"ისლამური სახელმწიფოდან" გაძევებული ტერორისტების შეტევა მსოფლიოზე

"ისლამური სახელმწიფოდან" გაძევებული ტერორისტების  შეტევა მსოფლიოზე

სირიიდან გაძევებული ტერორისტები დანარჩენ მსოფლიოში ცდილობენ ძალის დემონსტრირებას, - სხვადასხვა ქვეყანაში ISIS-ის "ორგანიზებით" მომხდარი ლოკალური და მასშტაბური თავდასხმების ბოლოდროინდელი არასრული სია ასე გამოიყურება:

8 ნოემბერს, მოსკოვში, ბესკუდნიკოვის რაიონში, ავეჯის ბაზრობას ცეცხლი გაუჩნდა და 200-მდე ადამიანის ევაკუაცია დასჭირდათ. 450 კვ. მეტრი ფართობი დაიწვა.

რამდენიმე დღის წინ, ასევე მოსკოვში, აფეთქების შესახებ ანონიმური ზარის საფუძველზე, სავაჭრო ცენტრებიდან და თეატრებიდან, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, 16 000-მდე ადამიანი გამოიყვანეს.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, თეატრი ბეთჰოვენის დარბაზში საღამოს კონცერტი გაუქმდა. 2800 ადამიანის ევაკუაცია მოსკოვის სავაჭრო ცენტრ "გუმ"-იდანაც განხორციელდა; სასტუმრო "მეტროპოლი" კი 2 ათასზე მეტ ადამიანს დაატოვებინეს...

სააგენტოს ინფორმაციით, სატელეფონო ტერორიზმის ტალღა, რუსეთში 5 სექტემბერს დაიწყო და მას შემდეგ რუსეთის სხვადასხვა დაწესებულებიდან, მთლიანობაში, 1,4 მილიონი ადამიანის ევაკუაცია მოხდა, რამაც ადგილობრივი ექსპერტების თქმით, ძლიერად დაარტყა რუსეთის ეკონომიკას, რომელიც სანქციების ფონზე ყოველდღიურად სულ უფრო მძიმე მდგომარეობაში ვარდება...

დაახლოებით ერთი თვის წინ, რუსული სპეცსამსახურები ირწმუნებოდნენ, რომ "სატელეფონო ტერორის" ავტორები იპოვნეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივმა სპეცსამსახურებმა "სატელეფონო ტერორიზმის" ორგანიზატორი 28 წლის ალბერტ აბრამოვი დააკავეს. უწყების თქმით, ის სტავროპოლის მოქალაქეა, რომელიც გასულ წელს ISIS-ის რიგებში იბრძოდა. შემდეგ იქიდან ჩამოვიდა და ტერორისტულ ორგანიზაციას რუსეთიდან ეხმარებოდა. თუმცა, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამ ყველაფრის უკან მხოლოდ ერთი აბრამოვი არ იდგა...

ISIS -ის საქმიანობა, რასაკვირველია, მხოლოდ რუსეთში სატელეფონო ზარებით არ შემოფარგლულა, - ბოლო დღეების განმავლობაში, დანარჩენ მსოფლიოში, თითქმის ყოველდღე ერთი ტერაქტი ხდებოდა, - 7 ნომბერს, ქაბულში ორი ადამიანი მოკლეს და 20-ზე მეტი ადამიანი დაჭრეს კერძო ტელეკომპანიაზე შეიარაღებული პირების თავდასხმისას... შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით თავდამსხმელებს პოლიციელების ფორმა ეცვათ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

უფრო ადრე, მსოფლიო შეძრა, აშშ-ში, ტეხასის ქალაქ საზერლენდ სპრინგსში ბაპტისტურ ეკლესიაში მომხდარმა ინცინდეტმა, - სროლის შედეგად დაღუპულებს შორის ფეხმძიმე ქალი და მისი სამი შვილი იყვნენ, - გამოცემის ინფორმაციით, ქალი 8 თვის ფეხმძიმე იყო. ეკლესიაში ის ხუთ შვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელთაგან 3 ასევე დაიღუპა... მთლიანობაში, სროლის შედეგად, სულ მცირე, 26 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. მოგვიანებით, ის მეზობელ რაიონში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი მედია დამნაშავის სახელს ავრცელებს. ის 26 წლის ამერიკელი დევინ კელია...

5 ნოემბერს, სირიის აღმოსავლეთით, დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში, ლტოლვილთა ბანაკში თვითმკვლელი ტერორისტი შევარდა და თავი აიფეთქა. ტერაქტს 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა და 150 დაიჭრა... აფეთქების მიზეზი, დანაღმული ავტომობილი გახდა... ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე, იმავე ქალაქში, ადმინისტრაციის შენობასთან, აფეთქება მოხდა, - მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო...

რამდენიმე დღის წინ, იემენში, ქალაქ ადენში მომხდარ აფეთქებას, 15 ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა. ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ავტომობილში აიფეთქა, როდესაც იემენის უსაფრთხოების ძალების შტაბ-ბინასთან ჩაიარა. თვითმხილველის თქმით, აფეთქების შემდეგ შეტაკებები დაიწყო. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, თუმცა ამის დამადასტურებელი არაფერი წარუდგენიათ. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აფეთქებისა და შეტაკებების შედეგად მინიმუმ 50 ადამიანი დაიღუპა...

31 ოქტომბერს, თავდასხმა მოხდა ნიუ-იორკში, 31 ოქტომბერს, მანჰეტენზე პიკაპის მძღოლი ველობილიკზე შევარდა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. რის შემდეგაც ის მანქანიდან გადმოვიდა და პნევმატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა. ინციდენტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა...

მომხდარის შედეგად უზბეკეთის მოქალაქე, 29 წლის საიფულო საიპოვი დააკავეს, რომელსაც ბრალად ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერა ედება და სიკვდილით დასჯა ემუქრება. გამომძიებლებთან საუბრისას საიპოვმა აღნიშნა, რომ იგი "ისლამური სახელმწიფოს" ვიდეოს შთაგონებით მოქმედებდა, რომელშიც დაჯგუფების ლიდერი აბუ ბაქარ ალ-ბაღდადი საუბრობდა და მოქმედებდა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო