არსებული ინფორმაციით, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გარდა, მთავრობაში გადაწყვეტილება ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების გაერთიანდების თაობაზეც მიღებულია.
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების შერწყმის შემდეგ, გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელად ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გადაინაცვლებს.
რაც შეეხება ეკონომიკის მოქმედ მინისტრ გიორგი გახარიას, არაოფიციალური ინფორმაციით, ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილს შეცვლის.
ასევე წაიკითხეთ: ცვლილებები მთავრობაში - რომელ მინისტრებს ვეღარ ვიხილავთ პოსტზე
რაც შეეხება კულტურისა და სპორტის სამინისტროებს, შერწყმის შემდეგ მინისტრის პორტფელს კვლავ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ჩაიბარებს.
არსებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტს დატოვებს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.
მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ განცხადება სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაკეთდება.