სარეცხი ფხვნილებისა და სითხეების ნაირსახეობა, ჭურჭლის სარეცხი საშუალებები, აბაზანისა და სამზარეულოსთვის განკუთვნილი ქიმია - დიასახლისებს დროისა და შრომის ეკონომიის გაკეთების საშუალებას აძლევს, თუმცა რამდენად მჭიდროდაა დაკავშირებული სისუფთავის დამყარება მძიმე დაავადებებთან?
ნერვული სისტემის დარღვევები, კანის პრობლემები, ალერგიები, ღვიძლის, თირკმელებისა და ფილტვების დაავადებები, ასევე ონკოლოგიური რისკების ზრდა, შესაძლოა მსგავსი პრობლემები სწორედ საყოფაცხოვრებო ქიმიას უკავშირდებოდეს, როგორ უნდა ავარჩიოთ შედარებით უსაფრთხო პროდუქტი და როგორ უნდა მოვიხმაროთ ის სწორად - "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა არძალულია" საჭირო რჩევებს წარმოგიდგენთ.
ფოსფატებიანი სარეცხი საშუალებები
ფოსფორული მჟავების მარილები და ეთერები, ფართოდ გამოიყენება სინთეთიკურ სარეცხ საშუალებებში კალციუმისა და მაგნიუმის იონების დასაკავშირებლად. ფოსფატები იწვევს სისხლში ჰემოგლობინის მატების შეფერხებას, ასევე ზრდის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. მისი სახიფათო თვისებების გამო, ფოსფატების სარეცხ საშუალებებში გამოყენება იკრძალება ევროპის ბევრ ქვეყანაში. კარგად დააკვირდით სარეცხი საშუალების ეტიკეტს - შემადგენლობაში არ უნდა ეწეროს ფოსფატები!
თუ მაინც ფოსფატებიან სარეცხ საშუალებას გამოიყენებთ, გაითვალისწინეთ, ხელით რეცხვისას გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები და სარეცხს გაავლეთ ცხელი წყალი მინიმუმ 7-ჯერ, რადგან ფოსფატები ძალიან რთულად შორდება მატერიას, ასეთი მოქმედების შედეგად კი სამოსზე ის მინიმალური რაოდენობით დარჩება. ყველაზე უსაფრთხოდ ცეოლითიანი სარეცხი საშუალებები ითვლება.
ენზიმები
ხარისხიანი სარეცხი ფხვნილის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ენზიმები. სარეცხ საშუალებებში გამოიყენება ლაქების დაშლის მიზნით. ფხვნილში ძირითადად ფერადი ბურთულების სახით გვხვდება. ენზიმები ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენების ცოდნა.
თუ თქვენ ლაქებიანი ქსოვილის გარეცხვა გსურთ, უმჯობესია ენზიმებიანი სარეცხი ფხვნილი გამოიყენოთ თუმცა იმისთვის, რომ ენზიმებმა კარგად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა, საჭიროა სარეცხი შედარებით გრილ წყალში გარეცხოთ, რადგან რაც უფრო მაღალია წყლის ტემპერატურა, მით უფრო ფერხდება ენზიმების მოქმედება, 60 გრადუს ტემპერატურაზე კი ენზიმები ნადგურდება და საერთოდ აღარ მოქმედებს. ამასთან, ენზიმებიანი ფხვნილით არ შეიძლება გაირეცხოს აბრეშუმისა და შალის ქსოვილები, რადგან შესაძლოა ენზიმებმა ქსოვილი დააზიანოს.
ქლორი
სარეცხი საშუალებების კიდევ ერთი შემადგენელი - ქლორი, მომწამლავი, მოყვითალო მწვანე ფერის, მხრჩოლავი სუნის გაზია. სარეცხ საუალებებში გამოიყენება მათეთრებელი და სადეზინფექციო ფუნქციების შესასრულებლად. მცირე რაოდენობით მისი საყოფაცხოვრებო ქიმიაში გამოყენება არ წარმოადგენს საშიშროებას, მისმა ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია, გულ-სისხლ-ძარღვთა პრობლემები, ინტოქსიკაცია და ონკოლოგიური დაავადებები. ქლორიანი საშუალებები არ გამოიყენოთ დიდი რაოდენობით, ეცადეთ მისი მოხმარების შემდეგ კარგად გაანიავოთ ოთახი და კარგად გაავლოთ სარეცხს.
ვიდეოექსპერიმენტი: როგორ უნდა გაარჩიოთ ხარისხიანი სარეცხის ფხვნილი უხარისხოსგან?
ჭურჭლის სარეცხი სითხეები
სარეცხი საშუალებების შემადგენლობის თითქმის იდენტურია, ჭურჭლის სარეცხი სითხეების შიგთავსიც. მასშიც ყველაზე მავნე სწორედ ზედაპირულად აქტიური ნივთიერებებია, რომელიც უზრუნველყოფს ცხიმის დაშლას, მართალია რაც უფრო მეტი ასეთი ნივთიერებაა სითხეში, სისუფთავის შედეგიც უკეთესია, თუმცა ასეთი საშუალებების გამოყენება საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას, ამიტომ იცოდეთ: