პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აქცია ახალგაზრდა დედამ გემრიელი ჰობი ბიზნესად - სტარტაპი "ტკბილი გალერეა"
როგორ აქცია ახალგაზრდა დედამ გემრიელი ჰობი ბიზნესად - სტარტაპი "ტკბილი გალერეა"

"სა­დღე­სას­წა­უ­ლო ტკბი­ლე­უ­ლის შექ­მნის იდეა 2 წლის წინ გა­მიჩ­ნდა, რო­დე­საც მო­ვინ­დო­მე ჩემი ერთი წლის გო­გო­ნას პირ­ვე­ლი და­ბა­დე­ბის დღი­სათ­ვის რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლი მო­მე­ძებ­ნა. თუმ­ცა, ადეკ­ვა­ტურ ფა­სად შე­ას­ბა­მი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბა ვერ ვი­პო­ვე და გა­დავ­წყვი­ტე, ტკბი­ლე­უ­ლი თა­ვად შე­მექ­მნა" - ასე იხ­სე­ნებს სტარ­ტა­პის "ტკბი­ლი გა­ლე­რე­ას" შექ­მნას ახალ­გაზ­რდა დედა და სტარ­ტა­პე­რი ეკა ექ­ვთი­მიშ­ვი­ლი.

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ტკბი­ლე­უ­ლის დიდი არ­ჩე­ვა­ნია, თუმ­ცა გემ­რი­ე­ლი და ლა­მა­ზი დე­სერ­ტის მო­ძი­ე­ბა ადეკ­ვა­ტურ ფა­სად საკ­მა­ოდ რთუ­ლია. სწო­რედ ამ სეგ­მენ­ტის შევ­სე­ბა სცა­და სტარ­ტაპ­მა და მისი საქ­მი­ა­ნო­ბა საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლიც აღ­მოჩ­ნდა. სტარ­ტა­პის მთა­ვარ მი­ზანს სლო­გა­ნიც ასა­ხავს: "გემ­რი­ე­ლი უნდა იყოს ლა­მა­ზი".

"დე­სერ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში გა­მოც­დი­ლე­ბაც მქონ­და. მო­ვამ­ზა­დე პრინ­ცე­სე­ბის თე­მა­ზე მთლი­ა­ნი "ქენ­დი ბარი". მოგ­ვი­ა­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე ახ­ლობ­ლის ბავ­შვის იუ­ბი­ლეც გა­ვა­ფორ­მე და მა­ლე­ვე და­მე­ბა­და კი­თხვა: რა­ტომ არა სხვე­ბის­თვის? გვერ­დი გა­ვა­კე­თე "ფე­ის­ბუქ­ზე", სა­დაც გან­ვა­თავ­სე უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლის ფო­ტო­ე­ბი და პირ­ვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ. თე­მე­ბი ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო და ეს კი­დევ უფრო მეტ სტი­მულს მაძ­ლევ­და" - იხ­სე­ნებს ეკა.

"ჩვე­ნი პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხი ყო­ველ­თვის მა­ღა­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბა, რომ მომ­ხმა­რე­ბე­ლის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ირ­ჩევს შე­და­რე­ბით და­ბალ­ფა­სი­ან პრო­დუქ­ცი­ას, თუმ­ცა ჩვე­ნი ორი­ენ­ტი­რი ფასი არ არის. ჩვენ კარ­გად ვი­ცით, რომ ხა­რის­ხი­ნი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბას ხა­რის­ხი­ა­ნი ნედ­ლე­უ­ლი სჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც იაფი ნამ­დვი­ლად არ არის. ამის გარ­და ჩვე­ნი პრო­დუქ­ტი არის უნი­კა­ლუ­რი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, ამ ტკბი­ლე­უ­ლით ყვე­ლას შე­უძ­ლია გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი, გა­შა­ლოს ფან­ტა­ზია და მო­ი­შო­როს სა­ზღვრე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე­ე­ბი აქ­ცი­ოს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად და შექ­მნას ახ­ლე­ბუ­რი დღე­სას­წა­უ­ლის პრე­ცე­დენ­ტი ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბით, რომ­ლი­თაც ერ­თდრო­უ­ლად შეძ­ლებს გა­ა­ო­ცოს, გა­ა­ნე­ბივ­როს და და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი აჩუ­ქოს მის­თვის ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს," - გან­მარ­ტავს ახალ­გაზ­რდა სტარ­ტა­პე­რი.

სტარ­ტაპს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ეხ­მა­რა "თი­ბი­სი ბან­კის" პროგ­რა­მა "სტარ­ტა­პერ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეკას სა­წყის ეტაპ­ზე არც სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა ჰქონ­და, რომ ბიზ­ნე­სი სა­თა­ნა­დოდ გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნა.

"პრო­დუქ­ცი­ის თავ­და­პირ­ვე­ლი გა­პი­ა­რე­ბა და პირ­ვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა ხდე­ბო­და ინ­ტე­ნე­ტით. ამა­სო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი თან­ხე­ბის დაგ­ვიგ­როვ­და, თუმ­ცა ბიზ­ნე­სო­ბი­ექ­ტის გა­სახ­სნე­ლად საკ­მა­რი­სი არ იყო. სწო­რედ ამ დროს შე­ვი­ტყვე პროგ­რა­მა "სტარ­ტა­პე­რის" შე­სა­ხებ და ჩავ­თვა­ლე, რომ ზუს­ტად ეს იყო ის, რაც ჩემს იდე­ას უკვე ნამ­დვილ ბიზ­ნე­სად აქ­ცევ­და და ახალ ჰო­რი­ზონ­ტებს და­მა­ნა­ხებ­და," - ამ­ბობს სტარ­ტა­პე­რი.

ეკა ექ­ვთი­მიშ­ვი­ლი ყვე­ლას ურ­ჩევს, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ნა­ვი­თა­რონ სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბი. "გა­მო­დით კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან, არ შე­გა­ში­ნოთ სირ­თუ­ლე­ებ­მა და დაბ­რკო­ლე­ბებ­მა," - მო­უ­წო­დებს ის დამ­წყებ ბიზ­ნეს­მე­ნებს.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

როგორ აქცია ახალგაზრდა დედამ გემრიელი ჰობი ბიზნესად - სტარტაპი "ტკბილი გალერეა"

როგორ აქცია ახალგაზრდა დედამ გემრიელი ჰობი ბიზნესად - სტარტაპი "ტკბილი გალერეა"

"სადღესასწაულო ტკბილეულის შექმნის იდეა 2 წლის წინ გამიჩნდა, როდესაც მოვინდომე ჩემი ერთი წლის გოგონას პირველი დაბადების დღისათვის რაიმე განსაკუთრებული ტკბილეული მომეძებნა. თუმცა, ადეკვატურ ფასად შეასბამისი მომსახურება ვერ ვიპოვე და გადავწყვიტე, ტკბილეული თავად შემექმნა" - ასე იხსენებს სტარტაპის "ტკბილი გალერეას" შექმნას ახალგაზრდა დედა და სტარტაპერი ეკა ექვთიმიშვილი.

ქართულ ბაზარზე ტკბილეულის დიდი არჩევანია, თუმცა გემრიელი და ლამაზი დესერტის მოძიება ადეკვატურ ფასად საკმაოდ რთულია. სწორედ ამ სეგმენტის შევსება სცადა სტარტაპმა და მისი საქმიანობა საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა. სტარტაპის მთავარ მიზანს სლოგანიც ასახავს: "გემრიელი უნდა იყოს ლამაზი".

"დესერტების მომზადებაში გამოცდილებაც მქონდა. მოვამზადე პრინცესების თემაზე მთლიანი "ქენდი ბარი". მოგვიანებით რამდენიმე ახლობლის ბავშვის იუბილეც გავაფორმე და მალევე დამებადა კითხვა: რატომ არა სხვებისთვის? გვერდი გავაკეთე "ფეისბუქზე", სადაც განვათავსე უკვე გაკეთებული ტკბილეულის ფოტოები და პირველი მომხმარებლებიც გამოჩნდნენ. თემები ძალიან მრავალფეროვანი იყო და ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა" - იხსენებს ეკა.

"ჩვენი პროდუქტის ხარისხი ყოველთვის მაღალია. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ქართული რეალობა, რომ მომხმარებელის გარკვეული ნაწილი ირჩევს შედარებით დაბალფასიან პროდუქციას, თუმცა ჩვენი ორიენტირი ფასი არ არის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ხარისხინი პროდუქციის წარმოებას ხარისხიანი ნედლეული სჭირდება, რომელიც იაფი ნამდვილად არ არის. ამის გარდა ჩვენი პროდუქტი არის უნიკალური თავისი შინაარსით, ამ ტკბილეულით ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი ინდივიდუალიზმი, გაშალოს ფანტაზია და მოიშოროს საზღვრები, ჩვეულებრივი დღეები აქციოს არაჩვეულებრივად და შექმნას ახლებური დღესასწაულის პრეცედენტი ჩვენი დახმარებით, რომლითაც ერთდროულად შეძლებს გააოცოს, გაანებივროს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქოს მისთვის ძვირფას ადამიანებს," - განმარტავს ახალგაზრდა სტარტაპერი.

სტარტაპს წარმატების მიღწევაში მნიშვნელოვნად დაეხმარა "თიბისი ბანკის" პროგრამა "სტარტაპერში" მონაწილეობა. ეკას საწყის ეტაპზე არც საჭირო რაოდენობის თანხა ჰქონდა, რომ ბიზნესი სათანადოდ განევითარებინა.

"პროდუქციის თავდაპირველი გაპიარება და პირველი მომხმარებლების მოძიება ხდებოდა ინტენეტით. ამასობაში გარკვეული თანხების დაგვიგროვდა, თუმცა ბიზნესობიექტის გასახსნელად საკმარისი არ იყო. სწორედ ამ დროს შევიტყვე პროგრამა "სტარტაპერის" შესახებ და ჩავთვალე, რომ ზუსტად ეს იყო ის, რაც ჩემს იდეას უკვე ნამდვილ ბიზნესად აქცევდა და ახალ ჰორიზონტებს დამანახებდა," - ამბობს სტარტაპერი.

ეკა ექვთიმიშვილი ყველას ურჩევს, მაქსიმალურად განავითარონ საკუთარი იდეები. "გამოდით კომფორტის ზონიდან, არ შეგაშინოთ სირთულეებმა და დაბრკოლებებმა," - მოუწოდებს ის დამწყებ ბიზნესმენებს.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი