სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაკო ჩარკვიანი ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
თაკო ჩარკვიანი ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

მა­მას ნატ­ვრა იყო დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა აგონ პა­სუ­ხი და და­ნარ­ჩე­ნი გა­ვერ­თი­ან­დეთ, - ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტის, ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნის შვილ­მა, მთაწ­მინ­და­ზე, სამ­გლო­ვი­ა­რო მი­ტინგზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც დაკ­რძალ­ვის დროს მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

თაკო ჩარ­კვი­ა­ნის თქმით, ეჭვი ეპა­რე­ბა, რომ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ორი ქალ­ბა­ტო­ნი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მომ­ხრე­ე­ბი იყ­ვნენ.

"არა მგო­ნია და არ და­ი­ჯე­როთ, რომ ეს ორი ქალ­ბა­ტო­ნი ბა­ტონ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მომ­ხრე­ე­ბი იყ­ვნენ. ისი­ნი არ იყ­ვნენ გამ­სა­ხურ­დი­ას მომ­ხრე­ე­ბი, გამ­სა­ხურ­დი­ას ოჯა­ხის პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი აქ ზის, ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნის მე­უღ­ლე, რო­მელ­მაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მი­უ­ძღვნა ძა­ლი­ან დიდი მწერ­ლის, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას შე­მოქ­მე­დე­ბას. ამი­ტომ, მე მინ­და ვთქვა, რომ ძლივს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, ძლივს შე­კო­წი­წე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო არ ჩაგ­ვი­შა­ლონ. აქ არი­ან სრუ­ლი­ად სხვა­დას­ხვა აზ­რის მა­ტა­რებ­ლე­ბი და მეტი ამ კაცს და სა­მო­ცი­ა­ნელ­თა თა­ო­ბა­საც არა­ფე­რი არ უნ­დო­და. მეტს ესე­ნი არა­ფერს არ ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ. კბი­ლე­ბით მო­ი­ტა­ნეს. აი, ამათ­გან იცავ­დნენ, აღარ არი­ან ისი­ნი, ორი ცალი დარ­ჩა და ისიც აგერ ამო­ვიდ­ნენ პან­თე­ონ­ში", - გა­ნა­ცხა­და თაკო ჩარ­კვი­ან­მა.

მთაწ­მინ­და­ზე, ქარ­თვე­ლი პო­ე­ტის ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მცი­რე ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. მთაწ­მინ­დის სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში, სა­დაც სამ­გლო­ვი­ა­რო ცე­რე­მო­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მომ­ხრე ორმა ქალ­მა პლა­კა­ტე­ბი გა­შა­ლა და ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნის პან­თე­ონ­ში დაკ­რძალ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, პა­ნაშ­ვიდ­ზე მყოფ­მა პი­რებ­მა აღ­შფო­თე­ბა გა­მოთ­ქვეს და მათ პლა­კა­ტე­ბი წა­არ­თვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თაკო ჩარკვიანი ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

თაკო ჩარკვიანი ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

მამას ნატვრა იყო დამნაშავეებმა აგონ პასუხი და დანარჩენი გავერთიანდეთ, - ამის შესახებ გარდაცვლილი ქართველი პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის შვილმა, მთაწმინდაზე, სამგლოვიარო მიტინგზე განაცხადა, რითაც დაკრძალვის დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ეჭვი ეპარება, რომ ინციდენტში მონაწილე ორი ქალბატონი ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ.

"არა მგონია და არ დაიჯეროთ, რომ ეს ორი ქალბატონი ბატონ ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ. ისინი არ იყვნენ გამსახურდიას მომხრეები, გამსახურდიას ოჯახის პატივისმცემელი აქ ზის, ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ძალიან დიდი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებას. ამიტომ, მე მინდა ვთქვა, რომ ძლივს გაერთიანებული, ძლივს შეკოწიწებული საქართველო არ ჩაგვიშალონ. აქ არიან სრულიად სხვადასხვა აზრის მატარებლები და მეტი ამ კაცს და სამოციანელთა თაობასაც არაფერი არ უნდოდა. მეტს ესენი არაფერს არ ემსახურებოდნენ. კბილებით მოიტანეს. აი, ამათგან იცავდნენ, აღარ არიან ისინი, ორი ცალი დარჩა და ისიც აგერ ამოვიდნენ პანთეონში", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მთაწმინდაზე, ქართველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის ცერემონიაზე მცირე ინციდენტი მოხდა. მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, სადაც სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობდა, ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრე ორმა ქალმა პლაკატები გაშალა და ჯანსუღ ჩარკვიანის პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილება გააპროტესტა. აღნიშნულის გამო, პანაშვიდზე მყოფმა პირებმა აღშფოთება გამოთქვეს და მათ პლაკატები წაართვეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ