პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯარჯი წიკლაური - გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, რომ სააკაშვილი პატარკაციშვილს ძალის გამოყენებით დაემუქრა, თუ ის "იმედს" ნებაყოფლობით არ დათმობდა
ჯარჯი წიკლაური - გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, რომ სააკაშვილი პატარკაციშვილს ძალის გამოყენებით დაემუქრა, თუ ის "იმედს" ნებაყოფლობით არ დათმობდა

პრო­კუ­რორ ჯარ­ჯი წიკ­ლა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბას აქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ჰყავს მოწ­მე­ე­ბი, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს და­ე­მუქ­რა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, თუ ის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით არ დათ­მობ­და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს", - ამის შე­სა­ხებ წიკ­ლა­ურ­მა რა­დიო "პა­ლიტ­რის" გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" გა­ნა­ცხა­და.

პრო­კუ­რორ­მა 7 ნო­ემ­ბერს, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" შეჭ­რის და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის­თვის ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვის საქ­მე­ზე ისა­უბ­რა, რო­მელ­ზეც ბრა­ლი რამ­დე­ნი­მე ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს, მათ შო­რის ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ყო­ფილ შს მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს, ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს, თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­სა და დე­და­ქა­ლა­ქის ყო­ფილ მერს გიგი უგუ­ლა­ვას აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი.

ჯარ­ჯი წიკ­ლა­უ­რის თქმით, საქ­მე­ე­ბი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია, კომ­პლექ­სუ­რია და სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა გარ­კვე­ულ დროს მო­ი­თხოვს. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, საქ­მე­ში არის და­ახ­ლო­ე­ბით 300-მდე მოწ­მე, რო­მელ­თა­გან ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ 60-ია და­კი­თხუ­ლი. წიკ­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, იმ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კა შეც­ვლი­ლი­ყო, რად­გან არხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის არა­სა­სურ­ველ სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კას ატა­რებ­და.

"თა­ვის დრო­ზე რკი­ნიგ­ზა­საც სთა­ვა­ზობ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პა­ტარ­კა­ციშ­ვილს "იმე­დის" სა­ნაც­ვლოდ. პირ­და­პირ მუ­ქა­რაც კი შე­უთ­ვა­ლა იმ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს, რომ თუ ტე­ლე­ვი­ზი­ას არ დათ­მობ­და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით, მა­შინ ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბით მოხ­დე­ბო­და ტე­ლე­ვი­ზი­ის წარ­თმე­ვა და ეს მოხ­და კი­დეც პრაქ­ტი­კუ­ლად 7 ნო­ემ­ბერს. ჩვენ ამ ფაქ­ტის პირ­და­პი­რი მოწ­მე­ე­ბი გვყავს, რომ­ლე­ბიც და­ი­კი­თხე­ბი­ან სა­სა­მარ­თლო­ში. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ფაქ­ტე­ბით, რომ "ტე­ლე­ი­მედ­ში" შე­იჭ­რა ყვე­ლა ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბა, რო­მე­ლიც კი არ­სე­ბობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს იყო შსს-ს კუდ-ის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი, სოდ-ის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი, კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­მარ­თვე­ლო, ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის სპეც­რაზ­მი, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი, მათ შო­რის. ეს მოვ­ლე­ნე­ბი იმარ­თე­ბო­და ე.წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბი­დან, სა­დაც შეკ­რე­ბი­ლე­ბი იყ­ვნენ შს მი­ნის­ტრი ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი. ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი მოწ­მე­ე­ბის მიერ. ბრძა­ნე­ბა "ტე­ლე­ი­მე­დის" ამ ფორ­მით დარ­ბე­ვი­სა, რა თქმა უნდა, გა­ცე­მუ­ლი იყო იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ. ჩვენ სა­სა­მარ­თლო­ში დავ­კი­თხავთ თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს, ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ნო­ღა­დელს და ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რე ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს", - გა­ნა­ცხა­და ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა.

ამას­თან, პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვა 4 ნო­ემ­ბერს და­ი­გეგ­მა და კონ­კრე­ტულ ჯგუ­ფებს ჰქონ­დათ ბრძა­ნე­ბა, რომ მო­მი­ტინ­გე­ებს სას­ტი­კად მოქ­ცე­ოდ­ნენ.

"4 ნო­ემ­ბერს შსს-ში გა­ი­მარ­თა თათ­ბი­რი, სა­დაც იმ­ჟა­მინ­დელ­მა შს მი­ნის­ტრმა გას­ცა მი­თი­თე­ბა, რომ უნდა მომ­ხდა­რი­ყო მო­მი­ტინ­გე­თა ცემა იმგვა­რად, რომ ფეხ­ზე დიდ­ხანს ვერ დამ­დგა­რიყ­ვნენ. ამას არა­ერ­თი მოწ­მე ჰყავს და ამ ფაქტს ადას­ტუ­რებს. ამ ფორ­მით უნდა ჩახ­შო­ბი­ლი­ყო საპ­რო­ტე­სო მუხ­ტი. ეს მი­თი­თე­ბა ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად შე­ას­რუ­ლეს და­ვით ახა­ლა­ი­ამ და მის­და­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ­მა სა­დამ­სჯე­ლო რაზ­მებ­მა", - გა­ნა­ცხა­და ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ჯარჯი წიკლაური - გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, რომ სააკაშვილი პატარკაციშვილს ძალის გამოყენებით დაემუქრა, თუ ის "იმედს" ნებაყოფლობით არ დათმობდა

ჯარჯი წიკლაური - გამოძიებას აქვს მტკიცებულებები, რომ სააკაშვილი პატარკაციშვილს ძალის გამოყენებით დაემუქრა, თუ ის "იმედს" ნებაყოფლობით არ დათმობდა

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, გამოძიებას აქვს მტკიცებულებები და ჰყავს მოწმეები, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს დაემუქრა ძალის გამოყენებით, თუ ის ნებაყოფლობით არ დათმობდა ტელეკომპანია "იმედს", - ამის შესახებ წიკლაურმა რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

პროკურორმა 7 ნოემბერს, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის და ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების წართმევის საქმეზე ისაუბრა, რომელზეც ბრალი რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსა და დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას აქვს წაყენებული.

ჯარჯი წიკლაურის თქმით, საქმეები გაერთიანებულია, კომპლექსურია და სასამართლო განხილვების ბოლომდე მიყვანა გარკვეულ დროს მოითხოვს. როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმეში არის დაახლოებით 300-მდე მოწმე, რომელთაგან ამ ეტაპზე მხოლოდ 60-ია დაკითხული. წიკლაურის განცხადებით, იმჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებული იყო, რომ ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო პოლიტიკა შეცვლილიყო, რადგან არხი ხელისუფლებისთვის არასასურველ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა.

"თავის დროზე რკინიგზასაც სთავაზობდა ხელისუფლება პატარკაციშვილს "იმედის" სანაცვლოდ. პირდაპირ მუქარაც კი შეუთვალა იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილს, რომ თუ ტელევიზიას არ დათმობდა ნებაყოფლობით, მაშინ ძალადობრივი მეთოდებით მოხდებოდა ტელევიზიის წართმევა და ეს მოხდა კიდეც პრაქტიკულად 7 ნოემბერს. ჩვენ ამ ფაქტის პირდაპირი მოწმეები გვყავს, რომლებიც დაიკითხებიან სასამართლოში. დადასტურებულია ფაქტებით, რომ "ტელეიმედში" შეიჭრა ყველა ძალოვანი უწყება, რომელიც კი არსებობდა საქართველოში. ეს იყო შსს-ს კუდ-ის ქვედანაყოფები, სოდ-ის ქვედანაყოფები, კონტრდაზვერვის სამმართველო, ფინანსური პოლიციის სპეცრაზმი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები, მათ შორის. ეს მოვლენები იმართებოდა ე.წ. მოდულის შენობიდან, სადაც შეკრებილები იყვნენ შს მინისტრი ივანე მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. ეს დადასტურებულია კონკრეტული მოწმეების მიერ. ბრძანება "ტელეიმედის" ამ ფორმით დარბევისა, რა თქმა უნდა, გაცემული იყო იმჟამინდელი პრეზიდენტის მიერ. ჩვენ სასამართლოში დავკითხავთ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღადელს და ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

ამასთან, პროკურორმა აღნიშნა, რომ 7 ნოემბრის დარბევა 4 ნოემბერს დაიგეგმა და კონკრეტულ ჯგუფებს ჰქონდათ ბრძანება, რომ მომიტინგეებს სასტიკად მოქცეოდნენ.

"4 ნოემბერს შსს-ში გაიმართა თათბირი, სადაც იმჟამინდელმა შს მინისტრმა გასცა მითითება, რომ უნდა მომხდარიყო მომიტინგეთა ცემა იმგვარად, რომ ფეხზე დიდხანს ვერ დამდგარიყვნენ. ამას არაერთი მოწმე ჰყავს და ამ ფაქტს ადასტურებს. ამ ფორმით უნდა ჩახშობილიყო საპროტესო მუხტი. ეს მითითება ზედმიწევნით კარგად შეასრულეს დავით ახალაიამ და მისდამი დაქვემდებარებულმა სადამსჯელო რაზმებმა", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ