მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან უცხოეთში მცხოვრები ყველაზე მდიდარი ქართველები
ვინ არიან უცხოეთში მცხოვრები ყველაზე მდიდარი ქართველები

ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქარ­თვე­ლე­ბი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის გარ­და, და­ახ­ლო­ე­ბით მსოფ­ლი­ოს ცხრა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ. ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა სა­ქარ­თვე­ლო 90-იან წლებ­ში და­ტო­ვა და წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნეს­მე­ნად იქცა. "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" რამ­დე­ნი­მე მათ­განს წარ­მო­გიდ­გენთ, რო­მე­ლიც უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს.

თა­მაზ სომ­ხიშ­ვი­ლი

1957 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თა­მაზ სომ­ხიშ­ვი­ლი 50 ყვე­ლა­ზე მდი­დარ ქარ­თველს შო­რის სა­ხელ­დე­ბა. სხვა­დას­ხვა წყა­როს ცნო­ბით, მისი ქო­ნე­ბა ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ონ დო­ლარს აღ­წევს.

ქარ­თველ­მა მი­ლი­ო­ნერ­მა სა­ქარ­თვე­ლო გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში და­ტო­ვა და რუ­სეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყო. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სომ­ხიშ­ვი­ლი კომ­პა­ნია "როს­ნეფ­ტექ­სპორ­ტის" მფლო­ბე­ლი და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი იყო. ზო­გი­ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში თა­მაზ სომ­ხიშ­ვი­ლი რუს ბიზ­ნეს­მე­ნად და ინ­ვეს­ტო­რა­დაც არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, მის ან­გა­რიშ­ზე ბიზ­ნეს­ში აქ­ტი­უ­რად ყოფ­ნის 30 წელ­ზე მე­ტია. მისი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა ძი­რი­თა­დად სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას, ინ­დუსტრი­ულ სფე­რო­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას მო­ი­ცავს. თა­მაზ სომ­ხიშ­ვი­ლი კომ­პა­ნი­ებს ფლობს რუ­სეთ­ში, ევ­რო­პა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ­ჟა­მად ქარ­თვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რი გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს.

და­ვით ია­კო­ბიშ­ვი­ლი

და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი 1957 წლის 2 მარტს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის 42-ე სკო­ლა. ამის შემ­დეგ დღი­სით მე­ტა­ლურ­გი­ულ ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ობ­და, ღა­მით მეტ­რომ­შენ­ში. ასე­ვე ეხერ­ხე­ბო­და რა­დი­ო­ტექ­ნი­კი­სა და მაგ­ნი­ტო­ფო­ნე­ბის შე­კე­თე­ბა.

ამ­ჟა­მად იგი არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი რუ­სუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მმარ­თვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის წევ­რია. ია­კო­ბაშ­ვი­ლი მსხვი­ლი რუ­სუ­ლი რძის, წვე­ნე­ბი­სა და სას­მე­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის სს "ვიმ-ბილ-დან"-ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია და 2001-2010 წლებ­ში კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეც იყო.

მისი ქო­ნე­ბა სამ მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს. და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლი მრა­ვა­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­მა­არ­სე­ბე­ლია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის სა­ხელს სა­ქარ­თვე­ლო­შიც არა­ერ­თი ბიზ­ნე­სი უკავ­შირ­დე­ბო­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ვინ არიან უცხოეთში მცხოვრები ყველაზე მდიდარი ქართველები

ვინ არიან უცხოეთში მცხოვრები ყველაზე მდიდარი ქართველები

ყველაზე მდიდარი ქართველები, ჩვენი ქვეყნის გარდა, დაახლოებით მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში ცხოვრობენ. ზოგიერთმა მათგანმა საქართველო 90-იან წლებში დატოვა და წარმატებულ ბიზნესმენად იქცა. "ბიზნესპრესნიუსი" რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობს.

თამაზ სომხიშვილი

1957 წელს დაბადებული თამაზ სომხიშვილი 50 ყველაზე მდიდარ ქართველს შორის სახელდება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მისი ქონება ასეულობით მილიონ დოლარს აღწევს.

ქართველმა მილიონერმა საქართველო გასული საუკუნის 90-იან წლებში დატოვა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სხვადასხვა ბიზნესი წამოიწყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სომხიშვილი კომპანია "როსნეფტექსპორტის" მფლობელი და გენერალური დირექტორი იყო. ზოგიერთ მედიასაშუალებაში თამაზ სომხიშვილი რუს ბიზნესმენად და ინვესტორადაც არის მოხსენიებული, მის ანგარიშზე ბიზნესში აქტიურად ყოფნის 30 წელზე მეტია. მისი ბიზნესსაქმიანობა ძირითადად სოფლის მეურნეობას, ინდუსტრიულ სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას მოიცავს. თამაზ სომხიშვილი კომპანიებს ფლობს რუსეთში, ევროპასა და საქართველოში. ამჟამად ქართველი მილიონერი გერმანიაში ცხოვრობს.

დავით იაკობიშვილი

დავით იაკობაშვილი 1957 წლის 2 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის 42-ე სკოლა. ამის შემდეგ დღისით მეტალურგიულ ინსტიტუტში მუშაობდა, ღამით მეტრომშენში. ასევე ეხერხებოდა რადიოტექნიკისა და მაგნიტოფონების შეკეთება.

ამჟამად იგი არაერთი ცნობილი რუსული და საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი ორგანოების წევრია. იაკობაშვილი მსხვილი რუსული რძის, წვენებისა და სასმელების მწარმოებელი კომპანიის სს "ვიმ-ბილ-დან"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია და 2001-2010 წლებში კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც იყო.

მისი ქონება სამ მილიარდ დოლარს შეადგენს. დავით იაკობაშვილი მრავალი საქველმოქმედო ორგანიზაციის დამაარსებელია. წლების განმავლობაში მის სახელს საქართველოშიც არაერთი ბიზნესი უკავშირდებოდა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი