მარტო ყოფნა ქალებს მეტად სიამოვნებთ, ვიდრე კაცებს, რადგან ქალებისთვის ურთიერთობები უფრო რთულია.
Mintel-ის კვლევის მიხედვით, მარტო ყოფნით მარტოხელა ქალების 61 პროცენტია ბედნიერი, მაშინ, როდესაც ურთიერთობების გარეშე ყოფნა კაცების მხოლოდ 49%-ს მოსწონს.
კვლევის ავტორების განმარტებით, ჰეტეროსექსუალური ურთიერთობა ქალებისგან მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე კაცებისგან.
"საყოფაცხოვრებო საკითხებით და სახლის საქმეზე ქალები უფრო მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები. საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება და ა.შ. უმეტესად ჯერ კიდევ ქალების მოვალეობაა, ამიტომ მათ მარტო ყოფნა ურჩევნიათ,"- ამბობს ესექსის უნივერსიტეტის პროფესორი ემილი გრანდი.
მომზადებულია independent-ის მიხედვით