წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ "ქართული ოცნების" კანდიდატ ბეგლარ სიორიძეს 79 ხმით აჯობა.
62-ვე უბნის მონაცემების მიხედვით, სიორიძემ 17 227 ხმა დააგროვა, კონსტანტინე შარაშენიძემ კი - 17 306.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე ამ დროისთვის მხოლოდ 61 უბნის მონაცემებია ატვირთული და არ არის ატვირთული სოფელ ნასაკირალში არსებული #59 საარჩევნო უბნის მონაცემები, სადაც "ქართული ოცნება" ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს. აღნიშნულ უბანზე ბეგლარ სიორიძეს 280 ხმა აქვს მიღებული, კონსტანტინე შარაშენიძეს კი - 394.