სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ასწავლიან მილიარდერები და სამეფო ოჯახის წევრები შვილებს მეორე ენად ჩინურს
რატომ ასწავლიან მილიარდერები და სამეფო ოჯახის წევრები შვილებს მეორე ენად ჩინურს

უკვე დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია, რომ ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბის­თვის და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მე­ო­რე ენის სწავ­ლა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა, აუმ­ჯო­ბე­სებს ტვი­ნის მუ­შა­ო­ბას და იცავს დე­მენ­ცი­ის­გან.

ამ­ჟა­მად კი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ენა, რო­გორც ჩანს, ჩი­ნუ­რია - მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­კუ­თარ შვი­ლებს მცი­რე ასა­კი­დან სწო­რედ მან­და­რინს ას­წავ­ლის.

ჩი­ნუ­რად მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ლა­პა­რა­კობს (და­ახ­ლო­ე­ბით 1.2 მი­ლი­არ­დი). ჩი­ნურ ენას ორი ძი­რი­თა­დი დი­ა­ლექ­ტი აქვს - მან­და­რი­ნი და კან­ტო­ნე­ზუ­რი დი­ა­ლექ­ტი. მან­და­რინ­ზე 1 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი სა­უბ­რობს.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ წყვილს, რო­მელ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შვი­ლე­ბით­ვის მე­ო­რე ენა ჩი­ნუ­რია.

ჯეფ და მა­კენ­ზი ბე­ზო­სე­ბი

ამა­ზო­ნის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯეფ ბე­ზო­სი და მისი ყო­ფი­ლი ცოლი მა­კენ­ზი მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი რამ ას­წავ­ლონ შვი­ლებს.

”უამ­რავ რა­მეს ვას­წავ­ლით, მათ შო­რის კუ­ლი­ნა­რი­ას, რო­გორ იჩე­კე­ბი­ან წი­წი­ლე­ბი ინ­კუ­ბა­ტორ­ში, მან­და­რინ­ზე სა­უ­ბარს, სინ­გა­პუ­რის მა­თე­მა­ტი­კურ პროგ­რა­მას, ისი­ნი და­დი­ან ბევრ სპორ­ტულ წრე­ზე მე­ზო­ბელ ბავ­შვებ­თან ერ­თად,” - გა­ნა­ცხა­და მა­კენ­ზიმ გა­მო­ცე­მას­თან Vogue.

მარკ ცუ­კერ­ბერ­გი და პრის­ცი­ლა ჩანი

”ფე­ის­ბუ­ქის” დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მან­და­რი­ნის სწავ­ლა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წყო და უკვე იმ­დე­ნად კარ­გად ფლობს, რომ შეძ­ლო 30 წუ­თი­ა­ნი კი­თხვა-პა­სუ­ხის სე­სია ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა ჩი­ნურ ენა­ზე.

მისი ცოლი, პრის­ცი­ლა ჩანი წარ­მო­შო­ბით ჩი­ნე­ლია, ის თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რობს კან­ტო­ნე­ზურ დი­ა­ლექ­ტზე.

მან­და­რი­ნი უკვე არ არის უცხო მათი შვი­ლის­თვის, მაქ­სის­თვის. ცუ­კერ­ბერ­გმა ”ფე­ის­ბუქ­ზე” ატ­ვირ­თა ვი­დეო, სა­დაც მაქ­სი ჩი­ნუ­რად სა­უბ­რობს.

ივან­კა ტრამ­პი და ჯა­რედ კუშ­ნე­რი

ივან­კა ტრამპსა და ჯა­რედ კუშ­ნერს სამი შვი­ლი ჰყავს, მათ მო­სავ­ლე­ლად კი აიყ­ვა­ნეს მან­და­რინ­ზე მო­სა­უბ­რე ძიძა, რათა ბავ­შვებს ჩი­ნუ­რის სწავ­ლა გა­ად­ვი­ლე­ბო­დათ.

უფ­როს­მა ქა­ლიშ­ვილ­მა, 6 წლის არა­ბე­ლამ ჩი­ნუ­რი სა­უბ­რით უკვე მო­ხიბ­ლა რო­გორც ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ისე - სოცქსე­ლე­ბის ჩი­ნუ­რე­ნო­ვა­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

პრინ­ცი უი­ლი­ა­მი და ქეით მიდლტო­ნი

უი­ლი­ამ­სა და ქე­ითს ორი შვი­ლი ჰყავთ და ქე­ი­თი კვლავ ორ­სუ­ლად არის. მათი უფ­რო­სი შვი­ლი, პრინ­ცი ჯორ­ჯი ბე­ტერ­სის სკო­ლა­ში და­დის, ლონ­დონ­ში, სა­დაც მას მან­და­რინს ას­წავ­ლი­ან.

თუმ­ცა, ჯორ­ჯი არ არის ერ­თა­დერ­თი, ვინც სა­მე­ფო ოჯახ­ში მან­და­რინ­ზე ისა­უბ­რებს - პრინცმა უი­ლი­ამ­მა რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩი­ნეთს ახა­ლი წელი მან­და­რინ­ზე მი­უ­ლო­ცა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია independent.co.uk-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რატომ ასწავლიან მილიარდერები და სამეფო ოჯახის წევრები შვილებს მეორე ენად ჩინურს

რატომ ასწავლიან მილიარდერები და სამეფო ოჯახის წევრები შვილებს მეორე ენად ჩინურს

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ადამიანის გონებისთვის და ჯანმრთელობისთვის მეორე ენის სწავლა ძალიან სასარგებლოა, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და იცავს დემენციისგან.

ამჟამად კი ყველაზე პოპულარული ენა, როგორც ჩანს, ჩინურია - მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების უმეტესობა საკუთარ შვილებს მცირე ასაკიდან სწორედ მანდარინს ასწავლის.

ჩინურად მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს (დაახლოებით 1.2 მილიარდი). ჩინურ ენას ორი ძირითადი დიალექტი აქვს - მანდარინი და კანტონეზური დიალექტი. მანდარინზე 1 მილიარდი ადამიანი საუბრობს.

გთავაზობთ რამდენიმე ცნობილ წყვილს, რომელთა გადაწყვეტილებით, შვილებითვის მეორე ენა ჩინურია.

ჯეფ და მაკენზი ბეზოსები

ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი და მისი ყოფილი ცოლი მაკენზი მუდმივად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი რამ ასწავლონ შვილებს.

”უამრავ რამეს ვასწავლით, მათ შორის კულინარიას, როგორ იჩეკებიან წიწილები ინკუბატორში, მანდარინზე საუბარს, სინგაპურის მათემატიკურ პროგრამას, ისინი დადიან ბევრ სპორტულ წრეზე მეზობელ ბავშვებთან ერთად,” - განაცხადა მაკენზიმ გამოცემასთან Vogue.

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი

”ფეისბუქის” დამფუძნებელმა მანდარინის სწავლა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და უკვე იმდენად კარგად ფლობს, რომ შეძლო 30 წუთიანი კითხვა-პასუხის სესია ჩაეტარებინა ჩინურ ენაზე.

მისი ცოლი, პრისცილა ჩანი წარმოშობით ჩინელია, ის თავისუფლად საუბრობს კანტონეზურ დიალექტზე.

მანდარინი უკვე არ არის უცხო მათი შვილისთვის, მაქსისთვის. ცუკერბერგმა ”ფეისბუქზე” ატვირთა ვიდეო, სადაც მაქსი ჩინურად საუბრობს.

ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი

ივანკა ტრამპსა და ჯარედ კუშნერს სამი შვილი ჰყავს, მათ მოსავლელად კი აიყვანეს მანდარინზე მოსაუბრე ძიძა, რათა ბავშვებს ჩინურის სწავლა გაადვილებოდათ.

უფროსმა ქალიშვილმა, 6 წლის არაბელამ ჩინური საუბრით უკვე მოხიბლა როგორც ჩინეთის პრეზიდენტი, ისე - სოცქსელების ჩინურენოვანი მომხმარებლები.

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი

უილიამსა და ქეითს ორი შვილი ჰყავთ და ქეითი კვლავ ორსულად არის. მათი უფროსი შვილი, პრინცი ჯორჯი ბეტერსის სკოლაში დადის, ლონდონში, სადაც მას მანდარინს ასწავლიან.

თუმცა, ჯორჯი არ არის ერთადერთი, ვინც სამეფო ოჯახში მანდარინზე ისაუბრებს - პრინცმა უილიამმა რამდენიმე წლის წინ ჩინეთს ახალი წელი მანდარინზე მიულოცა.

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ