ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მსახიობ ანრი ბიბინეიშვილს 250-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ბათუმში, დღეს დილით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.