ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის მოსასმენად თბილისს მსმენელები სხვა ქვეყნებიდაც ეწვივნენ. ბილეთები ისეთ ქვეყნებშიც კი გაიყიდა, როგორიცაა მადაგასკარი და მავრიტანია. თუმცა მომღერლის ორივე კონცერტი შედარებით მცირე საკონცერტო სივრცეებში გაიმართა და მისმა ბევრმა გულშემატკივარმა დასწრება ვერ მოახერხა. მსმენელის ნაწილი კონცერტს ბილეთის მაღალი ღირებულების გამო ვერ დაესწრო.
კონცერტის დამსწრე აუდიტორიაში კი იყო ერთი გამორჩეული მსმენელი, რომელმაც საყვარელი შემსრულებლის კონცერტზე დასწრება გათამაშებაში გამარჯვების შედეგად მოახერხა. ხორცპროდუქტების მწარმოებელი ლიდერი კოპანიის "ნიკორას" მიერ მოწყობილ გათამაშებაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა იღბლიანი ნინო მეგრელიშვილი აღმოჩნდა. ჩვენ დავინტერესდით, როგორ ცხოვრობს ნინო და როგორია მისი ემოციები ბიორკის კონცერტზე დასწრების შემდეგ.
მოგვიყევით თქვენ შესახებ..
31 წლის ვარ და ერთ-ერთ გერმანულ კომპანიაში ვმუშაობ. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მთა და ზღვა. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, ყოველ წელს წავიდეთ საზღვარგარეთ სამოგზაუროდ და გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას.
ზოგადად რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
ვუსმენ კლასიკურ მუსიკას, ჯაზს, სოულს. ბიორკი კი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შემსრულებელია. მისი მუსიკისა და ფილმების თაყვანისმცემელი ბავშვობიდანვე ვიყავი. ასე რომ ეს საჩუქარი ჩემთვის ნამდვლი ოცნების ახდენა იყო. სიმართლე გითხრათ, მსგავსი კონკურსების არასდროს მჯეროდა, მაგრამ "ნიკორამ" დამარწმუნა, რომ ერთ დღესაც ნებსმიერს შეიძლება გაუმართლოს.
კონკურსში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტეთ?
ბიორკის კონცერტის შესახებ ტელევიზიით გავიგე. ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა დავსწრებოდი მეუღლესთან ერთად. თუმცა ბილეთის ფასის გამო ამ სურვილზე უარის თქმა გვიწევდა. სწორედ ამ დროს "ფეისბუქზე" შემთხვევით წავიკითხე "ნიკორას" გათამაშების შესახებ, დასმული იყო კითხვა და სწორი პასუხის შემთხვევაში გამარჯვებულს გადაეცემოდა 2 ბილეთი ბიორკის კონცერტზე ოპერის და ბალეტის თეატრში. კითხვა ეხებოდა ბიორკის წარმოთქმულ სიტყვას დაჯილდოების ცერემონიალზე. პასუხი უცებ დავაფიქსირე კომენტარის სახით. გამარჯვებულის გამოვლენა ხდებოდა ორშაბათს შემთხვევით შერჩევის პრინციპით. შაბათ-კვირას კონკურსი გადამავიწყდა კიდეც. თუმცა ორშაბათს მოულოდნელად მომივიდა შეტყობინება "ნიკორასგან", რომ მე გავხდი გათამაშების გამარჯვებული. თავიდან არ მჯეროდა, ვიფიქრე, ვიღაც მეხუმრებოდა, რადგან 200 მონაწილეს შორის სწორედ მე გამიღიმა ბედმა.
როგორია თქვენი ემოციები და შთაბეჭდილებები კონცერტზე დასწრების შემდეგ?
კონცერტს ჩემს მეუღლესთან ერთად დავესწარი. დარბაზი სავსე იყო ბიორკის თაყვანისმცემლებით. 2 საათიანი პროგრამა იყო მუსიკის ნამდვილი ზეიმი და ჰარმონია. შესვენების დროს სტუმრებს ყვავილები გადმოგვცეს, რომ ბისზე გამოსულ მომღერალი გაგვეოცებინა. ტაში არ მთავრდებოდა, ხალხი ყვავილებს სცენისკენ ისროდა. მთელ დარბაზში საოცარი სურნელი და ემოცია ტრიალებდა. ეს შთაბეჭდილება ძალიან დიდხანს გამყვება.