პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ონიანის საქმეზე დაზარალებული დავით შათირიშვილი - "არავის ციხეში ჩასმა არ მიხარია, მაგრამ სამართლიანობა აღდგა"
ონიანის საქმეზე დაზარალებული დავით შათირიშვილი - "არავის ციხეში ჩასმა არ მიხარია, მაგრამ სამართლიანობა აღდგა"

არა­ვის ცი­ხე­ში ჩას­მა არ მი­ხა­რია და არ მსი­ა­მოვ­ნებს - კა­ცია თუ არა­კა­ცი უფალ­მა გან­სა­ჯოს, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა რომ აღ­დგა დი­დად და­სა­ფა­სე­ბე­ლია, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გოგა ონი­ა­ნის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე ერთ-ერ­თმა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა და­ვით შა­თი­რიშ­ვილ­მა, ონი­ა­ნის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გან­ჩე­ნის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც შა­თი­რიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, დამ­ტკიც­და ის, რის­თვი­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძო­და, რომ ის მარ­თა­ლია და არა­ვი­თა­რი და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია.

"ვე­ლო­დე­ბო­დი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ამი­ტო­მაც ვიბ­რძო­ლე, რომ ეს გა­ნა­ჩე­ნი დამ­დგა­რი­ყო. არა­ვის ცი­ხე­ში ჩას­მა არ მი­ხა­რია და არ მსი­ა­მოვ­ნებს. კა­ცია თუ არა­კა­ცი უფალ­მა გან­სა­ჯოს, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა რომ აღ­დგა დი­დად და­სა­ფა­სე­ბე­ლია. მე თა­ვი­დან­ვე რა­საც ვამ­ტკი­ცებ­დი ის და­ვამ­ტკი­ცე, რომ მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი და ვარ კი­დეც. და­მა­კა­ვეს არაფ­რის გამო", - გა­ნა­ცხა­და შა­თი­რიშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე 2011 წელს მისი და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლი­დან ზუს­ტად 7 დღე­ში და­ა­კა­ვეს.

"და­მა­კა­ვეს იმის გამო, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლო­გო­ი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბი დავ­ბეჭ­დე. მე ვას­რუ­ლებ­დი იმ პე­რი­ოდ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ დაკ­ვე­თას და თურ­მე არ ყო­ფი­ლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დაკ­ვე­თა. პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბი­დან ზუს­ტად 7 დღე­ში მოხ­და ჩემი და­კა­ვე­ბა. მა­მა­ჩე­მის და­ბა­დე­ბის დღე იყო და ასე­თი ლა­მა­ზი სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თეს ჩემს ოჯახს არაფ­რის გამო. თვი­თონ ონი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და ჩემს და­კა­ვე­ბას. თა­ვად პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­ა­დეს ხელი ონი­ანს და თქვეს, რომ მის ბრძა­ნე­ბას ას­რუ­ლებ­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას, ის უკვე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის შემ­დეგ დადო მა­გი­და­ზე და მი­თხრა, რომ ეს ჩემ­გან ამო­ი­ღო", - გა­ნა­ცხა­და შა­თი­რიშ­ვილ­მა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რს, ად­ვო­კატ გი­ორ­გი ონი­ანს სა­სა­მარ­თლომ 4 წლი­თა და 6 თვით თა­ვუ­ი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. გი­ორ­გი ონი­ანს ბა­რა­ლი რამ­დე­ნი­მე მუხ­ლით ჰქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ბრალ­დე­ბით. პრო­კუ­რა­ტუ­რა მას ორ ეპი­ზოდს ედა­ვე­ბო­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით ერთ შემ­თხვე­ვა­ში გი­ორ­გი ონი­ან­მა 2011 წელს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლო­გო­ი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბის დამ­ზა­დე­ბის­თვის "დაო პრინ­ტის" მე­ნე­ჯე­რი და­ვით შა­თი­რიშ­ვი­ლი უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ჩა­დე­ბით, მას ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით ამა­ვე სცე­ნა­რით მოხ­და ასე­ვე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კი­დევ ერთი მხარ­დამ­ჭე­რის ლე­ვან მდი­ნა­რა­ძის, მეტ­სა­ხე­ლად დი­ჯეი რემ­ბოს და­კა­ვე­ბაც. ონი­ანს ორი­ვე ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­კვე­თის ღო­ნოს­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

ონიანის საქმეზე დაზარალებული დავით შათირიშვილი - "არავის ციხეში ჩასმა არ მიხარია, მაგრამ სამართლიანობა აღდგა"

ონიანის საქმეზე დაზარალებული დავით შათირიშვილი - "არავის ციხეში ჩასმა არ მიხარია, მაგრამ სამართლიანობა აღდგა"

არავის ციხეში ჩასმა არ მიხარია და არ მსიამოვნებს - კაცია თუ არაკაცი უფალმა განსაჯოს, მაგრამ სამართლიანობა რომ აღდგა დიდად დასაფასებელია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გოგა ონიანის ბრალდების საქმეზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა დავით შათირიშვილმა, ონიანის მიმართ გამოტანილი განჩენის შეფასებისას განუცხადა.

როგორც შათირიშვილმა აღნიშნა, დამტკიცდა ის, რისთვისაც წლების განმავლობაში იბრძოდა, რომ ის მართალია და არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია.

"ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას და ამიტომაც ვიბრძოლე, რომ ეს განაჩენი დამდგარიყო. არავის ციხეში ჩასმა არ მიხარია და არ მსიამოვნებს. კაცია თუ არაკაცი უფალმა განსაჯოს, მაგრამ სამართლიანობა რომ აღდგა დიდად დასაფასებელია. მე თავიდანვე რასაც ვამტკიცებდი ის დავამტკიცე, რომ მართალი ვიყავი და ვარ კიდეც. დამაკავეს არაფრის გამო", - განაცხადა შათირიშვილმა.

მან ასევე 2011 წელს მისი დაკავების დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლიდან ზუსტად 7 დღეში დააკავეს.

"დამაკავეს იმის გამო, რომ "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურები დავბეჭდე. მე ვასრულებდი იმ პერიოდში ჩვეულებრივ დაკვეთას და თურმე არ ყოფილა ჩვეულებრივი დაკვეთა. პოლიტიკაში მოსვლაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან ზუსტად 7 დღეში მოხდა ჩემი დაკავება. მამაჩემის დაბადების დღე იყო და ასეთი ლამაზი საჩუქარი გაუკეთეს ჩემს ოჯახს არაფრის გამო. თვითონ ონიანი ესწრებოდა ჩემს დაკავებას. თავად პოლიციელებმა დაადეს ხელი ონიანს და თქვეს, რომ მის ბრძანებას ასრულებდნენ. რაც შეეხება ნარკოტიკულ საშუალებას, ის უკვე პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ დადო მაგიდაზე და მითხრა, რომ ეს ჩემგან ამოიღო", - განაცხადა შათირიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ადვოკატ გიორგი ონიანს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავუისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გიორგი ონიანს ბარალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით. პროკურატურა მას ორ ეპიზოდს ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის "დაო პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით ამავე სცენარით მოხდა ასევე "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის, მეტსახელად დიჯეი რემბოს დაკავებაც. ონიანს ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით აღკვეთის ღონოსძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ