ჯენეტ ჯექსონმა ორსულობის დროს მომატებული 50 კგ 9 თვეში დაიკლო და მისმა გარეგნობამ მთელი მსოფლიო გააოგნა. 51 წლის მომღერალი ისე გამოიყურება, როგორც კარიერის დასაწყისში. ნიუ-იორკში გამართულ საზეიმო საღამოზე ჯენეტი ბრწყინავდა.
9 თვის განმავლობაში მომღერალი მკაცრ დიეტას იცავდა, რომელიც ნუტრიციოლოგებმა მისთვის შეადგინეს, ვარჯიშობდა პირად ტრენერთან ერთად.
ჯექსონი დღეში 4-ჯერ იკვებება და 1150 კალორიას იღებს. სავარჯიშო დარბაზში ის უპირატესობას ანიჭებს ძალოსნურ ტრენაჟორებს, რომელიც ცხიმის წვის პროცესს ძალიან აჩქარებს.
მომზადებულია elle-ს მიხედვით