქვი, 25% საქართველოს წილია, დაახლოებით იგივე რაოდენობა - გერმანიის, ოდნავ ნაკლები - ფრანგული ფულია, არის გერმანულ-ფრანგული არხის "ცდფ არტ"-ეს ფინანსები და ევროპის კინოსმხარდამჭერი ფონდიც დაგვეხმარა. მიუხედავად ამისა, მიხარია, რომ ფილმი ქართულ პროდუქტად იწოდება.

- როგორი იყო თავად გადაღების პროცესი?

- საკმაოდ რთული, რადგანაც მოქმედება გზაში ხდება, რაც გადაღებისას ლოკაციების მუდმივ ცვლას მოითხოვდა - ზამთარი, თოვლი, მთები, ტყეები, მდინარეები, ექსტრემალური სიტუაციები და ამხელა ჯგუფის ყოველდღე სხვადასხვა ლოკაციაზე მობილიზება; სულ 45 გადაღება-დღეში დავასრულეთ, ამასთან, შაბათ-კვირაც და ექსპედიციაში 2 თვე დავყავით.

- ფილმის მთავარ პერსონაჟს, პრეზიდენტის როლის შემსრულებელს დიდხანს ეძებდით. რატომ შეარჩიეთ მაინცდამაინც ირანელი მსახიობი?

- ამ მიმართულებით ბევრი კითხვა ისმის - რატომ თამაშობს ირანელი მსახიობი პრეზიდენტის როლს? ჩემი ამოცანა არ იყო, მაინცდამაინც უცხოელი მსახიობი მომეძებნა. მინდოდა, ეს როლი ქართველს ეთამაშა, ამას ემოციური დატვირთვაც ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მის ძებნაში დიდი დრო და ენერგია დავხარჯე, სამწუხაროდ, აქ ვერ ვიპოვე... მნიშვნელობა ჰქონდა ხასიათს და ამ მსახიობში ყველაზე მეტად ეს დავინახე, ანუ რისი მოტანა შეეძლო... რა თქმა უნდა, იდეალური არაფერია და ვერ ვიტყვი, რომ ზუსტად ის შეძლო, რაც წარმომედგინა, მაგრამ ხომ ვამბობ, ქართველი მსახიობი ვერ ვნახე (არავის ვაკნინებ)...

- მაინცდამაინც ხასიათზე რატომ აკეთებდით ასეთ აქცენტს?

- იმიტომ, რომ თავად პერსონაჟი საკუთარ დასასრულზე აკეთებს არჩევანს, ამისკენ შეგნებულად მიდის. არ ვამბობ, რომ თავი მოიკლა, ან მოკლეს, - არც ერთი ვიცი, მაგრამ მან ზუსტად იცოდა, სად მიდიოდა, როდესაც იმ მცირე ჯგუფთან ერთად დარჩა...

"ხიბულა" ჩემთვის ადამიანის ისტორიაა, რომელიც იყო ლიდერი, ერმა კერპად აქცია და მერე თვითონვე გაანადგურა, - ამიტომ, საინტერესოა, რა მოხდა შემდეგ მასში...

- ჰოსეინ მაჰჯუბზე რას გვეტყვით?

- მანამდე გეტყვით, რომ მსახიობს არა მარტო საქართველოში, ბევრ ქვეყანაში ვეძებდი და თავდაპირველად ირანელი მსახიობი - ერსადი აღმოვაჩინე (ირანული კინოს საეტაპო ფილმის "ალუბლის გემო" გმირი, რომელმაც "ოქროს პალმის რტო" მიიღო). მასთან მოლაპარაკებები შედგა, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჩვენთან თანამშრომლობა ვეღარ შეძლო... ფორსმაჟორში აღმოვჩნდი, ხელახალი ძებნა დავიწყე, მთელი მსოფლიო (ევროპა, ამერიკა) გადავატრიალე. მერე ნიუ-იორკში, 2000 წელს ლინკოლნ-ცენტრში ნანახი ირანელი რეჟისორის მაჯიდ მაჯიდის ფილმი "სამოთხის ფერები" გამახსენდა, რომელმაც მაშინ შემძრა... ჰოსეინს იქ მთავარი როლი აქვს. მოკლედ, ისიც მოვძებნე, შევხვდი, ვესაუბრე და შევთანხმდით...

- ენობრივი ბარიერი მუშაობისას არ გქონდათ?

- ენობრივი ბარიერი იყო - თარჯიმნის გამო, რთულდებოდა ამოცანების ზუსტი გადაცემა. მით უფრო, რომ რეჟისორები და მსახიობები ხედვაში ხშირად აცდენილები ვართ, რადგან მსახიობს პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, როლი ყოველთვის თავისებურად წარმოუდგენია. მე ისინი კონკრეტული ჩარჩოებისკენ მიმყავს...

- კარგად იცოდა ირანელმა მსახიობმა, ვის ასახიერებდა?

- სასიამოვნოდ გამაოცა, უამრავ მასალას იყო გაცნობილი, ყველაფერი კარგად იცოდა, ზოგჯერ ჩვენზე მეტიც. საკმაოდ მოაზროვნე კაცია, მშვენივრად ჰყავდა პერსონაჟი შესწავლილი, ამბები, მისი მისია, საქართველოს ისტორიის ეპიზოდები და იცოდა, რამხელა პასუხისმგებლობა ჰქონდა. ინტერვიუებში ისეთ დეტალებს ჰყვებოდა, მაკვირვებდა...

- მიუხედავად იმისა, რომ "ხიბულა" საქართველოს პირველ პრეზიდენტზეა, მისი სახელი და გვარი ფილმში ერთხელაც არ ისმის. რატომ?

- არ იყო ჩემი მიზანი გადამეღო ფილმი ზვიად გამსახურდიაზე, ვიმეორებ, ეს რეალურ მოვლენებზე შექმნილი ამბავია, სათქმელია, რომელიც მაწუხებდა და მინდოდა, მეთქვა... მიუხედავად იმისა, რომ ზვიად გამსახურდიას სახელი და გვარი არც ერთხელ არ ისმის, ფილმი პირველ პრეზიდენტზეა. ტიტრებში ვამბობთ კიდეც, რომ ამ სოფელში ამა და ამ დღეს გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

- საერთოდ როგორია თქვენი დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიას პერსონის მიმართ?

- არასდროს ვყოფილვარ და დღემდე არ ვარ ვინმეს მხარე, ჯერ ერთი საკუთარ თავს არასდროს ვაძლევდი ამის უფლებას. მე ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს მხარეს ვარ! მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც ასე ვთვლი, რომ ქვეყნის წინაშე ჩადენილია უზარმაზარი დანაშაული. არ ვარ იმის მსაჯული, რომელმა მეტად დააშავა და რომელმა - ნაკლებად, მაინტერესებს გავიგო, რა მოხდა.

როდესაც ვლაპარაკობ ადამიანის ისტორიულ მისიაზე, ამ ადამიანმა შეასრულა თავისი მისია, მისი პეზიდენტობის დროს ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი. მგონი, გამსახურდიას მისიაც ეს იყო, საქართველო მის ხელში დამოუკიდებელი გამხდარიყო... ყველაფერი მომავალში შეფასდება!

- რა გეგმები გაქვთ ფილმის საფესტივალო მიმართულებით?

- კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე იყო. მთავარ კონკურსში მონაწილეობდა. ეს იყო მისი მსოფლიო პრემიერა. საფესტივალო მიმართულებით დატვირთული გრაფიკი აქვს: მინსკი, გერმანია, სამხრეთ ამერიკა, ბუენოს აირესი, სან-პაულო - სია ვრცელია.

ქართული პრემიერისთვისაც ვემზადებით - 20 ოქტომბერს პრესკონფერენციას გავმართავთ, 21 ნოემბერს "ამირანში" დახურული საპრემიერო ჩვენება იქნება. 23-დან კინოეკრანებზე გამოვა. ფილმი იმდენ ხანს დარჩება კინოთეატრებში, რამდენ ხანსაც მაყურებელი გადაწყვეტს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, პანდემიის დროს, შვილებთან ერთად "ქოხი" ააშენა - "ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია"

როგორ გამოიყურებიან და როგორ ცხოვრობენ სერიალ "გაქცევის" მთავარი გმირები ახლა (ფოტოები)

"ქეთა თოფურიამ მითხრა, ყოველთვის გვერდით დაგიდგებიო" - ეგზოტიკური იმიჯის ქართველი მომღერალი, რომელიც მოსკოვში კარიერას იწყობს