პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოეტის სახლში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
პოეტის სახლში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე, პო­ე­ტის სახ­ლში ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობს. პო­ე­ტის ოჯახს მისი კო­ლე­გე­ბი, პო­ე­ტე­ბი, პუბ­ლი­ცის­ტე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უსამ­ძიმ­რე­ბენ.

მათი გან­ცხა­დე­ბით, ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი იყო ერის ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის და­ნაკ­ლის­საც თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე იგ­რძნობს. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი, გარ­და მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­სა, გა­მო­ირ­ჩე­ო­და პატ­რი­ო­ტიზ­მით და ადა­მი­ან­თა მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით.

"ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი მარ­თლაც იყო ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­აკ­ლდა მთელ ერს, სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს. გავ­კად­ნი­ერ­დე­ბი და გე­ტყვით, რომ მე მქონ­და ბედ­ნი­ე­რი წლე­ბი, რო­დე­საც მას­თან მქონ­და შე­ხე­ბა. მეც და დე­და­ჩე­მიც მის ლექ­სებ­ზე და­წე­რილ ძა­ლი­ან ბევრ სიმ­ღე­რას ვას­რუ­ლებთ. ვი­ზი­ა­რებ ბა­ტონ ჯან­სუ­ღის ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას", - აღ­ნიშ­ნა მომ­ღე­რალ­მა ეკა მა­მა­ლა­ძემ.

პა­ნაშ­ვიდ­ზე ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნის აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ როლ­ზე სა­უბ­რო­ბენ და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი არა­ერ­თი თა­ო­ბის­თვის მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნი იყო. "სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვენ წარ­სულ­ში გვი­წევს ამ ადა­მი­ან­ზე სა­უ­ბა­რი. ბა­ტო­ნი ჯან­სუ­ღი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სით თა­ო­ბე­ბის­თვის მი­სა­ბა­ძი ადა­მი­ა­ნი იყო. ვუ­სამ­ძიმ­რებ რო­გორც ბა­ტონ ჯან­სუ­ღის ოჯახს, ასე­ვე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ასე­თი ერის­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძემ.

თე­ატრთმცოდ­ნე დოდო ხურ­ცი­ლა­ვას თქმით, ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი იმ ადა­მი­ან­თა კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, რო­მელ­ზეც მუდ­მი­ვად შე­იძ­ლე­ბა ისა­უბ­რო ისე, რო­გორც ცო­ცხალ ადა­მი­ან­ზე. "მე პი­რა­დად ბა­ტონ ჯან­სუღ­თან შეხ­ვედ­რა არ მქო­ნია. თუმ­ცა, ამას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რად­გან ის იყო სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლია და, ზო­გა­დად, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­ზეც წარ­სულ­ში ვერ ისა­უბ­რებ. ისი­ნი მუდ­მი­ვად ცო­ცხლე­ბი რჩე­ბი­ან. ბა­ტო­ნი ჯან­სუ­ღიც ასე­თი ადა­მი­ა­ნია. მას­ზე მუ­დამ შე­იძ­ლე­ბა ისა­უბ­რო ისე, რო­გორც ცო­ცხალ ადა­მი­ან­ზე", - აღ­ნიშ­ნა დოდო ხურ­ცი­ლა­ვამ.

პო­ე­ტი ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ჯან­სუღ ჩარ­კვი­ანს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია, ასე­ვე შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია, შალ­ვა და­დი­ა­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია, არის ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი და თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

პოეტის სახლში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

პოეტის სახლში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

პეკინის ქუჩაზე, პოეტის სახლში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პოეტის ოჯახს მისი კოლეგები, პოეტები, პუბლიცისტები, მომღერლები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები უსამძიმრებენ.

მათი განცხადებით, ჯანსუღ ჩარკვიანი იყო ერის ადამიანი, რომლის დანაკლისსაც თითოეული მოქალაქე იგრძნობს. მათივე განცხადებით, ჯანსუღ ჩარკვიანი, გარდა მისი შემოქმედებისა, გამოირჩეოდა პატრიოტიზმით და ადამიანთა მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით.

"ჯანსუღ ჩარკვიანი მართლაც იყო ის ადამიანი, რომელიც დააკლდა მთელ ერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. გავკადნიერდები და გეტყვით, რომ მე მქონდა ბედნიერი წლები, როდესაც მასთან მქონდა შეხება. მეც და დედაჩემიც მის ლექსებზე დაწერილ ძალიან ბევრ სიმღერას ვასრულებთ. ვიზიარებ ბატონ ჯანსუღის ოჯახის მწუხარებას", - აღნიშნა მომღერალმა ეკა მამალაძემ.

პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ჯანსუღ ჩარკვიანის აქტიურ მოქალაქეობრივ როლზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ჯანსუღ ჩარკვიანი არაერთი თაობისთვის მისაბაძი ადამიანი იყო. "სამწუხაროა, რომ ჩვენ წარსულში გვიწევს ამ ადამიანზე საუბარი. ბატონი ჯანსუღი თავისი ცხოვრების წესით თაობებისთვის მისაბაძი ადამიანი იყო. ვუსამძიმრებ როგორც ბატონ ჯანსუღის ოჯახს, ასევე სრულიად საქართველოს ასეთი ერისკაცის გარდაცვალების გამო", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

თეატრთმცოდნე დოდო ხურცილავას თქმით, ჯანსუღ ჩარკვიანი იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელზეც მუდმივად შეიძლება ისაუბრო ისე, როგორც ცოცხალ ადამიანზე. "მე პირადად ბატონ ჯანსუღთან შეხვედრა არ მქონია. თუმცა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ის იყო საოცარი ადამიანი. მისი შემოქმედება ნამდვილად გამორჩეულია და, ზოგადად, არსებობენ ადამიანები, რომელზეც წარსულში ვერ ისაუბრებ. ისინი მუდმივად ცოცხლები რჩებიან. ბატონი ჯანსუღიც ასეთი ადამიანია. მასზე მუდამ შეიძლება ისაუბრო ისე, როგორც ცოცხალ ადამიანზე", - აღნიშნა დოდო ხურცილავამ.

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯანსუღ ჩარკვიანს მინიჭებული აქვს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, ასევე შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია, შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია, არის ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი