სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერია "სითი პარკის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას სასამართლოში აპირებს
თბილისის მერია "სითი პარკის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას სასამართლოში აპირებს

თბი­ლი­სის მე­რია კომ­პა­ნია "სითი პარ­კის" წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რივ და­ვას სა­სა­მარ­თლო­ში აპი­რებს. ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის არ­ჩე­ულ­მა მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, კი­თხვა არ­სე­ბობს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რად მოქ­მე­დებ­და "სითი პარ­კი". ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, არის თუ არა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ამ "სითი პარ­კის" წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თოს მი­მარ­თოს, კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და: "რა თქმა უნდა, სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით წას­ვლა­ზე რო­დე­საც ვსა­უბ­რობ, მე ზუს­ტად ამას ვგუ­ლის­ხმობ".

კა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, "სითი პარ­კის" საქ­მი­ა­ნო­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის და­სა­ზუს­ტებ­ლად პრო­ცეს­ში იუ­რის­ტე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

"ჩვე­ნი მიდ­გო­მე­ბი იქ­ნე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი. თუნ­დაც, სტა­ტის­ტი­კა, რომ ვნა­ხოთ, ჯა­რი­მე­ბი, რო­მე­ლიც ამ კომ­პა­ნი­ის მხრი­და­ნაა გა­მო­წე­რი­ლი და რო­მე­ლიც გა­სა­ჩივ­რდა, 99% გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ არის გა­მო­ტა­ნი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩნდე­ბა კი­თხვა - ეს კომ­პა­ნია არა­კა­ნო­ნი­ე­რად მოქ­მე­დებს?! ამი­ტომ ჩვენ მი­ვუდ­გე­ბით სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით. სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით წას­ვლა­ზე რო­დე­საც ვსა­უბ­რობ, მე ზუს­ტად ამას ვგუ­ლის­ხმობ, რომ იუ­რის­ტე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­მუ­შა­ვებთ", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თბილისის მერია "სითი პარკის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას სასამართლოში აპირებს

თბილისის მერია "სითი პარკის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას სასამართლოში აპირებს

თბილისის მერია კომპანია "სითი პარკის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას სასამართლოში აპირებს. ამის შესახებ თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონიერად მოქმედებდა "სითი პარკი". ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ თბილისის მერიამ "სითი პარკის" წინააღმდეგ სასამართოს მიმართოს, კალაძემ განაცხადა: "რა თქმა უნდა, სამართლებრივი გზით წასვლაზე როდესაც ვსაუბრობ, მე ზუსტად ამას ვგულისხმობ".

კალაძის განმარტებით, "სითი პარკის" საქმიანობის კანონიერების დასაზუსტებლად პროცესში იურისტები ჩაერთვებიან.

"ჩვენი მიდგომები იქნება სამართლებრივი. თუნდაც, სტატისტიკა, რომ ვნახოთ, ჯარიმები, რომელიც ამ კომპანიის მხრიდანაა გამოწერილი და რომელიც გასაჩივრდა, 99% გამამართლებელი განაჩენი მოქალაქეების სასარგებლოდ არის გამოტანილი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა - ეს კომპანია არაკანონიერად მოქმედებს?! ამიტომ ჩვენ მივუდგებით სამართლებრივი გზით. სამართლებრივი გზით წასვლაზე როდესაც ვსაუბრობ, მე ზუსტად ამას ვგულისხმობ, რომ იურისტები ჩაერთვებიან და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."