პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ცვლილებები შედის "სამოქალაქო კოდექსში" მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებით
 რა ცვლილებები შედის "სამოქალაქო კოდექსში" მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებით

მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის სტა­ტუ­სის გა­უქ­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ამ სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რის რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში შეს­ვლა აღარ იქ­ნე­ბა. ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბავ­შვის და­ბა­დე­ბის აქ­ტში მე­ო­რე მშობ­ლის შე­სა­ხებ ჩა­ი­წე­რე­ბა, მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პირი, ამ სტა­ტუსს და­კარ­გავს.

შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი "სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექსში" შე­დის, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის მიერ არის ინი­ცი­რე­ბუ­ლი. კა­ნონ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წი­ნა­და­დე­ბით პარ­ლა­მენტს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა მი­მარ­თა.

მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის (მარ­ტო­ხე­ლა დედა/მარ­ტო­ხე­ლა მამა) ცნე­ბა "სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექსში" 2014 წლის ცვლი­ლე­ბე­ბით გა­ნი­სა­ზღვრა. მარ­ტო­ხე­ლა მშო­ბე­ლი არის პირი, რო­მელ­საც ჰყავს ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე და­ბა­დე­ბუ­ლი 18 წლამ­დე ასა­კის შვი­ლი, თუ ბავ­შვის და­ბა­დე­ბის აქ­ტის ჩა­ნა­წერ­ში არ არის შე­ტა­ნი­ლი ჩა­ნა­წე­რი ბავ­შვის მე­ო­რე მშობ­ლის შე­სა­ხებ, აგ­რეთ­ვე პირი, რო­მელ­საც ჰყავს შვი­ლად აყ­ვა­ნი­ლი 18 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვი და რო­მე­ლიც ბავ­შვის შვი­ლად აყ­ვა­ნის მო­მენ­ტში რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

"სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის" თა­ნახ­მად, მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის სტა­ტუ­სის გა­უქ­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია ამ სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რის რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში შეს­ვლა.

დღეს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პირი გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბით სარ­გებ­ლობს. კერ­ძოდ, სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დით არ იბეგ­რე­ბა მისი წლი­უ­რი 3000 - ლა­რი­ა­ნი შე­მო­სა­ვა­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა ბა­ზა­ში შეყ­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში კი, იღებს ყო­ველ­თვი­ურ შემ­წე­ო­ბას. "სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის" გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მარ­ტო­ხე­ლა მშო­ბე­ლი ამ შე­ღა­ვა­თებს კარ­გავს.

თა­ვის მხრივ, სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბა­ში სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა მი­უ­თი­თა, რომ უმარ­თე­ბუ­ლოა, რო­დე­საც მარ­ტო­ხე­ლა მშო­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის­თა­ნა­ვე კარ­გავს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შე­ღა­ვათს, რად­გან დე­დი­ნაც­ვლის/მა­მი­ნაც­ვლის ინ­სტი­ტუ­ტი შვი­ლის თა­ნას­წო­რად გერ­ზე სრულ­ყო­ფი­ლად ზრუნ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს. გარ­და ამი­სა, სა­ხალ­ხო დამ­ცველს მი­აჩ­ნია, რომ თუ მარ­ტო­ხე­ლა მშო­ბელს ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის­თა­ნა­ვე შე­უ­წყდე­ბა სტა­ტუ­სი, კა­ნო­ნით და­უ­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დარ­ჩე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვზე ზრუნ­ვის ტვირ­თის გა­ნა­წი­ლე­ბის, მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის სტა­ტუ­სის ხე­ლახ­ლა მი­ღე­ბის, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ან სკო­ლა­ში ბავ­შვის რე­გის­ტრა­ცი­ის, ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი და სხვა.

რო­გორც კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ 2017 წლის 12 აპ­რილს, წე­რი­ლო­ბით მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2015 წლის 16 ივ­ნი­სი­დან დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის სტა­ტუ­სი 1 539 პირს მი­ე­ნი­ჭა, სა­ი­და­ნაც მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის სტა­ტუ­სის დად­გე­ნის შე­სა­ხებ მო­თხოვ­ნა სრუ­ლად დაკ­მა­ყო­ფილ­და 1 514 შემ­თხვე­ვა­ში, ხოლო ნა­წი­ლობ­რივ - 25 შემ­თხვე­ვა­ში. აქე­დან, 2016 წელს მარ­ტო­ხე­ლა დე­დის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა 1 086 პირს, ხოლო 2017 წელს 12 აპ­რი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით, 328 პირს.

ამას­თან, სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მარ­ტო­ხე­ლა მშობ­ლის სტა­ტუ­სი და­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზით გა­უ­უქ­მდა 15 მშო­ბელს - 2016 წელს - 12 მშო­ბელს, 2017 წელს - 3 მშო­ბელს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

რა ცვლილებები შედის "სამოქალაქო კოდექსში" მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებით

 რა ცვლილებები შედის "სამოქალაქო კოდექსში" მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებით

მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა აღარ იქნება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დაბადების აქტში მეორე მშობლის შესახებ ჩაიწერება, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი, ამ სტატუსს დაკარგავს.

შესაბამისი ცვლილებები "სამოქალაქო კოდექსში" შედის, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ არის ინიცირებული. კანონში აღნიშნული ცვლილების განხორციელების წინადადებით პარლამენტს სახალხო დამცველმა მიმართა.

მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა) ცნება "სამოქალაქო კოდექსში" 2014 წლის ცვლილებებით განისაზღვრა. მარტოხელა მშობელი არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა.

"სამოქალაქო კოდექსის" თანახმად, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია ამ სტატუსის მქონე პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი გარკვეული შეღავათებით სარგებლობს. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მისი წლიური 3000 - ლარიანი შემოსავალი, სოციალურად დაუცველთა ბაზაში შეყვანის შემთხვევაში კი, იღებს ყოველთვიურ შემწეობას. "სამოქალაქო კოდექსის" გათვალისწინებით, ქორწინების შემთხვევაში მარტოხელა მშობელი ამ შეღავათებს კარგავს.

თავის მხრივ, საკანონმდებლო წინადადებაში სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ უმართებულოა, როდესაც მარტოხელა მშობელი ქორწინების რეგისტრაციისთანავე კარგავს კანონით გათვალისწინებულ შეღავათს, რადგან დედინაცვლის/მამინაცვლის ინსტიტუტი შვილის თანასწორად გერზე სრულყოფილად ზრუნვის შესაძლებლობას ვერ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თუ მარტოხელა მშობელს ქორწინების რეგისტრაციისთანავე შეუწყდება სტატუსი, კანონით დაურეგულირებელი დარჩება განქორწინების შემთხვევაში ბავშვზე ზრუნვის ტვირთის განაწილების, მარტოხელა მშობლის სტატუსის ხელახლა მიღების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ან სკოლაში ბავშვის რეგისტრაციის, ბავშვის ჯანმრთელობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2017 წლის 12 აპრილს, წერილობით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 16 ივნისიდან დღეის მდგომარეობით მარტოხელა მშობლის სტატუსი 1 539 პირს მიენიჭა, საიდანაც მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა 1 514 შემთხვევაში, ხოლო ნაწილობრივ - 25 შემთხვევაში. აქედან, 2016 წელს მარტოხელა დედის სტატუსი მიენიჭა 1 086 პირს, ხოლო 2017 წელს 12 აპრილის მდგომარეობით, 328 პირს.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, მარტოხელა მშობლის სტატუსი დაქორწინების მიზეზით გაუუქმდა 15 მშობელს - 2016 წელს - 12 მშობელს, 2017 წელს - 3 მშობელს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ