მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიწისქვეშა გადასასვლელებში ქვეითი პატრული იმოძრავებს
მიწისქვეშა გადასასვლელებში ქვეითი პატრული იმოძრავებს

თბი­ლი­სის მას­შტა­ბით არ­სე­ბულ მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­ში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი და­მონ­ტა­ჟე­ბა, მა­ნამ­დე კი ქვე­ი­თი პატ­რუ­ლი­რე­ბა და­წეს­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან ჯღარ­კა­ვამ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­ში, სკვე­რებ­სა და ბა­ღებ­ში სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის მო­წყო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ლე­ვან ჯღარ­კა­ვას თქმით, ამ ყვე­ლა­ფერს ერ­თი­ან მო­ნი­ტო­რინგს შსს-ს სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი გა­უ­წევს.

"და­ჯა­რი­მე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხია, ამი­ტომ ვფიქ­რობთ, რომ მო­წეს­რი­გე­ბის შემ­დეგ და­წეს­დე­ბა ფე­ხით პატ­რუ­ლი­რე­ბა, ვიდ­რე კა­მე­რებს და­ვა­მონ­ტა­ჟებთ, მერე კი კა­მე­რის პრინ­ცი­პით ვი­მოქ­მე­დებთ. ამას ერ­თი­ან მო­ნი­ტო­რინგს შსს-ს ახ­ლად შექ­მნი­ლი სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი გა­უ­წევს. მათ­თან გვაქვს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და კა­მე­რის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბიც იქი­დან უნდა ავი­ღოთ. თუმ­ცა, პირ­ველ რიგ­ში, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი იქ­ნე­ბა. რო­დის მოხ­დე­ბა ეს, ჯერ ვერ გე­ტყვით, თუმ­ცა შეს­წავ­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბი და­წყე­ბუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და ჯღარ­კა­ვამ.

იხი­ლეთ ვი­დეო

რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად გმირ­თა მო­ე­დან­ზე არ­სე­ბულ მი­წის­ქვე­შა გა­და­სავ­ლელს, რო­მელ­თა და­კავ­ში­რე­ბი­თაც თბი­ლი­სის არ­ჩე­ულ­მა მერ­მა კახა კა­ლა­ძემ "თბილ­სერ­ვის ჯგუფს" მო­წეს­რი­გე­ბა და­ა­ვა­ლა, ჯღა­კა­ვას თქმით, ღა­მის გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მის მონ­ტა­ჟი გუ­შინ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­დაც ნა­ხე­ვარ­ზე მეტ ად­გი­ლას სა­მუ­შაო პრო­ცე­სი დას­რულ­და, მთლი­ა­ნად კი გა­ნა­თე­ბის მონ­ტა­ჟი, ხვა­ლის­თვის დას­რულ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რი­თაც მო­ი­რე­ცხა. რო­გორც ჯღარ­კა­ვამ აღ­ნიშ­ნა, ამ მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მა ად­რეც და­მონ­ტაჟ­და, თუმ­ცა და­ფიქ­სირ­და ვან­და­ლიზ­მის ფაქ­ტი.

"თბი­ლის­ში 55 მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლი გვაქვს, სა­ი­და­ნაც 33 მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ში ფარ­თე­ბი იჯა­რით არის გა­ცე­მუ­ლი. ამას­თან, ასე­ვე არის იმ მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, სა­დაც პრი­ვა­ტი­ზე­ბუ­ლი ფარ­თე­ბია, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით კი, მათ ეკუთ­ვნით თა­ვი­ან­თი ფარ­თე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა და ეს გარ­კვე­ულ სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ებ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. ყო­ველ­თვის პრობ­ლე­მა­ტუ­რი იყო გმირ­თა მო­ედ­ნის მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლი. მას შემ­დეგ, რაც მი­წის­ქვე­შა გა­სას­ვლე­ლე­ბი "თბილ­სერ­ვის ჯგუფს" გა­და­ე­ცა, ორ­ჯერ და­ვა­მონ­ტა­ჟეთ გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მა და ვან­და­ლიზ­მის ფაქ­ტი იმა­ვე დღეს­ვე და­ფიქ­სირ­და. პირ­ვე­ლი, რაც გა­ვა­კე­თეთ, არის ის რომ, რა თქმა უნდა, იწ­მინ­დე­ბო­და და ირე­ცხე­ბო­და. იქ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბი არ არის და გუ­ში­ნაც, რომ მი­ვე­დით, ვნა­ხეთ, უბ­რა­ლოდ, იყო სუ­ნის პრობ­ლე­მა და ვი­ცით, რა მი­ზე­ზებ­ზეა სა­უ­ბა­რი. გმირ­თა მო­ე­დანს ხაზს ვუს­ვამ იმი­ტომ, რომ თით­ქმის ყვე­ლა მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლი, რაც გად­მოგ­ვე­ცა, მას შემ­დეგ გა­ვა­რე­მონ­ტეთ, სა­ი­ჯა­რო ფარ­თე­ბი ვი­საც ჰქონ­და, ის ნა­წი­ლიც. გმირ­თა მო­ედ­ნის მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლი სპე­ცი­ფი­უ­რი იყო იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ იქ გა­ნა­თე­ბის სის­ტე­მის მხრივ ვან­და­ლიზ­მის ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, რა­ზეც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლია. გუ­შინ კი, ცხა­დია, რომ კი­დევ ერთხელ მო­ი­რე­ცხა სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რე­ბით, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას კონ­ტრო­ლის და­წე­სე­ბა სჭირ­დე­ბა. ვგუ­ლის­ხმობ, პატ­რუ­ლი­რე­ბას, კა­მე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბას და ა.შ". - აღ­ნიშ­ნა ჯღარ­კა­ვამ.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, კახა კა­ლა­ძემ "თბილ­სერ­ვის ჯგუფს" მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით 10 დღის ვა­და­ში ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა სთხო­ვა. ლე­ვან ჯღარ­კა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ერ­თი­ან სტრა­ტე­გი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლია.

"ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტი რამ­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რი­ად იყო­ფა. პირ­ველ სტან­დარ­ტში შე­დის მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი, რო­მე­ლიც "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" მოვ­ლა -პატ­რო­ნო­ბა­შია და მო­წეს­რი­გე­ბაც მას ევა­ლე­ბა. მე­ო­რე, არის მე­ი­ჯა­რე­ებ­თან ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხის გა­ყო­ფა და მე­სა­მე - კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი. ამ სამი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვფიქ­რობთ, რომ სტან­დარ­ტი და­ვა­წე­სოთ და ამა­ზე მუ­შა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და ჯღარ­კა­ვამ.

გარ­და ამი­სა, ლე­ვან ჯღარ­კა­ვას თქმით, და­ი­წყე­ბა ე.წ. ქუ­ჩის მო­ხატ­ვის პრო­ცე­სი, ასე­ვე მო­ი­ხა­ტე­ბა ის მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი, რო­მე­ლიც იჯა­რით არ არის გა­და­ცე­მუ­ლი.

"ასე­ვე, ვფიქ­რობთ, რომ და­ვი­წყოთ ე. წ. ქუ­ჩის მო­ხატ­ვა, რო­მე­ლიც "სთრით არ­ტის"" მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაა. ვაკე-სა­ბურ­თა­ლო მო­ხა­ტუ­ლია, ეს ჩვე­ნი პრო­ექ­ტია და ვა­მა­ყობთ, რომ კარ­გი გა­მოგ­ვი­ვი­და. ასე­ვე, ამ მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბის მო­ხატ­ვას "სთრით არ­ტის" დი­ზა­ინ­ში გა­ვაგ­რძე­ლებთ, კერ­ძოდ კი იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც იჯა­რით არ არის გა­და­ცე­მუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა მან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მიწისქვეშა გადასასვლელებში ქვეითი პატრული იმოძრავებს

მიწისქვეშა გადასასვლელებში ქვეითი პატრული იმოძრავებს

თბილისის მასშტაბით არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში უახლოეს მომავალში სათვალთვალო კამერები დამონტაჟება, მანამდე კი ქვეითი პატრულირება დაწესდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განუცხადა.

მისი თქმით, შემუშავებულია სპეციალური პროექტი, რომელიც მთლიანად დედაქალაქში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში, სკვერებსა და ბაღებში სათვალთვალო კამერის მოწყობას ითვალისწინებს. ლევან ჯღარკავას თქმით, ამ ყველაფერს ერთიან მონიტორინგს შსს-ს სპეციალიზირებული დეპარტამენტი გაუწევს.

"დაჯარიმება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მოწესრიგების შემდეგ დაწესდება ფეხით პატრულირება, ვიდრე კამერებს დავამონტაჟებთ, მერე კი კამერის პრინციპით ვიმოქმედებთ. ამას ერთიან მონიტორინგს შსს-ს ახლად შექმნილი სპეციალიზირებული დეპარტამენტი გაუწევს. მათთან გვაქვს კონსულტაციები და კამერის მახასიათებლებიც იქიდან უნდა ავიღოთ. თუმცა, პირველ რიგში, პრიორიტეტული მიწისქვეშა გადასასვლელები იქნება. როდის მოხდება ეს, ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა შესწავლის პროცედურები დაწყებულია", - განაცხადა ჯღარკავამ.

იხილეთ ვიდეო

რაც შეეხება კონკრეტულად გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასავლელს, რომელთა დაკავშირებითაც თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ "თბილსერვის ჯგუფს" მოწესრიგება დაავალა, ჯღაკავას თქმით, ღამის განათების სისტემის მონტაჟი გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ნახევარზე მეტ ადგილას სამუშაო პროცესი დასრულდა, მთლიანად კი განათების მონტაჟი, ხვალისთვის დასრულდება. მისივე თქმით, მიწისქვეშა გადასასვლელი სპეციალური ხსნარითაც მოირეცხა. როგორც ჯღარკავამ აღნიშნა, ამ მიწისქვეშა გადასასვლელში განათების სისტემა ადრეც დამონტაჟდა, თუმცა დაფიქსირდა ვანდალიზმის ფაქტი.

"თბილისში 55 მიწისქვეშა გადასასვლელი გვაქვს, საიდანაც 33 მიწისქვეშა გადასასვლეში ფართები იჯარით არის გაცემული. ამასთან, ასევე არის იმ მიწისქვეშა გადასასვლელთა რაოდენობა, სადაც პრივატიზებული ფართებია, კანონმდებლობით კი, მათ ეკუთვნით თავიანთი ფართების მოწესრიგება და ეს გარკვეულ საჯარიმო სანქციებსაც ითვალისწინებს. ყოველთვის პრობლემატური იყო გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი. მას შემდეგ, რაც მიწისქვეშა გასასვლელები "თბილსერვის ჯგუფს" გადაეცა, ორჯერ დავამონტაჟეთ განათების სისტემა და ვანდალიზმის ფაქტი იმავე დღესვე დაფიქსირდა. პირველი, რაც გავაკეთეთ, არის ის რომ, რა თქმა უნდა, იწმინდებოდა და ირეცხებოდა. იქ საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ არის და გუშინაც, რომ მივედით, ვნახეთ, უბრალოდ, იყო სუნის პრობლემა და ვიცით, რა მიზეზებზეა საუბარი. გმირთა მოედანს ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ თითქმის ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი, რაც გადმოგვეცა, მას შემდეგ გავარემონტეთ, საიჯარო ფართები ვისაც ჰქონდა, ის ნაწილიც. გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი სპეციფიური იყო იქიდან გამომდინარე, რომ იქ განათების სისტემის მხრივ ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა, რაზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრულია. გუშინ კი, ცხადია, რომ კიდევ ერთხელ მოირეცხა სპეციალური ხსნარებით, თუმცა საბოლოოდ პრობლემის მოგვარებას კონტროლის დაწესება სჭირდება. ვგულისხმობ, პატრულირებას, კამერების დამონტაჟებას და ა.შ". - აღნიშნა ჯღარკავამ.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, კახა კალაძემ "თბილსერვის ჯგუფს" მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით 10 დღის ვადაში ერთიანი სტრატეგიის შემუშავება სთხოვა. ლევან ჯღარკავას ინფორმაციით, ამ ერთიან სტრატეგიაზე მუშაობა დაწყებულია.

"ერთიანი სტანდარტი რამდენიმე კატეგორიად იყოფა. პირველ სტანდარტში შედის მიწისქვეშა გადასასვლელები, რომელიც "თბილსერვის ჯგუფის" მოვლა -პატრონობაშია და მოწესრიგებაც მას ევალება. მეორე, არის მეიჯარეებთან ვალდებულებების საკითხის გაყოფა და მესამე - კომერციული ფართები. ამ სამი მიმართულებით ვფიქრობთ, რომ სტანდარტი დავაწესოთ და ამაზე მუშაობა დაწყებულია", - განაცხადა ჯღარკავამ.

გარდა ამისა, ლევან ჯღარკავას თქმით, დაიწყება ე.წ. ქუჩის მოხატვის პროცესი, ასევე მოიხატება ის მიწისქვეშა გადასასვლელები, რომელიც იჯარით არ არის გადაცემული.

"ასევე, ვფიქრობთ, რომ დავიწყოთ ე. წ. ქუჩის მოხატვა, რომელიც "სთრით არტის"" მიმდინარეობაა. ვაკე-საბურთალო მოხატულია, ეს ჩვენი პროექტია და ვამაყობთ, რომ კარგი გამოგვივიდა. ასევე, ამ მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვას "სთრით არტის" დიზაინში გავაგრძელებთ, კერძოდ კი იმ ნაწილს, რომელიც იჯარით არ არის გადაცემული", - აღნიშნა მან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი