პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვებიან ადამიანები, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს - "დღე­საც ვფიქ­რობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სიზ­მარ­ში ვნა­ხე"
რას ყვებიან ადამიანები, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს - "დღე­საც ვფიქ­რობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სიზ­მარ­ში ვნა­ხე"

ადა­მი­ა­ნი­სა და თბილ­სის­ხ­ლი­ა­ნი ცხო­ვე­ლე­ბის სიკ­ვ­დი­ლი, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სუნ­თ­ქ­ვი­სა და სის­ხ­ლის მი­მოქ­ცე­ვის შეწყ­ვე­ტას­თან. ამი­ტომ, გა­ნას­ხ­ვა­ვე­ბენ სიკ­ვ­დი­ლის ორ ძი­რი­თად ეტაპს: ე.წ. კლი­ნი­კურ სიკ­ვ­დილს, რომ­ლის დრო­საც, გან­საზღ­ვ­რუ­ლი დრო­ის მან­ძილ­ზე, ჯერ კი­დევ შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­სი­ცოცხ­ლო ფუნ­ქ­ცი­ე­ბის აღ­დ­გე­ნა და მის მომ­დევ­ნო, ბი­ო­ლო­გი­ურ ანუ ჭეშ­მა­რიტ სიკ­ვ­დილს, რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მ­ში შე­უქ­ცე­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი ვი­თარ­დე­ბა და წყდე­ბა უჯ­რე­დებ­სა და ქსო­ვი­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი. სი­ცოცხ­ლი­დან ბი­ო­ლო­გი­ურ სიკ­ვ­დილ­ში გარ­და­მა­ვალ და გა­ცოცხ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში მომ­ხ­და­რი შე­უქ­ცე­ვა­დი ცვლი­ლე­ბე­ბის კრი­ტე­რი­უ­მის შეს­წავ­ლა, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გის პრობ­ლე­მაა, რო­ცა ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა, ჩვენს სამ­ყა­რო­ში შე­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი (რო­გორც კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვ­დი­ლი­დან, კო­მი­დან მობ­რუ­ნე­ბუ­ლებს უწო­დე­ბენ. - ავტ.) ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჰყვე­ბი­ან, თუ რო­გო­რია სხვა სამ­ყა­რო, სა­დაც თა­ვი­ან­თი, აწ გან­ს­ვე­ნე­ბუ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­გობ­რე­ბი და ა.შ. იხი­ლეს...

ლე­ლა გვა­ზა­ვა, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი:

- კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვ­დი­ლის დროს, გა­ჩე­რე­ბუ­ლია სუნ­თ­ქ­ვა და გუ­ლის­ცე­მა, სის­ხ­ლის წნე­ვა არ ისა­ზღ­ვ­რე­ბა, მაგ­რამ ქსო­ვილ­თა, კერ­ძოდ, ცენ­ტ­რა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის სი­ცოცხ­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, ჯერ კი­დევ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია და 5 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის გა­ცოცხ­ლე­ბა. ამ ხნის გავ­ლის შემ­დეგ, ვი­თარ­დე­ბა ბი­ო­ლო­გი­უ­რი სიკ­ვ­დი­ლი. კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვ­დი­ლი­დან გა­მოღ­ვი­ძე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უჩ­ვე­უ­ლო ამ­ბებს ჰყვე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, ერ­თ­მა გო­გო­ნამ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ახა­ლი გა­მო­სუ­ლი იყო, თვა­ლის გა­ხე­ლის­თა­ნა­ვე, გაბ­რ­წყი­ნე­ბუ­ლი სა­ხე შე­მოგ­ვა­ნა­თა: იცით, მე ჩე­მი საქ­მ­რო ვნა­ხე, ის ისეთ ლა­მაზ ად­გი­ლა­საა, უკან წა­მოს­ვ­ლა არ მინ­დო­და, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით იქ ჩე­მი ად­გი­ლი არ ყო­ფი­ლა და უკან გა­მო­მაბ­რუ­ნა, შემ­პირ­და - და­გე­ლო­დე­ბი, იქ და­ქორ­წი­ნე­ბა არ გვე­ღირ­სა, მაგ­რამ აქ გავ­ბედ­ნი­ერ­დე­ბი­თო: ეს წყვი­ლი, ქორ­წი­ლის წი­ნა­დღე­ებს ზე­ი­მობ­და, რო­ცა ბი­ჭი ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და გარ­და­იც­ვა­ლა... ერ­თ­მა, სიკ­ვ­დი­ლის კლან­ჭე­ბის­გან თავ­დაღ­წე­ულ­მა ადა­მი­ან­მა მად­ლო­ბა გა­დაგ­ვი­ხა­და: ისეთ სა­ში­ნელ ად­გი­ლას ვი­ყა­ვი, ენით ვერ აღ­ვ­წერ, აქე­დან გა­ვალ თუ არა, ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ვალ, ცოდ­ვებს მო­ვი­ნა­ნი­ე­ბო.

ლა­მა­რა გას­ვი­ა­ნი, ფსი­ქო­ლო­გი:

- კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვ­დი­ლის დროს რო­გორც ვი­ცი, სუნ­თ­ქ­ვა ჩერ­დე­ბა, გრძნო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი ქვე­ით­დე­ბა, მაგ­რამ გო­ნე­ბა მუ­შა­ობს. ბევ­რ­ჯერ მო­სუ­ლან პა­ცი­ენ­ტე­ბი ჩემ­თან და უთ­ქ­ვამთ: კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვ­დი­ლის მე­რე, რა­ღა­ცებს წი­ნას­წარ ვგრძნობ და ეს ნორ­მა­ლუ­რია თუ არაო? ან ისე­თი სამ­ყა­რო ვი­ხი­ლე, იქ მოხ­ვედ­რა მინ­დაო. რო­ცა ადა­მი­ა­ნი, კლი­ნი­კუ­რი სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ უბ­რუნ­დე­ბა რე­ა­ლურ სამ­ყა­როს, მას ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მარ­თ­ლაც უვი­თარ­დე­ბა წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რი, ასეთ ადა­მი­ანს უჩ­ნ­დე­ბა "მე­სა­მე თვა­ლი", რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ის მოვ­ლე­ნებს წი­ნას­წარ ჭვრეტს.

ეკა:

- მძი­მე ოპე­რა­ცია გა­და­ვი­ტა­ნე. ექი­მე­ბი ჩემს გა­დარ­ჩე­ნას არ ელოდ­ნენ. 4-დღი­ა­ნი კლი­ნი­კუ­რი ძი­ლის დროს მქონ­და ხილ­ვე­ბი. უფა­ლი ულა­მა­ზეს ად­გი­ლას და­მა­ტა­რებ­და, დავ­ფ­რი­ნავ­დით, მაგ­რამ ჩე­მი ად­გი­ლი ვერ ვი­პო­ვეთ.

- გინ­დათ თქვათ, რომ ღმერ­თი გა­მო­გე­ცხა­დათ?

- გა­მო­მე­ცხა­და კი არა, ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი მა­ტა­რებ­და. სა­მო­თხეც ვნა­ხე და ჯო­ჯო­ხე­თის­კენ მი­მა­ვა­ლი გზაც. ხში­რად, გარ­დაც­ვ­ლილ ადა­მი­ან­თა სუ­ლებ­საც ვხვდე­ბო­დით. ამ ხილ­ვებ­ში (თუ რა და­ვარ­ქ­ვა, არ ვი­ცი) ცო­ცხა­ლი არა­ვინ მი­ნა­ხავს. ბე­ბი­ა­ჩე­მიც ვნა­ხე, რო­მელ­მაც ჩე­მი ად­გი­ლი გა­მო­ძებ­ნა, მაგ­რამ ვი­ღაც თეთ­რებ­ში ჩაც­მულ­მა სულ­მა ფურ­ცე­ლი გა­და­შა­ლა და თქვა - ამის ად­გი­ლი ჯერ აქ არ არის და უნ­და გა­ვუშ­ვა­თო... რო­გორც აქ არი­ან კარ­გე­ბი და ცუ­დე­ბი, ისე იქაც არი­ან: რჩე­უ­ლე­ბი, გამ­ცე­მე­ბი, ძუნ­წე­ბი, ხელ­გაშ­ლი­ლე­ბი და ა.შ. იქ ყოფ­ნი­სას, ვი­ხი­ლე ასე­თი რამ: ერთ ქალს ასა­მარ­თ­ლებ­დ­ნენ. სა­სა­მარ­თ­ლო წვე­რი­ან წი­ნამ­ძღ­ვარს მიჰ­ყავ­და, რო­მელ­მაც უხე­შად მი­მარ­თა მას: ქა­ლო, სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­დი და მწვა­ნი­ლიც არა­ვის­თ­ვის მი­გი­ციაო?!. ეს ქა­ლი, ჯო­ჯო­ხეთ­ში გა­უშ­ვეს... მარ­თ­ლაც, "რა­სა­ცა გას­ცემ, შე­ნია, რაც არა - და­კარ­გუ­ლი­ა", - მაგ­რამ თუ რა­ი­მეს გას­ცემ, არ უნ­და თქვა: უფა­ლი ყვე­ლა­ფერს ხე­დავს, შე­ნი ლა­პა­რა­კი არ სჭირ­დე­ბა.

- რო­გო­რია თქვე­ნი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სა­მო­თხე?

- სა­მო­თხე­ში ყოფ­ნის დროს, არც სახ­ლე­ბი მი­ნა­ხავს, არც სა­წო­ლე­ბი. ეს ად­გი­ლი ულა­მა­ზე­სია, გაშ­ლი­ლი, ტრი­ა­ლი მინ­დო­რი. ირ­გ­ვ­ლივ, ყვე­ლა­ფე­რი მწვა­ნეა (სახ­ლებს ალ­ბათ, სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ ვნა­ხავ). ერ­თი პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თი გა­მახ­სენ­და: გაშ­ლი­ლი სუფ­რა ვნა­ხე, რო­მელ­საც ჩე­მი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი უს­ხ­დ­ნენ. მხო­ლოდ, მა­მამ­თი­ლი იდ­გა შორს და სუფ­რას არ ეკა­რე­ბო­და: თურ­მე, სა­კურ­თხის გა­კე­თე­ბის დროს, მის­თ­ვის სი­გა­რე­ტი არ და­მიდ­ვია... იქ გა­ვი­გე, რომ აუცი­ლე­ბე­ლია, სა­კურ­თხის დროს ყვე­ლა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხე­ლის მოხ­სე­ნი­ე­ბა, თუ რო­მე­ლი­მე გა­მოგ­რ­ჩა, ის სუფ­რას ვერ მი­ე­კა­რე­ბა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რას ყვებიან ადამიანები, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს - "დღე­საც ვფიქ­რობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სიზ­მარ­ში ვნა­ხე"

რას ყვებიან ადამიანები, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს - "დღე­საც ვფიქ­რობ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სიზ­მარ­ში ვნა­ხე"

ადამიანისა და თბილსისხლიანი ცხოველების სიკვდილი, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტასთან. ამიტომ, განასხვავებენ სიკვდილის ორ ძირითად ეტაპს: ე.წ. კლინიკურ სიკვდილს, რომლის დროსაც, განსაზღვრული დროის მანძილზე, ჯერ კიდევ შესაძლებელია სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა და მის მომდევნო, ბიოლოგიურ ანუ ჭეშმარიტ სიკვდილს, როდესაც ორგანიზმში შეუქცევი ცვლილებები ვითარდება და წყდება უჯრედებსა და ქსოვილებში მიმდინარე ყველა ფიზიოლოგიური პროცესები. სიცოცხლიდან ბიოლოგიურ სიკვდილში გარდამავალ და გაცოცხლების პერიოდში მომხდარი შეუქცევადი ცვლილებების კრიტერიუმის შესწავლა, რეანიმატოლოგის პრობლემაა, როცა ასეთი ცვლილებები ხდება, ჩვენს სამყაროში შემობრუნებული ადამიანები (როგორც კლინიკური სიკვდილიდან, კომიდან მობრუნებულებს უწოდებენ. - ავტ.) ხშირ შემთხვევაში ჰყვებიან, თუ როგორია სხვა სამყარო, სადაც თავიანთი, აწ განსვენებული ნათესავები, მეგობრები და ა.შ. იხილეს...

ლელა გვაზავა, რეანიმატოლოგი:

- კლინიკური სიკვდილის დროს, გაჩერებულია სუნთქვა და გულისცემა, სისხლის წნევა არ ისაზღვრება, მაგრამ ქსოვილთა, კერძოდ, ცენტრალური ნერვული სისტემის სიცოცხლისუნარიანობა, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და 5 წუთის განმავლობაში, შესაძლებელია ადამიანის გაცოცხლება. ამ ხნის გავლის შემდეგ, ვითარდება ბიოლოგიური სიკვდილი. კლინიკური სიკვდილიდან გამოღვიძებული ადამიანები უჩვეულო ამბებს ჰყვებიან. მაგალითად, ერთმა გოგონამ, მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობიდან ახალი გამოსული იყო, თვალის გახელისთანავე, გაბრწყინებული სახე შემოგვანათა: იცით, მე ჩემი საქმრო ვნახე, ის ისეთ ლამაზ ადგილასაა, უკან წამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ ჯერჯერობით იქ ჩემი ადგილი არ ყოფილა და უკან გამომაბრუნა, შემპირდა - დაგელოდები, იქ დაქორწინება არ გვეღირსა, მაგრამ აქ გავბედნიერდებითო: ეს წყვილი, ქორწილის წინადღეებს ზეიმობდა, როცა ბიჭი ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა... ერთმა, სიკვდილის კლანჭებისგან თავდაღწეულმა ადამიანმა მადლობა გადაგვიხადა: ისეთ საშინელ ადგილას ვიყავი, ენით ვერ აღვწერ, აქედან გავალ თუ არა, ეკლესიაში მოვალ, ცოდვებს მოვინანიებო.

ლამარა გასვიანი, ფსიქოლოგი:

- კლინიკური სიკვდილის დროს როგორც ვიცი, სუნთქვა ჩერდება, გრძნობის ორგანოები ქვეითდება, მაგრამ გონება მუშაობს. ბევრჯერ მოსულან პაციენტები ჩემთან და უთქვამთ: კლინიკური სიკვდილის მერე, რაღაცებს წინასწარ ვგრძნობ და ეს ნორმალურია თუ არაო? ან ისეთი სამყარო ვიხილე, იქ მოხვედრა მინდაო. როცა ადამიანი, კლინიკური სიკვდილის შემდეგ უბრუნდება რეალურ სამყაროს, მას ხშირ შემთხვევაში, მართლაც უვითარდება წინასწარმეტყველების უნარი, ასეთ ადამიანს უჩნდება "მესამე თვალი", რომლის მეშვეობითაც ის მოვლენებს წინასწარ ჭვრეტს.

ეკა:

- მძიმე ოპერაცია გადავიტანე. ექიმები ჩემს გადარჩენას არ ელოდნენ. 4-დღიანი კლინიკური ძილის დროს მქონდა ხილვები. უფალი ულამაზეს ადგილას დამატარებდა, დავფრინავდით, მაგრამ ჩემი ადგილი ვერ ვიპოვეთ.

- გინდათ თქვათ, რომ ღმერთი გამოგეცხადათ?

- გამომეცხადა კი არა, ხელიხელჩაკიდებული მატარებდა. სამოთხეც ვნახე და ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზაც. ხშირად, გარდაცვლილ ადამიანთა სულებსაც ვხვდებოდით. ამ ხილვებში (თუ რა დავარქვა, არ ვიცი) ცოცხალი არავინ მინახავს. ბებიაჩემიც ვნახე, რომელმაც ჩემი ადგილი გამოძებნა, მაგრამ ვიღაც თეთრებში ჩაცმულმა სულმა ფურცელი გადაშალა და თქვა - ამის ადგილი ჯერ აქ არ არის და უნდა გავუშვათო... როგორც აქ არიან კარგები და ცუდები, ისე იქაც არიან: რჩეულები, გამცემები, ძუნწები, ხელგაშლილები და ა.შ. იქ ყოფნისას, ვიხილე ასეთი რამ: ერთ ქალს ასამართლებდნენ. სასამართლო წვერიან წინამძღვარს მიჰყავდა, რომელმაც უხეშად მიმართა მას: ქალო, სოფელში ცხოვრობდი და მწვანილიც არავისთვის მიგიციაო?!. ეს ქალი, ჯოჯოხეთში გაუშვეს... მართლაც, "რასაცა გასცემ, შენია, რაც არა - დაკარგულია", - მაგრამ თუ რაიმეს გასცემ, არ უნდა თქვა: უფალი ყველაფერს ხედავს, შენი ლაპარაკი არ სჭირდება.

- როგორია თქვენი თვალით დანახული სამოთხე?

- სამოთხეში ყოფნის დროს, არც სახლები მინახავს, არც საწოლები. ეს ადგილი ულამაზესია, გაშლილი, ტრიალი მინდორი. ირგვლივ, ყველაფერი მწვანეა (სახლებს ალბათ, სიკვდილის შემდეგ ვნახავ). ერთი პატარა მონაკვეთი გამახსენდა: გაშლილი სუფრა ვნახე, რომელსაც ჩემი მიცვალებულები უსხდნენ. მხოლოდ, მამამთილი იდგა შორს და სუფრას არ ეკარებოდა: თურმე, საკურთხის გაკეთების დროს, მისთვის სიგარეტი არ დამიდვია... იქ გავიგე, რომ აუცილებელია, საკურთხის დროს ყველა მიცვალებულის სახელის მოხსენიება, თუ რომელიმე გამოგრჩა, ის სუფრას ვერ მიეკარება... განაგრძეთ კითხვა

ძლიერი წვიმა და სეტყვა - როგორია დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

"როცა რუსეთთან მიმართებაში საერთო სამოქმედო გეგმა არ გაგვაჩნია, ერთი ადამიანის ლანძღვა არასწორია" - არველაძე შენგელიას ცსკა-ში გადასვლაზე

"გიორგის მშობლებმა წარმოუდგენელი სულგრძელობა გამოიჩინეს... ამბობდნენ, ღმერთო მიუტევეო" - ხეჩიკაშვილის ემოციური ეთერი