კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბერძნეთში დაკავებულ ქართველებზე, რომელთაც თაღლითობა და ძარცვა ედებათ ბრალად, საელჩო განცხადებას ავრცელებს
საბერძნეთში დაკავებულ ქართველებზე, რომელთაც თაღლითობა და ძარცვა ედებათ ბრალად, საელჩო განცხადებას ავრცელებს

სა­ბერ­ძნე­თი­სა და სერ­ბე­თის რეს­პუბ­ლი­კებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი იო­სებ ნა­ნო­ბაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბერ­ძნეთ­ში თაღ­ლი­თო­ბი­სა და ძარ­ცვის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა ბრა­ლი არ მოხ­სნი­ათ.

უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ელჩი სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რებ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სად­მი მო­რიგ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.

"სა­ბერ­ძნე­თის სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­დე­გად, სა­ელ­ჩოს აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე ქალ­ბა­ტო­ნი, რომ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი წუ­ხილს გა­მოთ­ქვამ­და, მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სამ­დეა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა ბრა­ლი არ მოხ­სნი­ათ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს სა­კონ­სუ­ლო სამ­სა­ხურ­მა შეს­თა­ვა­ზა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შეხ­ვედ­რა და მათი სა­კი­თხის დე­ტა­ლუ­რად გან­ხილ­ვა, ვე­ლით მათ­გან შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას და კვლავ მზად ვართ შეხ­ვედ­რი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში დახ­მა­რე­ბის­თვის.

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სამი ქალ­ბა­ტო­ნის ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან და ამ პი­რე­ბის, ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ჩა­დე­ნილ, სხვა და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, გაც­ნო­ბებთ, რომ სა­ბერ­ძნე­თის შს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში უზუს­ტო­ბე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა, შეც­დო­მე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­სას ზო­გი­ერ­თი ბერ­ძნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო მათ­თან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ხარ­ვე­ზე­ბის გამ­სო­წო­რე­ბის მიზ­ნით", - ნათ­ქვა­მია იო­სებ ნა­ნო­ბაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­ში.

სა­ბერ­ძნეთ­ში თაღ­ლი­თო­ბი­სა და ძარ­ცვის ბრალ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს 8 მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის სამი ქალი. ბერ­ძნულ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ათე­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბი, სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბად ასა­ღებ­დნენ თავს და მო­ხუ­ცი ადა­მი­ა­ნე­ბის სახ­ლებ­ში შე­დი­ოდ­ნენ, შემ­დეგ კი ამ სახ­ლებს ძარ­ცვავ­დნენ.

წა­ი­კი­თხეთ:

სა­ბერ­ძნეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი 8 ქარ­თვე­ლი­დან ერთ-ერთი, 19 წლის ანა­ნო ხერ­ხა­ძე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს - რას აცხა­დებს ოჯა­ხი

ბერ­ძნუ­ლი მე­დია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს, რომ­ლებ­საც 85 წლის ქა­ლის ცე­მა­სა და უთო­თი წა­მე­ბა­ში ედე­ბათ ბრა­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

საბერძნეთში დაკავებულ ქართველებზე, რომელთაც თაღლითობა და ძარცვა ედებათ ბრალად, საელჩო განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში დაკავებულ ქართველებზე, რომელთაც თაღლითობა და ძარცვა ედებათ ბრალად, საელჩო განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, საბერძნეთში თაღლითობისა და ძარცვის ბრალდებით დაკავებული, საქართველოს 3 მოქალაქე სასამართლო პროცესამდე გათავისუფლებულია, თუმცა ბრალი არ მოხსნიათ.

უკანასკნელ პერიოდში საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით ელჩი საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისადმი მორიგ მიმართვას ავრცელებს.

"საბერძნეთის სამართალდამცავ სტრუქტურებთან ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად, საელჩოს აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოს 3 მოქალაქე ქალბატონი, რომლებთან დაკავშირებითაც ქართული დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი წუხილს გამოთქვამდა, მხოლოდ სასამართლო პროცესამდეა გათავისუფლებული, თუმცა ბრალი არ მოხსნიათ. საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურმა შესთავაზა საქართველოს მოქალაქეებს შეხვედრა და მათი საკითხის დეტალურად განხილვა, ველით მათგან შესაბამის რეაგირებას და კვლავ მზად ვართ შეხვედრისა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებისთვის.

ზემოხსენებული სამი ქალბატონის ფოტოების გავრცელებასთან და ამ პირების, ამავე პერიოდში ჩადენილ, სხვა დანაშაულთან დაკავშირების თაობაზე, გაცნობებთ, რომ საბერძნეთის შს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში უზუსტობები არ აღმოჩნდა, შეცდომები დაშვებულია ინფორმაციის გავრცელებისას ზოგიერთი ბერძნული სააგენტოს მიერ და საქართველოს საელჩო მათთან აქტიურად მუშაობს ხარვეზების გამსოწორების მიზნით", - ნათქვამია იოსებ ნანობაშვილის მიმართვაში.

საბერძნეთში თაღლითობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის სამი ქალი. ბერძნულ მედიაში გამოქვეყნდა ათენის პროკურატურის მიერ გავრცელებული, დაკავებულების ფოტოები, სახელები და გვარები. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებად ასაღებდნენ თავს და მოხუცი ადამიანების სახლებში შედიოდნენ, შემდეგ კი ამ სახლებს ძარცვავდნენ.

წაიკითხეთ:

საბერძნეთში დაკავებული 8 ქართველიდან ერთ-ერთი, 19 წლის ანანო ხერხაძე გაათავისუფლეს - რას აცხადებს ოჯახი

ბერძნული მედია საქართველოს მოქალაქეების ფოტოებს ავრცელებს, რომლებსაც 85 წლის ქალის ცემასა და უთოთი წამებაში ედებათ ბრალი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"