სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაუვიწყარი სილამაზის ქალი "ქართული სახით" - დოდო ჭიჭინაძის ცხოვრების უცნობი დეტალები
დაუვიწყარი სილამაზის ქალი "ქართული სახით" - დოდო ჭიჭინაძის ცხოვრების უცნობი დეტალები

დოდო ჭი­ჭი­ნა­ძე ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვი იყო. მისი გა­რეგ­ნუ­ლი და ში­ნა­გა­ნი სი­ლა­მა­ზე, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ერ­თმა­ნეთს ერ­წყმო­და. მა­ყუ­რე­ბელ­მა უმე­ტე­სად ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბი­დან - "და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი", "ბედ­ნი­ე­რი შეხ­ვედ­რა", "ჭრი­ჭი­ნა", "ცი­კა­რა", "ბაში-აჩუ­კი," "შე­წყვე­ტი­ლი სიმ­ღე­რა" და სხვა, გა­იც­ნო და შე­იყ­ვა­რა.

გა­სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზის ქალ­ბა­ტო­ნი იყო, ერთხელ რო­დე­საც რო­მის პაპ­მა იო­ა­ნემ XX სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში ქარ­თვე­ლი ქა­ლის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ტი­პა­ჟის ფო­ტო­პორ­ტრე­ტი ითხო­ვა (სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ტი­პი­ურ სა­ხე­ებს აგ­რო­ვებ­და), მე­დეა ჯა­ფა­რი­ძის, ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნის, ლია ელი­ა­ვას და დოდო ჭი­ჭი­ნა­ძის სუ­რა­თე­ბი გა­უგ­ზავ­ნეს. პაპს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა ვერ და­უ­მა­ლავს ოთხი­ვე სი­ლა­მა­ზის მი­მართ და უთ­ქვამს: "ესე­ნი (მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე და ლია ელი­ა­ვა) - დი­დე­ბუ­ლი ევ­რო­პაა! ო, ეს (ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნი) მშვე­ნი­ე­რი აღ­მო­სავ­ლე­თი! აი, ეს კი (დოდო ჭი­ჭი­ნა­ძე), ეს სახე, მგო­ნი, მარ­თლაც ქარ­თუ­ლია!"

AMBEBI.GE სწო­რედ ამ ქარ­თუ­ლი სა­ხის, მშვე­ნი­ერ ქალ­ბა­ტონ­სა და მსა­ხი­ობ­ზე მო­გი­თხრობთ. სა­უ­ბარს დოდო ჭი­ჭი­ნა­ძის ძმის­შვილ­თან, დი­რი­ჟორ გოგი ჭი­ჭი­ნა­ძეს­თან ვაგ­რძე­ლებთ:

- თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით, ყვე­ლაფ­რით ნამ­დვი­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო, პრო­ფე­სი­ა­ზე გა­დამ­კვდა­რი გახ­ლდათ... საკ­მა­ოდ დიდ­ხანს, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში დო­დოს მთე­ლი კლა­სი­კუ­რი რე­პერ­ტუ­ა­რი მიჰ­ყავ­და. ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის მერე, ვე­რი­კოს და თა­ვის რო­ლებს ერ­თდრო­უ­ლად თა­მა­შობ­და... ლე­გენ­დებ­თან მო­უ­წია სცე­ნა­ზე და კი­ნო­ში მუ­შა­ო­ბამ. ყვე­ლას დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით იხ­სე­ნებ­და... წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რამ­დე­ნი რამ ხდე­ბო­და თე­ატ­რში და არ მახ­სოვს, ვინ­მე­ზე ცუდი ეთ­ქვა, ჩვენ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დით, მის­თვის ყვე­ლა კარ­გი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იყო...

ბო­ლოს, ხან­ში რომ შე­ვი­და, გული ატ­კი­ნეს თე­ატ­რში, არას­წო­რად მო­ექ­ცნენ, მაგ­რამ ვერც მა­შინ ვათ­ქმე­ვი­ნეთ ვინ­მე­ზე ცუდი. ადა­მი­ა­ნე­ბის არა­ნორ­მა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი შე­ეძ­ლო... ლე­გენ­დე­ბი და­დის იმა­ზე, რო­გორ ეხ­მა­რე­ბო­და უამ­რავ ადა­მი­ანს. ყვე­ლას საქ­მე­ზე დარ­ბო­და სა­კუ­თა­რი საქ­მის გარ­და, არ მახ­სოვს, თა­ვის­თვის ვინ­მეს­თან რამე ეთხო­ვოს...

პა­ტა­ო­ბი­სას მოს­კოვ­ში ვიზ­რდე­ბო­დი, თბი­ლის­ში რომ ჩა­მოვ­დი­ო­დი და მას­თან ერ­თად გა­რეთ გას­ვლა მი­წევ­და, ვბრაზ­დე­ბო­დი, და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, დო­დოს­თან ერ­თად ქუ­ჩა­ში მშვი­დად ვერ დავ­დი­ო­დი, სა­ა­თო­ბით აჩე­რებ­დნენ, ეფე­რე­ბოდ­ნენ, კომ­პლი­მენ­ტებს უძღვნიდ­ნენ, ჩვე­ნი სა­ლო­ცა­ვი ხარო ეუბ­ნე­ბოდ­ნენ... კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე, ბა­ზარ­ში რომ შე­ვი­დო­დით, იქ ყო­ველ­თვის სა­ოც­რე­ბა ხდე­ბო­და, მემ­წვა­ნი­ლე საყ­ვა­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, მწვა­ნი­ლე­ბით მოს­დევ­დნენ, ლა­მის თავ­ზე აყ­რიდ­ნენ, - წა­ი­ღე­თო. სა­ო­ცა­რი ჟი­ვილ-ხი­ვი­ლი იყო. პრო­დუქტს უფა­სოდ ატან­დნენ. მერე ამას გა­ნიც­დი­და, ამ­ბობ­და, - ტაქ­სი­ში ვერ ვჯდე­ბი, ფულს არ მახ­დე­ვი­ნე­ბენ, ბა­ზარ­ში ვერ შევ­დი­ვარ, რომ რამე მშვი­დად ვი­ყი­დო. რას იფიქ­რებს ხალ­ხი, სპე­ცი­ა­ლუ­რად და­დის აქ, რომ პრო­დუქ­ტი უფა­სოდ წა­ი­ღო­სო. ამა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად ნერ­ვი­უ­ლობ­და და წუხ­და.

- სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზის პატ­რო­ნი იყო... ზოგს ასე­თი სი­ლა­მა­ზე აა­მა­ყებს...

- ადა­მი­ა­ნი ალ­ბათ ეჩ­ვე­ვა ყვე­ლა­ფერს, - დო­დოს სი­ლა­მა­ზე თით­ქოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო. თუმ­ცა ფაქ­ტი ისაა, რომ ხალ­ხი მის და­ნახ­ვა­ზე მარ­თლა ცუ­დად ხდე­ბო­და. გული უწუხ­დე­ბო­დათ... ამ ყვე­ლა­ფერს თვი­თონ აბ­სო­ლუ­ტუ­რად იო­ლად ატა­რებ­და, თუნ­დაც თა­ვის პო­პუ­ლა­რო­ბას. ვარ­სკვლა­ვი, თუ ასე­თი რამ მარ­თლაც არ­სე­ბობს, ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვი იყო. ასე გაგ­რძელ­და მისი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე...

- მა­ყუ­რებ­ლის­თვის საყ­ვა­რელ ბევრ ქარ­თულ ფილმში ითა­მა­შა და მის მი­მართ ასე­თი მა­სობ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი უმე­ტე­სად, მა­ინც ალ­ბათ კი­ნოს დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო...

- ნამ­დვი­ლად, კინო უზარ­მა­ზა­რი რამ არის. ბევრ კარგ ქარ­თულ ფილმში გა­და­ი­ღეს. მარ­ტო "და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი" რად ღირს? ისე, თვი­თო­ნაც გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და ეს სუ­რა­თი. მის­თვის ის არა­ნორ­მა­ლუ­რად პატ­რი­ო­ტუ­ლი თემა იყო... მა­მა­ჩე­მი, მისი ძმა, დო­დოს­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად ლი­ბე­რა­ლუ­რი გახ­ლდათ... ერთხელ რა­ღა­ცა­ზე ვი­კა­მა­თეთ და ბო­ლოს ვუ­თხა­რი, - ვერ გა­ვი­გე და ამიხ­სე­ნი, - ქარ­თვე­ლი ხარ, თუ ქალი-მეთ­ქი? მე ვარ ქარ­თვე­ლი ქალი, - მი­პა­სუ­ხა. მის­თვის გა­ნუ­ყო­ფე­ლი იყო ეს, რად­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რამ იყო დო­დოს­თვის ქარ­თვე­ლი ქალი.

- რა გრძნო­ბა იყო, რო­დე­საც ასე­თი ქალ­ბა­ტო­ნი თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი, თქვე­ნი მა­მი­და გახ­ლდათ?

- სას­წა­უ­ლია, მაგ­რამ მას ყვე­ლა არა დოდო დე­ი­დას, არა­მედ დოდო მა­მი­დას ეძახ­და. ამი­ტომ მგო­ნია, რომ მხო­ლოდ ჩემი მა­მი­და არ იყო... ბუ­ნე­ბით უს­პე­ტა­კე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა ვართ და ხალ­ხი ჩვენ­თან პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებს დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს... დიდი და პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნე­ბი, არ­ტის­ტე­ბი ამ ქვეყ­ნი­დან ისე წა­სუ­ლან, ასე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხის­გან არ უგ­რძვნი­ათ. დო­დოს ეს დიდი დო­ზით ჰქონ­და. იმი­ტომ, რომ თუ პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი არ გაქვს, დიდ სიყ­ვა­რულს ვერ იმ­სა­ხუ­რებ. დო­დოც მხო­ლოდ ლა­მა­ზი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ში­ნა­გა­ნი სით­ბო არ ჰქო­ნო­და, ალ­ბათ ასე­თი მშვე­ნი­ე­რი არ იქ­ნე­ბო­და. არ ექ­ნე­ბო­და სა­ოც­რად ლა­მა­ზი თვა­ლე­ბი, რო­მე­ლიც და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე შე­მო­გა­ნა­თებ­და ხოლ­მე. სა­ო­ცა­რია, იმ­დე­ნი სით­ბო სა­ი­დან ჰქონ­და, ჩემ­თვის ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო და დღე­საც ასეა...

- მა­მი­დას გავ­ხართ ხა­სი­ა­თით?

- სხვა­თა შო­რის, ახლა ვხვდე­ბი, რომ ბევ­რი რამ დო­დოს­გან მომ­ყვე­ბა. ადრე მა­გას ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი. თბი­ლი, კე­თი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ხომ იყო, მაგ­რამ იქვე ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი...

- ბედ­ნი­ე­რი იყო პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში?

- ეს ულა­მა­ზე­სი ქალ­ბა­ტო­ნი, ალ­ბათ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ცხოვ­რე­ბა­ში რამ­დე­ნი ცდუ­ნე­ბის წი­ნა­შე იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ლა­მა­ზად გა­ი­ა­რა ეს გზა და ასე­ვე და­ბერ­და. დო­დოს მსგავ­სი გა­რეგ­ნო­ბის მქო­ნე ქალ­ბა­ტო­ნე­ბი თავს ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ, დო­დოს ამის უნა­რი არ ჰქონ­და, მისი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, რომ ვი­ღაც გა­ე­ბედ­ნი­ე­რე­ბი­ნა, სხვა­ზე ეზ­რუ­ნა, ვიდ­რე მას­ზე ეზ­რუ­ნათ. თუმ­ცა, ალი­კა ბი­ძი­ამ, რო­მე­ლიც ფან­ტას­ტი­კუ­რი პი­როვ­ნე­ბა, უბრწყინ­ვა­ლე­სი არის­ტოკ­რა­ტი, უდი­დე­სი ინ­ჟი­ნე­რი იყო, დო­დოს გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­უღ­ლე­ო­ბა გა­უ­წია. ბი­ძია რომ გარ­და­იც­ვა­ლა, რა თქმა უნდა, დო­დოს ეს ძა­ლი­ან და­ე­ტყო... მე­უღ­ლეს­თან სა­ო­ცა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. 25 წელი შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­დნენ, რად­გან, ხომ ვამ­ბობ, გე­ნი­ა­ლუ­რი კაცი იყო, მარ­თლა ღირ­სე­უ­ლად უძ­ლებ­და ასე­თი ქა­ლის გვერ­დით ყოფ­ნას. ყვე­ლა ვერ შეძ­ლებს. დოდო თვა­ლებ­ში შეს­ცი­ცი­ნებ­და. ოჯახ­ში უფ­რო­სი ალი­კა ბი­ძია იყო...

- რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა დო­დოს გა­რე­შე?

- ჩემს ოჯახს მძი­მე ბედი დაჰ­ყვა - დავ­კარ­გე ერთი ძმა, მერე - მე­ო­რე, მამა და დოდო... რა­ტომ­ღაც ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი ოჯა­ხი აღ­მოვ­ჩნდით. რითი და­ვიმ­სა­ხუ­რეთ, ნამ­დვი­ლად არ ვიცი, მაგ­რამ ასე მოხ­და, - ან­გე­ლო­ზე­ბი­ვით ძმე­ბი დავ­კარ­გე... იმის მერე უკვე იო­ლად ვუ­ყუ­რებ ყვე­ლა­ფერს და ჩე­მე­ბი, უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლე­ბი მყავს, - ნა­ხე­ვა­რი იქით, ნა­ხე­ვა­რი - აქ. ამი­ტომ, ხომ ვამ­ბობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ცოტა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია ჩემ­თვის და ზოგ­ჯერ მე­რე­ვა კი­დეც, ისი­ნი იქ არი­ან თუ აქ, იმ­დე­ნად ჩემ­თან არი­ან. მაქვს გან­ცდა, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან არც წა­სუ­ლან... ერ­თა­დერ­თი მო­ნატ­რე­ბა მა­წუ­ხებს. უზო­მოდ მო­მე­ნატ­რე­ბი­ან ხოლ­მე... დო­დოს სურ­ნე­ლი, ემო­ცია და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა მაკ­ლია.

დე­დაც მყავს, ფან­ტას­ტი­კუ­რი ცო­ლიც და შვი­ლიც, მარ­თა­ლია, ისი­ნი ვერ მო­ეს­წრნენ ამათ, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, ასე მოხ­და... დოდო მხო­ლოდ ჩემი არას­დროს ყო­ფი­ლა, ის მთე­ლი ქვეყ­ნის იყო და ამას მის სი­ცო­ცხლე­შიც ვხვდე­ბო­დი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

დაუვიწყარი სილამაზის ქალი "ქართული სახით" - დოდო ჭიჭინაძის ცხოვრების უცნობი დეტალები

დაუვიწყარი სილამაზის ქალი "ქართული სახით" - დოდო ჭიჭინაძის ცხოვრების უცნობი დეტალები

დოდო ჭიჭინაძე ქართული კინოსა და თეატრის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. მისი გარეგნული და შინაგანი სილამაზე, როგორც ამბობენ, ერთმანეთს ერწყმოდა. მაყურებელმა უმეტესად ქართული ფილმებიდან - "დავით გურამიშვილი", "ბედნიერი შეხვედრა", "ჭრიჭინა", "ციკარა", "ბაში-აჩუკი," "შეწყვეტილი სიმღერა" და სხვა, გაიცნო და შეიყვარა.

გასაოცარი სილამაზის ქალბატონი იყო, ერთხელ როდესაც რომის პაპმა იოანემ XX საუკუნის 50-იან წლებში ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის ფოტოპორტრეტი ითხოვა (სხვადასხვა ქვეყნის ტიპიურ სახეებს აგროვებდა), მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს. პაპს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს ოთხივე სილამაზის მიმართ და უთქვამს: "ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) - დიდებული ევროპაა! ო, ეს (ლიანა ასათიანი) მშვენიერი აღმოსავლეთი! აი, ეს კი (დოდო ჭიჭინაძე), ეს სახე, მგონი, მართლაც ქართულია!"

AMBEBI.GE სწორედ ამ ქართული სახის, მშვენიერ ქალბატონსა და მსახიობზე მოგითხრობთ. საუბარს დოდო ჭიჭინაძის ძმისშვილთან, დირიჟორ გოგი ჭიჭინაძესთან ვაგრძელებთ:

- თავისი ბუნებით, ყველაფრით ნამდვილი მსახიობი იყო, პროფესიაზე გადამკვდარი გახლდათ... საკმაოდ დიდხანს, მარჯანიშვილის თეატრში დოდოს მთელი კლასიკური რეპერტუარი მიჰყავდა. ვერიკო ანჯაფარიძის მერე, ვერიკოს და თავის როლებს ერთდროულად თამაშობდა... ლეგენდებთან მოუწია სცენაზე და კინოში მუშაობამ. ყველას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებდა... წარმოგიდგენიათ, რამდენი რამ ხდებოდა თეატრში და არ მახსოვს, ვინმეზე ცუდი ეთქვა, ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით, მისთვის ყველა კარგი და არაჩვეულებრივი იყო...

ბოლოს, ხანში რომ შევიდა, გული ატკინეს თეატრში, არასწორად მოექცნენ, მაგრამ ვერც მაშინ ვათქმევინეთ ვინმეზე ცუდი. ადამიანების არანორმალური სიყვარული შეეძლო... ლეგენდები დადის იმაზე, როგორ ეხმარებოდა უამრავ ადამიანს. ყველას საქმეზე დარბოდა საკუთარი საქმის გარდა, არ მახსოვს, თავისთვის ვინმესთან რამე ეთხოვოს...

პატაობისას მოსკოვში ვიზრდებოდი, თბილისში რომ ჩამოვდიოდი და მასთან ერთად გარეთ გასვლა მიწევდა, ვბრაზდებოდი, დაკომპლექსებული ვიყავი, დოდოსთან ერთად ქუჩაში მშვიდად ვერ დავდიოდი, საათობით აჩერებდნენ, ეფერებოდნენ, კომპლიმენტებს უძღვნიდნენ, ჩვენი სალოცავი ხარო ეუბნებოდნენ... კოლმეურნეობის მოედანზე, ბაზარში რომ შევიდოდით, იქ ყოველთვის საოცრება ხდებოდა, მემწვანილე საყვარელი ქალბატონები, მწვანილებით მოსდევდნენ, ლამის თავზე აყრიდნენ, - წაიღეთო. საოცარი ჟივილ-ხივილი იყო. პროდუქტს უფასოდ ატანდნენ. მერე ამას განიცდიდა, ამბობდა, - ტაქსიში ვერ ვჯდები, ფულს არ მახდევინებენ, ბაზარში ვერ შევდივარ, რომ რამე მშვიდად ვიყიდო. რას იფიქრებს ხალხი, სპეციალურად დადის აქ, რომ პროდუქტი უფასოდ წაიღოსო. ამაზე სერიოზულად ნერვიულობდა და წუხდა.

- საოცარი სილამაზის პატრონი იყო... ზოგს ასეთი სილამაზე აამაყებს...

- ადამიანი ალბათ ეჩვევა ყველაფერს, - დოდოს სილამაზე თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყო. თუმცა ფაქტი ისაა, რომ ხალხი მის დანახვაზე მართლა ცუდად ხდებოდა. გული უწუხდებოდათ... ამ ყველაფერს თვითონ აბსოლუტურად იოლად ატარებდა, თუნდაც თავის პოპულარობას. ვარსკვლავი, თუ ასეთი რამ მართლაც არსებობს, ნამდვილი ვარსკვლავი იყო. ასე გაგრძელდა მისი სიცოცხლის ბოლომდე...

- მაყურებლისთვის საყვარელ ბევრ ქართულ ფილმში ითამაშა და მის მიმართ ასეთი მასობრივი სიყვარული უმეტესად, მაინც ალბათ კინოს დამსახურება იყო...

- ნამდვილად, კინო უზარმაზარი რამ არის. ბევრ კარგ ქართულ ფილმში გადაიღეს. მარტო "დავით გურამიშვილი" რად ღირს? ისე, თვითონაც გამორჩეულად უყვარდა ეს სურათი. მისთვის ის არანორმალურად პატრიოტული თემა იყო... მამაჩემი, მისი ძმა, დოდოსთან შედარებით, ბევრად ლიბერალური გახლდათ... ერთხელ რაღაცაზე ვიკამათეთ და ბოლოს ვუთხარი, - ვერ გავიგე და ამიხსენი, - ქართველი ხარ, თუ ქალი-მეთქი? მე ვარ ქართველი ქალი, - მიპასუხა. მისთვის განუყოფელი იყო ეს, რადგან განსაკუთრებული რამ იყო დოდოსთვის ქართველი ქალი.

- რა გრძნობა იყო, როდესაც ასეთი ქალბატონი თქვენი ოჯახის წევრი, თქვენი მამიდა გახლდათ?

- სასწაულია, მაგრამ მას ყველა არა დოდო დეიდას, არამედ დოდო მამიდას ეძახდა. ამიტომ მგონია, რომ მხოლოდ ჩემი მამიდა არ იყო... ბუნებით უსპეტაკესი ადამიანი იყო. პატარა ქვეყანა ვართ და ხალხი ჩვენთან პიროვნულ თვისებებს დიდ ყურადღებას აქცევს... დიდი და პატივსაცემი ადამიანები, არტისტები ამ ქვეყნიდან ისე წასულან, ასეთი გამორჩეული სიყვარული ხალხისგან არ უგრძვნიათ. დოდოს ეს დიდი დოზით ჰქონდა. იმიტომ, რომ თუ პიროვნული თვისებები არ გაქვს, დიდ სიყვარულს ვერ იმსახურებ. დოდოც მხოლოდ ლამაზი რომ ყოფილიყო, შინაგანი სითბო არ ჰქონოდა, ალბათ ასეთი მშვენიერი არ იქნებოდა. არ ექნებოდა საოცრად ლამაზი თვალები, რომელიც დანახვისთანავე შემოგანათებდა ხოლმე. საოცარია, იმდენი სითბო საიდან ჰქონდა, ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო და დღესაც ასეა...

- მამიდას გავხართ ხასიათით?

- სხვათა შორის, ახლა ვხვდები, რომ ბევრი რამ დოდოსგან მომყვება. ადრე მაგას ყურადღებას არ ვაქცევდი. თბილი, კეთილი და მოსიყვარულე ხომ იყო, მაგრამ იქვე ძალიან პრინციპული...

- ბედნიერი იყო პირად ცხოვრებაში?

- ეს ულამაზესი ქალბატონი, ალბათ წარმოგიდგენიათ, ცხოვრებაში რამდენი ცდუნების წინაშე იქნებოდა, მაგრამ ლამაზად გაიარა ეს გზა და ასევე დაბერდა. დოდოს მსგავსი გარეგნობის მქონე ქალბატონები თავს ძალიან აფასებენ, დოდოს ამის უნარი არ ჰქონდა, მისი შინაგანი მდგომარეობა იყო, რომ ვიღაც გაებედნიერებინა, სხვაზე ეზრუნა, ვიდრე მასზე ეზრუნათ. თუმცა, ალიკა ბიძიამ, რომელიც ფანტასტიკური პიროვნება, უბრწყინვალესი არისტოკრატი, უდიდესი ინჟინერი იყო, დოდოს გამორჩეული მეუღლეობა გაუწია. ბიძია რომ გარდაიცვალა, რა თქმა უნდა, დოდოს ეს ძალიან დაეტყო... მეუღლესთან საოცარი ურთიერთობა ჰქონდა. 25 წელი შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ, რადგან, ხომ ვამბობ, გენიალური კაცი იყო, მართლა ღირსეულად უძლებდა ასეთი ქალის გვერდით ყოფნას. ყველა ვერ შეძლებს. დოდო თვალებში შესციცინებდა. ოჯახში უფროსი ალიკა ბიძია იყო...

- როგორია ცხოვრება დოდოს გარეშე?

- ჩემს ოჯახს მძიმე ბედი დაჰყვა - დავკარგე ერთი ძმა, მერე - მეორე, მამა და დოდო... რატომღაც ასეთი ტრაგიკული ოჯახი აღმოვჩნდით. რითი დავიმსახურეთ, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ასე მოხდა, - ანგელოზებივით ძმები დავკარგე... იმის მერე უკვე იოლად ვუყურებ ყველაფერს და ჩემები, უსაყვარლესი ადამიანები განაწილებულები მყავს, - ნახევარი იქით, ნახევარი - აქ. ამიტომ, ხომ ვამბობ, ეს ყველაფერი ცოტა გაიგივებულია ჩემთვის და ზოგჯერ მერევა კიდეც, ისინი იქ არიან თუ აქ, იმდენად ჩემთან არიან. მაქვს განცდა, რომ ჩემი ცხოვრებიდან არც წასულან... ერთადერთი მონატრება მაწუხებს. უზომოდ მომენატრებიან ხოლმე... დოდოს სურნელი, ემოცია და კეთილშობილება მაკლია.

დედაც მყავს, ფანტასტიკური ცოლიც და შვილიც, მართალია, ისინი ვერ მოესწრნენ ამათ, მაგრამ რას ვიზამთ, ასე მოხდა... დოდო მხოლოდ ჩემი არასდროს ყოფილა, ის მთელი ქვეყნის იყო და ამას მის სიცოცხლეშიც ვხვდებოდი...