Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლის ამბავი: "მაშინ არ ვიცოდით, რომ ის სისხლი 4 წლის მანძილზე არ გაიხრწნებოდა..."
მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლის ამბავი: "მაშინ არ ვიცოდით, რომ ის სისხლი 4 წლის მანძილზე არ გაიხრწნებოდა..."

2 ნო­ემ­ბერს წმინ­და ღირ­სი მამა გაბ­რი­ელ აღმსა­რე­ბელ-სა­ლო­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 24 წელი შეს­რულ­დე­ბა. სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში ღირ­სი მა­მის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ მძი­მე იყო და მან სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბა ერ­თა­დერთ ადა­მი­ანს - ზუ­რაბ ვა­რაზს ანდო.

სა­პატ­რი­არ­ქოს სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის ხელ­მძღვა­ნელ­სა და ექიმს წმინ­დან­თან და­კავ­ში­რე­ბით, უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი. ერთ-ერთი ასე­თი ამ­ბა­ვი მამა გაბ­რი­ე­ლის უხრწნელ სის­ხლს უკავ­შირ­დე­ბა - ზუ­რაბ ვა­რა­ზი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ წმინ­და­ნის სის­ხლს აღე­ბი­დან 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თვი­სე­ბე­ბი არ შე­უც­ვლია.

აი, რას ყვე­ბა ზუ­რაბ ვა­რა­ზი მამა გაბ­რი­ე­ლის უხრწნელ სის­ხლთან და­კავ­ში­რე­ბით:

"არ იყო ად­ვი­ლად და­სა­ყო­ლი­ე­ბე­ლი პა­ცი­ენ­ტი... ერთხელ ასე­თი შემ­თხვე­ვა მოხ­და, მის­თვის სის­ხლი უნდა ამე­ღო ანა­ლი­ზის­თვის. არ აგა­ღე­ბი­ნებ­სო, - მი­თხრეს. გავ­რის­კე და ვუ­თხა­რი: მამა გაბ­რი­ელ, სის­ხლი უნდა აგი­ღოთ-მეთ­ქი. რათა? - მკი­თხა. ანა­ლი­ზი უნდა გა­ვა­კე­თოთ-მეთ­ქი. რისი? - ისევ მკი­თხა. ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი გვა­ინ­ტე­რე­სებს, ღვიძ­ლის ფუნ­ქცია, სინ­ჯე­ბია სა­ჭი­რო-მეთ­ქი. ეგ თქვე­ნი გე­მაგ­ლო­ბი­ნე­ბი მე სულ არ მა­ინ­ტერ­სებს. მე მა­ინ­ტე­რებს-მეთ­ქი. ჰოდა, შენ გა­მო­ი­ღე სის­ხლიო. რამე რომ მო­გი­ვი­დეს, ღმერ­თი დამ­სჯის შენი გუ­ლის­თვის ღმერ­თს ჩემს თავს ნუ და­ას­ჯე­ვი­ნებ-მეთ­ქი. დახე, რა მი­თხრა? აიღე შვი­ლო, რამ­დე­ნიც გინ­და... ავი­ღეთ სის­ხლი, მაგ­რამ მა­შინ არ ვი­ცო­დით, რომ ის სის­ხლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­იხ­რწნე­ბო­და...

- რა მოხ­და?

- სინ­ჯა­რა­ში მო­ვა­თავ­სეთ 10 გრა­მი სის­ხლი, რო­მელ­საც თა­ვის სა­ცო­ბი გა­ვუ­კე­თეთ. ჩემ­თან ერ­თად იყო ექი­მი ნა­თია არა­ბი­ძე. იქი­დან რომ წა­მო­ვე­დით, ისე მოხ­და, რომ ნა­თი­ას გზა­ში სინ­ჯა­რა ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და, დაბ­ლა და­ე­ცა, სა­ცო­ბი მოძ­ვრა, სის­ხლი და­იქ­ცა და შიგ მხო­ლოდ 2 გრა­მი დაჩა. სა­ცო­ბი ისევ მო­ვარ­გეთ და წა­მო­ვე­დით, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, მივ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი და მეთ­ქვა, სის­ხლი ისევ უნდა ავი­ღოთ-მეთ­ქი... დარ­ჩე­ნი­ლი 2 წვე­თი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მი­ვი­ტა­ნეთ, მაგ­რამ ცო­ტაა და არა­ფე­რი გა­მო­ვა, არ გვე­ყო­ფაო. მერე ნა­თი­ამ სინ­ჯა­რა შე­ი­ნა­ხა, რად­გა­ნაც ვუ­თხა­რი, შე­იძ­ლე­ბა, სად­მე მიკ­რო­ა­ნა­ლიზს აკე­თე­ბენ და იქ მი­ვი­ტა­ნოთ-მეთ­ქი.

2 დღის შემ­დეგ მამა გაბ­რი­ე­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და, დამ­ძიმ­და, მარ­ცხე­ნა სა­ზარ­დუ­ლის თი­ა­ქა­რი ჩა­ე­ჭე­და. და­მი­რე­კეს, ჩა­ვე­დი და ვუ­თხა­რი, - სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია გჭირ­დე­ბა-მეთ­ქი. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­შიო. მერე შე­ვე­ცა­დე, თი­ა­ქა­რი ხე­ლით ჩა­მეს­წო­რე­ბი­ნა, თუმ­ცა ვუ­თხა­რი, შე­იძ­ლე­ბა გა­გი­მე­ორ­დეს და სა­ო­პე­რა­ციო გახ­დე-მეთ­ქი. თუ ოპე­რა­ცია მა­ინც გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა, მო­ვი­ტანთ ყვე­ლა­ფერს და აქ გა­გი­კე­თებთ, რო­გორც სამ­ხედ­რო ქი­რურ­გე­ბი, სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში ვი­მოქ­მე­დებთ-მეთ­ქი. კვლავ უარი მი­ვი­ღე. მე­ო­რე დღეს, გან­მე­ორ­და თი­აქ­რის ჩა­ჭედ­ვა, უფრო დიდი მას­შტა­ბით. გა­მო­ი­ბე­რა და ტკი­ვი­ლის­გან ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო. ოპე­რა­ცი­ა­ზე კვლავ არ დამ­თან­ხმდა და თქვა: "12 წლი­დან მოგ­დევ უფა­ლო, და­ვი­ღა­ლე, ამო­ი­ღე სული!". მივ­ხვდი, არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­მეძ­ლო, თუმ­ცა ჩა­ჭე­დი­ლი თი­აქ­რის გამო, რომ ადა­მი­ა­ნი არ გა­დარ­ჩეს, შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ოპე­რა­ცი­ა­ზე უარი მი­ვი­ღე.

მდგო­მა­რე­ო­ბა თან­და­თან მძიმ­დე­ბო­და, დღის 3 სა­ა­თი­დან აღარ ლა­პა­რა­კობ­და, თვალ­მო­უ­შო­რებ­ლად წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ხატს უყუ­რებ­და. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ღა­მოს 9 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და. იმ დროს მე­უ­ფე და­ნი­ე­ლი მობ­რძან­და. მკი­თხა, - რო­გორ არის? ვუ­თხა­რი, - მდგო­მა­რე­ო­ბა ტერ­მი­ნა­ლუ­რია, აგო­ნი­უ­რი... მე­უ­ფე და­ნი­ელ­მა სუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ლოც­ვა წა­ი­კი­თხა. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ მამა გაბ­რილ­მა გა­ი­ღი­მა და სული გა­ნუ­ტე­ვა... მისი მაჯა ხელ­ში მე­ჭი­რა და ბოლო პულ­სიც შე­ვიგ­რძე­ნი... პულ­სი აღარც სა­ძი­ლე არ­ტე­რი­ა­ზე იყო.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, დარ­ჩე­ნილ 2 გრამ სის­ხლს რა ბედი ეწ­ვია?

- 4 წლის მერე თეამ მო­ი­ტა­ნა სინ­ჯა­რა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი სის­ხლი და მი­თხრა, რომ ისევ ისეა, რო­გორც 4 წლის წინო. ამა­ში თა­ვა­დაც დავ­რწმუნ­დი. არც შე­დე­დე­ბუ­ლი­ყო, არც ფერი შე­ეც­ვა­ლა. ვერ მო­ვით­მი­ნე და წვე­თი შუ­შა­ზე გა­ვუს­ვი, ნა­ცხი გა­ვა­კე­თე, რაც რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­ვაგ­ზავ­ნეთ. არც გვა­რი, არც სა­ხე­ლი, ასა­კი მიგ­ვი­წე­რია და არც ის გვით­ქვამს, რომ 4 წლის სის­ხლი იყო. წარ­მო­იდ­გინთ, რომ ფორ­მუ­ლა რიგ­ზე იყო - ლე­ი­კო­ცი­ტე­ბი, ერით­რო­ცი­ტე­ბი... სის­ხლმა ჰე­მო­ლი­ზი არ გა­ნი­ცა­და, უჯრე­დე­ბი არ და­ი­შა­ლა, არ გა­იხ­რწნა. იმ პა­სუ­ხით აკა­დე­მი­კოს თა­მარ დე­კა­ნო­სი­ძეს­თან (პა­თო­ლო­გა­ნა­ტო­მი) მი­ვე­დით და ყვე­ლა­ფე­რი ვუ­თხა­რით. გა­ოც­და. მოდი, კი­დევ გა­ა­კე­თეთ ერთი ნა­ცხი სის­ხლის გა­დას­ხმის ინ­სტი­ტუ­ტშიო. იქაც იგი­ვე პა­სუ­ხი მო­ვი­და. ბო­ლოს პატ­რი­არ­ქთან მი­ვე­დი და ყვე­ლა­ფე­რი ვუ­ამ­ბე, უწ­მინ­დე­სი არა­სო­დეს არის სენ­სა­ცი­ებ­ზე გა­მო­კი­დე­ბუ­ლი, ფრთხი­ლია და მი­თხრა: და­ვაკ­ვირ­დეთ ამ სა­კითხს, სის­ხლი შე­ი­ნა­ხეთ და ყვე­ლა­ფე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა, რას­თან გვაქვს საქ­მეო.

შემ­დეგ სა­ტა­ტია და­ი­წე­რა, სა­დაც ჩემი მო­საზ­რე­ბა და­ვა­ფიქ­სი­რე, - შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნის ას­კე­ტურ­მა ცხოვ­რე­ბამ, ლოც­ვამ, ღმერ­თთან სი­ახ­ლო­ვემ და მის­მა მე­ო­ხე­ბამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ სის­ხლი გა­ნუხრწნე­ლი გახ­და-მეთ­ქი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მამა გაბ­რი­ელ­თან და­კავ­ში­რე­ბით რომ მოხ­და, არ გამ­კვირ­ვე­ბია, არ იყო ორ­დი­ნა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, სამ­თავ­როს მო­ნას­ტრის ეზო­ში, საფ­ლავ­თან უამ­რა­ვი მლოც­ვე­ლი ჩა­დი­ო­და, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი იკურ­ნე­ბოდ­ნენ, ამ ამ­ბებს დედა პა­რას­კე­ვა მიყ­ვე­ბო­და ხოლ­მე. ბევ­რი რამ მოხ­და და მომ­წიფ­და სა­კი­თხი, რომ მამა გაბ­რი­ე­ლის კა­ნო­ნი­ზა­ცია მომ­ხდა­რი­ყო. ამას მი­ემ­ხრო მთე­ლი სი­ნო­დი და მამა გაბ­რი­ე­ლის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა, "ჩემს საფ­ლავ­ზე მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი მოვა" - ახდა. მისი საფ­ლა­ვი­დან აღ­მოყ­ვა­ნე­ბის დროს ვერ გე­ტყვით, იქ რა რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნი იყო. შემ­დგომ სა­მე­ბა­ში, სა­დაც დას­ვე­ნე­ბუ­ლი იყო, დღე და ღამე რიგი არ წყდე­ბო­და. ასე­თი რამ ხე­ლოვ­ნუ­რად არ ხდე­ბა, ხალ­ხს სურ­ვი­ლის გა­რე­შე ვერ­სად მი­იყ­ვან.

წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ ვრცლად: "მისი მაჯა ხელ­ში მე­ჭი­რა და ბოლო პულ­სიც შე­ვიგ­რძე­ნი..." - რას ყვე­ბა მამა გაბ­რი­ელ­ზე პი­რა­დი ექი­მი

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლის ამბავი: "მაშინ არ ვიცოდით, რომ ის სისხლი 4 წლის მანძილზე არ გაიხრწნებოდა..."

მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლის ამბავი: "მაშინ არ ვიცოდით, რომ ის სისხლი 4 წლის მანძილზე არ გაიხრწნებოდა..."

2 ნოემბერს წმინდა ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელ-სალოსის გარდაცვალებიდან 24 წელი შესრულდება. სიცოცხლის ბოლო წლებში ღირსი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო და მან საკუთარი ჯანმრთელობა ერთადერთ ადამიანს - ზურაბ ვარაზს ანდო.

საპატრიარქოს სოციალური დაცვის ხელმძღვანელსა და ექიმს წმინდანთან დაკავშირებით, უამრავი საინტერესო ისტორია აქვს გასახსენებელი. ერთ-ერთი ასეთი ამბავი მამა გაბრიელის უხრწნელ სისხლს უკავშირდება - ზურაბ ვარაზი ირწმუნება, რომ წმინდანის სისხლს აღებიდან 4 წლის განმავლობაში თვისებები არ შეუცვლია.

აი, რას ყვება ზურაბ ვარაზი მამა გაბრიელის უხრწნელ სისხლთან დაკავშირებით:

"არ იყო ადვილად დასაყოლიებელი პაციენტი... ერთხელ ასეთი შემთხვევა მოხდა, მისთვის სისხლი უნდა ამეღო ანალიზისთვის. არ აგაღებინებსო, - მითხრეს. გავრისკე და ვუთხარი: მამა გაბრიელ, სისხლი უნდა აგიღოთ-მეთქი. რათა? - მკითხა. ანალიზი უნდა გავაკეთოთ-მეთქი. რისი? - ისევ მკითხა. ჰემოგლობინი გვაინტერესებს, ღვიძლის ფუნქცია, სინჯებია საჭირო-მეთქი. ეგ თქვენი გემაგლობინები მე სულ არ მაინტერსებს. მე მაინტერებს-მეთქი. ჰოდა, შენ გამოიღე სისხლიო. რამე რომ მოგივიდეს, ღმერთი დამსჯის შენი გულისთვის ღმერთს ჩემს თავს ნუ დაასჯევინებ-მეთქი. დახე, რა მითხრა? აიღე შვილო, რამდენიც გინდა... ავიღეთ სისხლი, მაგრამ მაშინ არ ვიცოდით, რომ ის სისხლი 4 წლის განმავლობაში არ გაიხრწნებოდა...

- რა მოხდა?

- სინჯარაში მოვათავსეთ 10 გრამი სისხლი, რომელსაც თავის საცობი გავუკეთეთ. ჩემთან ერთად იყო ექიმი ნათია არაბიძე. იქიდან რომ წამოვედით, ისე მოხდა, რომ ნათიას გზაში სინჯარა ხელიდან გაუვარდა, დაბლა დაეცა, საცობი მოძვრა, სისხლი დაიქცა და შიგ მხოლოდ 2 გრამი დაჩა. საცობი ისევ მოვარგეთ და წამოვედით, რადგან შეუძლებელი იყო, მივბრუნებულიყავი და მეთქვა, სისხლი ისევ უნდა ავიღოთ-მეთქი... დარჩენილი 2 წვეთი ლაბორატორიაში მივიტანეთ, მაგრამ ცოტაა და არაფერი გამოვა, არ გვეყოფაო. მერე ნათიამ სინჯარა შეინახა, რადგანაც ვუთხარი, შეიძლება, სადმე მიკროანალიზს აკეთებენ და იქ მივიტანოთ-მეთქი.

2 დღის შემდეგ მამა გაბრიელის მდგომარეობა გაუარესდა, დამძიმდა, მარცხენა საზარდულის თიაქარი ჩაეჭედა. დამირეკეს, ჩავედი და ვუთხარი, - სასწრაფო ოპერაცია გჭირდება-მეთქი. არავითარ შემთხვევაშიო. მერე შევეცადე, თიაქარი ხელით ჩამესწორებინა, თუმცა ვუთხარი, შეიძლება გაგიმეორდეს და საოპერაციო გახდე-მეთქი. თუ ოპერაცია მაინც გარდაუვალი იქნება, მოვიტანთ ყველაფერს და აქ გაგიკეთებთ, როგორც სამხედრო ქირურგები, საველე პირობებში ვიმოქმედებთ-მეთქი. კვლავ უარი მივიღე. მეორე დღეს, განმეორდა თიაქრის ჩაჭედვა, უფრო დიდი მასშტაბით. გამოიბერა და ტკივილისგან ძალიან შეწუხებული იყო. ოპერაციაზე კვლავ არ დამთანხმდა და თქვა: "12 წლიდან მოგდევ უფალო, დავიღალე, ამოიღე სული!". მივხვდი, არაფრის გაკეთება არ შემეძლო, თუმცა ჩაჭედილი თიაქრის გამო, რომ ადამიანი არ გადარჩეს, შეუძლებელია, მაგრამ ოპერაციაზე უარი მივიღე.

მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა, დღის 3 საათიდან აღარ ლაპარაკობდა, თვალმოუშორებლად წმინდა ნიკოლოზის ხატს უყურებდა. ეს მდგომარეობა საღამოს 9 საათამდე გაგრძელდა. იმ დროს მეუფე დანიელი მობრძანდა. მკითხა, - როგორ არის? ვუთხარი, - მდგომარეობა ტერმინალურია, აგონიური... მეუფე დანიელმა სულის გათავისუფლების ლოცვა წაიკითხა. ნახევარი საათის შემდეგ მამა გაბრილმა გაიღიმა და სული განუტევა... მისი მაჯა ხელში მეჭირა და ბოლო პულსიც შევიგრძენი... პულსი აღარც საძილე არტერიაზე იყო.

- ბატონო ზურაბ, დარჩენილ 2 გრამ სისხლს რა ბედი ეწვია?

- 4 წლის მერე თეამ მოიტანა სინჯარაში მოთავსებული სისხლი და მითხრა, რომ ისევ ისეა, როგორც 4 წლის წინო. ამაში თავადაც დავრწმუნდი. არც შედედებულიყო, არც ფერი შეეცვალა. ვერ მოვითმინე და წვეთი შუშაზე გავუსვი, ნაცხი გავაკეთე, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში გავაგზავნეთ. არც გვარი, არც სახელი, ასაკი მიგვიწერია და არც ის გვითქვამს, რომ 4 წლის სისხლი იყო. წარმოიდგინთ, რომ ფორმულა რიგზე იყო - ლეიკოციტები, ერითროციტები... სისხლმა ჰემოლიზი არ განიცადა, უჯრედები არ დაიშალა, არ გაიხრწნა. იმ პასუხით აკადემიკოს თამარ დეკანოსიძესთან (პათოლოგანატომი) მივედით და ყველაფერი ვუთხარით. გაოცდა. მოდი, კიდევ გააკეთეთ ერთი ნაცხი სისხლის გადასხმის ინსტიტუტშიო. იქაც იგივე პასუხი მოვიდა. ბოლოს პატრიარქთან მივედი და ყველაფერი ვუამბე, უწმინდესი არასოდეს არის სენსაციებზე გამოკიდებული, ფრთხილია და მითხრა: დავაკვირდეთ ამ საკითხს, სისხლი შეინახეთ და ყველაფერი გამოჩნდება, რასთან გვაქვს საქმეო.

შემდეგ სატატია დაიწერა, სადაც ჩემი მოსაზრება დავაფიქსირე, - შესაძლოა, ადამიანის ასკეტურმა ცხოვრებამ, ლოცვამ, ღმერთთან სიახლოვემ და მისმა მეოხებამ გამოიწვია ის, რომ სისხლი განუხრწნელი გახდა-მეთქი. ეს ყველაფერი მამა გაბრიელთან დაკავშირებით რომ მოხდა, არ გამკვირვებია, არ იყო ორდინალური ადამიანი. მისი გარდაცვალების შემდეგ, სამთავროს მონასტრის ეზოში, საფლავთან უამრავი მლოცველი ჩადიოდა, სადაც ადამიანები იკურნებოდნენ, ამ ამბებს დედა პარასკევა მიყვებოდა ხოლმე. ბევრი რამ მოხდა და მომწიფდა საკითხი, რომ მამა გაბრიელის კანონიზაცია მომხდარიყო. ამას მიემხრო მთელი სინოდი და მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება, "ჩემს საფლავზე მილიონი ადამიანი მოვა" - ახდა. მისი საფლავიდან აღმოყვანების დროს ვერ გეტყვით, იქ რა რაოდენობის ადამიანი იყო. შემდგომ სამებაში, სადაც დასვენებული იყო, დღე და ღამე რიგი არ წყდებოდა. ასეთი რამ ხელოვნურად არ ხდება, ხალხს სურვილის გარეშე ვერსად მიიყვან.

წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად: "მისი მაჯა ხელში მეჭირა და ბოლო პულსიც შევიგრძენი..." - რას ყვება მამა გაბრიელზე პირადი ექიმი

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ესაა უნიკალური მეთოდი, კორონავირუსით ინფიცირების საეჭვო შემთხვევების გამოსავლენად" - რა სიახლეზე საუბრობს ლევან რატიანი

გორში ინფიცირებული მედდის ოჯახის 3 წევრს COVID-19 დაუდასტურდათ - მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც

"მაღაზიები სამმაგად ყიდიან ყველაფერს და ჩვენ საშვებს არ გვაძლევენ, რა გავაკეთოთ?" - მოვაჭრეების აქცია რუსთავში