პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ხალიფატი დავტოვეთ და ახლა თქვენთან მოვდივართ" - მსოფლიო ISIS-ის მოლოდინში
"ჩვენ ხალიფატი დავტოვეთ და ახლა თქვენთან მოვდივართ" - მსოფლიო ISIS-ის მოლოდინში

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის სერ­გეი შო­ი­გუს გან­ცხა­დე­ბით, სი­რი­ის არ­მი­ამ, რუ­სე­თის შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ბოლო ქა­ლა­ქი აბუ ქე­მა­ლიც აიღო. ეს ნიშ­ნავს, რომ ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ "ხა­ლი­ფა­ტი" და­ტო­ვა...

"ახლა უკვე დეირ-ეზ-ზორ­ში გან­ნაღმვი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს... იგი­ვე იგეგ­მე­ბა აბუ-ქე­მალ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თოა ქა­ლა­ქის ცენ­ტრი, სა­დაც ტე­რო­რის­ტე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ... ბოლო 4 დღე გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე იყო." - აცხა­დებს რუსი გე­ნე­რა­ლი და დას­ძენს, რომ ისი­ნი ერა­ყის სა­ზღვრის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ.

შო­ი­გუ იმე­დოვ­ნებს, რომ მათი ჩრდი­ლო­ე­ლი კო­ლე­გე­ბი, ვინც ევფრა­ტის სა­ნა­პი­რო­ებ­ზე მიმ­დი­ნა­რე სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, თა­ვი­ან­თი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ტე­რო­რის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თვას შეძ­ლე­ბენ...

"ჩვენ ხა­ლი­ფა­ტი დავ­ტო­ვეთ და ახლა თქვენ­თან მოვ­დი­ვართ" - ამ მი­მარ­თვით და­ტო­ვეს ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რებ­მა სი­რი­ის ქა­ლა­ქე­ბი. ამით მსოფ­ლიო ცი­ვი­ლურ ქვეყ­ნებს, მათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას სიმ­შვი­დე სა­მუ­და­მოდ თუ არა, დიდი ხნით და­უფრ­თხეს. ამის მა­გა­ლი­თია, ბოლო დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ასო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა...

თუ სტა­ტის­ტი­კას გა­დავ­ხე­დავთ, ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ISIS -ის რი­გებ­ში, სწო­რედ რუ­სე­თი­დან, კონ­კრე­ტუ­ლად, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან მი­დი­ო­და. სი­რი­ა­სა და ერაყს ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ხა­ლი­სე მი­ა­წყდა ტა­ჯი­კეთ­სა და უზ­ბე­კე­თი­დან... მათი უმე­ტე­სო­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ში" თურ­ქე­თის გავ­ლით ჩა­დი­ო­და. თურ­ქე­თი ამ წლე­ბის გან­მა­ლო­ბა­ში, "გა­მა­ნა­წი­ლებ­ლის" ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­და და ასეა დღე­საც...

თუმ­ცა, მა­ნამ­დე ISIS -ის რუ­სულ "რე­სურ­სზეც" შე­იძ­ლე­ბა ორი­ო­დე სი­ტყვის თქმა – საქ­მე ის არის, რომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" რი­გებ­ში, მხო­ლოდ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და­ღეს­ტნე­ლე­ბი, ინ­გუ­შე­ბი ან ჩეჩ­ნე­ბი არ მი­დი­ოდ­ნენ, რო­გორც ამას რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი წარ­მო­ა­ჩე­ნენ. ISIS -ის რი­გებ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის გვა­რე­ბიც და­ფიქ­სირ­და. მათ შო­რის არი­ან ოფიც­რე­ბი, სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გე­ბი და სა­ხელ­მწი­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ნახ­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი, რო­მელ­თაც გა­ნათ­ლე­ბა, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟულ სამ­ხედ­რო სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი.

ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია, დე­ნის ხი­სა­მო­ვი, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლიო ISIS -ის მო­ლო­დინ­ში რი­გებ­ში იბ­რძო­და, მისი და­სუს­ტე­ბის შემ­დეგ კი, კონ­კრე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბით რუ­სეთ­სა და თურ­ქეთ­ში ბრუნ­დე­ბო­და, რა დრო­საც და­ა­კა­ვეს... რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა­დას­ხვა სუ­ბი­ექ­ტუ­რი თუ ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბით, ტე­რო­რის­ტებს, სამ­ხედ­რო­ე­ბის გარ­და, სხვა არა­ერ­თი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის პროგ­რა­მის­ტე­ბი და მე­დი­კო­სე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ...

რაც შე­ე­ხე­ბა თურ­ქეთს, ის "ხა­ლი­ფა­ტის" და­ცე­მის შემ­დე­გაც, ყო­ველ­დღე ებ­რძვის ტე­რო­რიზმს. 10 ნო­ემ­ბერს, სი­რი­ა­ში გა­დას­ვლი­სა და ISIS -ში გა­წევ­რე­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, სტამ­ბოლ­ში 80-ზე მეტი პირი და­ა­კა­ვეს, რომ­ლე­ბიც "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან" კავ­შირ­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ზეთ "სა­ბა­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბე­ბი სტამ­ბო­ლის რამ­დე­ნი­მე რა­ი­ონ­ში ერ­თდრო­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­და ამი­სა, პა­რას­კევს დი­ლით ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ ქვეყ­ნის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში, ადა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში სი­რი­ი­დან გად­მო­სუ­ლი, ასე­ვე ISIS -ის­თან კავ­შირ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 11 პირი და­ა­კა­ვა... უფრო ადრე, თურ­ქე­თის დე­და­ქა­ლაქ ან­კა­რა­ში იგი­ვე ბრალ­დე­ბით 100-ზე მეტი პირი და­ა­კა­ვეს...

ISIS -ს და­ფი­ნან­სე­ბა და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი

BBC –ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­და­პირ­ვე­ლად "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" დამ­ფი­ნან­სებ­ლად, სა­უ­დის არა­ბე­თი­სა და კა­ტა­რი­დან ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, ასე­ვე, სუ­ნი­ტუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ. ისი­ნი სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ბა­შარ ასა­დის და­სა­მარ­ცხებ­ლად თან­ხებს არ იშუ­რებ­დნენ, რად­გან ის ალა­ვი­ტურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას წარ­მო­ად­გენ­და. მიმ­დი­ნა­რე წელს, ISIS -ის და­ფი­ნან­სე­ბის გამო, რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფომ შე­ზღუდ­ვე­ბი და­უ­წე­სა ყა­ტარს, რო­მე­ლიც ამ ბრალ­დე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და.

ამ­ბო­ბენ, რომ ეს ფი­ნან­სუ­რი არ­ხე­ბი ბოლო დრომ­დე არ და­ხუ­რუ­ლა და სი­რი­ა­სა და ერაყ­ში ბო­ე­ვი­კე­ბის ჩაყ­ვა­ნის პრო­ცე­სი სწო­რედ მათი დახ­მა­რე­ბით ფი­ნანსდე­ბო­და. თუმ­ცა, ISIS არც ფი­ნან­სე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად "მო­პო­ვე­ბა­ზე" იხევ­და უკან.

ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, 2014 წელს "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ნავ­თო­ბი­თა და იმ ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ვაჭ­რო­ბით მი­ი­ღო, რომ­ლის გა­და­ტა­ნაც თურ­ქე­თის სა­ზღვარ­ზე კონ­ტრა­ბან­დუ­ლი გზით გან­ხორ­ცი­ელ­და და რო­მე­ლიც, შემ­დგომ ირა­ნი­სა და სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩუ­მად შე­ი­ძი­ნა...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ნავ­თობ­სა­ცა­ვებ­ზე სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, ეს შე­მო­სა­ვა­ლი და­კარ­გეს... თუმ­ცა, შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა­ში, ისე­ვე რო­გორც ტე­რაქ­ტე­ბის და­გეგ­მვა­ში, მათი მოქ­მე­დე­ბა სწორ­ხა­ზო­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა. მხო­ლოდ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ გა­ტა­ცე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ მი­ღე­ბულ­მა გა­მო­სას­ყიდ­მა თან­ხამ, უხე­ში გათ­ვლე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. ერთი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი - ეს მათ­თვის გა­ტა­ცე­ბუ­ლის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლად და­წე­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტუ­ლი თან­ხა იყო... გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, კა­მე­რის წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი უსას­ტი­კე­სი კად­რე­ბის ათე­უ­ლო­ბი­თი შემ­თხვე­ვა ახ­სოვს, რა­საც ისი­ნი ფსი­ქო­ლო­გი­ურ ია­რა­ღა­დაც შე­სა­ნი­შა­ვად იყე­ნებ­დნენ...

მათი მსხვერ­პლი ხდე­ბოდ­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­რი­ა­სა და ერაყ­ში, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ით იყ­ვნენ ჩა­სუ­ლი. ასე­ვე, ISIS საკ­მა­ოდ ფულს იღებ­და გა­ტა­ცე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი­სა და გო­გო­ნე­ბის გა­ყიდ­ვი­თაც, რო­მელ­თაც სექს-მო­ნე­ბად აქ­ცევ­დნენ...

ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურჩნენ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" რე­ჟიმს, ჰყვე­ბოდ­ნენ, რომ ISIS –ში არ­სე­ბობს "სა­დაზ­ვერ­ვო აპა­რა­ტი", რო­მე­ლიც სი­რი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ის მოგ­რო­ვე­ბა­ზე მუ­შა­ობს. ისი­ნი მათი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, ჩას­ვლის წუ­თი­დან ხვდე­ბი­ან... იგი­ვე "უწყე­ბა" აკონ­ტრო­ლებს და იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას მსოფ­ლი­ო­ში და­გეგ­მი­ლი, გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ...

ისი­ნი გა­წა­ფუ­ლი იყ­ვნენ ბან­კე­ბის ძარ­ცვა­შიც, ასე­ვე, რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის­გან მი­ღე­ბულ გა­და­სა­ხა­დებ­ში, რო­მელ­საც მათი სარ­წმუ­ნო­ე­ბის გამო აკის­რებ­დნენ.

ცოტა უფრო ადრე, 2011 წლი­დან ის­ლა­მის­ტუ­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დე­ბი და უბ­რა­ლოდ, მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბი სი­რი­ა­ში მე­ამ­ბო­ხე დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის­თვის შე­ი­ა­რა­ღე­ბას ყი­დუ­ლობ­დნენ. ცალ­კე თე­მაა, თუ რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან... მას შემ­დეგ, რაც "აი­სი­სი" გა­ფარ­თოვ­და, დო­ნორ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა პირ­და­პირ თუ ირი­ბად ამა­რა­გებ­და ფუ­ლით ჯი­ჰა­დის­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს. იმ წლებ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დე­პო­ზი­ტო ბან­კე­ბის გა­და­რი­ცხვე­ბიც კი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, შემ­დეგ, სის­ტე­მა შე­იც­ვა­ლა...

მსოფ­ლი­ო­ში გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" და­კა­ვე­ბუ­ლი "კუ­რი­ე­რის­თვის" ჩა­მორ­თმე­ულ კომ­პი­უ­ტე­რულ ჩიპ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, 2014 წელს ISIS 875 მი­ლი­ონ ამე­რი­კულ დო­ლარს ფლობ­და. მო­სუ­ლის და­ცე­მის შემ­დეგ, მათი ბი­უ­ჯე­ტი საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და...

ცნო­ბი­ლია, რომ ტე­რო­რის­ტე­ბი კარ­გად ფლო­ბენ ტექ­ნო­ლო­გი­ებს. აქვთ და­ცუ­ლი პა­რო­ლის მქო­ნე ფო­რუ­მე­ბი, სა­დაც თა­ვი­ანთ მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად, უსაფრ­თხო სა­უბ­რე­ბის­თვის იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. "ფე­ის­ბუ­ქით", "ტვი­ტე­რით" "ინ­სტაგ­რა­მი­თა" და სხვა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლე­ბით, მათ­მა კარ­გად მომ­ზა­დე­ბულ­მა "კად­რებ­მა", რომ­ლე­ბიც რე­ლი­გი­ურ თე­მა­ზე აპე­ლი­რებ­დნენ, ათა­სო­ბით ახალ­გაზ­რდა "და­ა­ვერ­ბოვ­კეს"...

ასე რომ, ის, რომ "ხა­ლი­ფა­ტი" და­ე­ცა და სი­რია თა­ვი­სუ­ფა­ლია, მათ­გან მო­მა­ვალ საფრ­თხეს არ ამ­ცი­რებს, - მით უფრო, რომ გა­მოც­დი­ლე­ბამ არა­ერ­თხელ გვიჩ­ვე­ნა, არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რო­დე­საც სწო­რედ ისი­ნი ექ­ცე­ვი­ან მათი გავ­ლე­ნის ქვეშ, ვი­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა ევა­ლე­ბა...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI. GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ჩვენ ხალიფატი დავტოვეთ და ახლა თქვენთან მოვდივართ" - მსოფლიო ISIS-ის მოლოდინში

"ჩვენ ხალიფატი დავტოვეთ და ახლა თქვენთან მოვდივართ" - მსოფლიო ISIS-ის მოლოდინში

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, სირიის არმიამ, რუსეთის შეირაღებული ძალების დახმარებით, ტერორისტების მიერ კონტროლირებადი ბოლო ქალაქი აბუ ქემალიც აიღო. ეს ნიშნავს, რომ ისლამურმა სახელმწიფომ "ხალიფატი" დატოვა...

"ახლა უკვე დეირ-ეზ-ზორში განნაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს... იგივე იგეგმება აბუ-ქემალში, განსაკუთრებით სახიფათოა ქალაქის ცენტრი, სადაც ტერორისტები დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ... ბოლო 4 დღე განსაკუთრებით მძიმე იყო." - აცხადებს რუსი გენერალი და დასძენს, რომ ისინი ერაყის საზღვრის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

შოიგუ იმედოვნებს, რომ მათი ჩრდილოელი კოლეგები, ვინც ევფრატის სანაპიროებზე მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდნენ, თავიანთი სამხედრო ძალების ტერორისტების წინააღმდეგ მიმართვას შეძლებენ...

"ჩვენ ხალიფატი დავტოვეთ და ახლა თქვენთან მოვდივართ" - ამ მიმართვით დატოვეს ისლამური სახელმწიფოს ლიდერებმა სირიის ქალაქები. ამით მსოფლიო ცივილურ ქვეყნებს, მათ ხელისუფლებას, უსაფრთხოების სამსახურებსა და მოსახლეობას სიმშვიდე სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით დაუფრთხეს. ამის მაგალითია, ბოლო დროის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებული ტერაქტები, რომლებსაც ასობით ადამიანი შეეწირა...

თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ყველაზე მეტი ადამიანი ISIS -ის რიგებში, სწორედ რუსეთიდან, კონკრეტულად, ჩრდილოეთ კავკასიიდან მიდიოდა. სირიასა და ერაყს ძალიან ბევრი მოხალისე მიაწყდა ტაჯიკეთსა და უზბეკეთიდან... მათი უმეტესობა "ისლამური სახელმწიფოში" თურქეთის გავლით ჩადიოდა. თურქეთი ამ წლების განმალობაში, "გამანაწილებლის" ფუნქციას ასრულებდა და ასეა დღესაც...

თუმცა, მანამდე ISIS -ის რუსულ "რესურსზეც" შეიძლება ორიოდე სიტყვის თქმა – საქმე ის არის, რომ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში, მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებაზე გაბრაზებული დაღესტნელები, ინგუშები ან ჩეჩნები არ მიდიოდნენ, როგორც ამას რუსული სპეცსამსახურები წარმოაჩენენ. ISIS -ის რიგებში წარმატებული სამხედროების გვარებიც დაფიქსირდა. მათ შორის არიან ოფიცრები, სამხედრო სტრატეგები და სახელმწიფოს უსაფრთხოების ინფორმაციის შენახვაზე პასუხისმგებელი პირები, რომელთაც განათლება, უმეტეს შემთხვევაში, ძალიან პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებლებში ჰქონდათ მიღებული.

ამის ნათელი მაგალითია, დენის ხისამოვი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მსოფლიო ISIS -ის მოლოდინში რიგებში იბრძოდა, მისი დასუსტების შემდეგ კი, კონკრეტული დავალებებით რუსეთსა და თურქეთში ბრუნდებოდა, რა დროსაც დააკავეს... რუსული მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით, ტერორისტებს, სამხედროების გარდა, სხვა არაერთი პროფესიის ადამიანები, მათ შორის პროგრამისტები და მედიკოსებიც შეუერთდნენ...

რაც შეეხება თურქეთს, ის "ხალიფატის" დაცემის შემდეგაც, ყოველდღე ებრძვის ტერორიზმს. 10 ნოემბერს, სირიაში გადასვლისა და ISIS -ში გაწევრების მცდელობის ბრალდებით, სტამბოლში 80-ზე მეტი პირი დააკავეს, რომლებიც "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში არიან ეჭვმიტანილი. ადგილობრივი გაზეთ "საბახის" ინფორმაციით, დაკავებები სტამბოლის რამდენიმე რაიონში ერთდროულად მიმდინარეობდა.

გამოცემის ინფორმაციით, გარდა ამისა, პარასკევს დილით ადგილობრივმა პოლიციამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ადანის პროვინციაში სირიიდან გადმოსული, ასევე ISIS -ისთან კავშირში ეჭვმიტანილი 11 პირი დააკავა... უფრო ადრე, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იგივე ბრალდებით 100-ზე მეტი პირი დააკავეს...

ISIS -ს დაფინანსება და ადამიანური რესურსი

BBC –ის ინფორმაციით, თავდაპირველად "ისლამური სახელმწიფოს" დამფინანსებლად, საუდის არაბეთისა და კატარიდან ბიზნესმენები, ასევე, სუნიტური მიმდინარეობის წარმომადგენლები მიიჩნეოდნენ. ისინი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის დასამარცხებლად თანხებს არ იშურებდნენ, რადგან ის ალავიტურ მიმდინარეობას წარმოადგენდა. მიმდინარე წელს, ISIS -ის დაფინანსების გამო, რამდენიმე სახელმწიფომ შეზღუდვები დაუწესა ყატარს, რომელიც ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა.

ამბობენ, რომ ეს ფინანსური არხები ბოლო დრომდე არ დახურულა და სირიასა და ერაყში ბოევიკების ჩაყვანის პროცესი სწორედ მათი დახმარებით ფინანსდებოდა. თუმცა, ISIS არც ფინანსების დამოუკიდებლად "მოპოვებაზე" იხევდა უკან.

ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, 2014 წელს "ისლამურმა სახელმწიფომ" ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარი ნავთობითა და იმ ნავთობპროდუქტების ვაჭრობით მიიღო, რომლის გადატანაც თურქეთის საზღვარზე კონტრაბანდული გზით განხორციელდა და რომელიც, შემდგომ ირანისა და სირიის ხელისუფლებამ ჩუმად შეიძინა...

მოგვიანებით, ნავთობსაცავებზე საჰაერო დარტყმების განხორციელების შედეგად, ეს შემოსავალი დაკარგეს... თუმცა, შემოსავლის მიღებაში, ისევე როგორც ტერაქტების დაგეგმვაში, მათი მოქმედება სწორხაზოვანი არ ყოფილა. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, ტერორისტების მიერ გატაცებული ადამიანების თავისუფლების სანაცვლოდ მიღებულმა გამოსასყიდმა თანხამ, უხეში გათვლებით, დაახლოებით, 20 მილიონი დოლარი შეადგინა. ერთი მილიონი დოლარი - ეს მათთვის გატაცებულის გასათავისუფლად დაწესებული სტანდარტული თანხა იყო... გადაუხდელობის შემთხვევაში მსოფლიო საზოგადოებას, კამერის წინაშე ჩადენილი უსასტიკესი კადრების ათეულობითი შემთხვევა ახსოვს, რასაც ისინი ფსიქოლოგიურ იარაღადაც შესანიშავად იყენებდნენ...

მათი მსხვერპლი ხდებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები, რომლებიც სირიასა და ერაყში, ჰუმანიტარული მისიით იყვნენ ჩასული. ასევე, ISIS საკმაოდ ფულს იღებდა გატაცებული ქალებისა და გოგონების გაყიდვითაც, რომელთაც სექს-მონებად აქცევდნენ...

ის ადამიანები, ვინც სასწაულებრივად გადაურჩნენ "ისლამური სახელმწიფოს" რეჟიმს, ჰყვებოდნენ, რომ ISIS –ში არსებობს "სადაზვერვო აპარატი", რომელიც სირიაში მომუშავე ჟურნალისტების ინფორმაციის მოგროვებაზე მუშაობს. ისინი მათი ყურადღების ცენტრში, ჩასვლის წუთიდან ხვდებიან... იგივე "უწყება" აკონტროლებს და იღებს ინფორმაციას მსოფლიოში დაგეგმილი, განსახორციელებელი და განხორციელებული ქმედებების შესახებ...

ისინი გაწაფული იყვნენ ბანკების ძარცვაშიც, ასევე, რელიგიური უმცირესობისგან მიღებულ გადასახადებში, რომელსაც მათი სარწმუნოების გამო აკისრებდნენ.

ცოტა უფრო ადრე, 2011 წლიდან ისლამისტური საქველმოქმედო ფონდები და უბრალოდ, მდიდარი ადამიანები სირიაში მეამბოხე დაჯგუფებებისთვის შეიარაღებას ყიდულობდნენ. ცალკე თემაა, თუ რომელი ქვეყნებიდან... მას შემდეგ, რაც "აისისი" გაფართოვდა, დონორთა უმრავლესობა პირდაპირ თუ ირიბად ამარაგებდა ფულით ჯიჰადისტურ ორგანიზაციებს. იმ წლებში, საერთაშორისო სადეპოზიტო ბანკების გადარიცხვებიც კი ხორციელდებოდა, შემდეგ, სისტემა შეიცვალა...

მსოფლიოში გახმაურებული ფაქტია, "ისლამური სახელმწიფოს" დაკავებული "კურიერისთვის" ჩამორთმეულ კომპიუტერულ ჩიპში აღმოჩენილი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2014 წელს ISIS 875 მილიონ ამერიკულ დოლარს ფლობდა. მოსულის დაცემის შემდეგ, მათი ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა...

ცნობილია, რომ ტერორისტები კარგად ფლობენ ტექნოლოგიებს. აქვთ დაცული პაროლის მქონე ფორუმები, სადაც თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად, უსაფრთხო საუბრებისთვის იკრიბებოდნენ. "ფეისბუქით", "ტვიტერით" "ინსტაგრამითა" და სხვა სოციალურ ქსელებით, მათმა კარგად მომზადებულმა "კადრებმა", რომლებიც რელიგიურ თემაზე აპელირებდნენ, ათასობით ახალგაზრდა "დაავერბოვკეს"...

ასე რომ, ის, რომ "ხალიფატი" დაეცა და სირია თავისუფალია, მათგან მომავალ საფრთხეს არ ამცირებს, - მით უფრო, რომ გამოცდილებამ არაერთხელ გვიჩვენა, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სწორედ ისინი ექცევიან მათი გავლენის ქვეშ, ვისაც საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა ევალება...

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო