ემირ კუსტურიცა ოკუპირებული აფხაზეთის ”კეთილი ნების ელჩი” გახდა

ემირ კუსტურიცა ოკუპირებული აფხაზეთის ”კეთილი ნების ელჩი” გახდა

სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა ოკუპირებული აფხაზეთის "კეთილი ნების ელჩი" გახდა. შესაბამისი სერტიფიკატი და მედალი მან მოსკოვში მიიღო.

ემირ კუსტურიცამ მხარი დაუჭირა ინიციატივას "აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე" მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობაზე.

"მე, როგორც გაერო-ს კეთილი ნების ელჩი, მხარს ვუჭერ "აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების" მოწოდებას. აფხაზეთში მდებარე ძველი ქრისტიანული ტაძრები შენარჩუნებული უნდა იყოს და მომავალ თაობებმა ისინი უნდა ნახონ", - განაცხადა ემირ კუსტურიცამ.

მისი თქმით, "აფხაზეთი მსოფლიო ქრისტიანობის უძველესი ცენტრია და მსოფლიო თანამეგობრობამ არ უნდა უგულებელყოს აფხაზეთში მსოფლიო ქრისტიანული კულტურის ძეგლების განადგურება".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი