სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვიცით მამუკა ბახტაძეზე, რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტზე ინიშნება
რა ვიცით მამუკა ბახტაძეზე, რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტზე ინიშნება

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად ინიშ­ნე­ბა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, ბახ­ტა­ძემ აჩ­ვე­ნა კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" მარ­თვის პი­რო­ბებ­ში.

"მას აქვს ძა­ლი­ან კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბა. მან აჩ­ვე­ნა კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" მარ­თვის პი­რო­ბებ­ში. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში მოხ­და "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" ინ­ტეგ­რა­ცია აბ­რე­შუ­მის გზის დე­რე­ფან­ში. და­ი­წყო ყუ­რის ქვეყ­ნებ­სა და შავი ზღვის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახა­ლი სატ­რან­ზი­ტო დე­რეფ­ნის შექ­მნა­ზე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა, მოხ­და თა­ნა­მედ­რო­ვე მარ­თვის სის­ტე­მე­ბის და­ნერგვა და ახა­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მოძ­რა­ვი შე­მად­გენ­ლო­ბის შე­მოყ­ვა­ნა. მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რია, მან ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მო­ი­პო­ვა ინ­სე­ა­დის ცნო­ბილ სკო­ლა­ში საფ­რან­გეთ­ში", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

გუ­შინ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, სამ­თავ­რო­ბო გუნდში ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის, გი­ორ­გი თა­ბუ­აშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რაც.

იხი­ლეთ ვი­დეო: რა ვი­ცით მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე­ზე, რო­მე­ლიც ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პოსტზე ინიშ­ნე­ბა

რაც შე­ე­ხე­ბა ბახ­ტა­ძის წარ­სულს, ის "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2013 წლის მარ­ტში და­ი­ნიშ­ნა.

მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე 35 წლი­საა, ის 1982 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი; ფლობს მ.ვ. ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხე­ლო­ბის მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის ხა­რისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზ­ნეს სკო­ლა­ში მი­ე­ნი­ჭა MBA-ს კვა­ლი­ფი­კა­ცია. 2013 წლამ­დე მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ენერ­გე­ტი­კულ კორ­პო­რა­ცი­ა­ში, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, ის ერთ-ერ­თია იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს შო­რის, ვინც ყვე­ლა­ზე მა­ღალ ანა­ზღა­უ­რე­ბას იღებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 225 134 ლა­რია. ამას­თან, იგი პა­რა­ლე­ლუ­რად არის "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის - შპს "ჯორ­ჯია ტრან­ზი­ტის" და შპს "ჯიარ ტრან­ზიტ ლა­ი­ნის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რიც, სა­ი­და­ნაც მისი შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბა ერ­თობ­ლი­ვად 64 457 ლა­რია. სა­ერ­თო ჯამ­ში მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის მიერ მი­ღე­ბუ­ლი წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 2016 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 289 591 ლარს შე­ად­გენს, რაც თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ 24 132 ლა­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნანსთა მი­ნისტრს, დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი ეკო­ნო­მი­კი­სა და ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო­ებს უხელ­მძღვა­ნე­ლებს, რო­მელ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბაც სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის ფარ­გლებ­შია და­გეგ­მი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რა ვიცით მამუკა ბახტაძეზე, რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტზე ინიშნება

რა ვიცით მამუკა ბახტაძეზე, რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტზე ინიშნება

ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, - ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ბახტაძემ აჩვენა კონკრეტული შედეგები "საქართველოს რკინიგზის" მართვის პირობებში.

"მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება. მან აჩვენა კონკრეტული შედეგები "საქართველოს რკინიგზის" მართვის პირობებში. სწორედ ამ პერიოდში მოხდა "საქართველოს რკინიგზის" ინტეგრაცია აბრეშუმის გზის დერეფანში. დაიწყო ყურის ქვეყნებსა და შავი ზღვის დამაკავშირებელი ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნაზე ძალიან აქტიური მუშაობა, მოხდა თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვა და ახალი თანამედროვე მოძრავი შემადგენლობის შემოყვანა. მამუკა ბახტაძე ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია, მან ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ინსეადის ცნობილ სკოლაში საფრანგეთში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები, სამთავრობო გუნდში ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე განიხილებოდა დიმიტრი ქუმსიშვილის პირველი მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურაც.

იხილეთ ვიდეო: რა ვიცით მამუკა ბახტაძეზე, რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტზე ინიშნება

რაც შეეხება ბახტაძის წარსულს, ის "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2013 წლის მარტში დაინიშნა.

მამუკა ბახტაძე 35 წლისაა, ის 1982 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები; ფლობს მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

აღსანიშნავია რომ, ის ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირებს შორის, ვინც ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებს საქართველოში. "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის წლიური ანაზღაურება 225 134 ლარია. ამასთან, იგი პარალელურად არის "საქართველოს რკინიგზის" შვილობილი კომპანიების - შპს "ჯორჯია ტრანზიტის" და შპს "ჯიარ ტრანზიტ ლაინის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც, საიდანაც მისი შრომითი ანაზღაურება ერთობლივად 64 457 ლარია. საერთო ჯამში მამუკა ბახტაძის მიერ მიღებული წლიური შემოსავალი 2016 წლის მონაცემებით, 289 591 ლარს შეადგენს, რაც თვეში საშუალოდ 24 132 ლარია.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს უხელმძღვანელებს, რომელთა გაერთიანებაც სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებშია დაგეგმილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."