პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე გამძლე და ყველაზე სანდო - Toyota Land Cruiser Prado ახალი სიმაღლეების დასაპყრობად მზადაა
ყველაზე გამძლე და ყველაზე სანდო - Toyota Land Cruiser Prado ახალი სიმაღლეების დასაპყრობად მზადაა

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, რო­მელ­მაც გან­ვი­თა­რე­ბის მაქ­სი­მა­ლურ დო­ნეს მი­აღ­წია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი­სა თუ იდე­ე­ბის შექ­მნა და რე­ა­ლი­ზა­ცია ნამ­დვი­ლად რთუ­ლი საქ­მეა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ­სე­ბო­ბენ დიდი ადა­მი­ა­ნე­ბი, დი­ა­დი გა­მო­გო­ნე­ბე­ბი, დი­ა­დი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და დი­ა­დი მან­ქა­ნე­ბიც. მათ შო­რის კი სა­პა­ტიო ად­გილს იკა­ვებს მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რი ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლი "ტო­ი­ო­ტა", რომ­ლის ის­ტო­რი­აც თით­ქმის სა­უ­კუ­ნეს ით­ვლის და რო­მელ­მაც 2017 წლის ბო­ლოს სრუ­ლი­ად ახა­ლი მო­დე­ლი Toyota Land Cruiser Prado წა­რუდ­გი­ნა მსოფ­ლი­ოს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ "ტო­ი­ო­ტას" პირ­ვე­ლი პრო­დუქ­ტი ელექტრო­სარ­თა­ვი დაზ­გა იყო და არა -ავ­ტო­მო­ბი­ლი. XIX სა­უ­კუ­ნე­ში ია­პო­ნე­ლი სა­კი­ჩი ტო­ი­ო­დას მიერ გა­მო­გო­ნე­ბულ­მა ელექტრო­სარ­თავ­მა დაზ­გამ რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა ქვეყ­ნის ტექ­სტი­ლის წარ­მო­ე­ბა­ში. 100 000 ფუნ­ტი, რო­მე­ლიც ოჯახ­მა თა­ვი­სი ავ­ტო­მა­ტუ­რი სარ­თა­ვი დაზ­გის პა­ტენ­ტის გა­ყიდ­ვა­ში მი­ი­ღო, გა­მომ­გო­ნებ­ლის შვილ­მა კი­ი­ჩი­რომ ახა­ლი კომ­პა­ნი­ის Toyota Motor Corporation (TMC) შექ­მნას მო­ახ­მა­რა. სწო­რედ ასე 1937 წლი­დან იწყებს "ტო­ი­ო­ტა" ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბას.

და მა­ინც, რა­ტომ არის "ტო­ი­ო­ტა" ასე­თი მო­თხოვ­ნა­დი? პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია. ხა­რის­ხი, გამ­ძლე­ო­ბა და სა­ი­მე­დო­ო­ბა - ესაა კომ­პა­ნი­ის სამი პრი­ო­რი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მის ყვე­ლა პრო­დუქ­ტში გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია.

კომ­პა­ნია რომ ინო­ვა­ტო­რია, ამა­ზე არა­ვინ და­ვობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ტო­ი­ო­ტამ" პირ­ვე­ლი "ლენდ კრუ­ი­ზე­რი" 1951 წელს გა­მო­უშ­ვა, სწო­რედ მა­შინ, როცა პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა ფე­რა­დი ტე­ლე­ვი­ზო­რი და საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა ორ­ბი­ტა­ზე პირ­ვე­ლი სა­ტე­ლი­ტი გა­უშ­ვა. თუმ­ცა 2017 წლის დას­რუ­ლე­ბა მან ნამ­დვი­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლით გა­და­წყვი­ტა. Toyota Land Cruiser Prado მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რის შემ­დეგ უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია და ახა­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბის და­სა­პყრო­ბად ემ­ზა­დე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი მო­დე­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც ისე­თი იყო, რო­გო­რიც ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მე­ფეს შე­ე­ფე­რე­ბა. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ექ­სპერ­ტე­ბის შემ­დეგ მისი დას­ტესტვა ჟურ­ნა­ლის­ტებს მოგ­ვან­დეს. პრე­ზენ­ტა­ცია და ტესტ დრა­ი­ვი შატო მუხ­რა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­მარ­თა. ის­ტო­რი­ულ მა­მუ­ლებ­ში გა­მარ­თუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა, ისე­ვე რო­გორც თა­ვად ავ­ტო­მო­ბი­ლი, ნამ­დვი­ლად და­უ­ვი­წყა­რი იყო.

პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე დე­ტა­ლუ­რად აგ­ვიხ­სნეს, რომ ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ყველ­გან­მა­ვა­ლი გა­ნახ­ლდა და კი­დევ გა­უმ­ჯო­ბეს­და, ვი­ზუ­ა­ლუ­რად უფრო და­იხ­ვე­წა, ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით კი გან­ვი­თა­რე­ბის სრუ­ლი­ად ახალ სა­ფე­ხურ­ზე ავი­და. Toyota Land Cruiser Prado-ს რე­პუ­ტა­ცი­ას კი­დევ უფრო ამ­ყა­რებს მისი ექ­სტე­რი­ე­რის ახ­ლე­ბუ­რი, უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე და გა­მოკ­ვე­თი­ლი სტი­ლი, უფრო დახ­ვე­წი­ლი, კომ­ფორ­ტუ­ლი და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი დი­ნა­მი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და მომ­ხმა­რებ­ლის კომ­ფორტზე გათ­ვლი­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­გორც ნორ­მა­ლურ, ასე­ვე უგ­ზო­ო­ბის პი­რო­ბებ­ში.

პრე­ზენ­ტა­ცი­ამ ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ტესტვის სურ­ვი­ლი კი­დევ უფრო გაგ­ვიმ­ძაფ­რა. შატო მუხ­რა­ნის ეზო­ში გა­მო­სუ­ლებს, სა­ჰა­ე­რო აკ­რო­ბა­ტუ­ლი შოუს თან­ხლე­ბით წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს ახა­ლი მო­დე­ლის 2 ავ­ტო­მო­ბი­ლი: შავი და ბრინ­ჯა­ოს­ფე­რი მე­ტა­ლი­კი. ყვე­ლა­ნი სას­ტარ­ტო ლო­კა­ცი­ის­კენ წა­ვე­დით. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის დე­ტა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ გონ­გის ხმაც გა­ის­მა. და­ტესტვა და­ი­წყო. მე-14 ვი­ყა­ვი და ისე მშურ­და პირ­ვე­ლე­ბის, რო­გორც არას­დროს. თუმ­ცა ლო­დი­ნი მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა. სა­სი­ა­მოვ­ნო გან­წყო­ბის შექ­მნა­ზე "ქუ­ჩის თე­ატ­რის" მსა­ხი­ო­ბე­ბი და ბენ­დი Yellow ზრუ­ნავ­დნენ.

მო­ვი­და ჩემი რი­გიც. აღელ­ვე­ბუ­ლი ჩავ­ჯე­ქი ავ­ტო­მო­ბილ­ში და მისი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და­ვი­წყე, თუმ­ცა გონ­გის ხმამ მამ­ცნო, რომ დრო იყო, სვლა და­მე­წყო. გზის პირ­ველ ნა­წილ­ზე საკ­მა­ოდ რთუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი - ვიწ­რო და ამაღ­ლე­ბუ­ლი ხიდი იყო. თუმ­ცა ახა­ლი "ლენდ კრუ­ი­ზერ პრა­დოს" Multi-terrain Monitor ეკ­რა­ნის ფუნ­ქცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­დას­ვლა არ გამ­ჭირ­ვე­ბია. რო­გორც ამიხ­სნეს, მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლია და მო­ი­ცავს არა მარ­ტო ია­ტაკ­ქვეშ და წინ ხედ­ვის რო­ტა­ცი­ის ფუნ­ქცი­ებს, არა­მედ პა­ნო­რა­მუ­ლი ხედ­ვი­სა და ფარ­თო უკა­ნა ხედ­ვის ეკ­რა­ნებ­საც.

მან­ქა­ნა გავ­ტეს­ტე უგ­ზო­ო­ბის პი­რო­ბებ­შიც, ტა­ლახ­ზე სი­ა­რუ­ლის რე­ჟიმ­ზეც და ასე­ვე, 5 სიჩ­ქა­რი­ა­ნი ნელი სვლის მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ცოც­ვის ფუნ­ქცი­ით. მი­ღე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბის გად­მო­ცე­მა ნამ­დვი­ლად რთუ­ლია. ერთი რამ კი ცხა­დია, ახა­ლი "ტო­ი­ო­ტა ლენდ კრუ­ი­ზერ პრა­დო" პირ­ვე­ლი­ვე შე­ხე­ბი­დან შე­აყ­ვა­რებს ყვე­ლას თავს. მივ­ხვდი, რა­ტომ არის "ლენდ კრუ­ი­ზე­რი" ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი მო­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ო­ში.

სა­ო­ცა­რი ემო­ცი­ე­ბი­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის და­სას­რუ­ლი კი გრან­დი­ო­ზუ­ლი ცე­ცხლო­ვა­ნი შოუ იყო. ავ­ტო­მო­ბი­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრე­მი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლად შედ­გა. "ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სი­ის" პრე­ზი­დენ­ტი მი­ცუ­რუ კო­ნი­ში ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, რომ მისი რწმე­ნით, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ახალ "ლენდ კრუ­ი­ზერ პრა­დოს" დიდი სი­ხა­რუ­ლით მი­ი­ღებს, რად­გან "ლენდ კრუ­ი­ზე­რი" ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლია არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით.

"ტო­ი­ო­ტა კავ­კა­სი­ის" პრო­დუქ­ტის და ფას­წარ­მოქ­მნის სპე­ცი­ა­ლის­ტი გაგა კოხ­რე­ი­ძე: "წარ­მო­გიდ­გენთ ახალ პრა­დოს, რო­მე­ლიც წი­ნა­მორ­ბედ­თან შე­და­რე­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია. ავ­ტო­მო­ბი­ლი და­მა­ტე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლია უგ­ზო­ო­ბი­სა და საგ­ზაო ოფ­ცი­ე­ბით, რომ­ლე­ბიც მფლო­ბელს უგ­ზო­ო­ბა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბას უმარ­ტი­ვებს და დაბ­რკო­ლე­ბებს არი­დებს. ერთ-ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­აა ცოც­ვის რე­ჟი­მი. მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია აირ­ჩი­ოს 5 სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი რე­ლი­ე­ფის შე­სა­ბა­მი­სი მო­ჭი­დე­ბა: ქვი­შა, თოვ­ლი, ტა­ლა­ხი, ქვა­ღორ­ღი და ბორ­ცვი­ა­ნი რე­ლი­ე­ფი. ახა­ლი პრა­დოს სა­ჭეს­თან ნე­ბის­მი­ე­რი მძღო­ლი ნამ­დვილ ოფ­რო­უ­დე­რად იგ­რძნობს თავს. ასე­ვე, და­მა­ტე­ბი­თი ოფ­ცი­აა 360 გრა­დუ­სი­ა­ნი კა­მე­რა, რო­მე­ლიც რო­გორც ქა­ლაქ­ში, ისე ოფ­რო­უ­დის დრო­საც გა­მო­გად­გე­ბათ."

ჟურ­ნალ AutoBild-ის რე­დაქ­ტო­რი შალ­ვა ბუ­ა­ჩი­ძე: "ჩემი უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბი ხში­რად ხუმ­რო­ბენ ხოლ­მე, რომ "ლენდ კრუ­ი­ზე­რის" ქვე­ყა­ნა ხარ­თო. ეს სი­მარ­თლეა, რად­გან "ლენდ კრუ­ი­ზე­რი" სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი. დღეს კი ჩვენ ვნა­ხეთ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი "ლენდ კრუ­ი­ზერ პრა­დო", რო­მე­ლიც და­იხ­ვე­წა ვი­ზუ­ა­ლუ­რად. მისი ინ­ტე­რი­ე­რი გა­ცი­ლე­ბით უფრო ლა­მა­ზია. ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით სრუ­ლი­ად ახალ სა­ფე­ხურ­ზე ავი­და. მას და­მა­ტე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი ოფ­რო­უდ რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც მძღოლს ეხ­მა­რე­ბა რთულ პი­რო­ბებ­ში გა­და­ად­გილ­დეს უფრო მარ­ტი­ვად. ამ ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­მო­უც­დე­ლი მძღო­ლიც კი მარ­ტი­ვად გა­და­ად­გილ­დე­ბა."

მიშა წუ­ლუ­კი­ძე, ტესტდ­რა­ი­ვის მო­ნა­წი­ლე, სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა "ავ­ტორ­ბო­ლის" წამ­ყვა­ნი: "ტო­ი­ო­ტამ" და გან­სა­კუთ­რე­ბით "პრა­დომ" მარ­თლაც ძა­ლი­ან შე­აყ­ვა­რა თავი ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ეს მისი ხა­რის­ხი­დან, დი­ზა­ი­ნი­სა და სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. დღეს კი ახა­ლი მო­დე­ლი გავ­ტეს­ტეთ და სი­ახ­ლე­ე­ბი ცალ­სა­ხად იგ­რძნო­ბა რო­გორც ექ­სტე­რი­ერ­ში, ისე ინ­ტე­რი­ერ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ნამ­დვი­ლად ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლია."

აქვე "ტო­ი­ო­ტა ლენდ კრუ­ი­ზერ პრა­დოს" სხვა ტექ­ნო­ლო­გი­ურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­საც გთა­ვა­ზობთ:

• ახა­ლი მო­დე­ლის იღ­ბლი­ან მფლო­ბელს ავ­ტო­მო­ბილ­ში დახ­ვდე­ბა ახა­ლი დი­ზა­ი­ნის მქო­ნე ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის პა­ნე­ლი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს დიდ 8-დი­უ­ი­მი­ან Toyota Touch® 2 და "Go" მულ­ტი­მე­დია სის­ტე­მას, მძღო­ლის ოპ­ტიტ­რო­ნულ მრი­ცხვე­ლებს და სა­ჭის მო­წყო­ბი­ლო­ბა­თა მე­ქა­ნიზ­მის მიერ მარ­თულ 4.2-დი­უ­ი­მი­ან მულ­ტი-ინ­ფორ­მა­ცი­ულ ეკ­რანს.

• წინა სა­ვარ­ძლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ვენ­ტი­ლა­ცია, უკა­ნა სა­ვარ­ძლე­ბის გათ­ბო­ბა, ავ­ტო­მა­ტუ­რი კლი­მატ-კონ­ტრო­ლი და "ჭკვი­ა­ნი გა­სა­ღე­ბის" ახა­ლი დი­ზა­ი­ნი - "ტო­ი­ო­ტას" მძღოლ­სა და მგზავ­რებს კი­დევ უფრო მეტ კომ­ფორ­ტს უქ­მნის.

• ლენდ კრუ­ი­ზერ პრა­დოს მთლი­ა­ნი სიგ­რძე 60 მმ-ით არის გაზ­რდი­ლი 4,840 მმ-მდე. მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­ნევ­რუ­ლო­ბა ახა­სი­ა­თებს, რომ­ლის მობ­რუ­ნე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი წრე მხო­ლოდ 5.8 მეტ­რია.

• ახა­ლი Toyota Land Cruiser Prado ექ­სტე­რი­ე­რის ათ სხვა­დას­ხვა ფერ­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი. მათ­გან ორი სრუ­ლი­ად ახა­ლია - Midnight Emerald Blue ("შუ­ა­ღა­მის ზურ­მუხ­ტი­სებ­რი ლურ­ჯი") და Avant-Garde Bronze metallic ("ავან­გარ­დუ­ლი ბრინ­ჯა­ოს­ფე­რი მე­ტა­ლი­კი"). ინ­ტე­რი­ე­რი ორ ფერ­ში გვხვდე­ბა: შავი და Premium Beige, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად ახა­ლია.

• უგ­ზო­ო­ბის პი­რო­ბებ­ში მოძ­რა­ო­ბი­სას წინა მხა­რის ხილ­ვა­დო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, ახა­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი მარ­თვის პა­ნე­ლის უკი­დუ­რე­სი ზედა ნა­წი­ლი და­დაბ­ლე­ბუ­ლი, უფრო გლუ­ვი და დახ­ვე­წი­ლი შე­სა­ხე­და­ო­ბი­საა. მარ­თვის პა­ნელ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია ახა­ლი, უფრო დიდი ზო­მის 8-დი­უ­ი­მი­ა­ნი ფერ­თა სრუ­ლი დი­ა­პა­ზო­ნის მქო­ნე მულ­ტი­მე­დია ეკ­რა­ნი, გლუ­ვი ზე­და­პი­რის მქო­ნე კონ­დი­ცი­რე­ბის კონ­ტრო­ლის პა­ნე­ლი და გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი პა­ნე­ლი.

ახა­ლი მო­დე­ლის შე­ძე­ნა ან უბ­რა­ლოდ მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­ტესტვა კი ტო­ი­ო­ტას ოფი­ცი­ცი­ა­ლურ დი­ლე­რებ­თან "ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­სა" და "ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თე­გე­ტა­შია" შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ყველაზე გამძლე და ყველაზე სანდო - Toyota Land Cruiser Prado ახალი სიმაღლეების დასაპყრობად მზადაა

ყველაზე გამძლე და ყველაზე სანდო - Toyota Land Cruiser Prado ახალი სიმაღლეების დასაპყრობად მზადაა

თანამედროვე სამყაროში, რომელმაც განვითარების მაქსიმალურ დონეს მიაღწია, განსაკუთრებული პროდუქტებისა თუ იდეების შექმნა და რეალიზაცია ნამდვილად რთული საქმეა. მიუხედავად ამისა, არსებობენ დიდი ადამიანები, დიადი გამოგონებები, დიადი მოწყობილობები და დიადი მანქანებიც. მათ შორის კი საპატიო ადგილს იკავებს მსოფლიოს ლიდერი ავტომწარმოებლი ”ტოიოტა”, რომლის ისტორიაც თითქმის საუკუნეს ითვლის და რომელმაც 2017 წლის ბოლოს სრულიად ახალი მოდელი Toyota Land Cruiser Prado წარუდგინა მსოფლიოს.

საინტერესოა, რომ ”ტოიოტას” პირველი პროდუქტი ელექტროსართავი დაზგა იყო და არა -ავტომობილი. XIX საუკუნეში იაპონელი საკიჩი ტოიოდას მიერ გამოგონებულმა ელექტროსართავმა დაზგამ რევოლუცია მოახდინა ქვეყნის ტექსტილის წარმოებაში. 100 000 ფუნტი, რომელიც ოჯახმა თავისი ავტომატური სართავი დაზგის პატენტის გაყიდვაში მიიღო, გამომგონებლის შვილმა კიიჩირომ ახალი კომპანიის Toyota Motor Corporation (TMC) შექმნას მოახმარა. სწორედ ასე 1937 წლიდან იწყებს ”ტოიოტა” ავტომობილების წარმოებას.

და მაინც, რატომ არის ”ტოიოტა” ასეთი მოთხოვნადი? პასუხი მარტივია. ხარისხი, გამძლეობა და საიმედოობა - ესაა კომპანიის სამი პრიორიტეტი, რომელიც მის ყველა პროდუქტში გარანტირებულია.

კომპანია რომ ინოვატორია, ამაზე არავინ დავობს. აღსანიშნავია, რომ ”ტოიოტამ” პირველი ”ლენდ კრუიზერი” 1951 წელს გამოუშვა, სწორედ მაშინ, როცა პირველად გამოჩნდა ფერადი ტელევიზორი და საბჭოთა კავშირმა ორბიტაზე პირველი სატელიტი გაუშვა. თუმცა 2017 წლის დასრულება მან ნამდვილად განსაკუთრებული სიახლით გადაწყვიტა. Toyota Land Cruiser Prado მსოფლიო პრემიერის შემდეგ უკვე საქართველოშია და ახალი სიმაღლეების დასაპყრობად ემზადება. ქვეყანაში ახალი მოდელის პრეზენტაციაც ისეთი იყო, როგორიც ავტომობილების მეფეს შეეფერება. საავტომობილო ექსპერტების შემდეგ მისი დასტესტვა ჟურნალისტებს მოგვანდეს. პრეზენტაცია და ტესტ დრაივი შატო მუხრანის ტერიტორიაზე გაიმართა. ისტორიულ მამულებში გამართული სანახაობა, ისევე როგორც თავად ავტომობილი, ნამდვილად დაუვიწყარი იყო.

პრეზენტაციაზე დეტალურად აგვიხსნეს, რომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი განახლდა და კიდევ გაუმჯობესდა, ვიზუალურად უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. Toyota Land Cruiser Prado-ს რეპუტაციას კიდევ უფრო ამყარებს მისი ექსტერიერის ახლებური, უფრო თანამედროვე და გამოკვეთილი სტილი, უფრო დახვეწილი, კომფორტული და მაღალი ხარისხის ინტერიერის დიზაინი, გაუმჯობესებული დინამიური მაჩვენებლები და მომხმარებლის კომფორტზე გათვლილი შესაძლებლობები, როგორც ნორმალურ, ასევე უგზოობის პირობებში.

პრეზენტაციამ ახალი ავტომობილის დატესტვის სურვილი კიდევ უფრო გაგვიმძაფრა. შატო მუხრანის ეზოში გამოსულებს, საჰაერო აკრობატული შოუს თანხლებით წარმოგვიდგინეს ახალი მოდელის 2 ავტომობილი: შავი და ბრინჯაოსფერი მეტალიკი. ყველანი სასტარტო ლოკაციისკენ წავედით. ავტომობილების დეტალური დათვალიერების შემდეგ გონგის ხმაც გაისმა. დატესტვა დაიწყო. მე-14 ვიყავი და ისე მშურდა პირველების, როგორც არასდროს. თუმცა ლოდინი მოსაბეზრებელი ნამდვილად არ ყოფილა. სასიამოვნო განწყობის შექმნაზე ”ქუჩის თეატრის” მსახიობები და ბენდი Yellow ზრუნავდნენ.

მოვიდა ჩემი რიგიც. აღელვებული ჩავჯექი ავტომობილში და მისი დათვალიერება დავიწყე, თუმცა გონგის ხმამ მამცნო, რომ დრო იყო, სვლა დამეწყო. გზის პირველ ნაწილზე საკმაოდ რთული მონაკვეთი - ვიწრო და ამაღლებული ხიდი იყო. თუმცა ახალი ”ლენდ კრუიზერ პრადოს” Multi-terrain Monitor ეკრანის ფუნქციების დახმარებით გადასვლა არ გამჭირვებია. როგორც ამიხსნეს, მისი შესაძლებლობები გაფართოებულია და მოიცავს არა მარტო იატაკქვეშ და წინ ხედვის როტაციის ფუნქციებს, არამედ პანორამული ხედვისა და ფართო უკანა ხედვის ეკრანებსაც.

მანქანა გავტესტე უგზოობის პირობებშიც, ტალახზე სიარულის რეჟიმზეც და ასევე, 5 სიჩქარიანი ნელი სვლის მაკონტროლებელი ცოცვის ფუნქციით. მიღებული ემოციების გადმოცემა ნამდვილად რთულია. ერთი რამ კი ცხადია, ახალი ”ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო” პირველივე შეხებიდან შეაყვარებს ყველას თავს. მივხვდი, რატომ არის ”ლენდ კრუიზერი” ასეთი პოპულარული მოდელი საქართველოსა და ზოგადად, მსოფლიოში.

საოცარი ემოციებისა და შთაბეჭდილებების დასასრული კი გრანდიოზული ცეცხლოვანი შოუ იყო. ავტომობილის ოფიციალური პრემიერა საქართველოში ნამდვილად შედგა. ”ტოიოტა კავკასიის” პრეზიდენტი მიცურუ კონიში ambebi.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ მისი რწმენით, ქართული საზოგადოება ახალ ”ლენდ კრუიზერ პრადოს” დიდი სიხარულით მიიღებს, რადგან ”ლენდ კრუიზერი” ნამდვილად გამორჩეული და პოპულარული ავტომობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

„ტოიოტა კავკასიის“ პროდუქტის და ფასწარმოქმნის სპეციალისტი გაგა კოხრეიძე: ”წარმოგიდგენთ ახალ პრადოს, რომელიც წინამორბედთან შედარებით გაუმჯობესებულია. ავტომობილი დამატებით აღჭურვილია უგზოობისა და საგზაო ოფციებით, რომლებიც მფლობელს უგზოობაზე გადაადგილებას უმარტივებს და დაბრკოლებებს არიდებს. ერთ-ერთი განსაკუთრებული ფუნქციაა ცოცვის რეჟიმი. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს 5 სხვადასხვანაირი რელიეფის შესაბამისი მოჭიდება: ქვიშა, თოვლი, ტალახი, ქვაღორღი და ბორცვიანი რელიეფი. ახალი პრადოს საჭესთან ნებისმიერი მძღოლი ნამდვილ ოფროუდერად იგრძნობს თავს. ასევე, დამატებითი ოფციაა 360 გრადუსიანი კამერა, რომელიც როგორც ქალაქში, ისე ოფროუდის დროსაც გამოგადგებათ.”

ჟურნალ AutoBild-ის რედაქტორი შალვა ბუაჩიძე: ”ჩემი უცხოელი მეგობრები ხშირად ხუმრობენ ხოლმე, რომ ”ლენდ კრუიზერის” ქვეყანა ხართო. ეს სიმართლეა, რადგან ”ლენდ კრუიზერი” საქართველოში არის ყველაზე პოპულარული ავტომობილი. დღეს კი ჩვენ ვნახეთ განახლებული ”ლენდ კრუიზერ პრადო”, რომელიც დაიხვეწა ვიზუალურად. მისი ინტერიერი გაცილებით უფრო ლამაზია. ტექნიკური თვალსაზრისით სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. მას დამატებული აქვს არაერთი ოფროუდ რეჟიმი, რომელიც მძღოლს ეხმარება რთულ პირობებში გადაადგილდეს უფრო მარტივად. ამ ავტომობილით გამოუცდელი მძღოლიც კი მარტივად გადაადგილდება.”

მიშა წულუკიძე, ტესტდრაივის მონაწილე, საავტორო გადაცემა ”ავტორბოლის” წამყვანი: ”ტოიოტამ” და განსაკუთრებით ”პრადომ” მართლაც ძალიან შეაყვარა თავი ქართველ საზოგადოებას. ეს მისი ხარისხიდან, დიზაინისა და საუკეთესო მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს. დღეს კი ახალი მოდელი გავტესტეთ და სიახლეები ცალსახად იგრძნობა როგორც ექსტერიერში, ისე ინტერიერში. საქართველოში ეს ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ავტომობილია.”

აქვე ”ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს” სხვა ტექნოლოგიურ მახასიათებლებსაც გთავაზობთ:

• ახალი მოდელის იღბლიან მფლობელს ავტომობილში დახვდება ახალი დიზაინის მქონე ინსტრუმენტების პანელი, რომელიც მოიცავს დიდ 8-დიუიმიან Toyota Touch® 2 და „Go“ მულტიმედია სისტემას, მძღოლის ოპტიტრონულ მრიცხველებს და საჭის მოწყობილობათა მექანიზმის მიერ მართულ 4.2-დიუიმიან მულტი-ინფორმაციულ ეკრანს.

• წინა სავარძლის გაუმჯობესებული ვენტილაცია, უკანა სავარძლების გათბობა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი და “ჭკვიანი გასაღების“ ახალი დიზაინი - „ტოიოტას“ მძღოლსა და მგზავრებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს უქმნის.

• ლენდ კრუიზერ პრადოს მთლიანი სიგრძე 60 მმ-ით არის გაზრდილი 4,840 მმ-მდე. მას განსაკუთრებული მანევრულობა ახასიათებს, რომლის მობრუნების მინიმალური წრე მხოლოდ 5.8 მეტრია.

• ახალი Toyota Land Cruiser Prado ექსტერიერის ათ სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომი. მათგან ორი სრულიად ახალია - Midnight Emerald Blue („შუაღამის ზურმუხტისებრი ლურჯი“) და Avant-Garde Bronze metallic („ავანგარდული ბრინჯაოსფერი მეტალიკი“). ინტერიერი ორ ფერში გვხვდება: შავი და Premium Beige, რომელიც სრულიად ახალია.

• უგზოობის პირობებში მოძრაობისას წინა მხარის ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ცენტრალური მართვის პანელის უკიდურესი ზედა ნაწილი დადაბლებული, უფრო გლუვი და დახვეწილი შესახედაობისაა. მართვის პანელზე განთავსებულია ახალი, უფრო დიდი ზომის 8-დიუიმიანი ფერთა სრული დიაპაზონის მქონე მულტიმედია ეკრანი, გლუვი ზედაპირის მქონე კონდიცირების კონტროლის პანელი და გადაცემასთან დაკავშირებული ინსტრუმენტული პანელი.

ახალი მოდელის შეძენა ან უბრალოდ მისი შესაძლებლობების გატესტვა კი ტოიოტას ოფიციციალურ დილერებთან ”ტოიოტა ცენტრ თბილისსა” და ”ტოიოტა ცენტრ თეგეტაშია” შესაძლებელი.

ნანა მღებრიშვილი

R

რჩევები, რომლებიც მანქანის საწვავის ხარჯის შემცირებაში რეალურად დაგეხმარებათ

გარემონტებული ოთახი, დედასთან წაგებული სანაძლეო და დანგრეული სტერეოტიპები – გადაცემა „რედიზაინმა“ თინეიჯერ კესოს ოთახი გაურემონტა

AVON-ს განსაკუთრებული მიღწევებისთვის Golden Brand-ის ჯილდო მესამედ გადაეცა