მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
32 წლის პრინცი, რომელიც საუდის არაბეთში რეალობას ცვლის
32 წლის პრინცი, რომელიც საუდის არაბეთში რეალობას ცვლის

სა­უ­დის არა­ბე­თის პრინ­ცი მო­ჰა­მედ ბინ სალ­მა­ნი მხო­ლოდ 32 წლი­საა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აიღო სა­კუ­თარ თავ­ზე.

ის ქვე­ყა­ნა­ში თავ­დაც­ვი­სა და ეკო­ნო­მი­კის მი­ნიტ­რე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბა­საც იკა­ვებს. რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე პრინცს ქვეყ­ნის მარ­თვას მისი მამა, მეფე სალ­მა­ნი აქ­ტი­უ­რად ას­წავ­ლი­და. ჩრდი­ლი­დან პრინ­ცი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­მო­ვი­და, ასე­ვე ელ­ვის სის­წრა­ფით და­ი­კა­ვა სხვა­დას­ხვა უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბა.

4 ნო­ემ­ბე­რი მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით სა­უ­დის არა­ბე­თის ის­ტო­რი­ულ დღედ იქცა. მო­ჰა­მედ ბინ სალ­მა­ნის ბრძა­ნე­ბით, და­ა­კა­ვეს პრინ­ცე­ბი, მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბი და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, მსგავ­სი პრე­ცენ­დენ­ტი სა­უ­დის არა­ბე­თის ის­ტო­რი­ა­ში არ მომ­ხდა­რა. მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბი ქვეყ­ნის მმარ­თველ­მა სა­ჯა­როდ და­ამ­ცი­რა, კო­რუფ­ცი­ა­სა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

მო­ჰა­მედ ბინ სალ­მა­ნი ცდი­ლობს, ქვეყ­ნის ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში მთლი­ა­ნად ჩა­იგ­დოს.

ცოტა ხნის წინ პრინცმა კი­დევ ერთი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლებს მან­ქა­ნის მარ­თვის უფ­ლე­ბა მის­ცეს. უკი­დუ­რე­სად კონ­სერ­ვა­ტი­ულ მუ­სულ­მა­ნურ ქვე­ყა­ნა­ში ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. სა­უ­დის არა­ბე­თი ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც ქა­ლებს ჯერ კი­დევ არ აქვთ მარ­თვის უფ­ლე­ბა. აკ­რძალ­ვა მომ­დევ­ნო წლის ივ­ნი­სი­დან მო­იხ­სნე­ბა.

სა­უ­დე­ლი პრინ­ცი მი­იჩ­ნევს, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­შიც. ახლა სა­უ­დის არა­ბე­თი მთლი­ა­ნად ნავ­თობ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ­ლის მა­რა­გიც ოდეს­მე აუ­ცი­ლებ­ლად ამო­ი­წუ­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, პრინცმა წარ­მო­ად­გი­ნა მას­შტა­ბუ­რი გეგ­მა "ხედ­ვა 2030", რომ­ლის ფარ­გლებ­შიც უდაბ­ნო­ში უზარ­მა­ზა­რი ქა­ლა­ქი აშენ­დე­ბა, ამის­თვის ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი ნა­ხე­ვარ ტრი­ლი­ონ დო­ლარს გა­მო­ყოფს. ქა­ლაქ­ში აწარ­მო­ე­ბენ რო­ბო­ტებს, დრო­ნებს, თვით­მარ­თვად ავ­ტო­მან­ქა­ნებს. ქა­ლაქ­ში ქა­ლე­ბი და მა­მა­კა­ცე­ბი სა­ერ­თო სივ­რცე­ში იმუ­შა­ვე­ბენ.

აქ იქ­ნე­ბა თე­ატ­რე­ბი, კი­ნო­ე­ბი, გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლე­ბი, რაც უპ­რე­ცენ­დენ­ტოა სა­უ­დის არა­ბე­თის­თვის. პრინ­ცის­თვის გეგ­მე­ბი იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გეგ­მავს მო­ი­შო­როს ყვე­ლა, ვინც მის­თვის ხე­ლის შეშ­ლას შე­ეც­დე­ბა.

ამა­ვე დროს, მო­ჰა­მედ ბინ სალ­მანს უამ­რა­ვი მტე­რი ჰყავს. 2.5 წლის წინ მან და­ა­ვა­ლა სა­უ­დის არა­ბე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს, იე­მე­ნის ომში ჩაბ­მუ­ლიყ­ვნენ. ამის­თვის კი ძა­ლი­ან სო­ლი­დუ­რი ფი­ნან­სე­ბი გა­მო­ი­ყო, იე­მენ­ში კი უდი­დე­სი მსხვერ­პლი მო­ი­ტა­ნა.

პრინ­ცი არის მე­ზო­ბელ კა­ტა­რის­თვის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ბო­ი­კო­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი, ბო­ი­კო­ტი კი ორი­ვე ქვე­ყა­ნას აზა­რა­ლებს. ასე­ვე, მო­ჰა­მედ ბინ სალ­მა­ნი აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი სი­ტყვი­ერ ომში ირან­თან, ორი ქვე­ყა­ნა ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შა­უ­ლებს აგ­რე­სი­ა­ში და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის გაღ­ვი­ვე­ბა­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.com-ის მი­ხედ­ვით

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

32 წლის პრინცი, რომელიც საუდის არაბეთში რეალობას ცვლის

32 წლის პრინცი, რომელიც საუდის არაბეთში რეალობას ცვლის

საუდის არაბეთის პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი მხოლოდ 32 წლისაა, ამის მიუხედავად, უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე.

ის ქვეყანაში თავდაცვისა და ეკონომიკის მინიტრების თანამდებობასაც იკავებს. რამდენიმე წლის მანძილზე პრინცს ქვეყნის მართვას მისი მამა, მეფე სალმანი აქტიურად ასწავლიდა. ჩრდილიდან პრინცი მოულოდნელად და ძალიან სწრაფად გამოვიდა, ასევე ელვის სისწრაფით დაიკავა სხვადასხვა უმაღლესი თანამდებობა.

4 ნოემბერი მისი დამსახურებით საუდის არაბეთის ისტორიულ დღედ იქცა. მოჰამედ ბინ სალმანის ბრძანებით, დააკავეს პრინცები, მოქმედი და ყოფილი მინისტრები და ბიზნესმენები, მსგავსი პრეცენდენტი საუდის არაბეთის ისტორიაში არ მომხდარა. მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები ქვეყნის მმართველმა საჯაროდ დაამცირა, კორუფციასა და უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა.

მოჰამედ ბინ სალმანი ცდილობს, ქვეყნის ძალაუფლება ხელში მთლიანად ჩაიგდოს.

ცოტა ხნის წინ პრინცმა კიდევ ერთი რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყანაში ქალებს მანქანის მართვის უფლება მისცეს. უკიდურესად კონსერვატიულ მუსულმანურ ქვეყანაში ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქალებს ჯერ კიდევ არ აქვთ მართვის უფლება. აკრძალვა მომდევნო წლის ივნისიდან მოიხსნება.

საუდელი პრინცი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი ქვეყნის ეკონომიკაშიც. ახლა საუდის არაბეთი მთლიანად ნავთობზეა დამოკიდებული, რომლის მარაგიც ოდესმე აუცილებლად ამოიწურება. სწორედ ამიტომ, პრინცმა წარმოადგინა მასშტაბური გეგმა "ხედვა 2030", რომლის ფარგლებშიც უდაბნოში უზარმაზარი ქალაქი აშენდება, ამისთვის ქვეყნის ბიუჯეტი ნახევარ ტრილიონ დოლარს გამოყოფს. ქალაქში აწარმოებენ რობოტებს, დრონებს, თვითმართვად ავტომანქანებს. ქალაქში ქალები და მამაკაცები საერთო სივრცეში იმუშავებენ.

აქ იქნება თეატრები, კინოები, გასართობი ადგილები, რაც უპრეცენდენტოა საუდის არაბეთისთვის. პრინცისთვის გეგმები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გეგმავს მოიშოროს ყველა, ვინც მისთვის ხელის შეშლას შეეცდება.

ამავე დროს, მოჰამედ ბინ სალმანს უამრავი მტერი ჰყავს. 2.5 წლის წინ მან დაავალა საუდის არაბეთის შეიარაღებულ ძალებს, იემენის ომში ჩაბმულიყვნენ. ამისთვის კი ძალიან სოლიდური ფინანსები გამოიყო, იემენში კი უდიდესი მსხვერპლი მოიტანა.

პრინცი არის მეზობელ კატარისთვის გამოცხადებული ბოიკოტის ინიციატორი, ბოიკოტი კი ორივე ქვეყანას აზარალებს. ასევე, მოჰამედ ბინ სალმანი აქტიურად არის ჩართული სიტყვიერ ომში ირანთან, ორი ქვეყანა ერთმანეთს ადანაშაულებს აგრესიაში და ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის გაღვივებაში.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"