სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაარჩინა 112-ის ოპერატორმა ოჯახი გაზით გაგუდვას - ამბავი, რომელიც უნდა წაიკითხოთ
როგორ გადაარჩინა 112-ის ოპერატორმა ოჯახი გაზით გაგუდვას - ამბავი, რომელიც უნდა წაიკითხოთ

112-ის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ემო­ცი­უ­რი ის­ტო­რია გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც წე­რია, თუ რო­გორ გა­და­არ­ჩი­ნა მათ­მა ოპე­რა­ტორ­მა ოჯა­ხის 4 წევ­რი. რო­გორც ირ­კვე­ვა, 112-ში 11 წლის გო­გო­ნამ და­რე­კა, რომ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ასე­ვე თვი­თონ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვის შე­დე­გად მო­ი­წამლნენ.

"ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ი­კი­თხოთ

112-ში 11 წლის გო­გო­ნა რე­კავს..

.

ოპე­რა­ტო­რი 1-1-2 გის­მენთ, 1-1-2 გის­მენთ

მო­ქა­ლა­ქე სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა მინ­და (10-12 წლის გო­გო­ნამ აღელ­ვე­ბუ­ლი ხმით

უპა­სუ­ხა ოპე­რა­ტორს )

ოპე­რა­ტო­რი რო­მე­ლი ქა­ლა­ქი­დან გვი­კავ­შირ­დე­ბით?

მო­ქა­ლა­ქე ..... (ხმა აღარ ის­მის)

ოპე­რა­ტო­რი მი­სა­მარ­თი მი­თხა­რით, რო­მე­ლი ქა­ლა­ქი­დან რე­კავთ?

მო­ქა­ლა­ქე თბი­ლი­სი­დან (კონ­ტაქ­ტზე ისევ გა­მო­ვი­და გო­გო­ნა)

ოპე­რა­ტო­რი რა გქვია?

მო­ქა­ლა­ქე ნინო

ოპე­რა­ტო­რი ნინო, ზუს­ტი მი­სა­მარ­თი უნდა მი­თხრა დრო­უ­ლად რომ აღ­მო­გი­ჩი­ნოთ

დახ­მა­რე­ბა

მო­ქა­ლა­ქე დედა შე­მომ­ხე­დე! (გო­გო­ნა ტი­რო­და. პე­რი­ო­დუ­ლად აღარ უს­მენ­და

ოპე­რა­ტორს)

112-ის ოპე­რა­ტო­რი­სათ­ვის შემ­თხვე­ვის ზუს­ტი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის (მი­სა­მარ­თის) დად­გე­ნა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან შე­საძ­ლოა ზარი შუა სა­უბ­რი­სას გა­ი­თი­შოს, ვე­ღარ მოხ­დეს მო­ქა­ლა­ქეს­თან თა­ვი­დან და­კავ­ში­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად 112 მი­სა­მარ­თზე ვე­ღარ გაგ­ზავ­ნის გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის სა­ჭი­რო ბრი­გა­დებს/ეკი­პაჟს.

ინი­ცი­ა­ტო­რის დაბ­ნე­უ­ლო­ბას ემა­ტე­ბო­და ცუდი სმე­ნა­დო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა ოპე­რა­ტორ­მა შეძ­ლო მი­სა­მარ­თის ყვე­ლა დე­ტა­ლის გა­გე­ბა, თუმ­ცა ნინო იმ­დე­ნად ნერ­ვი­უ­ლობ­და, რომ შე­საძ­ლოა მი­სა­მარ­თი არას­წო­რი ყო­ფი­ლი­ყო. მი­სა­მარ­თი უნდა და­ზუს­ტე­ბუ­ლი­ყო.

ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის დად­გე­ნის შემ­დე­გი ეტა­პი შემ­თხვე­ვის ტი­პის გან­სა­ზღვრაა, რათა სა­ჭი­რო გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბის/ეკი­პა­ჟის გაგ­ზავ­ნა მოხ­დეს მი­სა­მარ­თზე.

ოპე­რა­ტო­რი ნინო, და­მეხ­მა­რე, რომ და­გეხ­მა­რო... გთხოვ დამ­შვიდ­დი და მი­თხა­რი რა

ხდე­ბა? სას­წრა­ფო გა­მო­სუ­ლია და მალე მოვა. დედა ცუ­და­დაა?

მო­ქა­ლა­ქე დე­დი­კო, ბებო და ბი­ძაშ­ვი­ლი. ვე­ღარ ლა­პა­რა­კო­ბენ, არ ვიცი რა ჭირთ

(პა­რა­ლე­ლუ­რად ის­მის პა­ტა­რა ბავ­შვის ტი­რი­ლიც)

ოპე­რა­ტო­რი უგო­ნოდ არი­ან?

მო­ქა­ლა­ქე არა, გონ­ზე არი­ან მაგ­რამ ვე­ღარ ლა­პა­რა­კო­ბენ... არ ვიცი რა და­ე­მარ­თათ

ოპე­რა­ტო­რი მა­შინ­ვე მიხ­ვდა, რომ ად­გი­ლი შე­საძ­ლოა ჰქო­ნო­და აი­რის გა­ჟონ­ვას და აღელ­ვე­ბულ მო­ზარდს პირ­ვე­ლა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­უ­წია.

ოპე­რა­ტო­რი ნინო, ხომ არ იცი გა­ზის მილს სად აქვს ჩამ­კე­ტი?

მო­ქა­ლა­ქე კი, ვიცი

ოპე­რა­ტო­რი გა­და­კე­ტე სას­წრა­ფოდ და ყვე­ლა ფან­ჯა­რა გა­მო­ა­ღე

მო­ქა­ლა­ქე ეხ­ლა­ვე (ნინო ტი­რო­და, თუმ­ცა ძა­ლი­ან კარ­გად ას­რუ­ლებ­და

ოპე­რა­ტო­რის მი­თი­თე­ბებს)

ოპე­რა­ტო­რი შენც რო­გორ გრძნობ თავს?

მო­ქა­ლა­ქე მეც ცუ­დად ვარ, ფე­ხე­ბი მე­კე­ცე­ბა

ოპე­რა­ტო­რი ტე­ლე­ფო­ნი არ გა­მი­თი­შო, სა­დარ­ბა­ზო­ში გადი და შე­ე­ცა­დე მე­ზო­ბე­ლი

და­მა­ლა­პა­რა­კო... შე­მო­სას­ვლე­ლი კარი ღია და­ტო­ვე და მერე ფან­ჯა­რას­თან

და­დე­ქი და ღრმად ისუნ­თქე სუფ­თა ჰა­ე­რი

რო­დე­საც თი­თო­ე­უ­ლი წამი გა­დამ­წყვე­ტი იყო ოპე­რა­ტორს მი­სა­მარ­თის და­სა­ზუს­ტებ­ლად უფრო სან­დო წყა­რო ესა­ჭი­რო­ე­ბო­და, ამი­ტო­მაც სთხო­ვა ნი­ნოს მე­ზობ­ლის­თვის და­ე­ძა­ხა. სა­ბედ­ნი­ე­როდ მე­ზო­ბე­ლი სახ­ლში აღ­მოჩ­ნდა და ოპე­რა­ტორ­მა შეს­ძლო მი­სა­მარ­თის და­ზუს­ტე­ბა.

ოპე­რა­ტო­რი გთხოვთ ყუ­რა­დღე­ბით იყოთ ტე­ლე­ფონ­თან, სას­წრა­ფოს ბრი­გა­და

და­გი­კავ­შირ­დე­ბათ, გზა­შია, 5-7 წუთ­ში ად­გილ­ზე იქ­ნე­ბა.

მო­ქა­ლა­ქე აუ­ცი­ლებ­ლად (უპა­სუ­ხა მე­ზო­ბელ­მა)

რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სას­წრა­ფოს­თან ერ­თად ად­გილ­ზე მი­ვი­და ყვე­ლა სა­ჭი­რო გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი/ეკი­პა­ჟი. ოთხი­ვე მო­ქა­ლა­ქეს ად­გილ­ზე გა­ე­წია შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა და დღეს ნინო ძა­ლი­ან კარ­გად გრძნობს თავს - დე­დი­კოს­თან, ბე­ბი­ას­თან და 7 წლის ბი­ძაშ­ვილ­თან ერ­თად.

რომ არა ოპე­რა­ტო­რის მიხ­ვედ­რი­ლო­ბა, ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბა და პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი......

რამ­დე­ნი­მე წა­მის შემ­დეგ ოპე­რა­ტორ­მა ახა­ლი ზარი მი­ი­ღო...

ოპე­რა­ტო­რი 1-1-2 გის­მენთ

მო­ქა­ლა­ქე სტამ­ბო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბის გან­რი­გი მი­თხა­რით რა

ოპე­რა­ტო­რი ბა­ტო­ნო, თქვენ 112-ზე მხო­ლოდ მა­შინ უნდა დარ­ე­კოთ, რო­დე­საც

გე­სა­ჭი­რო­ე­ბათ პო­ლი­ცი­ის, სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლოს და სას­წრა­ფო

სა­მე­დი­ცი­ნო ბრი­გა­დის გა­მო­ძა­ხე­ბა

მო­ქა­ლა­ქე ვიცი, მაგ­რამ ფრე­ნე­ბის გან­რი­გი არ იცით??

112-ის ქოლ-ცენ­ტრში ყო­ველ 4 წამ­ში ერთხელ ახა­ლი ზარი შე­დის სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა წერ­ტი­ლი­დან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა, ვინც რე­კავს 112-ზე და ვი­საც გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა, სწო­რად მი­ა­წო­დოს ოპე­რა­ტორს ინ­ფორ­მა­ცია შემ­თხვე­ვის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

დაგ­ვეხ­მა­რეთ, რომ და­გეხ­მა­როთ!".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

როგორ გადაარჩინა 112-ის ოპერატორმა ოჯახი გაზით გაგუდვას - ამბავი, რომელიც უნდა წაიკითხოთ

როგორ გადაარჩინა 112-ის ოპერატორმა ოჯახი გაზით გაგუდვას - ამბავი, რომელიც უნდა წაიკითხოთ

112-ის "ფეისბუქის" გვერდზე ემოციური ისტორია გამოქვეყნდა, სადაც წერია, თუ როგორ გადაარჩინა მათმა ოპერატორმა ოჯახის 4 წევრი. როგორც ირკვევა, 112-ში 11 წლის გოგონამ დარეკა, რომლის ოჯახის წევრები, ასევე თვითონ, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ.

"ამბავი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

112-ში 11 წლის გოგონა რეკავს..

.

ოპერატორი 1-1-2 გისმენთ, 1-1-2 გისმენთ

მოქალაქე სასწრაფოს გამოძახება მინდა (10-12 წლის გოგონამ აღელვებული ხმით

უპასუხა ოპერატორს )

ოპერატორი რომელი ქალაქიდან გვიკავშირდებით?

მოქალაქე ..... (ხმა აღარ ისმის)

ოპერატორი მისამართი მითხარით, რომელი ქალაქიდან რეკავთ?

მოქალაქე თბილისიდან (კონტაქტზე ისევ გამოვიდა გოგონა)

ოპერატორი რა გქვია?

მოქალაქე ნინო

ოპერატორი ნინო, ზუსტი მისამართი უნდა მითხრა დროულად რომ აღმოგიჩინოთ

დახმარება

მოქალაქე დედა შემომხედე! (გოგონა ტიროდა. პერიოდულად აღარ უსმენდა

ოპერატორს)

112-ის ოპერატორისათვის შემთხვევის ზუსტი ადგილმდებარეობის (მისამართის) დადგენა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა ზარი შუა საუბრისას გაითიშოს, ვეღარ მოხდეს მოქალაქესთან თავიდან დაკავშირება და შესაბამისად 112 მისამართზე ვეღარ გაგზავნის გადაუდებელი დახმარების საჭირო ბრიგადებს/ეკიპაჟს.

ინიციატორის დაბნეულობას ემატებოდა ცუდი სმენადობა. მიუხედავად ყველაფრისა ოპერატორმა შეძლო მისამართის ყველა დეტალის გაგება, თუმცა ნინო იმდენად ნერვიულობდა, რომ შესაძლოა მისამართი არასწორი ყოფილიყო. მისამართი უნდა დაზუსტებულიყო.

ადგილმდებარეობის დადგენის შემდეგი ეტაპი შემთხვევის ტიპის განსაზღვრაა, რათა საჭირო გადაუდებელი დახმარების ბრიგადების/ეკიპაჟის გაგზავნა მოხდეს მისამართზე.

ოპერატორი ნინო, დამეხმარე, რომ დაგეხმარო... გთხოვ დამშვიდდი და მითხარი რა

ხდება? სასწრაფო გამოსულია და მალე მოვა. დედა ცუდადაა?

მოქალაქე დედიკო, ბებო და ბიძაშვილი. ვეღარ ლაპარაკობენ, არ ვიცი რა ჭირთ

(პარალელურად ისმის პატარა ბავშვის ტირილიც)

ოპერატორი უგონოდ არიან?

მოქალაქე არა, გონზე არიან მაგრამ ვეღარ ლაპარაკობენ... არ ვიცი რა დაემართათ

ოპერატორი მაშინვე მიხვდა, რომ ადგილი შესაძლოა ჰქონოდა აირის გაჟონვას და აღელვებულ მოზარდს პირველადი რეკომენდაციები გაუწია.

ოპერატორი ნინო, ხომ არ იცი გაზის მილს სად აქვს ჩამკეტი?

მოქალაქე კი, ვიცი

ოპერატორი გადაკეტე სასწრაფოდ და ყველა ფანჯარა გამოაღე

მოქალაქე ეხლავე (ნინო ტიროდა, თუმცა ძალიან კარგად ასრულებდა

ოპერატორის მითითებებს)

ოპერატორი შენც როგორ გრძნობ თავს?

მოქალაქე მეც ცუდად ვარ, ფეხები მეკეცება

ოპერატორი ტელეფონი არ გამითიშო, სადარბაზოში გადი და შეეცადე მეზობელი

დამალაპარაკო... შემოსასვლელი კარი ღია დატოვე და მერე ფანჯარასთან

დადექი და ღრმად ისუნთქე სუფთა ჰაერი

როდესაც თითოეული წამი გადამწყვეტი იყო ოპერატორს მისამართის დასაზუსტებლად უფრო სანდო წყარო ესაჭიროებოდა, ამიტომაც სთხოვა ნინოს მეზობლისთვის დაეძახა. საბედნიეროდ მეზობელი სახლში აღმოჩნდა და ოპერატორმა შესძლო მისამართის დაზუსტება.

ოპერატორი გთხოვთ ყურადღებით იყოთ ტელეფონთან, სასწრაფოს ბრიგადა

დაგიკავშირდებათ, გზაშია, 5-7 წუთში ადგილზე იქნება.

მოქალაქე აუცილებლად (უპასუხა მეზობელმა)

რამდენიმე წუთში სასწრაფოსთან ერთად ადგილზე მივიდა ყველა საჭირო გადაუდებელი დახმარების ბრიგადები/ეკიპაჟი. ოთხივე მოქალაქეს ადგილზე გაეწია შესაბამისი დახმარება და დღეს ნინო ძალიან კარგად გრძნობს თავს - დედიკოსთან, ბებიასთან და 7 წლის ბიძაშვილთან ერთად.

რომ არა ოპერატორის მიხვედრილობა, ოპერატიულობა და პირველადი დახმარებისათვის აუცილებელი რეკომენდაციები......

რამდენიმე წამის შემდეგ ოპერატორმა ახალი ზარი მიიღო...

ოპერატორი 1-1-2 გისმენთ

მოქალაქე სტამბოლის მიმართულებით ფრენების განრიგი მითხარით რა

ოპერატორი ბატონო, თქვენ 112-ზე მხოლოდ მაშინ უნდა დარეკოთ, როდესაც

გესაჭიროებათ პოლიციის, სახანძრო-სამაშველოს და სასწრაფო

სამედიცინო ბრიგადის გამოძახება

მოქალაქე ვიცი, მაგრამ ფრენების განრიგი არ იცით??

112-ის ქოლ-ცენტრში ყოველ 4 წამში ერთხელ ახალი ზარი შედის საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან. მნიშვნელოვანია ყველა, ვინც რეკავს 112-ზე და ვისაც გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება, სწორად მიაწოდოს ოპერატორს ინფორმაცია შემთხვევის ადგილმდებარეობის შესახებ.

დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ!".

"ჩემი პირველი ცდა" - ანუკი არეშიძე ფერმაში ცხოველებსა და ფრინველებს უვლის

"მესამე წელია ჩამოვდივართ და იგივე სევდიანი სურათი გვხვდება" - რას წერს ანა იმედაშვილი რომანოვების სასახლეში ყოფნის შემდეგ?

"მთელი ღამე გოგოს ოჯახს შინ ეჯდა ბიჭის ოჯახი და ეხვეწებოდა, ციხეში არ გაგვიშვათო" - რას წერს ბაია პატარაია გორში გოგოს მოტაცების ფაქტზე