ზაზა ფაჩულიასა და „არქი ჯგუფს“ შორის გრძელვადიან თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა და ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანიის პარტნიორი გახდა. ფაჩულიამ საქართველოში ბოლო ვიზიტისას „არქი ჯგუფში“ ბინაც შეიძინა, რომელიც მისთვის საქართველოში შეუცვლელი სახლი იქნება. კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, სანდოობა და ხარისხზე ფოკუსირება NBA-ს ჩემპიონისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.
„დიდი ხანი ვფიქრობდით, სად შეგვეძინა ბინა. არჩევანი „არქი თაუერზე“ შევაჩერეთ. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უმნიშვნელოვანესი იყო კომპანიის საიმედოობა და ხარისხი. აშკარაა, რომ სამშენებლო და სარემონტო მასალები და მშენებლობის პროცესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ საუკეთესო ხარისხის გარანტიაა. გარდა ამისა, „არქი თაუერს“ თანამედროვე დიზაინის ლობი, აუზი და სავარჯიშო დარბაზი აქვს, რაც ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს სახლი ჩემთვის მართლაც შეუცვლელია,“ - ამბობს ზაზა ფაჩულია.
ზაზა ფაჩულია არა მხოლოდ „არქი ჯგუფის“ ბინადარი, არამედ კომპანიის პარტნიორიც გახდა და სხვადასხვა პროექტში ჩაერთვება. დეველოპერული კომპანია ზაზასთან ერთად ბევრ საინტერესო პროექტს გეგმავს.
„არქი ჯგუფი“ ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში. ამ ეტაპზე კომპანიას აქვს 200.000 კვ.მ. დასრულებული და 140 000 კვ.მ მიმდინარე მშენებლობა.
R