კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის უნივერსალური საჩუქარი ახალი წლისთვის?
რა არის უნივერსალური საჩუქარი ახალი წლისთვის?

ახა­ლი წელი ტრა­დი­ცი­უ­ლად ახალ გეგ­მებ­თან, ახალ იდე­ებ­თან, ახალ საქ­მე­ებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. ამ დღის­თვის ყვე­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბა. ახა­ლი წლის მთა­ვა­რი მუხ­ტი კი სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუ­ქა­რია. სწო­რედ სა­ჩუ­ქა­რი ატა­რებს იმ გან­სა­კუთ­რე­ბულ ემო­ცი­ას და სი­ხა­რულს, რო­მე­ლიც დიდ­სა და პა­ტა­რას აერ­თი­ა­ნებს.

წელს სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სი შე­და­რე­ბით ადრე და­ი­წყო და მა­ღა­ზი­ებ­ში უკვე შე­ამ­ჩნევთ გა­სა­ყი­დად გა­მო­ტა­ნილ სა­ა­ხალ­წლო ნივ­თებს. არა­ერ­თი ვიტ­რი­ნაც უკვე სპე­ცი­ა­ლუ­რად არის მორ­თუ­ლი. აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა კი­თხვაც: ვის რა ვა­ჩუ­ქოთ ახა­ლი წლის ღა­მეს? ეს მარ­ტი­ვი კი­თხვა ნამ­დვი­ლად არაა. კარ­გად და­ფიქ­რე­ბა სჭირ­დე­ბა იმას, თუ ვის რა ტი­პის სა­ჩუ­ქა­რი გა­ა­ხა­რებს და ხში­რად ეს სა­კი­თხი რთუ­ლად და­საძ­ლევ დი­ლე­მა­დაც კი იქ­ცე­ვა ხოლ­მე.

თამ­თა, 29 წლის, ჟურ­ნა­ლის­ტი: "ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბის გა­კე­თე­ბა. ამა­ზე ფიქ­რს დიდი ხნით ადრე ვი­წყებ ხოლ­მე. ვაკ­ვირ­დე­ბი ახ­ლობ­ლებს, მე­გობ­რებს, ვის რა სჭირ­დე­ბა და ვინ რაზე ოც­ნე­ბობს. ვცდი­ლობ, ისე­თი სა­ჩუ­ქა­რი გა­ვუ­კე­თო, რის ყიდ­ვა­საც ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ვერ ახერ­ხე­ბენ. მა­გა­ლი­თად, გა­სულ წელს ჩემს მე­უღ­ლეს საყ­ვა­რე­ლი ბრენ­დის სუ­ნა­მო ვუ­ყი­დე, მე­გობ­რებს კი წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან უნ­დო­დათ. ჩემს პა­ტა­რა შვილ­საც სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბი ვა­ჩუ­ქე, რი­თაც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა."

შოთა, 30 წლის, გა­ყიდ­ვე­ბის მე­ნე­ჯე­რი: "ვცდი­ლობ, სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბით ყვე­ლა ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ვა­ნე­ბივ­რო. მე­უღ­ლეს ძი­რი­თა­დად ხელ­ნა­კეთ ნივ­თებს ვჩუქ­ნი ხოლ­მე, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის არის შექ­მნი­ლი. თუმ­ცა, ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ა­ხა­რა შარ­შან­დელ­მა სა­ჩუ­ქარ­მა. ეს იყო ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის ბესტსე­ლე­რი წიგ­ნი ავ­ტო­რის ავ­ტოგ­რა­ფით."

ლია, 56 წლის, დი­ა­სახ­ლი­სი: "ზო­გა­დად, სა­ჩუქ­რე­ბის შერ­ჩე­ვა ძა­ლი­ან მი­ჭირს. რად­გან მე და ჩემს შვი­ლებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა გვაქვს. ეს ალ­ბათ ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის ბრა­ლია. ამი­ტომ ვფიქ­რობ, წელს მათ წლის ბესტსე­ლე­რი წიგ­ნე­ბი ვა­ჩუ­ქო. ასე გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად მე­ცო­დი­ნე­ბა, რომ ჩემი სა­ჩუქ­რე­ბის ად­რე­სა­ტე­ბი ბედ­ნი­ე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან და მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რით ნამ­დვი­ლად ისი­ა­მოვ­ნე­ბენ."

რო­გორც ჩვენ მიერ გა­მო­კი­თხუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, წიგ­ნი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია ახა­ლი წლის­თვის. სა­ვა­რა­უ­დოდ, წიგ­ნის, რო­გორც სა­ჩუქ­რის, ასე­თი უნი­ვერ­სა­ლუ­რო­ბა იმან გა­მო­იწ­ვია, რომ გაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ერთ ლო­კა­ცი­ა­ზე მის­ვლით სხვა­დას­ხვა გე­მოვ­ნე­ბის ადა­მი­ანს მარ­ტი­ვად შე­ურ­ჩიო ის, რაც იცი, რომ ნამ­დვი­ლად მო­ე­წო­ნე­ბა.

არ­ჩე­ვა­ნი თქვენ­ზეა. ჩვენ კი გირ­ჩევთ, უკვე და­ი­წყოთ მომ­ზა­დე­ბა ახა­ლი წლის­თვის. ასე გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ მე­გობ­რე­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ისე­თი სა­ჩუქ­რე­ბის შერ­ჩე­ვა, რომ­ლე­ბიც მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ა­ხა­რებს.

რა არის უნივერსალური საჩუქარი ახალი წლისთვის?

რა არის უნივერსალური საჩუქარი ახალი წლისთვის?

ახალი წელი ტრადიციულად ახალ გეგმებთან, ახალ იდეებთან, ახალ საქმეებთან ასოცირდება. ამ დღისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება. ახალი წლის მთავარი მუხტი კი საახალწლო საჩუქარია. სწორედ საჩუქარი ატარებს იმ განსაკუთრებულ ემოციას და სიხარულს, რომელიც დიდსა და პატარას აერთიანებს.

წელს საახალწლო სამზადისი შედარებით ადრე დაიწყო და მაღაზიებში უკვე შეამჩნევთ გასაყიდად გამოტანილ საახალწლო ნივთებს. არაერთი ვიტრინაც უკვე სპეციალურად არის მორთული. აქტუალური ხდება კითხვაც: ვის რა ვაჩუქოთ ახალი წლის ღამეს? ეს მარტივი კითხვა ნამდვილად არაა. კარგად დაფიქრება სჭირდება იმას, თუ ვის რა ტიპის საჩუქარი გაახარებს და ხშირად ეს საკითხი რთულად დასაძლევ დილემადაც კი იქცევა ხოლმე.

თამთა, 29 წლის, ჟურნალისტი: "ძალიან მიყვარს საახალწლო საჩუქრების გაკეთება. ამაზე ფიქრს დიდი ხნით ადრე ვიწყებ ხოლმე. ვაკვირდები ახლობლებს, მეგობრებს, ვის რა სჭირდება და ვინ რაზე ოცნებობს. ვცდილობ, ისეთი საჩუქარი გავუკეთო, რის ყიდვასაც ადამიანები საკუთარი თავისთვის ვერ ახერხებენ. მაგალითად, გასულ წელს ჩემს მეუღლეს საყვარელი ბრენდის სუნამო ვუყიდე, მეგობრებს კი წიგნები, რომლებიც ძალიან უნდოდათ. ჩემს პატარა შვილსაც საბავშვო წიგნები ვაჩუქე, რითაც ძალიან კმაყოფილი დარჩა."

შოთა, 30 წლის, გაყიდვების მენეჯერი: "ვცდილობ, საახალწლო საჩუქრებით ყველა ახლობელი ადამიანი გავანებივრო. მეუღლეს ძირითადად ხელნაკეთ ნივთებს ვჩუქნი ხოლმე, რომელიც სპეციალურად მისთვის არის შექმნილი. თუმცა, ის განსაკუთრებულად გაახარა შარშანდელმა საჩუქარმა. ეს იყო ერთ-ერთი ქართველი მწერლის ბესტსელერი წიგნი ავტორის ავტოგრაფით."

ლია, 56 წლის, დიასახლისი: "ზოგადად, საჩუქრების შერჩევა ძალიან მიჭირს. რადგან მე და ჩემს შვილებს განსხვავებული გემოვნება გვაქვს. ეს ალბათ ასაკობრივი სხვაობის ბრალია. ამიტომ ვფიქრობ, წელს მათ წლის ბესტსელერი წიგნები ვაჩუქო. ასე გარანტირებულად მეცოდინება, რომ ჩემი საჩუქრების ადრესატები ბედნიერები იქნებიან და მიღებული საჩუქრით ნამდვილად ისიამოვნებენ."

როგორც ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანების კომენტარებიდან ირკვევა, წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია ახალი წლისთვის. სავარაუდოდ, წიგნის, როგორც საჩუქრის, ასეთი უნივერსალურობა იმან გამოიწვია, რომ გაძლევთ შესაძლებლობას ერთ ლოკაციაზე მისვლით სხვადასხვა გემოვნების ადამიანს მარტივად შეურჩიო ის, რაც იცი, რომ ნამდვილად მოეწონება.

არჩევანი თქვენზეა. ჩვენ კი გირჩევთ, უკვე დაიწყოთ მომზადება ახალი წლისთვის. ასე გაგიადვილდებათ მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის ისეთი საჩუქრების შერჩევა, რომლებიც მათ განსაკუთრებულად გაახარებს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს