სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
17:00 საათის მონაცემებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 21 საჩივარია შესული
17:00 საათის მონაცემებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 21 საჩივარია შესული

17:00 სა­ა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ოლ­ქო-სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში 21 სა­ჩი­ვა­რია შე­სუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ ცეს­კო-ს სპი­კერ­მა ანა მი­ქე­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნუ­ცხა­და.

მი­ქე­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჩივ­რე­ბი მცი­რე პრო­ცე­დუ­რულ ხარ­ვე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­წე­რა.

"9-9 სა­ჩი­ვა­რი და­ი­წე­რა ბორ­ჯომ­ში და ოზურ­გეთ­ში, ორი ქუ­თა­ის­ში, ერთი ხა­შურ­ში. არც ერთი სა­ჩი­ვა­რი არ და­წე­რი­ლა ყაზ­ბეგ­სა და მარ­ტვილ­ში. სა­ჩივ­რე­ბი და­წე­რი­ლია მცი­რე პრო­ცე­დუ­რულ ხარ­ვე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­გა­ლი­თის­თვის შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ხა­შუ­რის 34-ე სა­ოლ­ქო-სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის #1 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ამომ­რჩე­ველ­მა ბი­უ­ლე­ტე­ნი კონ­ვეტ­ში არ ჩადო და ძი­რი­თა­დი ყუ­თის ნაც­ვლად გა­და­სა­ტან ყუთ­ში მო­ა­თავ­სა. კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­იხ­სნა ყუთი, ამო­ი­ღეს უკონ­ვერ­ტო ბი­უ­ლე­ტე­ნი და ყუთი ხე­ლახ­ლა და­ლუ­ქეს. უკონ­ვერ­ტო ბი­უ­ლე­ტე­ნი გა­ფუ­ჭე­ბულ ბი­უ­ლე­ტე­ნად იქნა ცნო­ბი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ანა მი­ქე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრომ­დე სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბას, ცეს­კოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 17:00 სა­ა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 88 522 ამომ­რჩე­ველ­მა მი­ი­ღო, რაც ამომ­რჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 26.97%-ია.

ცეს­კო-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყაზ­ბეგ­ში 5 313 ამომ­რჩევ­ლი­დან 17:00 სა­ა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2 341 ამომ­რჩე­ვე­ლია მი­სუ­ლი, ხა­შურ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 48963 ამომ­რჩევ­ლი­დან სა­კუ­თა­რი ნება და­ა­ფიქ­სი­რა 13289-მა ამომ­რჩე­ველ­მა. ბორ­ჯომ­ში - 26529 ამომ­რჩევ­ლი­დან არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 11886-მა ამომ­რჩე­ველ­მა. ქუ­თა­ის­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 152546 ამომ­რჩევ­ლი­დან არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 21546 ამომ­რჩე­ველ­მა. რაც შე­ე­ხე­ბა ოზურ­გეთს, აქ 62274 ამომ­რჩევ­ლი­დან ხმა 29424-მა ამომ­რჩე­ველ­მა მის­ცა, ხოლო მარ­ტვილ­ში 32647 ამომ­რჩევ­ლი­დან 10036-მა ამომ­რჩე­ველ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

17:00 საათის მონაცემებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 21 საჩივარია შესული

17:00 საათის მონაცემებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 21 საჩივარია შესული

17:00 საათის მონაცემებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 21 საჩივარია შესული, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

მიქელაძის ინფორმაციით, საჩივრები მცირე პროცედურულ ხარვეზებთან დაკავშირებით დაიწერა.

"9-9 საჩივარი დაიწერა ბორჯომში და ოზურგეთში, ორი ქუთაისში, ერთი ხაშურში. არც ერთი საჩივარი არ დაწერილა ყაზბეგსა და მარტვილში. საჩივრები დაწერილია მცირე პროცედურულ ხარვეზებთან დაკავშირებით. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ხაშურის 34-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის #1 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვეტში არ ჩადო და ძირითადი ყუთის ნაცვლად გადასატან ყუთში მოათავსა. კომისიის გადაწყვეტილებით გაიხსნა ყუთი, ამოიღეს უკონვერტო ბიულეტენი და ყუთი ხელახლა დალუქეს. უკონვერტო ბიულეტენი გაფუჭებულ ბიულეტენად იქნა ცნობილი", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, ცესკოს ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 88 522 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 26.97%-ია.

ცესკო-ს ინფორმაციით, ყაზბეგში 5 313 ამომრჩევლიდან 17:00 საათის მონაცემებით, 2 341 ამომრჩეველია მისული, ხაშურში რეგისტრირებული 48963 ამომრჩევლიდან საკუთარი ნება დააფიქსირა 13289-მა ამომრჩეველმა. ბორჯომში - 26529 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 11886-მა ამომრჩეველმა. ქუთაისში რეგისტრირებული 152546 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 21546 ამომრჩეველმა. რაც შეეხება ოზურგეთს, აქ 62274 ამომრჩევლიდან ხმა 29424-მა ამომრჩეველმა მისცა, ხოლო მარტვილში 32647 ამომრჩევლიდან 10036-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი