Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - ადვოკატი
"მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - ადვოკატი

"მე­გის ქარ­და­ვა ნა­ცე­მია და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა" - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ქარ­და­ვას ქარ­თველ­მა ად­ვო­კატ­მა მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა, უკ­რა­ი­ნელ ად­ვო­კატ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მე­გის ქარ­და­ვა უკ­რა­ი­ნის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­მარ­თულ პრო­ცეს­ზე ვერ გა­მო­ცხად­და, რის მი­ზე­ზა­დაც მის­მა ად­ვო­კატ­მა სწო­რედ ქარ­და­ვას­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"პრო­ცეს­ზე უკ­რა­ი­ნელ­მა ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მე­გის ქარ­და­ვა არის ნა­ცე­მი. კერ­ძოდ აღ­ნიშ­ნა, რომ მას დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში მო­თავ­სე­ბამ­დე გა­უს­წორ­დნენ და აღე­ნიშ­ნე­ბა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­ხის არე­ში. და­ზუს­ტე­ბით ამ ეტაპ­ზე არ იცი­ან, თუ ვინ სცე­მა. მე­გის ქარ­და­ვა პრო­ცეს­ზე ვერ მი­ვი­და და ცი­ხი­დან ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­ერ­თო. მას სა­სა­მარ­თლო­ზე ჩარ­თვი­სას უთ­ქვამს, რომ მის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას მე­გის ქარ­და­ვას უკ­რა­ი­ნელ­მა ად­ვო­კატ­მა, მი­ხე­ილ ლო­ტოც­კიმ გა­ნა­ცხა­და, რომ მე­გის ქარ­და­ვა "ნა­ცე­მი იყო და­კა­ვე­ბამ­დე და მას დარ­ჩა ამ ცე­მის კვა­ლი".

"ის არ უცე­მი­ათ და­კა­ვე­ბი­სას ან იზო­ლა­ტორ­ში ყოფ­ნი­სას. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ის ნა­ცე­მი იყო და­კა­ვე­ბამ­დე, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე თუ ვინ ცემა, არ ვფლობ და თვი­თონ მე­გის ქარ­და­ვა არ ამ­ბობს", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ლო­ტოც­კიმ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რა­ტომ არ ეს­წრე­ბო­და ქარ­და­ვა სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს, ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, შე­სა­ბა­მი­სი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მო­სა­მარ­თლეს დაც­ვის მხა­რემ ქარ­და­ვას უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­მარ­თა.

"ივა­ნო-ფრან­კოვ­სკის ოლ­ქის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გუ­შინ სხდო­მა გა­ი­მარ­თა. სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში და­ტო­ვა ქვემ­დგო­მი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­გის ქარ­და­ვას­თვის 40-დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მე­გის ქარ­და­ვა აღ­ნიშ­ნულ სხდო­მა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან ჩვენ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მივ­მარ­თეთ სა­სა­მარ­თლოს, რომ მე­გის ქარ­და­ვას იზო­ლა­ტო­რი არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამი­ტო­მაც ვი­დეო-კონ­ფე­რენ­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და მას­თან და­კავ­ში­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ქარ­და­ვას უკ­რა­ი­ნელ­მა ად­ვო­კატ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - ადვოკატი

"მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - ადვოკატი

"მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქარდავას ქართველმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა, უკრაინელ ადვოკატზე დაყრდნობით განუცხადა.

როგორც ველიჯანაშვილმა აღნიშნა, მეგის ქარდავა უკრაინის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე ვერ გამოცხადდა, რის მიზეზადაც მისმა ადვოკატმა სწორედ ქარდავასთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებები დაასახელა.

იხილეთ ვიდეო

"პროცესზე უკრაინელმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მეგის ქარდავა არის ნაცემი. კერძოდ აღნიშნა, რომ მას დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე გაუსწორდნენ და აღენიშნება დაზიანებები სახის არეში. დაზუსტებით ამ ეტაპზე არ იციან, თუ ვინ სცემა. მეგის ქარდავა პროცესზე ვერ მივიდა და ციხიდან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ჩაერთო. მას სასამართლოზე ჩართვისას უთქვამს, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება", - განაცხადა ველიჯანაშვილმა.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მეგის ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა, მიხეილ ლოტოცკიმ განაცხადა, რომ მეგის ქარდავა "ნაცემი იყო დაკავებამდე და მას დარჩა ამ ცემის კვალი".

"ის არ უცემიათ დაკავებისას ან იზოლატორში ყოფნისას. როგორც აღვნიშნე, ის ნაცემი იყო დაკავებამდე, თუმცა ინფორმაციას იმის თაობაზე თუ ვინ ცემა, არ ვფლობ და თვითონ მეგის ქარდავა არ ამბობს", - განაცხადა მიხეილ ლოტოცკიმ.

რაც შეეხება იმას, რატომ არ ესწრებოდა ქარდავა სასამართლო პროცესს, ადვოკატის განმარტებით, შესაბამისი შუამდგომლობით მოსამართლეს დაცვის მხარემ ქარდავას უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიმართა.

"ივანო-ფრანკოვსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოში გუშინ სხდომა გაიმართა. სასამართლომ ძალაში დატოვა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება მეგის ქარდავასთვის 40-დღიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.

მეგის ქარდავა აღნიშნულ სხდომაზე არ იმყოფებოდა, ვინაიდან ჩვენ შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს, რომ მეგის ქარდავას იზოლატორი არ დაეტოვებინა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. ამიტომაც ვიდეო-კონფერენციის მეშვეობით მოხდა მასთან დაკავშირება", - აღნიშნა ქარდავას უკრაინელმა ადვოკატმა.

"ინტერპრესნიუსი"