პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამდენის თქმის უფლებასაც არ მომცემდა მამა..." - რას წერს თაკო ჩარკვიანი ჯანსუღ ჩარკვიანისა და ზვიად გამსახურდიას ურთიერთობაზე
"ამდენის თქმის უფლებასაც არ მომცემდა მამა..." - რას წერს თაკო ჩარკვიანი ჯანსუღ ჩარკვიანისა და ზვიად გამსახურდიას ურთიერთობაზე

პოეტ ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, პუბ­ლი­ცის­ტი და მუ­სი­კათმცოდ­ნე თაკო ჩარ­კვი­ა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც აქამ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებს ყვე­ბა მა­მი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ. ამას­თან, ეხ­მა­უ­რე­ბა მა­მის დაკ­რძალ­ვის დღეს მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს, როცა სამ­გლო­ვი­ა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბის დროს, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მომ­ხრე ორმა ქალ­ბა­ტონ­მა პლა­კა­ტე­ბი გა­შა­ლა და ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნის პან­თე­ონ­ში დაკ­რძალ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა.

ჩარ­კვი­ა­ნის პოსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მათ ყუ­რა­დღე­ბას მი­ვი­პყრობ, ვინც მგო­ნია, რომ დიდი ხა­ნია, მრა­ვა­ლი წე­ლია, სრუ­ლი­ად დე­ზინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი არი­ან და ეს და­საძ­რა­ხი არ არის, ვი­ნა­ი­დან მე თვი­თონ და ბევ­რი ჩემს გარ­შე­მო, სრუ­ლი­ად სხვა იმ­ფორ­მა­ცი­ას ვფლობ­დით გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე. ახ­ლაც მე­უბ­ნე­ბი­ან, არა­ვის უპა­სუ­ხო ფე­ის­ბუქ­ზე, ვინც უდი­ე­რად და­წერს ამ მწუხ­რის ჟამ­სო, რად­გან ჯან­სუ­ღი მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იტი­რაო და აქვთ ჩემს მე­გობ­რებს ამის თქმის უფ­ლე­ბა, რად­გან მე სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მე­მახ­სოვ­რე­ბა - ის "ცრემ­ლი­ა­ნი ოკე­ა­ნე", რა­საც მთე­ლი ქვე­ყა­ნა ჰქვია და მი­წამ­დე თავს ვუხ­რი მთელ ქვე­ყა­ნას - ვპა­სუ­ხობ, მა­ვანს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ, რო­გორც ჩემი ჯან­სუ­ღი იტყო­და: " სა­ქარ­თვე­ლოვ, შენ ვინ მოგ­ცა, შვი­ლი და­სა­კარ­გა­ვი"...

მე ვთვლი, რომ რაც ვიცი ის უნდა ვთქვა: მაშ ასე - მე ჯან­სუ­ღის ურ­თი­ერ­თო­ბას დაწ­ვრი­ლე­ბით აღარ მოვ­ყვე­ბი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან იმ უმ­ძი­მე­სი რე­ჟი­მის დროს, რად­გან ყვე­ლამ იცის, რომ 1977 წელს მწე­რალ­თა კავ­ში­რი­დან ერ­თა­დერ­თმა ჯან­სუღ­მა არ მო­ა­წე­რა ხელი ზვი­ა­დის გა­რი­ცხვას და ვინ მოთ­ვლის კი­დევ, რამ­დე­ნი რამ - თავ­დე­ბო­ბა 2-ჯერ (ჯან­სუ­ღი იყო მისი თავ­დე­ბი), კოკო გამ­სა­ხურ­დი­ამ და­წე­რა კი­დე­ვაც: " ზვი­ად­მა მი­თხრა, რამე რომ გა­გი­ჭირ­დეს, ჯან­სუღს მი­ა­კი­თხეო". დიახ, ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო - პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი, როცა ზვი­ა­დი ცი­ხი­დან ახა­ლი გა­მო­სუ­ლი იყო, მა­მამ გა­მო­უ­ცა (მა­შინ ჯა­ნუ­კი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "სა­ქარ­თვე­ლოს" ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და) დიახ, გა­მოს­ცა ზვი­ა­დის თარ­გმა­ნი - ბოდ­ლე­რი ვერ­ლიბ­რად, ეს მა­შინ, როცა მერ­წმუ­ნეთ არა­ვინ არ აპი­რებ­და გა­გა­ნია კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, დევ­ნი­ლი გამ­სა­ხურ­დი­ას წიგ­ნის გა­მო­ცე­მას - პირ­ვე­ლი "ეგ­ზეპ­ლი­ა­რიც" ზვი­ად­მა ჯან­სუღს აჩუ­ქა და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "სა­ქარ­თვე­ლო­ში" მა­მას სა­წერ მა­გი­და­ზე "და­ას­ვე­ლეს", რო­გორც იტყვი­ან, პურ-მა­რი­ლით, კარ­გად მახ­სოვს, რა­ღაც­ნა­ირ გაშ­ლილ ხორ­ცი­ფერ ქა­ღალ­დზე ე.წ " სა­ი­უ­ბი­ლეო" ძეხ­ვი იდო და კო­ნი­ა­კი, რო­მე­ლიც პო­ეტ­მა ჯე­მალ ჩა­ხა­ვამ და ჟანი სი­ხა­რუ­ლი­ძემ ამო­ი­ტა­ნეს და უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი (ჩემს მე­გო­ბარ, მაია გო­გო­რიშ­ვილ­თან ერ­თად, რად­გან ამ ფაქტს ვეს­წრე­ბო­დით სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ჯა­ნუ­კის­თან კონ­სერ­ვა­ტო­რი­ი­დან ასუ­ლე­ბი (ხში­რად მივ­დი­ო­დი ხოლ­მე), ეს ერთი პა­ტა­რა მა­გა­ლი­თია, რა­ღა­ცებს არც მოვ­ყვე­ბი, რად­გან ამ­დე­ნის თქმის უფ­ლე­ბა­საც არ მომ­ცემ­და მამა. უბ­რა­ლოდ ახლა, მა­შინ­დე­ლი ზუს­ტი ატ­მოს­ფე­როს გად­მო­სა­ცე­მად დამ­ჭირ­და.

დიახ, მერე იყო 1988 წლის მი­ტინ­გე­ბი და (კად­რე­ბიც გახ­სოვთ ალ­ბათ, დევს სოც. სივ­რცე­ში 1988 წლის კად­რე­ბი - ზვი­ა­დის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი მი­ტინ­გი, თა­ვად გამ­სა­ხურ­დი­ას თხოვ­ნით ჯან­სუღს მიჰ­ყავს), მა­შინ ყვე­ლა ერ­თად იყო, მე ერთხელ ვთქვი, რომ ერ­თად ყოფ­ნა არ გვა­პა­ტი­ეს ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას მეთ­ქი, დიახ ჯან­სუ­ღი 1956 წლი­დან (9 მარ­ტის მი­ტინ­გი­დან და­წყე­ბუ­ლი, 1972 წელს- "ტყვია მი­ზან­ში მო­სახ­ვედ­რია", 1978 წელს 14 აპ­რილს, თუ ჟურ­ნალ "ცის­კრის" რე­დაქ­ტო­რო­ბის დროს, მა­შინ როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 8-ე პოლკს და­ახ­ვრე­ტი­ნა მთე­ლი ტი­რა­ჟი (სა­დაც ჯან­სუღ­მა მწე­რალ რეზო ჯა­ფა­რი­ძის სრუ­ლი­ად ანტი და საბ­ჭო­ე­თის ძირ­გა­მომ­თხრე­ლი წე­რი­ლი და­ბეჭ­და), იქვე ჯან­სუ­ღის პო­ე­მა "რწმე­ნის კე­დე­ლი" და­ი­ბეჭ­და და ამას მოჰ­ყვა უშიშ­რო­ე­ბის პოლ­კოვ­ნი­კის გ. კარ­ბე­ლაშ­ვი­ლის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც სა­კავ­ში­რო კან­ცე­ლა­რი­ა­ში გა­იგ­ზავ­ნა, სა­დაც ეწე­რა: "პო­ე­ტი ჯ. ჩარ­კვი­ა­ნი ტაო-კლარ­ჯე­თის შე­მო­ერ­თე­ბას ითხოვ­სო", ვი­ნა­ი­დან ჯან­სუ­ღის ლექსში ასე­თი სტრი­ქო­ნე­ბი იყო: "პატ­რო­ნი უნდა ვე­ფხის­ტყა­ო­სანს, პატ­რო­ნი უნდა კლარ­ჯეთს ტა­ო­საც, პატ­რო­ნი უნდა მეს­ხეთ-ჯა­ვა­ხეთს, მაგ­რამ თუ სის­ხლი არ გან­ვა­ახ­ლეთ და ყვე­ლა­ფე­რი ასე დავ­მარ­ხეთ, ხომ ყვე­ლა­ფე­რი დაგ­ვა­ვი­წყეს და ხომ ყვე­ლა­ფე­რი აგ­ვი­ტა­ლა­ხეს" (და ამას წერ­და ჯან­სუ­ღი. 1969-70 წლებ­შია და­წე­რი­ლი - ღმერ­თო ჩემო, გა­რეთ ფო­თო­ლიც არ შრი­ა­ლებ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის). სი­ტყვა რომ არ გა­მიგ­რძელ­დეს, მა­შინ ძა­ლი­ან და­ეხ­მარ­ნენ რეზო ჭი­ჭი­ნა­ძე და მსა­ხი­ო­ბი არ­ჩილ გო­მი­აშ­ვი­ლი, რუ­სე­ბის­თვის სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი "ოს­ტაპ ბენ­დე­რის" რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და მა­მა­ჩე­მის მე­გო­ბა­რი და რო­გორც იტყვი­ან, სა­ხალ­ხო არ­ტის­ტე­ბის ჩარ­თვით აღარ მი­ე­ცა ამ წე­რილს მწვა­ნე გზა, თუმ­ცა აქ ისე ათ­რი­ეს, რომ პირ­ვე­ლი ინ­ფარ­ქტი სწო­რედ მა­შინ მი­ი­ღო (ექიმ გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძეს­თან და ექიმ ან­ზორ მე­ლი­ას­თან მისი დიდი მე­გობ­რო­ბა აქე­დან და­ი­წყო სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე).

ჯან­სუ­ღის ძა­ლი­ან მძი­მე ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, ეს 8 აპ­რი­ლის სა­ხალ­ხო პრო­ტეს­ტი (მო­ედ­ნის გაწ­მენ­და გა­აპ­რო­ტეს­ტა) იყო, თუ თვითმრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის დახ­ვრე­ტის გაპ­რო­ტეს­ტე­ბა თუ დი­სი­დენტ ირაკ­ლი წე­რეთ­ლის (რო­მელ­საც მე უდი­დეს პა­ტივს ვცემ) თავ­დე­ბო­ბა და ბო­ლომ­დე მის გვერ­დით დგო­მა, ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე მებ­რძო­ლი ვაჟ­კა­ცი იყო, თა­ვი­სი ჟურ­ნალ "ცის­კრით", რო­მე­ლიც ფლაგ­მა­ნი იყო უდა­ვოდ და თა­ვი­სი გე­ნი­ა­ლურ პო­ე­ზი­ას ამ ბრძო­ლით ყო­ველ­თვის ჩრდილს აყე­ნებ­და, რად­გან უშიშ­რო­ე­ბა, სწო­რედ ხმის ამო­ღე­ბას არ გპა­ტი­ობ­და და არ გპა­ტი­ობს, და ამი­ტო­მაც ბევ­რმა სი­ჩუ­მე ამ­ჯო­ბი­ნა (მე ხცა­დია არა­ვის გან­ვი­კი­თხავ, მძი­მე დრო იყო - რე­ჟი­მი). ახლა კი საკ­ვან­ძო მო­მენტს მი­ვა­დე­ქით, რის­თვი­საც სა­უ­ბა­რი და­ვი­წყე - დიახ, ამ ერ­თად ყოფ­ნის და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გვერ­დით დგო­მის და მფარ­ვე­ლო­ბის შემ­დეგ (სი­კე­თის გარ­და არა­სო­დეს ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თვის ჯან­სუღს არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, თან არ და­გა­ვი­წდეთ, რომ ისი­ნი მე­ზობ­ლე­ბიც იყ­ვნენ ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე და ქ.ნ მი­რან­და ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი და ბე­ბია ოჯა­ხე­ბით მე­გობ­რობ­დნენ) და ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, უკვე როცა გამ­სა­ხურ­დია ავირ­ჩი­ეთ პრე­ზი­დენ­ტად (და­ახ­ლო­ე­ბით 2- 3 კვი­რა­ში ი წ ყ ე ბ ა რაც იწყე­ბა - სა­ში­ნე­ლი, შემ­ზა­რა­ვი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი (არა მარ­ტო ჩვენ­თან, მწერ­ლებ­თან, რე­ჟი­სო­რებ­თან, მსა­ხი­ო­ბებ­თან და ა. შ) დი­ლით 6-ზე, ღამე 4-ზე, ცხა­დია რე­კა­ვენ და გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გამ­სა­ხურ­დია ამას გი­ზამთ, იმას გი­ზამთ, გა­გა­სახ­ლებთ - იწყე­ბა კა­ტას­ტრო­ფა, მე დე­დას მე­გო­ბა­რი ზვი­ა­დის მომ­ხრე­ე­ბის­გან ვიცი, რომ სა­ლან­ძღა­ვი ზა­რე­ბი მათი მი­სა­მარ­თი­თაც იყო...

ცხა­დია, როცა უკვე პიკს მიღ­წია ამ უბე­დუ­რე­ბამ, დე­დამ გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი გამ­სა­ხურ­დი­ას­თან გა­სა­უბ­რე­ბის (დედა - ლი­ტე­რა­ტო­რი ირმა ჩხე­ი­ძე, რო­მელ­საც ორი­ვე ნაშ­რო­მი-დი­სერ­ტა­ცია ეკუთ­ვნის ბ .ნ კონ­სტა­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­ზე, ის ზვი­ად­თან ერ­თად ლიტ. ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ობ­და და მას გამ­სა­ხურ­დია დიდ პა­ტივს სცემ­და) რა თქმა უნდა, ვერ მო­ხერ­ხდა გა­სა­უბ­რე­ბა, რად­გან მას, დე­დას უთხრეს, რომ ზვი­ადს მას­თან სა­უ­ბა­რი არ სურ­და. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყვე­ლა­ფე­რი გვჯე­რო­და, რად­გან გამ­სა­ხურ­დია არ გა­მო­სუ­ლა და, მა­შინ არ გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია ეს "ქა­ლე­ბი" რომ­ლე­ბიც აწყობ­დნენ ასეთ თავ­დას­ხმებს (ქუ­ჩა­ში დახ­ვედ­რა, ცემა და ა.შ) ჩვენ ვერ ვხვდე­ბო­დით, ნელ-ნელა აგ­რე­სია გორ­დე­ბო­და გამ­სა­ხურ­დი­ას მი­მართ ცხა­დია - მე ერთხელ ვთქვი კი­დე­ვაც სახ­ლში "რა სჭირს ამ კაცს, რა­ტომ არ აჩე­რებს ამ ქა­ლებს მეთ­ქი და ყო­ველ დღე სულ უფრო მძაფ­რდე­ბო­და გამ­სა­ხურ­დი­ას მი­მართ აგ­რე­სია, რად­გან ეს "ქა­ლე­ბი" მისი მომ­ხრე­ე­ბის სა­ხე­ლით მოქ­მე­დებ­დნენ და და­ი­წყო და და­ი­წყო­ო­ო­ო­ოო... აქეთ ჩვენ ერთი მხა­რე - შე­ფურ­თხე­ბულ ტა­ლახ შეს­ხმუ­ლი, იქით მე­ო­რე მხა­რე, კვლავ არ­სა­ი­დან ხმა - არ­სით ძა­ხი­ლი - აკა­კი ბაქ­რა­ძე, ჯან­სუ­ღი რუს­თა­ვე­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან ცდი­ლო­ბენ ზვი­ადს და­კავ­ში­რე­ბოდ­ნენ - მო­ხერ­ხდა, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა. ბ.ნ აკა­კი ესა­უბ­რა და ჯან­სუ­ღი, ძა­ლი­ან თბი­ლად ისა­უბ­რეს, შე­თან­ხმდნენ შეხ­ვედ­რა­ზე, დი­ლით 10-ზე მო­ვალ­თო - "კი ჯა­ნუ­კი, ჰო ჯა­ნუ­კი" (ჯან­სუღს ში­ნა­უ­რე­ბი ასე ვე­ძახ­დით), აი, ასე ისა­უბ­რეს ტკბი­ლად მოგ­ვი­ა­ნე­ბით .... დი­ლით კი და­უ­კავ­შირ­დნენ - ბ.ნ ზვი­ად­მა - წი­თელ ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ას­თან სა­უ­ბა­რი არ მსურ­სო - მორ­ჩა, კავ­ში­რი გა­წყდა...... და­ი­წყო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, სრუ­ლი­ად უწყი­ნა­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­თხოვ­ნე­ბით (შე­გიძ­ლი­ათ ჩა­ხე­დოთ) გამ­სა­ხურ­დი­ას­თან კავ­ში­რი კვლავ არ არ­სე­ბობს, (მოგ­ვი­ა­ნე­ბით წლე­ბის შემ­დეგ, ზვი­ა­დის მომ­ხრე­ე­ბის­გან ვი­გებთ, რომ იქით მხა­რეს ზუს­ტად ისე­თი­ვე მუ­შა­ო­ბა მი­დი­ო­და, რო­გორც მე­ო­რე მხა­რეს, ენის მი­ტა­ნე­ბი, ამან შენ­ზე ეს თქვა, იმან ის თქვა, ამ დროს იგი­ვე აქეთ ხდე­ბო­და, გაგ­რძელ­და აქ­ცია ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან და და­ცხრი­ლეს ჩვე­ნი სახ­ლი, მა­მუ­კამ შეგვყა­რა აბა­ზა­ნა­ში (ყვე­ლა­ზე და­ცუ­ლი და ყრუ ად­გი­ლი ის იყო) მთე­ლი ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩვენ­თან იყ­ვნენ, მე პი­რა­დად, მხო­ლოდ იმას ვნატ­რობ­დი, იმ მო­მენ­ტში, რომ გამ­სა­ხურ­დია მალე წა­ვი­დეს მეთ­ქი, სახ­ლში ამო­ვი­და სამ­ხედ­რო ფორ­მით კაცი და გვი­თხრა: დე­დას უთხრა - ქ.ნ-ო, სულ გა­აფ­რი­ნა ამ გამ­სა­ხურ­დი­ამ (ბო­დიშს ვიხ­დი ცი­ტი­რე­ბის­თვის) და დაც­ვა გა­მოგ­ზავ­ნა შე­სა­ში­ნებ­ლა­დო.

ორ დღე­ში ან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ჩვენ­თან მო­ვი­და თა­ვის ფე­ხით გამ­სა­ხურ­დი­ას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ვახ­ტანგ რაზ­მა­ძე, ვი­მე­ო­რებ გამ­სა­ხურ­დი­ას გენ. პრო­კუ­რო­რი რაზ­მა­ძე, რო­მელ­საც ახ­ლდა, ბ.ნ ან­ზორ ბურ­ჯა­ნა­ძე - ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის მამა და მოგ­ვცა ანუ გად­მოგ­ვცა, ის ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი სია, სა­დაც და­სა­ჭე­რი რე­ჟი­სო­რე­ბის, მწერ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის გვა­რე­ბი იყო გა­წე­რი­ლი, თან და­ა­ყო­ლა, ქა­ლა­ქი უნდა და­ტო­ვოთ, შენ, ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ამ, ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძემ და კი­თხუ­ლობს გვა­რებს, ალ­ბათ 70 კაცი იქ­ნე­ბო­და, უნდა წახ­ვი­დეთ, რად­გან თქვენს და­სა­ჭერ სან­ქცი­ას მთხოვს პრე­ზი­დენ­ტიო - რა­ზეც ჯან­სუღს სა­ში­ნე­ლი პრო­ტეს­ტი ჰქონ­და, მე და დედა კი ვამ­ბობ­დით "რა კარ­გი კაცი ყო­ფი­ლა ეს რაზ­მა­ძე და რა გო­ნი­ე­რი, რომ ამას არ კად­რუ­ლობს თქო". შე­იძ­ლე­ბა ახლა გუ­ლუბ­რყვი­ლოდ ჩანს ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ რა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გვქონ­და - არც არა­ფე­რი - ჩვენ კი არა, და­მე­თან­ხმე­ბით, ალ­ბათ, რომ არც გამ­სა­ხურ­დი­ას ჰქონ­და მარ­თვის გა­მოც­დი­ლე­ბა, წლე­ბის შემ­დეგ (მე და კოკო გამ­სა­ხურ­დი­ას რამ­დენ­ჯერ გვი­სა­უბ­რია, რომ კო­კომ შე­სა­ნიშ­ნა­ვად და­წე­რა ბ.ნ რაზ­მა­ძის ფე­ნო­მენ­ზე) და­მე­თან­ხმეთ, რომ მისი ანუ გამ­სა­ხურ­დი­ას და­ნიშ­ნუ­ლი კად­რი იყო, თით­ქმის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა გა­დატ­რი­ა­ლე­ბის სა­თა­ვე­ში ვინც იყო, მა­ნამ­დე მისი მომ­ხრე­ე­ბი იყ­ვნენ თით­ქოს, არა? - მისი, ანუ გამ­სა­ხურ­დი­ას კად­რი იყო, ხომ ასეა და ჩვენ სა­ი­დან მივ­ხვდე­ბო­დით, სა­ი­დან? სა­ი­დან მივ­ხვდე­ბო­დით ამ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სპექ­ტაკ­ლებს - ჩვენ რა ვი­ცო­დით ვინ ცხრი­ლავ­და სახ­ლს, სა­ი­დან გვე­ცო­დი­ნე­ბო­და, რა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბით? ეს ხომ ლე­გი­ტი­მუ­რი კი­თხვაა.

მი­ვე­დი ფი­ნა­ლამ­დე - დიახ სწო­რედ ქ.ნ ლე­ი­ლა ცო­მა­ია და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ვი­თომ გამ­სა­ხურ­დი­ას მომ­ხრე "ე.წ.კარ­ვის ქალი" ფი­ნანსდე­ბო­და რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბი­დან და ახ­ლაც იგი­ვე კაცი აგ­რძე­ლებს მათ და­ფი­ნასნ­სე­ბას - დიახ, ახლა უკვე მაქვს და გვაქვს იმ­ფორ­მა­ცია, რომ არ იყ­ვნენ ის ვი­თომ ზვი­ა­დის "მომ­ხრე კარ­ვის ქა­ლე­ბი" შემ­თხვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი და მათ შო­რის იყო ეს ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა ცო­მა­ია - ისი­ნი იყ­ვნენ კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, დიახ, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ - გა­მო­უ­ვი­დათ, თა­ნაც მაგ­რად გა­მო­უ­ვი­დათ - ორი­ვე მხა­რეს შე­ე­შა­ლა და ავ­ყე­ვით, დიახ, ერთი მხა­რე დამ­ნა­შა­ვე არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ რაღა გვჭირს - კი­დევ შე­იძ­ლე­ბა იგი­ვე სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბით და მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით იკ­ვე­ბე­ბო­დეს გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი სა­ზო­გე­დო­ე­ბი­სა და მე­თო­დუ­რად მუხლჩა­უხ­ლე­ლად ან­გრევ­დეს ამ ქვე­ყა­ნას? სა­დღაც წა­ვი­კი­თხე კო­მენ­ტა­რებ­ში - პო­ე­ტუ­რი ლე­ი­ლა ცო­მა­ი­ას სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ტეს­ტი იყო მთაწ­მინ­და­ზე პლა­კა­ტით ამოს­ვლაო, (ძა­ლი­ან პო­ე­ტუ­რია და " კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი", ღია საფ­ლავ­თან - სა­სახ­ლეს­თან პრო­ტეს­ტი - მე უფრო (კა­კე­ბეშ­ნი­კუ­რი ტი­პუ­რი ხელ­წე­რა მგო­ნია) სა­დაც ნო­მენკლა­ტუ­რის გარ­და ეწე­რა პლა­კატ­ზე, კე­კეს, ჭა­ბუ­ას და გრი­ბო­ე­დოვს ვაპ­რო­ტეს­ტე­ბო - ეს ორი ად­რეც ვი­ღა­ცე­ბის­გან გა­გო­ნი­ლი მქონ­და და ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი (თუ­თაშ­ხი­ას შემ­ქმნე­ლი) რა­ტომ? ეს რა­ღაც ახა­ლია, რო­გორც ჩანს?ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა მეთ­ქვა, ახლა კი, ამი­ე­რი­დან ის მა­ინც მე­ცო­დი­ნე­ბა, რომ მე რაც ვი­ცო­დი, ის იმ­ფორ­მა­ცია არა­ინ­ფორ­მი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს გულ­წრფე­ლად მი­ვა­წო­დე და ამის შემ­დეგ "კარ­ვის სპეცმსმა­ხუ­რე­ბის ქა­ლე­ბის" მო­წო­ნე­ბა მათი ეროვ­ნუ­ლი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი თვით­შეგ­ნე­ბის საქ­მე იქ­ნე­ბა - მე კი აქამ­დე ჯან­სუღს ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი, მე­ში­ნო­და, მო­ხუ­ცია და არ მო­მიკ­ლან, თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ის გამო, აკი ასეც მოხ­და, მან ღია ეთერ­ში თქვა, დიახ, რუ­სე­თი მარ­ტო ახლა არა, ის დიდი ხა­ნია ოკუ­პან­ტი­აო და თა­ვი­სი კვი­მა­ტუ­რი ენით იხუმ­რა: "ადრე გვებ­რძოდ­ნენ მუ­სულ­მა­ნე­ბი, ახლა გვებ­რძვი­ან რუ­სულ­მა­ნე­ბი" და სი­ცო­ცხლის ფა­სად და­უ­ჯი­ნეს ეს სი­ტყვე­ბი ლე­ი­ლა ცო­მა­ი­ას­ნა­ირ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ლებ­მა, ახლა კი თუ გან­მე­ორ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ უკვე კარ­გად ნაც­ნო­ბი ასე­თი უღირ­სი, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი, მზად ვარ მო­გარ­თვათ ვე­ე­ბერ­თლა კვლე­ვა და ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ქ.ნ " დე­მოკ­რა­ტი" ვი­თომ ეროვ­ნულ მან­ტი­ა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი დიდი ხნის პეც­სამ­სა­ხუ­რე­ლი ლე­ი­ლას ცო­მა­ი­ას დამ­ფი­ნან­სებ­ლის და მისი გუნ­დის შე­სა­ხებ ვი­ნა­ი­დან თუ არ გა­მო­ვა­აშ­კა­რა­ვეთ, ვხე­დავ, სა­ქარ­თვე­ლო ვერ და­ის­ვე­ნებს. მე მო­მი­ტე­ვეთ თი­თო­ე­უ­ლი სი­ტყვა, რა­მე­თუ გულ­წრფე­ლია. ბო­ლოს ჯან­სუ­ღის სი­ტყვე­ბით და­ვას­რუ­ლებ:

"ოღონ­დაც ფრთხი­ლად ძვირ­ფა­სე­ბო

ფრთხი­ლად ოღონ­დაც,

ეს დე­და­მი­წა ალ­მა­ცე­რად გვიმ­ზერს ბე­ბე­რი,

რად­გან ჩვენს შემ­დეგ და­ი­წყე­ბა

თქვე­ნი გოლ­გო­თა და აღა­რა­ვინ

არ იქ­ნე­ბა მიმ­ტე­ვე­ბე­ლი

პა­ტი­ვის­ცე­მით თაკო ჩარ­კვი­ა­ნი" - წერს პო­ე­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

"ამდენის თქმის უფლებასაც არ მომცემდა მამა..." - რას წერს თაკო ჩარკვიანი ჯანსუღ ჩარკვიანისა და ზვიად გამსახურდიას ურთიერთობაზე

"ამდენის თქმის უფლებასაც არ მომცემდა მამა..." - რას წერს თაკო ჩარკვიანი ჯანსუღ ჩარკვიანისა და ზვიად გამსახურდიას ურთიერთობაზე

პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილი, პუბლიცისტი და მუსიკათმცოდნე თაკო ჩარკვიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აქამდე უცნობ დეტალებს ყვება მამისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ურთიერთობის შესახებ. ამასთან, ეხმაურება მამის დაკრძალვის დღეს მთაწმინდის პანთეონში მომხდარ ინციდენტს, როცა სამგლოვიარო ღონისძიების დროს, ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრე ორმა ქალბატონმა პლაკატები გაშალა და ჯანსუღ ჩარკვიანის პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილება გააპროტესტა.

ჩარკვიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მათ ყურადღებას მივიპყრობ, ვინც მგონია, რომ დიდი ხანია, მრავალი წელია, სრულიად დეზინფორმირებულნი არიან და ეს დასაძრახი არ არის, ვინაიდან მე თვითონ და ბევრი ჩემს გარშემო, სრულიად სხვა იმფორმაციას ვფლობდით გარკვეული პერიოდის მანძილზე. ახლაც მეუბნებიან, არავის უპასუხო ფეისბუქზე, ვინც უდიერად დაწერს ამ მწუხრის ჟამსო, რადგან ჯანსუღი მთელმა საქართველომ იტირაო და აქვთ ჩემს მეგობრებს ამის თქმის უფლება, რადგან მე სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება - ის "ცრემლიანი ოკეანე", რასაც მთელი ქვეყანა ჰქვია და მიწამდე თავს ვუხრი მთელ ქვეყანას - ვპასუხობ, მავანს მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც ჩემი ჯანსუღი იტყოდა: " საქართველოვ, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი"...

მე ვთვლი, რომ რაც ვიცი ის უნდა ვთქვა: მაშ ასე - მე ჯანსუღის ურთიერთობას დაწვრილებით აღარ მოვყვები ზვიად გამსახურდიასთან იმ უმძიმესი რეჟიმის დროს, რადგან ყველამ იცის, რომ 1977 წელს მწერალთა კავშირიდან ერთადერთმა ჯანსუღმა არ მოაწერა ხელი ზვიადის გარიცხვას და ვინ მოთვლის კიდევ, რამდენი რამ - თავდებობა 2-ჯერ (ჯანსუღი იყო მისი თავდები), კოკო გამსახურდიამ დაწერა კიდევაც: " ზვიადმა მითხრა, რამე რომ გაგიჭირდეს, ჯანსუღს მიაკითხეო". დიახ, ასეთი ურთიერთობა იყო - პირველი კრებული, როცა ზვიადი ციხიდან ახალი გამოსული იყო, მამამ გამოუცა (მაშინ ჯანუკი გამომცემლობა "საქართველოს" ხელმძღვანელობდა) დიახ, გამოსცა ზვიადის თარგმანი - ბოდლერი ვერლიბრად, ეს მაშინ, როცა მერწმუნეთ არავინ არ აპირებდა გაგანია კომუნისტების დროს, დევნილი გამსახურდიას წიგნის გამოცემას - პირველი "ეგზეპლიარიც" ზვიადმა ჯანსუღს აჩუქა და გამომცემლობა "საქართველოში" მამას საწერ მაგიდაზე "დაასველეს", როგორც იტყვიან, პურ-მარილით, კარგად მახსოვს, რაღაცნაირ გაშლილ ხორციფერ ქაღალდზე ე.წ " საიუბილეო" ძეხვი იდო და კონიაკი, რომელიც პოეტმა ჯემალ ჩახავამ და ჟანი სიხარულიძემ ამოიტანეს და უბედნიერესი ვიყავი (ჩემს მეგობარ, მაია გოგორიშვილთან ერთად, რადგან ამ ფაქტს ვესწრებოდით სრულიად შემთხვევით, ჯანუკისთან კონსერვატორიიდან ასულები (ხშირად მივდიოდი ხოლმე), ეს ერთი პატარა მაგალითია, რაღაცებს არც მოვყვები, რადგან ამდენის თქმის უფლებასაც არ მომცემდა მამა. უბრალოდ ახლა, მაშინდელი ზუსტი ატმოსფეროს გადმოსაცემად დამჭირდა.

დიახ, მერე იყო 1988 წლის მიტინგები და (კადრებიც გახსოვთ ალბათ, დევს სოც. სივრცეში 1988 წლის კადრები - ზვიადის მიერ გაკეთებული მიტინგი, თავად გამსახურდიას თხოვნით ჯანსუღს მიჰყავს), მაშინ ყველა ერთად იყო, მე ერთხელ ვთქვი, რომ ერთად ყოფნა არ გვაპატიეს ამ პატარა ქვეყანას მეთქი, დიახ ჯანსუღი 1956 წლიდან (9 მარტის მიტინგიდან დაწყებული, 1972 წელს- "ტყვია მიზანში მოსახვედრია", 1978 წელს 14 აპრილს, თუ ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორობის დროს, მაშინ როცა ხელისუფლებამ 8-ე პოლკს დაახვრეტინა მთელი ტირაჟი (სადაც ჯანსუღმა მწერალ რეზო ჯაფარიძის სრულიად ანტი და საბჭოეთის ძირგამომთხრელი წერილი დაბეჭდა), იქვე ჯანსუღის პოემა "რწმენის კედელი" დაიბეჭდა და ამას მოჰყვა უშიშროების პოლკოვნიკის გ. კარბელაშვილის წერილი, რომელიც საკავშირო კანცელარიაში გაიგზავნა, სადაც ეწერა: "პოეტი ჯ. ჩარკვიანი ტაო-კლარჯეთის შემოერთებას ითხოვსო", ვინაიდან ჯანსუღის ლექსში ასეთი სტრიქონები იყო:  "პატრონი უნდა ვეფხისტყაოსანს, პატრონი უნდა კლარჯეთს ტაოსაც, პატრონი უნდა მესხეთ-ჯავახეთს, მაგრამ თუ სისხლი არ განვაახლეთ და ყველაფერი ასე დავმარხეთ, ხომ ყველაფერი დაგვავიწყეს და ხომ ყველაფერი აგვიტალახეს" (და ამას წერდა ჯანსუღი. 1969-70 წლებშია დაწერილი - ღმერთო ჩემო, გარეთ ფოთოლიც არ შრიალებდა თავისუფლების). სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, მაშინ ძალიან დაეხმარნენ რეზო ჭიჭინაძე და მსახიობი არჩილ გომიაშვილი, რუსებისთვის სათაყვანებელი "ოსტაპ ბენდერის" როლის შემსრულებელი და მამაჩემის მეგობარი და როგორც იტყვიან, სახალხო არტისტების ჩართვით აღარ მიეცა ამ წერილს მწვანე გზა, თუმცა აქ ისე ათრიეს, რომ პირველი ინფარქტი სწორედ მაშინ მიიღო (ექიმ გულიკო ჩაფიძესთან და ექიმ ანზორ მელიასთან მისი დიდი მეგობრობა აქედან დაიწყო სიცოცხლის ბოლომდე).

ჯანსუღის ძალიან მძიმე ცხოვრების მანძილზე, ეს 8 აპრილის სახალხო პროტესტი (მოედნის გაწმენდა გააპროტესტა) იყო, თუ თვითმრინავის ბიჭების დახვრეტის გაპროტესტება თუ დისიდენტ ირაკლი წერეთლის (რომელსაც მე უდიდეს პატივს ვცემ) თავდებობა და ბოლომდე მის გვერდით დგომა, ცხოვრების ყველა ეტაპზე მებრძოლი ვაჟკაცი იყო, თავისი ჟურნალ "ცისკრით", რომელიც ფლაგმანი იყო უდავოდ და თავისი გენიალურ პოეზიას ამ ბრძოლით ყოველთვის ჩრდილს აყენებდა, რადგან უშიშროება, სწორედ ხმის ამოღებას არ გპატიობდა და არ გპატიობს, და ამიტომაც ბევრმა სიჩუმე ამჯობინა (მე ხცადია არავის განვიკითხავ, მძიმე დრო იყო - რეჟიმი). ახლა კი საკვანძო მომენტს მივადექით, რისთვისაც საუბარი დავიწყე - დიახ, ამ ერთად ყოფნის და მთელი ცხოვრება გვერდით დგომის და მფარველობის შემდეგ (სიკეთის გარდა არასოდეს ზვიად გამსახურდიასთვის ჯანსუღს არაფერი გაუკეთებია, თან არ დაგავიწდეთ, რომ ისინი მეზობლებიც იყვნენ ჯაფარიძის ქუჩაზე და ქ.ნ მირანდა ფალავანდიშვილი და ბებია ოჯახებით მეგობრობდნენ) და ამ ყველაფრის შემდეგ, უკვე როცა გამსახურდია ავირჩიეთ პრეზიდენტად (დაახლოებით 2- 3 კვირაში ი წ ყ ე ბ ა რაც იწყება - საშინელი, შემზარავი სატელეფონო ზარები (არა მარტო ჩვენთან, მწერლებთან, რეჟისორებთან, მსახიობებთან და ა. შ) დილით 6-ზე, ღამე 4-ზე, ცხადია რეკავენ და გვეუბნებიან, რომ გამსახურდია ამას გიზამთ, იმას გიზამთ, გაგასახლებთ - იწყება კატასტროფა, მე დედას მეგობარი ზვიადის მომხრეებისგან ვიცი, რომ სალანძღავი ზარები მათი მისამართითაც იყო...

ცხადია, როცა უკვე პიკს მიღწია ამ უბედურებამ, დედამ გამოთქვა სურვილი გამსახურდიასთან გასაუბრების (დედა - ლიტერატორი ირმა ჩხეიძე, რომელსაც ორივე ნაშრომი-დისერტაცია ეკუთვნის ბ .ნ კონსტატინე გამსახურდიაზე, ის ზვიადთან ერთად ლიტ. ინსტიტუტში მუშაობდა და მას გამსახურდია დიდ პატივს სცემდა) რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდა გასაუბრება, რადგან მას, დედას უთხრეს, რომ ზვიადს მასთან საუბარი არ სურდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი გვჯეროდა, რადგან გამსახურდია არ გამოსულა და, მაშინ არ გაუპროტესტებია ეს "ქალები" რომლებიც აწყობდნენ ასეთ თავდასხმებს (ქუჩაში დახვედრა, ცემა და ა.შ) ჩვენ ვერ ვხვდებოდით, ნელ-ნელა აგრესია გორდებოდა გამსახურდიას მიმართ ცხადია - მე ერთხელ ვთქვი კიდევაც სახლში "რა სჭირს ამ კაცს, რატომ არ აჩერებს ამ ქალებს მეთქი და ყოველ დღე სულ უფრო მძაფრდებოდა გამსახურდიას მიმართ აგრესია, რადგან ეს "ქალები" მისი მომხრეების სახელით მოქმედებდნენ და დაიწყო და დაიწყოოოოოო... აქეთ ჩვენ ერთი მხარე - შეფურთხებულ ტალახ შესხმული, იქით მეორე მხარე, კვლავ არსაიდან ხმა - არსით ძახილი - აკაკი ბაქრაძე, ჯანსუღი რუსთაველის საზოგადოებიდან ცდილობენ ზვიადს დაკავშირებოდნენ - მოხერხდა, სატელეფონო საუბარი შედგა. ბ.ნ აკაკი ესაუბრა და ჯანსუღი, ძალიან თბილად ისაუბრეს, შეთანხმდნენ შეხვედრაზე, დილით 10-ზე მოვალთო - "კი ჯანუკი, ჰო ჯანუკი" (ჯანსუღს შინაურები ასე ვეძახდით), აი, ასე ისაუბრეს ტკბილად მოგვიანებით .... დილით კი დაუკავშირდნენ - ბ.ნ ზვიადმა - წითელ ინტელიგენციასთან საუბარი არ მსურსო - მორჩა, კავშირი გაწყდა...... დაიწყო საპროტესტო აქცია უნივერსიტეტთან, სრულიად უწყინარი დემოკრატიული მოთხოვნებით (შეგიძლიათ ჩახედოთ) გამსახურდიასთან კავშირი კვლავ არ არსებობს, (მოგვიანებით წლების შემდეგ, ზვიადის მომხრეებისგან ვიგებთ, რომ იქით მხარეს ზუსტად ისეთივე მუშაობა მიდიოდა, როგორც მეორე მხარეს, ენის მიტანები, ამან შენზე ეს თქვა, იმან ის თქვა, ამ დროს იგივე აქეთ ხდებოდა, გაგრძელდა აქცია ტელევიზიასთან და დაცხრილეს ჩვენი სახლი, მამუკამ შეგვყარა აბაზანაში (ყველაზე დაცული და ყრუ ადგილი ის იყო) მთელი ჩვენი მეზობლები მოგვიანებით ჩვენთან იყვნენ, მე პირადად, მხოლოდ იმას ვნატრობდი, იმ მომენტში, რომ გამსახურდია მალე წავიდეს მეთქი, სახლში ამოვიდა სამხედრო ფორმით კაცი და გვითხრა: დედას უთხრა - ქ.ნ-ო, სულ გააფრინა ამ გამსახურდიამ (ბოდიშს ვიხდი ციტირებისთვის) და დაცვა გამოგზავნა შესაშინებლადო.

ორ დღეში ან რამდენიმე დღეში, ჩვენთან მოვიდა თავის ფეხით გამსახურდიას გენერალური პროკურორი ვახტანგ რაზმაძე, ვიმეორებ გამსახურდიას გენ. პროკურორი რაზმაძე, რომელსაც ახლდა, ბ.ნ ანზორ ბურჯანაძე - ნინო ბურჯანაძის მამა და მოგვცა ანუ გადმოგვცა, ის ავადსახსენებელი სია, სადაც დასაჭერი რეჟისორების, მწერლების, მეცნიერების გვარები იყო გაწერილი, თან დააყოლა, ქალაქი უნდა დატოვოთ, შენ, ელდარ შენგელაიამ, ლანა ღოღობერიძემ და კითხულობს გვარებს, ალბათ 70 კაცი იქნებოდა, უნდა წახვიდეთ, რადგან თქვენს დასაჭერ სანქციას მთხოვს პრეზიდენტიო - რაზეც ჯანსუღს საშინელი პროტესტი ჰქონდა, მე და დედა კი ვამბობდით "რა კარგი კაცი ყოფილა ეს რაზმაძე და რა გონიერი, რომ ამას არ კადრულობს თქო". შეიძლება ახლა გულუბრყვილოდ ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ რა პოლიტიკური გამოცდილება გვქონდა - არც არაფერი - ჩვენ კი არა, დამეთანხმებით, ალბათ, რომ არც გამსახურდიას ჰქონდა მართვის გამოცდილება, წლების შემდეგ (მე და კოკო გამსახურდიას რამდენჯერ გვისაუბრია, რომ კოკომ შესანიშნავად დაწერა ბ.ნ რაზმაძის ფენომენზე) დამეთანხმეთ, რომ მისი ანუ გამსახურდიას დანიშნული კადრი იყო, თითქმის უკლებლივ ყველა გადატრიალების სათავეში ვინც იყო, მანამდე მისი მომხრეები იყვნენ თითქოს, არა? - მისი, ანუ გამსახურდიას კადრი იყო, ხომ ასეა და ჩვენ საიდან მივხვდებოდით, საიდან? საიდან მივხვდებოდით ამ სპეცსამსახურების სპექტაკლებს - ჩვენ რა ვიცოდით ვინ ცხრილავდა სახლს, საიდან გვეცოდინებოდა, რა პოლიტიკური გამოცდილებით? ეს ხომ ლეგიტიმური კითხვაა.

მივედი ფინალამდე - დიახ სწორედ ქ.ნ ლეილა ცომაია და კიდევ რამდენიმე ვითომ გამსახურდიას მომხრე "ე.წ.კარვის ქალი" ფინანსდებოდა რუსეთის უშიშროებიდან და ახლაც იგივე კაცი აგრძელებს მათ დაფინასნსებას - დიახ, ახლა უკვე მაქვს და გვაქვს იმფორმაცია, რომ არ იყვნენ ის ვითომ ზვიადის "მომხრე კარვის ქალები" შემთხვევითი ადამიანები და მათ შორის იყო ეს ქალბატონი ლეილა ცომაია - ისინი იყვნენ კარგად გაწვრთნილი სპეცსამსახურები, დიახ, სპეცსამსახურები საქართველოს წინააღმდეგ - გამოუვიდათ, თანაც მაგრად გამოუვიდათ - ორივე მხარეს შეეშალა და ავყევით, დიახ, ერთი მხარე დამნაშავე არ არსებობს, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ რაღა გვჭირს - კიდევ შეიძლება იგივე სპეცსამსახურებით და მათი ინფორმაციით იკვებებოდეს გარკვეული ნაწილი საზოგედოებისა და მეთოდურად მუხლჩაუხლელად ანგრევდეს ამ ქვეყანას? სადღაც წავიკითხე კომენტარებში - პოეტური ლეილა ცომაიას სამოქალაქო პროტესტი იყო მთაწმინდაზე პლაკატით ამოსვლაო, (ძალიან პოეტურია და " კეთილშობილური", ღია საფლავთან - სასახლესთან პროტესტი - მე უფრო (კაკებეშნიკური ტიპური ხელწერა მგონია) სადაც ნომენკლატურის გარდა ეწერა პლაკატზე, კეკეს, ჭაბუას და გრიბოედოვს ვაპროტესტებო - ეს ორი ადრეც ვიღაცებისგან გაგონილი მქონდა და ჭაბუა ამირეჯიბი (თუთაშხიას შემქმნელი) რატომ? ეს რაღაც ახალია, როგორც ჩანს?ვფიქრობ, ეს ყველაფერი უნდა მეთქვა, ახლა კი, ამიერიდან ის მაინც მეცოდინება, რომ მე რაც ვიცოდი, ის იმფორმაცია არაინფორმირებულ ადამიანებს გულწრფელად მივაწოდე და ამის შემდეგ "კარვის სპეცმსმახურების ქალების" მოწონება მათი ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების საქმე იქნება - მე კი აქამდე ჯანსუღს ვუფრთხილდებოდი, მეშინოდა, მოხუცია და არ მომიკლან, თავისი მოქალაქეობრივი პოზიციის გამო, აკი ასეც მოხდა, მან ღია ეთერში თქვა, დიახ, რუსეთი მარტო ახლა არა, ის დიდი ხანია ოკუპანტიაო და თავისი კვიმატური ენით იხუმრა: "ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანები" და სიცოცხლის ფასად დაუჯინეს ეს სიტყვები ლეილა ცომაიასნაირმა სპეცსამსახურელებმა, ახლა კი თუ განმეორდება საქართველოს წინააღმდეგ უკვე კარგად ნაცნობი ასეთი უღირსი, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაციები, მზად ვარ მოგართვათ ვეებერთლა კვლევა და ჟურნალისტური გამოძიება ქ.ნ " დემოკრატი" ვითომ ეროვნულ მანტიაში გამოწყობილი დიდი ხნის პეცსამსახურელი ლეილას ცომაიას დამფინანსებლის და მისი გუნდის შესახებ ვინაიდან თუ არ გამოვააშკარავეთ, ვხედავ, საქართველო ვერ დაისვენებს. მე მომიტევეთ თითოეული სიტყვა, რამეთუ გულწრფელია. ბოლოს ჯანსუღის სიტყვებით დავასრულებ:

"ოღონდაც ფრთხილად ძვირფასებო

ფრთხილად ოღონდაც,

ეს დედამიწა ალმაცერად გვიმზერს ბებერი,

რადგან ჩვენს შემდეგ დაიწყება

თქვენი გოლგოთა და აღარავინ

არ იქნება მიმტევებელი

პატივისცემით თაკო ჩარკვიანი" - წერს პოეტის ქალიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს