სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქტომბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების TOP-ათეული "ბიბლუსისგან"
ოქტომბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების TOP-ათეული "ბიბლუსისგან"

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ბიბ­ლუ­სი" იმ მხატ­ვრუ­ლი და სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის ათე­უ­ლებს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც მკი­თხვე­ლებ­ში ოქ­ტომ­ბრის თვე­ში ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი იყო. ტოპ ათე­ულ­ში ის წიგ­ნე­ბი მოხ­ვდა, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან 31 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით ყვე­ლა­ზე მეტი რა­ო­დე­ნო­ბით გა­ი­ყი­და "ბიბ­ლუ­სის" 55 ფი­ლი­ალ­ში. რო­გორც "ბიბ­ლუს­ში" აცხა­დე­ბენ, რე­ი­ტინ­გებ­ში არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რომ­ლე­ბიც ოქ­ტომ­ბრის თვე­ში აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში გა­ი­ყი­და, რაც წიგ­ნებ­ზე გარ­კვე­ულ ფას­დაკ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რე­ი­ტინ­გე­ბის ტოპ სა­მე­ულ­ში ერთი ქარ­თვე­ლი, და­ნარ­ჩე­ნი ორი კი - უცხო­ე­ლი მწე­რა­ლია.

ათე­უ­ლის სა­პა­ტიო პირ­ველ ად­გილს ქარ­თვე­ლი მწერ­ლის ალე­კო შუღ­ლა­ძის "გა­და­მალ­ვა" იკა­ვებს, რო­მე­ლიც "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში 2017 წლის იან­ვარ­ში შე­ვი­და და მას შემ­დეგ მკი­თხვე­ლებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბას არ კარ­გავს. მე­ო­რე ად­გილ­ზე მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი თურ­ქი მწე­რა­ლი ელიფ შა­ფა­ქი და მისი ცნო­ბი­ლი რო­მა­ნი - "სიყ­ვა­რუ­ლის 40 წესი" გა­ვი­და, აქვე ისიც უნდა ით­ქვას, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე წე­ლია გა­ყიდ­ვა­დი წიგ­ნე­ბის ტოპ ხუ­თე­უ­ლის უც­ვლე­ლი წევ­რია. მე­სა­მე პო­ზი­ცი­ას კი ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი გერ­მა­ნე­ლი მწე­რა­ლი ერიხ მა­რია რე­მარ­კი იკა­ვებს წიგ­ნით - "ნა­სეს­ხე­ბი სი­ცო­ცხლე".

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რას, ტოპ ათე­ულ­ში დიდი წილი შე­მეც­ნე­ბით წიგ­ნებ­სა და ზღაპ­რებ­ზე მო­დის. "ბიბ­ლუ­სი" ყო­ველ­თვი­უ­რად შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბათ ტოპ ათე­ულს მხატ­ვრულ და სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში.

ტოპ 10 მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

1. ალე­კო შუღ­ლა­ძის "გა­და­მალ­ვა"

2. ელიფ შა­ფა­ქის "სიყ­ვა­რუ­ლის 40 წესი"

3. ერიხ მა­რია რე­მარ­კის "ნა­სეს­ხე­ბი სი­ცო­ცხლე"

4. რ. ჯ. პა­ლა­ცი­ოს "სა­ოც­რე­ბა"

5. კა­ზუო იში­გუ­რო "არა­სო­დეს გა­მიშ­ვა"

6. ჰარ­პერ ლის "ნუ მოკ­ლავ ჯა­ფა­რას"

7. დათო ტუ­რაშ­ვი­ლის "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა"

8. მარ­კუს ზუ­ზა­კის "წიგ­ნის ქურ­დი"

9. ერიხ მა­რია რე­მარ­კის "სი­ცო­ცხლის ნა­პერ­წკა­ლი"

10. გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის "სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი"

ტოპ 10 სა­ბავ­შვო წიგ­ნი:

1. ჩემი პირ­ვე­ლი კი­თხვე­ბის და პა­სუ­ხე­ბის წიგ­ნი

2. პირ­ვე­ლი ენ­ციკ­ლო­პე­დია მოს­წავ­ლი­სათ­ვის

3. ჩემი პირ­ვე­ლი ბიბ­ლია

4. ვის­წავ­ლოთ თვლა, წერა, კი­თხვა, სა­ა­თის ცნო­ბა

5. ნამ­დვი­ლი და მო­გო­ნი­ლი ამ­ბე­ბი მე­ო­რეკ­ლა­სელ­თათ­ვის

6. გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლის მო­თხრო­ბე­ბი

7. სა­ი­დუმ­ლო წიგ­ნა­კი გო­გო­ნე­ბი­სათ­ვის

8. სა­მახ­სოვ­რო დღი­უ­რი და­ბა­დე­ბი­დან 6 წლამ­დე

9. სა­ბავ­შვო ენ­ციკ­ლო­პე­დია

10. მსოფ­ლიო ატ­ლა­სი (პაზ­ლე­ბი­ა­ნი წიგ­ნი)

რუ­სუ­დან შე­ლია

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ოქტომბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების TOP-ათეული "ბიბლუსისგან"

ოქტომბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების TOP-ათეული "ბიბლუსისგან"

საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" იმ მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის ათეულებს აქვეყნებს, რომელიც მკითხველებში ოქტომბრის თვეში ყველაზე მოთხოვნადი იყო. ტოპ ათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც პირველი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" 55 ფილიალში. როგორც "ბიბლუსში" აცხადებენ, რეიტინგებში არ იყო გათვალისწინებული ლიტერატურა, რომლებიც ოქტომბრის თვეში აქციის ფარგლებში გაიყიდა, რაც წიგნებზე გარკვეულ ფასდაკლებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგების ტოპ სამეულში ერთი ქართველი, დანარჩენი ორი კი - უცხოელი მწერალია.

ათეულის საპატიო პირველ ადგილს ქართველი მწერლის ალეკო შუღლაძის "გადამალვა" იკავებს, რომელიც "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში 2017 წლის იანვარში შევიდა და მას შემდეგ მკითხველებში პოპულარობას არ კარგავს. მეორე ადგილზე მსოფლიოში აღიარებული თურქი მწერალი ელიფ შაფაქი და მისი ცნობილი რომანი - "სიყვარულის 40 წესი" გავიდა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ნაწარმოები რამდენიმე წელია გაყიდვადი წიგნების ტოპ ხუთეულის უცვლელი წევრია. მესამე პოზიციას კი ყველასთვის საყვარელი გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი იკავებს წიგნით - "ნასესხები სიცოცხლე".

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპ ათეულში დიდი წილი შემეცნებით წიგნებსა და ზღაპრებზე მოდის. "ბიბლუსი" ყოველთვიურად შემოგთავაზებათ ტოპ ათეულს მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში.

ტოპ 10 მხატვრული ლიტერატურა:

1. ალეკო შუღლაძის "გადამალვა"

2. ელიფ შაფაქის "სიყვარულის 40 წესი"

3. ერიხ მარია რემარკის "ნასესხები სიცოცხლე"

4. რ. ჯ. პალაციოს "საოცრება"

5. კაზუო იშიგურო "არასოდეს გამიშვა"

6. ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას"

7. დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა"

8. მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდი"

9. ერიხ მარია რემარკის "სიცოცხლის ნაპერწკალი"

10. გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი"

ტოპ 10 საბავშვო წიგნი:

1. ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი

2. პირველი ენციკლოპედია მოსწავლისათვის

3. ჩემი პირველი ბიბლია

4. ვისწავლოთ თვლა, წერა, კითხვა, საათის ცნობა

5. ნამდვილი და მოგონილი ამბები მეორეკლასელთათვის

6. გოდერძი ჩოხელის მოთხრობები

7. საიდუმლო წიგნაკი გოგონებისათვის

8. სამახსოვრო დღიური დაბადებიდან 6 წლამდე

9. საბავშვო ენციკლოპედია

10. მსოფლიო ატლასი (პაზლებიანი წიგნი)

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს