სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინგლისური რეპით - სწავლების უჩვეულო მეთოდი მასწავლებლისგან, რომელიც ქართველმა მსმენელმა ერთი სიმღერით შეიყვარა
ინგლისური რეპით - სწავლების უჩვეულო მეთოდი მასწავლებლისგან, რომელიც ქართველმა მსმენელმა ერთი სიმღერით შეიყვარა

2Pac-ის კომ­პო­ზი­ცი­ა­ზე 186-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა, 10 წუთ­ში რამ­დე­ნი­მე არა­წე­სი­ე­რი ზმნა და წარ­სუ­ლი დრო ის­წავ­ლეს. ბავ­შვე­ბი უკვე მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან ამას, როცა მას­წავ­ლე­ბე­ლი რე­პავს და ისი­ნი იმე­ო­რე­ბენ. ინ­გლი­სუ­რის პე­და­გო­გის, და­რე­ჯან გუ­რა­საშ­ვი­ლის ერთ-ერთი ასე­თი გაკ­ვე­თი­ლი, ვი­დე­ოს სა­ხით ინ­ტერ­ნეტ­ში მოხ­ვდა და რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ინ­ტერ­ნე­ტ­ჰი­ტად იქცა...

სწავ­ლე­ბის ამ მე­თოდს ქალ­ბა­ტონ­მა და­რე­ჯან­მა რამ­დე­ნი­მე წლის წინ მი­აგ­ნო და მი­იჩ­ნევს, რომ უცხო ენის მარ­ტი­ვად ათ­ვი­სე­ბა­ში პა­ტა­რებს სე­რი­ო­ზუ­ლად ეხ­მა­რე­ბა.

"20 წელ­ზე მე­ტია სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი საქ­მე და ვფიქ­რობ, ზუს­ტად აქ არის ჩემი ად­გი­ლი. მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­თი­ფი­კა­ტო გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბით სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­ში აღ­მოვ­ჩნდი, ვი­ყა­ვი მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ და ამე­რი­კის სა­ელ­ჩომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გამ­გზავ­ნა, სა­დაც უდი­დე­სი პე­და­გო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. მყავს საკ­მა­ოდ ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე. ისი­ნი ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხვა ოლიმ­პი­ა­და­ში და საპ­რი­ზო ად­გი­ლებს იკა­ვე­ბენ. ჩემი პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის მა­ძილ­ზე უკვე 5 მოს­წავ­ლე იყო გაგ­ზავ­ნი­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მო­მა­ვალ ლი­დერ­თა გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით (FLEX)," - გვიყ­ვე­ბა და­რე­ჯან გუ­რა­საშ­ვი­ლი, რომ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი წე­სია, მუდ­მი­ვად სი­ახ­ლის ძი­ე­ბა და ამ სი­ახ­ლე­ე­ბის პრაქ­ტი­კა­ში და­ნერგვა.

მას ყო­ველ­თვის უნ­დო­და, სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ხა­ლი­სო ყო­ფი­ლი­ყო, რის­თვი­საც გა­მუდ­მე­ბით ეძებ­და გზებს.

- დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია რე­პერ თუ­ფა­ქის მე­ლო­დი­ა­ზე ინ­გლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლის თქვენ­მა ახალ­მა მე­თოდ­მა. სა­ი­დან მო­ვი­და ეს იდეა?

- სწავ­ლე­ბის ეს მე­თო­დი საკ­მა­ოდ დიდი ხნის წინ შთა­მა­გო­ნა კა­რო­ლინ გრე­ჰე­მის წიგნ­მა "Jazz Chants", რო­მელ­მაც ჩემ­ზე უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ეს გახ­ლავთ მე­თო­დი, რო­მე­ლიც შე­აძ­ლე­ბი­ნებს ნე­ბის­მი­ერ მას­წავ­ლე­ბელს, შე­ას­წავ­ლოს ინ­გლი­სუ­რი ენა მარ­ტი­ვად და სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში. მი­მაჩ­ნია, რომ მოს­წავ­ლის­თვის ინ­გლი­სუ­რი ენის გრა­მა­ტი­კის მხო­ლოდ წე­სე­ბის და­ზე­პი­რე­ბი­თა და სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის წე­რით შეს­წავ­ლა მო­სა­წყე­ნია, ხოლო ამ მე­თო­დის დახ­მა­რე­ბით, კერ­ძოდ, რით­მი­სა და მე­ლო­დი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, ბავ­შვი მე­ქა­ნი­კუ­რად ყვე­ლა გრა­მა­ტი­კულ და ლექ­სი­კურ ერ­თე­ულს იმახ­სოვ­რებს და უცხო ენა­ზე სა­უ­ბარს ბუ­ნებ­რი­ვად იწყებს.

გა­ვიხ­სე­ნებ ერთ შემ­თხვე­ვას, რო­დე­საც მე­ექ­ვსე კლას­ში, გაკ­ვე­თი­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე დარ­ჩე­ნილ რამ­დე­ნი­მე თა­ვი­სუ­ფალ წუთ­ში, და­გეგ­მი­ლი მქონ­და მათ­თვის ზედ­სარ­თა­ვი სა­ხე­ლე­ბის ხა­რის­ხებ­ზე ერთ-ერთი საკ­მა­ოდ მე­ლო­დი­უ­რი სიმ­ღე­რა მეს­წავ­ლე­ბი­ნა. რო­დე­საც სიმ­ღე­რა მო­ვას­მე­ნი­ნე, ვიგ­რძე­ნი, რომ მან ბავ­შვებ­ში დიდი ინ­ტე­რე­სი არ გა­მო­იწ­ვია. რა­ღაც უნდა შე­მეც­ვა­ლა, რომ მათი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­მეწ­ვია. სიმ­ღე­რას მე­ლო­დია მოვხსე­ნი. ტექ­სტი რე­პის სტილ­ში გავ­რით­მე და ბავ­შვებს ამ სა­ხით მი­ვა­წო­დე. უცებ ვიგ­რძე­ნი კლა­სი რო­გორ გა­ხა­ლის­და და გა­მო­ცო­ცხლდა და მეც უმოკ­ლედ დრო­ში მი­ვი­ღე ჩემ­თვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი.

რაც შე­ე­ხე­ბა თუ­ფა­ქის თე­მას... რეპი ჩემი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ჟან­რია. მომ­წონს ზო­გა­დად კარ­გად გა­რით­მუ­ლი ინ­გლი­სუ­რი. იმ ვი­დე­ო­ში, რა­საც თქვენ გუ­ლის­მობთ, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო თუ­ფა­ქის სიმ­ღე­რის მხო­ლოდ ინ­სტრუ­მენ­ტა­ლი, რო­მე­ლიც ამ ტექსტს ვფიქ­რობ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მო­უხ­და".

პე­და­გო­გის თქმით, ბავ­შვებ­ში გა­ი­ზარ­და მო­ტი­ვა­ცია და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბა, ყო­ველ გაკ­ვე­თილს დიდი ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბი­ან. მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლე­ბი უყ­ვე­ბი­ან, თუ რო­გორ ღი­ღი­ნე­ბენ მათი შვი­ლე­ბი სკო­ლა­ში ნას­წავლ სიმ­ღე­რებს შინ და სა­კუ­თარ პა­ტა­რა და-ძმებ­საც ას­წავ­ლი­ან.

და­რე­ჯან გუ­რა­საშ­ვი­ლი 14 სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტო­რია. ეს არის ოლიმ­პი­ა­დე­ბის­თვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ტეს­ტე­ბის კრე­ბუ­ლე­ბი (მე­ხუ­თე კლა­სი­დან მე­თერ­თმე­ტე კლა­სის ჩათ­ვლით), სა­გა­მოც­დო ტეს­ტე­ბის ნი­მუ­შე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის (დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით). გა­მოშ­ვე­ბუ­ლი აქვს ლექ­სი­კის შემ­სწავ­ლე­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი (4 წიგ­ნად), რო­მე­ლიც დატ­ვირ­თუ­ლია შე­მეც­ნე­ბი­თი ტექ­სტე­ბით, სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბით და აად­ვი­ლებს უცხო სი­ტყვე­ბის შეს­წავ­ლას. გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს წერა-კი­თხვის შემ­სწავ­ლე­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო (პირ­ველ კლა­სელ­თათ­ვის) და მისი ბოლო ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­ვი­და, სა­ა­ტეს­ტა­ტო ტეს­ტე­ბის კრე­ბუ­ლია.

"ყვე­ლა წიგნ­ში ჩავ­დე ჩემი მრა­ვა­ლი წლის გა­მოც­დი­ლე­ბა. ამ წიგ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" ბევრ და­დე­ბით გა­მოხ­მა­უ­რე­ბას ვი­ღებ. კო­ლე­გე­ბი ხში­რად მწე­რენ, რომ მათ ჩემ­მა წიგ­ნებ­მა საკ­მა­ოდ გა­უ­ად­ვი­ლა მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა, რაც, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მა­ხა­რებს და უდი­დეს სტი­მულს მაძ­ლევს, რომ შევ­ქმნა ახა­ლი და ახა­ლი," - გვე­უბ­ნე­ბა მას­წავ­ლე­ბე­ლი.

- მუ­სი­კის თან­ხლე­ბით, ენის შეს­წავ­ლას იმით ვხსნი, რომ მუ­სი­კო­სიც ხართ... ყვე­ლას ახ­სოვს თქვენ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა - "დე­კემ­ბე­რი დე­კემ­ბე­რი"...

- დიახ ასეა, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს თბი­ლი­სის მე­ო­რე სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლე­ბე­ლი სა­ფორ­ტე­პი­ა­ნოს გან­ხრით. რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­ღე­რას, "დე­კემ­ბე­რი დე­კემ­ბე­რი," ეს ნა­მუ­შე­ვა­რი სა­ოც­რად შე­იყ­ვა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და დღემ­დე ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის საყ­ვა­რელ სიმ­ღე­რად ით­ვლე­ბა...

და­რე­ჯან გუ­რა­საშ­ვი­ლი სიმ­ღე­რას მხო­ლოდ ამ ფორ­მით არ უკავ­შირ­დე­ბა, მისი შვი­ლია მომ­ღე­რა­ლი ანა­ნო მჟა­ვია:

"ანა­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე რო­გორც მომ­ღე­რალს იც­ნობს. ჩვენ გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, რო­მე­ლიც ინ­გლი­სუ­რი ენის სიმ­ღე­რით შეს­წავ­ლას უკავ­შირ­დე­ბა. ასე­ვე მყავს ვაჟი - ლაშა მჟა­ვია, პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი, მაგ­რამ ისიც ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს მუ­სი­კა­ლურ სფე­რო­ში, - ქმნის ელექტრო­ნულ მუ­სი­კას.

- რო­გორც გა­ვი­გე, თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ, წიგ­ნის და­წე­რას კვლავ აპი­რებთ.

- ნამ­დვი­ლად ასეა. ვა­პი­რებ მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ზე, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად აგე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ინ­გლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბის იმ მე­თოდ­ზე, რო­მელ­მაც ასე­თი დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია და რომ­ლის მთა­ვა­რი მე­სი­ჯი იქ­ნე­ბა - "Let's make learning fun and enjoyable" (გავ­ხა­დოთ სწავ­ლა სა­ხა­ლი­სო და გა­სარ­თო­ბი).

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ინგლისური რეპით - სწავლების უჩვეულო მეთოდი მასწავლებლისგან, რომელიც ქართველმა მსმენელმა ერთი სიმღერით შეიყვარა

ინგლისური რეპით - სწავლების უჩვეულო მეთოდი მასწავლებლისგან, რომელიც ქართველმა მსმენელმა ერთი სიმღერით შეიყვარა

2Pac-ის კომპოზიციაზე 186-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, 10 წუთში რამდენიმე არაწესიერი ზმნა და წარსული დრო ისწავლეს. ბავშვები უკვე მიჩვეულები არიან ამას, როცა მასწავლებელი რეპავს და ისინი იმეორებენ. ინგლისურის პედაგოგის, დარეჯან გურასაშვილის ერთ-ერთი ასეთი გაკვეთილი, ვიდეოს სახით ინტერნეტში მოხვდა და რამდენიმე საათში ინტერნეტჰიტად იქცა...

სწავლების ამ მეთოდს ქალბატონმა დარეჯანმა რამდენიმე წლის წინ მიაგნო და მიიჩნევს, რომ უცხო ენის მარტივად ათვისებაში პატარებს სერიოზულად ეხმარება.

"20 წელზე მეტია სკოლაში ვმუშაობ, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ვფიქრობ, ზუსტად აქ არის ჩემი ადგილი. მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდების შედეგებით საუკეთესო ათეულში აღმოვჩნდი, ვიყავი მენტორი მასწავლებელი. განათლების სამინისტრომ და ამერიკის საელჩომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავნა, სადაც უდიდესი პედაგოგიური გამოცდილება მივიღე. მყავს საკმაოდ ბევრი წარმატებული მოსწავლე. ისინი ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა ოლიმპიადაში და საპრიზო ადგილებს იკავებენ. ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის მაძილზე უკვე 5 მოსწავლე იყო გაგზავნილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით (FLEX)," - გვიყვება დარეჯან გურასაშვილი, რომლის პროფესიული წესია, მუდმივად სიახლის ძიება და ამ სიახლეების პრაქტიკაში დანერგვა.

მას ყოველთვის უნდოდა, სწავლების პროცესი მოსწავლეებისათვის სასიამოვნო და სახალისო ყოფილიყო, რისთვისაც გამუდმებით ეძებდა გზებს.

- დიდი ყურადღება მიიქცია რეპერ თუფაქის მელოდიაზე ინგლისური ენის შესწავლის თქვენმა ახალმა მეთოდმა. საიდან მოვიდა ეს იდეა?

- სწავლების ეს მეთოდი საკმაოდ დიდი ხნის წინ შთამაგონა კაროლინ გრეჰემის წიგნმა "Jazz Chants", რომელმაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს გახლავთ მეთოდი, რომელიც შეაძლებინებს ნებისმიერ მასწავლებელს, შეასწავლოს ინგლისური ენა მარტივად და სასიამოვნო გარემოში. მიმაჩნია, რომ მოსწავლისთვის ინგლისური ენის გრამატიკის მხოლოდ წესების დაზეპირებითა და სავარჯიშოების წერით შესწავლა მოსაწყენია, ხოლო ამ მეთოდის დახმარებით, კერძოდ, რითმისა და მელოდიის გამოყენებით, ბავშვი მექანიკურად ყველა გრამატიკულ და ლექსიკურ ერთეულს იმახსოვრებს და უცხო ენაზე საუბარს ბუნებრივად იწყებს.

გავიხსენებ ერთ შემთხვევას, როდესაც მეექვსე კლასში, გაკვეთილის დამთავრებამდე დარჩენილ რამდენიმე თავისუფალ წუთში, დაგეგმილი მქონდა მათთვის ზედსართავი სახელების ხარისხებზე ერთ-ერთი საკმაოდ მელოდიური სიმღერა მესწავლებინა. როდესაც სიმღერა მოვასმენინე, ვიგრძენი, რომ მან ბავშვებში დიდი ინტერესი არ გამოიწვია. რაღაც უნდა შემეცვალა, რომ მათი დაინტერესება გამომეწვია. სიმღერას მელოდია მოვხსენი. ტექსტი რეპის სტილში გავრითმე და ბავშვებს ამ სახით მივაწოდე. უცებ ვიგრძენი კლასი როგორ გახალისდა და გამოცოცხლდა და მეც უმოკლედ დროში მივიღე ჩემთვის სასურველი შედეგი.

რაც შეეხება თუფაქის თემას... რეპი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკალური ჟანრია. მომწონს ზოგადად კარგად გარითმული ინგლისური. იმ ვიდეოში, რასაც თქვენ გულისმობთ, გამოყენებული იყო თუფაქის სიმღერის მხოლოდ ინსტრუმენტალი, რომელიც ამ ტექსტს ვფიქრობ, არაჩვეულებრივად მოუხდა".

პედაგოგის თქმით, ბავშვებში გაიზარდა მოტივაცია და სასწავლო პროცესში ჩართულობა, ყოველ გაკვეთილს დიდი ინტერესით ელოდებიან. მოსწავლეების მშობლები უყვებიან, თუ როგორ ღიღინებენ მათი შვილები სკოლაში ნასწავლ სიმღერებს შინ და საკუთარ პატარა და-ძმებსაც ასწავლიან.

დარეჯან გურასაშვილი 14 სახელმძღვანელოს ავტორია. ეს არის ოლიმპიადებისთვის მოსამზადებელი ტესტების კრებულები (მეხუთე კლასიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით), საგამოცდო ტესტების ნიმუშები აბიტურიენტებისთვის (დონეების მიხედვით). გამოშვებული აქვს ლექსიკის შემსწავლელი სახელმძღვანელოები (4 წიგნად), რომელიც დატვირთულია შემეცნებითი ტექსტებით, სავარჯიშოებით და აადვილებს უცხო სიტყვების შესწავლას. გამოცემული აქვს წერა-კითხვის შემსწავლელი სახელმძღვანელო (პირველ კლასელთათვის) და მისი ბოლო ნამუშევარი, რომელიც სექტემბერში გამოვიდა, საატესტატო ტესტების კრებულია.

"ყველა წიგნში ჩავდე ჩემი მრავალი წლის გამოცდილება. ამ წიგნებთან დაკავშირებით, საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" ბევრ დადებით გამოხმაურებას ვიღებ. კოლეგები ხშირად მწერენ, რომ მათ ჩემმა წიგნებმა საკმაოდ გაუადვილა მოსწავლეებთან მუშაობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს და უდიდეს სტიმულს მაძლევს, რომ შევქმნა ახალი და ახალი," - გვეუბნება მასწავლებელი.

- მუსიკის თანხლებით, ენის შესწავლას იმით ვხსნი, რომ მუსიკოსიც ხართ... ყველას ახსოვს თქვენ მიერ შესრულებული სიმღერა - "დეკემბერი დეკემბერი"...

- დიახ ასეა, დამთავრებული მაქვს თბილისის მეორე სამუსიკო სასწავლებელი საფორტეპიანოს განხრით. რაც შეეხება სიმღერას, "დეკემბერი დეკემბერი," ეს ნამუშევარი საოცრად შეიყვარა საზოგადოებამ და დღემდე ყველა თაობისთვის საყვარელ სიმღერად ითვლება...

დარეჯან გურასაშვილი სიმღერას მხოლოდ ამ ფორმით არ უკავშირდება, მისი შვილია მომღერალი ანანო მჟავია:

"ანანოს საზოგადოება უკვე როგორც მომღერალს იცნობს. ჩვენ გვაქვს ერთობლივი სამომავლო გეგმები, რომელიც ინგლისური ენის სიმღერით შესწავლას უკავშირდება. ასევე მყავს ვაჟი - ლაშა მჟავია, პროფესიით ეკონომისტი, მაგრამ ისიც ასევე წარმატებით მუშაობს მუსიკალურ სფეროში, - ქმნის ელექტრონულ მუსიკას.

- როგორც გავიგე, თქვენი წარმატებული გაკვეთილების შემდეგ, წიგნის დაწერას კვლავ აპირებთ.

- ნამდვილად ასეა. ვაპირებ მუშაობის დაწყებას სახელმძღვანელოზე, რომელიც ძირითადად აგებული იქნება ინგლისური ენის სწავლების იმ მეთოდზე, რომელმაც ასეთი დიდი დაინტერესება გამოიწვია და რომლის მთავარი მესიჯი იქნება - "Let's make learning fun and enjoyable" (გავხადოთ სწავლა სახალისო და გასართობი).

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

რაჭა-ლეჩხუმში უკვე 80 მიტოვებული სახლი გაიყიდა - რატომ გაორმაგდა სახლების ფასი?

ბილაინის ყველა მობილური თამაში ერთ პორტალზე

"მშვენივრად იციან, რომ არჩევნები წააგეს და როგორ შეიძლება მოვიწონო ის, რასაც აკეთებენ?" - რას ამბობს ნონა გაფრინდაშვილი პანდემიაზე, სერიალზე, ამჟამინდელ და წინა ხელისუფლებაზე