კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არსებობს მტკიცებულებები, რომ გონიოში გაუჩინარებული სამხედროს ოჯახისგან 39 000 დოლარის თაღლითურად მითვისებას ცდილობდნენ - პროკურორი
არსებობს მტკიცებულებები, რომ გონიოში გაუჩინარებული სამხედროს ოჯახისგან 39 000 დოლარის თაღლითურად მითვისებას ცდილობდნენ - პროკურორი

ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით აშ­კა­რაა, რომ საქ­მე გვაქვს თაღ­ლი­თო­ბის მცდე­ლო­ბას­თან და საქ­მე­ში დამ­ნა­შა­ვეა სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი პირი, - ამის შე­სა­ხებ გო­ნი­ო­ში, ზღვა­ში და­კარ­გუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის თან­ხის გა­მო­ძალ­ვის მცდე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მის პრო­კუ­რორ­მა და­ვით კვი­ნი­კა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ თაღ­ლი­თო­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად და და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­როს ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან ცდი­ლობ­დნენ 39 000 აშშ დო­ლა­რის თაღ­ლი­თუ­რად მით­ვი­სე­ბას.

"ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა, მათ შო­რის ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის. ესე­ნი არის რო­გორც სა­ტე­ლე­ფო­ნო მი­ყუ­რა­დე­ბა, ასე­ვე ფა­რუ­ლი ვი­დეო და აუ­დიო მა­სა­ლა. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი არ­სე­ბობს რო­გორც ჯამ­ბულ შე­ყი­ლა­ძის, ასე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის - ბოლ­ქვა­ძი­სა და ხი­დუ­რე­ლის მი­მართ. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ღუ­პუ­ლის ოჯა­ხის წევ­რებს უგ­ზავ­ნიდ­ნენ წე­რი­ლებს, რათა მი­ე­ღოთ და­ღუ­პუ­ლი სამ­ხდრო­ე­ბის­გან 39 000 აშშ დო­ლა­რი", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

გო­ნი­ო­ში, ზღვა­ში, წვრთნე­ბის დროს ორი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე შარ­შან აგ­ვის­ტო­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ერთ-ერთი სამ­ხედ­როს ოჯახს სამ­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცის სა­ხე­ლით წე­რი­ლებს უგ­ზავ­ნი­და და მის­გან თან­ხას ითხოვ­და.

არსებობს მტკიცებულებები, რომ გონიოში გაუჩინარებული სამხედროს ოჯახისგან 39 000 დოლარის თაღლითურად მითვისებას ცდილობდნენ - პროკურორი

არსებობს მტკიცებულებები, რომ გონიოში გაუჩინარებული სამხედროს ოჯახისგან 39 000 დოლარის თაღლითურად მითვისებას ცდილობდნენ - პროკურორი

ბრალდების მტკიცებულებით აშკარაა, რომ საქმე გვაქვს თაღლითობის მცდელობასთან და საქმეში დამნაშავეა სამივე ბრალდებული პირი, - ამის შესახებ გონიოში, ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის თანხის გამოძალვის მცდელობასთან დაკავშირებული საქმის პროკურორმა დავით კვინიკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულები მონაწილეობდნენ თაღლითობაში ჯგუფურად და დაღუპული სამხედროს ოჯახის წევრებისგან ცდილობდნენ 39 000 აშშ დოლარის თაღლითურად მითვისებას.

"ამჟამად მიმდინარეობს მტკიცებულებების გამოკვლევა, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების. ესენი არის როგორც სატელეფონო მიყურადება, ასევე ფარული ვიდეო და აუდიო მასალა. მტკიცებულები არსებობს როგორც ჯამბულ შეყილაძის, ასევე ბრალდებულების - ბოლქვაძისა და ხიდურელის მიმართ. მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდებულები დაღუპულის ოჯახის წევრებს უგზავნიდნენ წერილებს, რათა მიეღოთ დაღუპული სამხდროებისგან 39 000 აშშ დოლარი", - განაცხადა პროკურორმა.

გონიოში, ზღვაში, წვრთნების დროს ორი სამხედრო მოსამსახურე შარშან აგვისტოში გაუჩინარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი სამხედროს ოჯახს სამკაციანი ჯგუფი გაუჩინარებული ჯარისკაცის სახელით წერილებს უგზავნიდა და მისგან თანხას ითხოვდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ