მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები წყდება?
რუსეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები წყდება?

უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტმა, უმაღ­ლეს­მა რა­დამ შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ კვი­რას, რუ­სეთ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­წყვი­ტოს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი გა­ზე­თი "კო­მერ­სან­ტი" თა­ვის წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, 16 ნო­ემ­ბერს დე­პუ­ტა­ტე­ბი მე­ო­რე მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლა­ვენ კა­ნონპ­რო­ექტს "დონ­ბა­სის რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ", რო­მელ­საც რუ­სეთ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­წყვე­ტის პუნ­ქტი და­ე­მა­ტე­ბა.

თუ უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტი რუ­სეთ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­წყვე­ტას მხარს და­უ­ჭერს და პრე­ზი­დენ­ტი პეტ­რო პო­რო­შენ­კო შე­სა­ბა­მის ბრძა­ნე­ბას გა­მოს­ცემს, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი და­ი­ხუ­რე­ბა. იმა­ვე გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­ე­ვი აპი­რებს რუ­სეთ­ში უკ­რა­ი­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის წარ­მოდ­გე­ნა ბე­ლო­რუსს, ან შვე­ი­ცა­რი­ას თხო­ვოს.

მი­მარ­თვის ავ­ტო­რის, დე­პუ­ტატ ივან ვი­ნი­კის თქმით, რო­მე­ლიც შეს­წო­რე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რია, რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ისე­დაც დან­გრე­უ­ლია, ახლა კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეს დან­გრე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ფორ­მატ­ში და­ფიქ­სირ­დეს...

"კო­მერ­სან­ტის" წყა­როს თქმით, რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დან­გრე­ვა პო­რო­შენ­კოს გეგ­მებ­ში არ შე­დი­ო­და... "დონ­ბა­სის რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის" კა­ნონპ­რო­ექ­ტი უნდა გა­და­ი­ხე­დოს და კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი უნდა მო­ი­ძებ­ნოს. ამის გა­კე­თე­ბა ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის კურ ვოლ­კე­რის ჩა­მოს­ვლის­თვის უნდა მო­ეს­წროს, თო­რემ შეს­წო­რე­ბამ ვოლ­კე­რი­სა და რუ­სე­თის თა­ნა­შემ­წის, ვლა­დის­ლავ სურ­კო­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში, რო­მე­ლიც 13 ნო­ემ­ბერს, ბელგრად­ში უნდა გა­ი­მარ­თოს, შე­საძ­ლოა, უსი­ა­მოვ­ნო ფონი შექ­მნას...

რო­გორც გა­მო­ცე­მის წყა­რო აცხა­დებს, დე­პუ­ტა­ტი "სა­ხალ­ხო ფრონ­ტის" ლი­დერ­თან, სერ­გეი პა­შინ­სკთან თა­ნამ­შრომ­ლობს, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტეტს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. სწო­რედ პა­შინ­სკის ეკუთ­ვნის ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ რუ­სუ­ლი მხა­რე აცხა­დებ­და, რომ უკ­რა­ი­ნას­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­წყვე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ნი­ხი­ლავ­და. გა­ზეთ "იზ­ვეს­ტი­ას" ცნო­ბით, მოს­კო­ვი კი­ევ­ში რუ­სე­თის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის და­ხურ­ვა­ზე სა­უბ­რობ­და. ასე­ვე ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თი და უკ­რი­ა­ნა ელ­ჩე­ბის და­ნიშ­ვნა­ზე ვერ თან­ხმდე­ბოდ­ნენ...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხა! ხა! ხა!
2

ალბათ, ასე ინება ამერიკამ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რუსეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები წყდება?

რუსეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები წყდება?

უკრაინის პარლამენტმა, უმაღლესმა რადამ შესაძლოა, მომავალ კვირას, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გაზეთი "კომერსანტი" თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 16 ნოემბერს დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს "დონბასის რეინტეგრაციის შესახებ", რომელსაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის პუნქტი დაემატება.

თუ უკრაინის პარლამენტი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტას მხარს დაუჭერს და პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შესაბამის ბრძანებას გამოსცემს, უკრაინაში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები დაიხურება. იმავე გამოცემის ინფორმაციით, კიევი აპირებს რუსეთში უკრაინის ინტერესების წარმოდგენა ბელორუსს, ან შვეიცარიას თხოვოს.

მიმართვის ავტორის, დეპუტატ ივან ვინიკის თქმით, რომელიც შესწორების ინიციატორია, რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები ისედაც დანგრეულია, ახლა კი აუცილებელია ეს დანგრეული ურთიერთობები საკანონმდებლო ფორმატში დაფიქსირდეს...

"კომერსანტის" წყაროს თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დანგრევა პოროშენკოს გეგმებში არ შედიოდა... "დონბასის რეინტეგრაციის" კანონპროექტი უნდა გადაიხედოს და კონსტრუქციული გამოსავალი უნდა მოიძებნოს. ამის გაკეთება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის კურ ვოლკერის ჩამოსვლისთვის უნდა მოესწროს, თორემ შესწორებამ ვოლკერისა და რუსეთის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის მოლაპარაკებაში, რომელიც 13 ნოემბერს, ბელგრადში უნდა გაიმართოს, შესაძლოა, უსიამოვნო ფონი შექმნას...

როგორც გამოცემის წყარო აცხადებს, დეპუტატი "სახალხო ფრონტის" ლიდერთან, სერგეი პაშინსკთან თანამშრომლობს, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობს. სწორედ პაშინსკის ეკუთვნის ეს ინიციატივა.

რამდენიმე თვის წინ რუსული მხარე აცხადებდა, რომ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესაძლებლობას განიხილავდა. გაზეთ "იზვესტიას" ცნობით, მოსკოვი კიევში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების დახურვაზე საუბრობდა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთი და უკრიანა ელჩების დანიშვნაზე ვერ თანხმდებოდნენ...  

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილი ირანისა და ერაყის ავიასივრცეში ფრენებს წყვეტს

ვლადიმერ ზელენსკი ირანში უკრაინული ბოინგის კატასტროფას ეხმაურება

ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის ამსახველი პირველი ფოტოები - დაღუპულია 180 ადამიანი