პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" - პროექტის ფარგლებში 23 სახეობის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" - პროექტის ფარგლებში 23 სახეობის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

"10 ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნდა გა­სინ­ჯო სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ" – პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში დღეს "ბიბ­ლუ­სის" მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ ფი­ლი­ალ­ში, Allwine.ge-მ 23 სა­ხე­ო­ბის ქარ­თუ­ლი ღვი­ნო მსურ­ვე­ლებს სა­დე­გუს­ტა­ცი­ოდ წარ­მო­უდ­გი­ნა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ და­ე­გე­მოვ­ნე­ბი­ნათ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი და სა­უ­კე­თე­სო აერ­ჩი­ათ. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი ღვი­ნის სა­ხე­ო­ბე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბის მსურ­ვე­ლი ბევ­რი იყო, რო­მელ­თაც შემ­დეგ სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ო­დათ, ხმა სა­სურ­ვე­ლი ღვი­ნის­თვის მი­ე­ცათ.

დე­გუს­ტა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს სო­მე­ლი­ე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რმა ნიკა დე­ვი­ძემ, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ასე­თი ტი­პის დე­გუს­ტა­ცია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"გა­სინ­ჯულ ღვი­ნო­ებს შო­რის, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ფე­რა­ვი ამო­ვი­ცა­ნი, თუმ­ცა მე უპი­რა­ტე­სო­ბას თეთრ ღვი­ნო­ებს ვა­ნი­ჭებ. მომ­წონს თეთ­რი არო­მა­ტუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, ქისი. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ფე­რავს სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, მაგ­რამ ამის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი უნდა ვი­მუ­შა­ოთ. ეს პრო­ექ­ტი, ღვი­ნი­სა და წიგ­ნის კომ­ბი­ნა­ცია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა... ღვი­ნო ყო­ველ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო, სა­ინ­ტე­რე­სო და ფი­ლო­სო­ფი­ურ სა­უბ­რებს უკავ­შირ­დე­ბა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ღვი­ნო ქარ­თუ­ლი ეთ­ნი­კუ­რი კულ­ტუ­რის ძა­ლი­ან დიდი სა­გან­ძუ­რი იყო ასე­თი პრო­ექ­ტე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მოხ­დეს," – გან­მარ­ტავს ნიკა დე­ვი­ძე.

სო­მე­ლი­ე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რის გე­მოვ­ნე­ბით, სა­უ­კე­თე­სო 10 ქარ­თულ ღვი­ნოს შო­რის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­ვდეს სა­ფე­რა­ვი. "ასე­ვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს რამ­დე­ნი­მე იმე­რუ­ლი და კა­ხუ­რი ღვი­ნო," – დას­ძენს ის.

სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი დღეს ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტმა, გოგა ჩა­ნა­დირ­მაც და­ა­ფიქ­სი­რა. მისი რჩე­ვით, სა­ნამ ცო­ცხლე­ბი ვართ არამ­ხო­ლოდ 10 ქარ­თუ­ლი, არა­მედ ყვე­ლა ეროვ­ნულ ღვი­ნო უნდა და­ვა­გე­მოვ­ნოთ.

"პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ჰქვია "10 ღვი­ნო, რო­მე­ლიც უნდა გა­სინ­ჯო, ვიდ­რე ცო­ცხა­ლი ხარ," ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ და უც­ნა­უ­რად ჟღერს. ვფიქ­რობ, რომ ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ექ­ტი, ღვი­ნის კულ­ტუ­რის ქვე­ყა­ნა­ში ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ჩემი აზ­რით, ღვი­ნო ძა­ლი­ან უხ­დე­ბა წიგნს, დიდი ხა­ნია მე ეს უკვე ვსინ­ჯე, ოღონდ ცხა­დია, არ უნდა და­ით­რო, რად­გან მა­შინ წიგ­ნის ში­ნა­არ­სის გა­გე­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბა," – აღ­ნიშ­ნავს გოგა ჩა­ნა­დი­რი Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას.

თა­ვად წი­თე­ლი, ნა­ხევ­რად ტკბი­ლი ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლია, თუმ­ცა მოს­წონს რამ­დე­ნი­მე თეთ­რი ღვი­ნოც, რომ­ლე­ბიც, ძი­რი­თა­დად, ევ­რო­პუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით მზად­დე­ბა.

"დღეს და­გე­მოვ­ნე­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბით მო­მე­წო­ნა ერთ–ერთი წი­თე­ლი ღვი­ნო, რო­მელ­საც შე­ფა­სე­ბი­სას ხუთი პლუ­სი­თაც კი და­ვუ­წე­რე. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ღვი­ნო არის ხვან­ჭკა­რა... ჩემი საყ­ვა­რე­ლი ღვი­ნო­ე­ბია ქისი, მა­ნა­ვის მწვა­ნე, ხვან­ჭკა­რა, ტვი­ში, შავ­კა­პი­ტო. ტრა­დი­ცი­უ­ლი ღვი­ნო­ე­ბი­დან კი ალ­ბათ, უფრო ოჯა­ხის თეთრ ღვი­ნოს ავირ­ჩევ­დი," – აღ­ნიშ­ნავს გოგა ჩა­ნა­დი­რი.

ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ას "ბიბ­ლუს­ში" ღვი­ნის კლუ­ბის წევ­რი და ჟურ­ნა­ლის­ტი, ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლიც ეწ­ვია. მისი თქმით, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ინ­დუსტრი­ას კი­დევ უფრო დახ­ვე­წა სჭირ­დე­ბა, ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი კი მისი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­როა.

"ასეთ აქ­ცი­ებს მი­ვე­სალ­მე­ბი, რად­გან უც­ნო­ბი, მი­ვი­წყე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბის ხე­ლახ­ლა წინ წა­მო­წე­ვა­სა და ბა­ზარ­ზე გა­მო­ტა­ნას უწყობს ხელს, ასე­ვე ხდე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბა, რომ ეს ახა­ლი, კარ­გად და­ვი­წყე­ბუ­ლი ჯი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ ახა­ლი გვგო­ნია, არ­სე­ბობს, ცო­ცხა­ლია და ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, მო­ვიდ­ნენ და და­ა­გე­მოვ­ნონ," – აღ­ნიშ­ნავს ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლი ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი.

სპე­ცი­ა­ლის­ტის თქმით, 10 სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შერ­ჩე­ვი­სას უნდა 5 ღვი­ნო ჯი­შის, ხოლო 5 ად­გილ­წარ­მო­შო­ბის მი­ხედ­ვით უნდა და­სა­ხელ­დეს.

"ჯი­შე­ბის მი­ხედ­ვით უნდა და­ვა­სა­ხე­ლოთ ხიხ­ვი, კა­ხუ­რი ვა­ზის ჯიში, რო­მე­ლიც და­ვი­წყე­ბის ნის­ლი­დან უკვე გა­მო­დის და რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ამ უკვე ჩა­მო­ას­ხა. ასე­ვე ვა­სა­ხებ კრა­ხუ­ნას, რო­მე­ლიც იმე­რე­თის ვა­ზის ჯი­შია. მე­სა­მე ად­გილ­ზე არის უსა­ხე­ლო­უ­რი, მე­ო­თხე მე­ხუ­თე ად­გი­ლებს ჩემ­თვის იკა­ვებს სა­ფე­რა­ვი და რქა­წი­თე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბებს, ჩემ­თვის პირ­ველ ად­გილ­ზე არის სვი­რი, შემ­დეგ მა­ნა­ვი, ხვან­ჭკა­რა და ქინ­ძმა­რა­უ­ლი, მე­ხუ­თე ად­გილს კი მუ­კუ­ზა­ნი იკა­ვებს," – დას­ძენს ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი.

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ქარ­თვე­ლი ღვი­ნო ძა­ლი­ან მოს­წონთ უცხო­ე­ლებს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ტრა­დი­ცი­ულ ჯი­შებს აგე­მოვ­ნე­ბენ ხოლ­მე, რომ­ლე­ბი­თაც ჩვენ ძა­ლი­ან ვა­მა­ყობთ. დე­გუს­ტა­ცი­ის ამე­რი­კე­ლი სტუ­მა­რი, გრანტ ფრი­მა­ნი, რო­მე­ლიც უკვე დიდი ხა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს, მშრა­ლი ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლია, თუმ­ცა, მისი თქმით, ქარ­თუ­ლი ნა­ხევ­რად ტკბი­ლი ღვი­ნო მის­თვის აღ­მო­ჩე­ნა იყო.

"ახლა გავ­სინ­ჯე და­ახ­ლო­ე­ბით შვი­დი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ღვი­ნო, რო­მელ­თა შო­რი­საც ამო­ვი­ცა­ნი მუ­კუ­ზა­ნი, ჩემ­თვის ერთ–ერთი საყ­ვა­რე­ლი ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც ოჯა­ლე­ში მომ­წონს, რად­გან მშრა­ლია. გავ­სინ­ჯე ნა­ხე­ვად ტკბი­ლი სა­ფე­რა­ვი, რომ­ლი­თაც ასე­ვე კმა­ყო­ფი­ლი დავ­რჩი," – აღ­ნიშ­ნა გრან ფრი­მან­მა ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ის დროს.

თქვენ რო­მე­ლი ღვი­ნო უნდა გა­სინ­ჯოთ, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხართ? - ამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის პოვ­ნა­ში Allwine.ge და თქვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად და­გეხ­მა­რე­ბი­ან, რად­გან პრო­ექ­ტში "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკვე 50 000–მდე ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო. ხმის მი­ცე­მა ახ­ლაც ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და გა­მო­კი­თხვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა "კვი­რის პა­ლიტ­რის," "ლე­ლოს," "ავ­ტო­ბილ­დი­სა" და "გზის" მკი­თხველ­საც შე­უძ­ლია.

სა­წყის ეტაპ­ზე, სა­ხალ­ხო ხმის მი­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მოვ­ლინ­დე­ბა ღვი­ნის 10 სა­ხე­ო­ბა, 5 თეთ­რი და 5 წი­თე­ლი. სა­ხე­ო­ბე­ბის არ­ჩე­ვის შემ­დეგ, დე­გუს­ტა­ცი­ებ­ზე კომ­პა­ნი­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, თა­ვი­ან­თი რჩე­უ­ლი ღვი­ნო­ე­ბი წა­რად­გი­ნონ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სო­მე­ლე­ე­ბის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ჟი­უ­რი კი კონ­კრე­ტულ სა­ხო­ე­ბებ­ში სა­უ­კე­თე­სო მეღ­ვი­ნე­ებს გა­მო­ავ­ლენს. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" პრო­ექ­ტის მი­ზანს წარ­მო­ად­გენს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე უცხო­ეთ­ში.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" - პროექტის ფარგლებში 23 სახეობის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

"10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" - პროექტის ფარგლებში 23 სახეობის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

"10 ქართული ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" – პროექტის ფარგლებში დღეს "ბიბლუსის" მრავალფუნქციურ ფილიალში, Allwine.ge-მ 23 სახეობის ქართული ღვინო მსურველებს სადეგუსტაციოდ წარმოუდგინა.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ თითოეული მათგანი და საუკეთესო აერჩიათ. როგორც აღმოჩნდა, საუკეთესო ქართული ღვინის სახეობების დაგემოვნების მსურველი ბევრი იყო, რომელთაც შემდეგ საშუალება ეძლეოდათ, ხმა სასურველი ღვინისთვის მიეცათ.

დეგუსტაციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წევრმა ნიკა დევიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის დეგუსტაცია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"გასინჯულ ღვინოებს შორის, სავარაუდოდ, საფერავი ამოვიცანი, თუმცა მე უპირატესობას თეთრ ღვინოებს ვანიჭებ. მომწონს თეთრი არომატული ღვინოები, მაგალითად, ქისი. მიმაჩნია, რომ საფერავს საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ამისთვის ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ეს პროექტი, ღვინისა და წიგნის კომბინაცია ძალიან საინტერესოა... ღვინო ყოველთვის სასიამოვნო, საინტერესო და ფილოსოფიურ საუბრებს უკავშირდება. იმის გათვალისწინებით, რომ ღვინო ქართული ეთნიკური კულტურის ძალიან დიდი საგანძური იყო ასეთი პროექტები ძალიან საინტერესოა, რადგან ეროვნული საგანძურის პოპულარიზაცია მოხდეს," – განმარტავს ნიკა დევიძე.

სომელიეთა ასოციაციის წევრის გემოვნებით, საუკეთესო 10 ქართულ ღვინოს შორის აუცილებლად უნდა მოხვდეს საფერავი. "ასევე აუცილებლად უნდა იყოს რამდენიმე იმერული და კახური ღვინო," – დასძენს ის.

საკუთარი არჩევანი დღეს ფოტოჟურნალისტმა, გოგა ჩანადირმაც დააფიქსირა. მისი რჩევით, სანამ ცოცხლები ვართ არამხოლოდ 10 ქართული, არამედ ყველა ეროვნულ ღვინო უნდა დავაგემოვნოთ.

"პროექტი, რომელსაც ჰქვია "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, ვიდრე ცოცხალი ხარ," ძალიან საინტერესოდ და უცნაურად ჟღერს. ვფიქრობ, რომ ეს არაჩვეულებრივი პროექტი, ღვინის კულტურის ქვეყანაში ღვინის პოპულარიზებას ემსახურება. ჩემი აზრით, ღვინო ძალიან უხდება წიგნს, დიდი ხანია მე ეს უკვე ვსინჯე, ოღონდ ცხადია, არ უნდა დაითრო, რადგან მაშინ წიგნის შინაარსის გაგება გაგიჭირდება," – აღნიშნავს გოგა ჩანადირი Ambebi.ge-სთან საუბრისას.

თავად წითელი, ნახევრად ტკბილი ღვინის მოყვარულია, თუმცა მოსწონს რამდენიმე თეთრი ღვინოც, რომლებიც, ძირითადად, ევროპული ტექნოლოგიით მზადდება.

"დღეს დაგემოვნებისას განსაკუთრებით მომეწონა ერთ–ერთი წითელი ღვინო, რომელსაც შეფასებისას ხუთი პლუსითაც კი დავუწერე. სავარაუდოდ, ეს ღვინო არის ხვანჭკარა... ჩემი საყვარელი ღვინოებია ქისი, მანავის მწვანე, ხვანჭკარა, ტვიში, შავკაპიტო. ტრადიციული ღვინოებიდან კი ალბათ, უფრო ოჯახის თეთრ ღვინოს ავირჩევდი," – აღნიშნავს გოგა ჩანადირი.

ღვინის დეგუსტაციას "ბიბლუსში" ღვინის კლუბის წევრი და ჟურნალისტი, ალეკო ცქიტიშვილიც ეწვია. მისი თქმით, ქართული ღვინის ინდუსტრიას კიდევ უფრო დახვეწა სჭირდება, ასეთი ღონისძიებები კი მისი პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის საჭიროა.

"ასეთ აქციებს მივესალმები, რადგან უცნობი, მივიწყებული ქართული ვაზის ჯიშების ხელახლა წინ წამოწევასა და ბაზარზე გამოტანას უწყობს ხელს, ასევე ხდება მომხმარებლის ინფორმირება, რომ ეს ახალი, კარგად დავიწყებული ჯიშები, რომლებიც ჩვენ ახალი გვგონია, არსებობს, ცოცხალია და ღვინის მოყვარულებს შეუძლიათ, მოვიდნენ და დააგემოვნონ," – აღნიშნავს ღვინის მოყვარული ალეკო ცქიტიშვილი.

სპეციალისტის თქმით, 10 საუკეთესო ქართული ღვინის შერჩევისას უნდა 5 ღვინო ჯიშის, ხოლო 5 ადგილწარმოშობის მიხედვით უნდა დასახელდეს.

"ჯიშების მიხედვით უნდა დავასახელოთ ხიხვი, კახური ვაზის ჯიში, რომელიც დავიწყების ნისლიდან უკვე გამოდის და რამდენიმე კომპანიამ უკვე ჩამოასხა. ასევე ვასახებ კრახუნას, რომელიც იმერეთის ვაზის ჯიშია. მესამე ადგილზე არის უსახელოური, მეოთხე მეხუთე ადგილებს ჩემთვის იკავებს საფერავი და რქაწითელი. რაც შეეხება ადგილწარმოშობის დასახელებებს, ჩემთვის პირველ ადგილზე არის სვირი, შემდეგ მანავი, ხვანჭკარა და ქინძმარაული, მეხუთე ადგილს კი მუკუზანი იკავებს," – დასძენს ალეკო ცქიტიშვილი.

ცნობილი ფაქტია, რომ ქართველი ღვინო ძალიან მოსწონთ უცხოელებს და საქართველოში ჩამოსვლისთანავე ტრადიციულ ჯიშებს აგემოვნებენ ხოლმე, რომლებითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ. დეგუსტაციის ამერიკელი სტუმარი, გრანტ ფრიმანი, რომელიც უკვე დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს, მშრალი ღვინის მოყვარულია, თუმცა, მისი თქმით, ქართული ნახევრად ტკბილი ღვინო მისთვის აღმოჩენა იყო.

"ახლა გავსინჯე დაახლოებით შვიდი განსხვავებული ღვინო, რომელთა შორისაც ამოვიცანი მუკუზანი, ჩემთვის ერთ–ერთი საყვარელი ქართული ღვინო, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ოჯალეში მომწონს, რადგან მშრალია. გავსინჯე ნახევად ტკბილი საფერავი, რომლითაც ასევე კმაყოფილი დავრჩი," – აღნიშნა გრან ფრიმანმა ღვინის დეგუსტაციის დროს.

თქვენ რომელი ღვინო უნდა გასინჯოთ, სანამ ცოცხალი ხართ? - ამ შეკითხვაზე პასუხის პოვნაში Allwine.ge და თქვენი თანამემამულეები აუცილებლად დაგეხმარებიან, რადგან პროექტში "ქართული ღვინის ფესტივალი" მონაწილეობა უკვე 50 000–მდე ადამიანმა მიიღო. ხმის მიცემა ახლაც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება "კვირის პალიტრის," "ლელოს," "ავტობილდისა" და "გზის" მკითხველსაც შეუძლია.

საწყის ეტაპზე, სახალხო ხმის მიცემის დასრულების შემდეგ გამოვლინდება ღვინის 10 სახეობა, 5 თეთრი და 5 წითელი. სახეობების არჩევის შემდეგ, დეგუსტაციებზე კომპანიებს საშუალება მიეცემათ, თავიანთი რჩეული ღვინოები წარადგინონ, პროფესიონალი სომელეებისგან დაკომპლექტებული ჟიური კი კონკრეტულ სახოებებში საუკეთესო მეღვინეებს გამოავლენს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, "პალიტრა მედიის" პროექტის მიზანს წარმოადგენს ქართული ღვინის პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.

მარიამ მენაბდიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი