სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„თბილისის წიგნის დღეები“ და ფასდაკლებები, რომლითაც ღონისძიებაზე ისარგებლებთ
„თბილისის წიგნის დღეები“ და ფასდაკლებები, რომლითაც ღონისძიებაზე ისარგებლებთ

"თბი­ლი­სის წიგ­ნის დღე­ე­ბი", რო­მე­ლიც გუ­შინ გა­იხ­სნა, მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბი­თა და ხალ­ხმრავ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ახა­ლი წიგ­ნე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი და რაც მთა­ვა­რია, ფას­დაკ­ლე­ბე­ბი - ეს არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმი­სა, რაც ექ­სპო-ჯორ­ჯი­ა­ში წიგ­ნის დღე­ებ­ზე მი­სულ სტუმ­რებს ელო­დე­ბათ.

ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლია გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი­სა და ავ­ტო­რე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, წიგ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი, ლექ­ცი­ე­ბი, მას­ტერკლა­სე­ბი, გა­მო­ფე­ნე­ბი და გა­სარ­თობ-ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი ბავ­შვებ­სა და მო­ზარ­დე­ბის­თვის.

მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ყვე­ლა სტუ­მარს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა ისარ­გებ­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფას­დაკ­ლე­ბით წიგ­ნე­ბის ფარ­თო ასორ­ტი­მენტზე.

სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცემ­ლე­ბი , გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი და ამ სექ­ტო­რის ყვე­ლა წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნი­ის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ნა­წი­ლე­ობს წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" ტრა­დი­ცი­უ­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში. რო­გორც კომ­პა­ნი­ის მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი ნა­თია მეტ­რე­ვე­ლი აღ­ნიშ­ნავს, ფეს­ტი­ვა­ლი ხალ­ხმრავ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და მათი წიგ­ნე­ბიც საკ­მა­ოდ მო­თხოვ­ნა­დია.

"ფეს­ტი­ვა­ლი გუ­შინ გა­იხ­სნა და იგი 12 ნო­ემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან და­ინ­ტე­რე­სე­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. ბოლო დღე­ებ­ში კი­დევ უფრო დიდ აქ­ტი­ვო­ბას ვე­ლო­დე­ბით. ჩვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კა­ტა­ლო­გი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. დიდი ფას­დაკ­ლე­ბით სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნის შე­ძე­ნას ნე­ბის­მი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი შეძ­ლებს. მა­გა­ლი­თად, 45%-იანი ფას­დაკ­ლე­ბა მოქ­მე­დებს სე­რი­ა­ზე "50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ". სე­რია "ჩემი რჩე­უ­ლის" წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა კი 65%-იანი ფას­დაკ­ლე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. 40 %-იანი ფას­დაკ­ლე­ბით იყი­დით სა­ბავ­შვო წიგ­ნებს. ასე­ვე, ფას­დაკ­ლე­ბა მოქ­მე­დებს წლის ბესტსე­ლერ გა­მო­ცე­მებ­ზე. ჩვე­ნი ბოლო პრო­ექ­ტის "მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მუ­ზე­უ­მე­ბის" პრე­ზენ­ტა­ცი­აც სწო­რედ წიგ­ნის დღე­ებ­ზე გა­ი­მარ­თა. გუ­შინ­ვე გა­მო­ვი­და სე­რი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნი "ლუვ­რი", რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად, 15 ლა­რად გა­ი­ყი­და. სი­ახ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად მუ­ზე­უ­მის ტი­პის სტენ­დიც მო­ვა­წყეთ," - გან­მარ­ტავს ნა­თია მეტ­რე­ვე­ლი.

წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ შეხ­ვდნენ გა­მორ­ჩე­ულ გა­მომ­ცემ­ლებს, და­ეს­წრონ წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ებს, ისი­ა­მოვ­ნონ ღო­ნის­ძი­ე­ბის სრუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი პროგ­რა­მით.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს არც ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტა­რა სტუმ­რე­ბი დარ­ჩე­ნი­ათ უყუ­რა­დღე­ბოდ. ბავ­შვებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სხვა­დას­ხვა გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, რომ­ლიც მათ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

„თბილისის წიგნის დღეები“ და ფასდაკლებები, რომლითაც ღონისძიებაზე ისარგებლებთ

„თბილისის წიგნის დღეები“ და ფასდაკლებები, რომლითაც ღონისძიებაზე ისარგებლებთ

„თბილისის წიგნის დღეები“, რომელიც გუშინ გაიხსნა, მაღალი აქტივობითა და ხალხმრავლობით გამოირჩევა. ახალი წიგნები, საინტერესო პრეზენტაციები და რაც მთავარია, ფასდაკლებები - ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც ექსპო-ჯორჯიაში წიგნის დღეებზე მისულ სტუმრებს ელოდებათ.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გამომცემლობებისა და ავტორების პრეზენტაციები, წიგნის ხელოვნების ფესტივალი, ლექციები, მასტერკლასები, გამოფენები და გასართობ-ინტელექტუალური პროგრამები ბავშვებსა და მოზარდებისთვის.

მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების პარალელურად, ყველა სტუმარს საშუალება ექნება ისარგებლოს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით წიგნების ფართო ასორტიმენტზე.

საქართველოს წიგნის გამომცემლები , გამავრცელებლები და ამ სექტორის ყველა წამყვანი კომპანიის აბსოლუტური უმრავლესობა მონაწილეობს წიგნის ბაზრობაში. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომცემლობა ”პალიტრა L” ტრადიციულად მონაწილეობს ღონისძიებაში. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ნათია მეტრეველი აღნიშნავს, ფესტივალი ხალხმრავლობით გამოირჩევა და მათი წიგნებიც საკმაოდ მოთხოვნადია.

”ფესტივალი გუშინ გაიხსნა და იგი 12 ნოემბრამდე გაგრძელდება. საზოგადოების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალია. ბოლო დღეებში კიდევ უფრო დიდ აქტივობას ველოდებით. ჩვენი გამომცემლობა ძალიან მრავალფეროვანი კატალოგითაა წარმოდგენილი. დიდი ფასდაკლებით სასურველი წიგნის შეძენას ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანი შეძლებს. მაგალითად, 45%-იანი ფასდაკლება მოქმედებს სერიაზე ”50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”. სერია ”ჩემი რჩეულის” წიგნების შეძენა კი 65%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი. 40 %-იანი ფასდაკლებით იყიდით საბავშვო წიგნებს. ასევე, ფასდაკლება მოქმედებს წლის ბესტსელერ გამოცემებზე. ჩვენი ბოლო პროექტის ”მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების” პრეზენტაციაც სწორედ წიგნის დღეებზე გაიმართა. გუშინვე გამოვიდა სერიის პირველი წიგნი "ლუვრი", რომელიც სპეციალურ ფასად, 15 ლარად გაიყიდა. სიახლის აღსანიშნავად მუზეუმის ტიპის სტენდიც მოვაწყეთ,” - განმარტავს ნათია მეტრეველი.

წიგნების შეძენის შესაძლებლობის პარალელურად, სტუმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ გამორჩეულ გამომცემლებს, დაესწრონ წიგნის პრეზენტაციებს, ისიამოვნონ ღონისძიების სრული კულტურული პროგრამით.

ორგანიზატორებს არც ღონისძიების პატარა სტუმრები დარჩენიათ უყურადღებოდ. ბავშვებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაში, რომლიც მათ განვითარებაზე არის ორიენტირებული.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს