საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთარ კახიძე გოგა ონიანზე : ”ჩვენ გვყავს მორიგი პოლიტიკური პატიმარი”
ოთარ კახიძე გოგა ონიანზე : ”ჩვენ გვყავს მორიგი პოლიტიკური პატიმარი”

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" ად­ვო­კატ გოგა ონი­ანს, რო­მელ­საც დღეს სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, პო­ლი­ტი­კურ პა­ტი­მარს უწო­დებს.

რო­გორც "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რმა ოთარ კა­ხი­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით ეს საქ­მე უსუს­ტე­სია.

მი­სი­ვე თქმით, ამ საქ­მის მო­სარ­ჩე­ლე არის ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი და ამით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებს იმის დე­მონ­სტრი­რე­ბას, რომ ვინც ივა­ნიშ­ვილს და მის ახ­ლობ­ლებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა, სა­მა­გა­ლი­თოდ და­ის­ჯე­ბა.

ოთარ კა­ხი­ძის თქმით, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" მი­მარ­თავს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს, რომ გა­ი­ზარ­დოს წნე­ხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე და გოგა ონი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის ხუ­თწ­ლის­თავ­ზე ივა­ნიშ­ვი­ლი კვლავ გა­ნაგ­რძობს პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებ­ზე ან­გა­რიშს­წო­რე­ბას და შუ­რის­ძი­ე­ბას. ამ­ჯე­რად მათი სა­მიზ­ნე გახ­და ად­ვო­კა­ტი და პო­ლი­ტი­კო­სი გოგა ონი­ა­ნი, რო­მე­ლიც "ამ­ხი­ლეს" წლე­ბის წინ ვი­თომ­და ნარ­კო­ტი­კე­ბის ჩა­დე­ბის ფაქ­ტზე. ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ჩა­დე­ბის" ამ­დენ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტის საქ­მე გა­მო­არ­ჩი­ეს. საქ­მის მი­ხედ­ვით, ონი­ა­ნის თა­ნამ­ზრახ­ველ პო­ლი­ცი­ე­ლებს ბრა­ლი არ წა­უ­ყე­ნეს, გან­რი­დე­ბა გა­უ­კე­თეს და სის­ტე­მა­ში და­ტო­ვეს, რი­თაც ე. წ. სა­მარ­თლის შერ­ჩე­ვი­თო­ბა ყვე­ლას­თვის თვალ­ნა­თე­ლია. ამას­თან, საქ­მის მთა­ვა­რი მოწ­მე ღიად სა­უბ­რობ­და, რომ მას­ზე ახორ­ცი­ე­ლებ­და პრო­კუ­რა­ტუ­რა ზე­წო­ლას. ეს საქ­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით არის უსუს­ტე­სი, მთა­ვა­რი, რა­ტო­მაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წა­ვი­და ამ­დენ უკა­ნო­ნო­ბა­სა და მო­რიგ პო­ლი­ტი­კურ დევ­ნა­ზე, არის ის, რომ სა­ჩივ­რის ავ­ტო­რი არის ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი. ამით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აკე­თებს იმის დე­მონ­სტრი­რე­ბას, რომ ვინც ივა­ნიშ­ვილს და მის ახ­ლობ­ლებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა, სა­მა­გა­ლი­თოდ და­ის­ჯე­ბა. ჩვენ გვყავს მო­რი­გი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს მის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად", - გა­ნა­ცხა­და კა­ხი­ძემ.

ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ონი­ა­ნი მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დღეს, სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში და­ა­კა­ვეს. ონი­ანს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლომ ოთხი­ვე წარ­დგე­ნილ ბრალ­ში დამ­ნა­შა­ვედ სცნო, 4 წლი­თა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ოთარ კახიძე გოგა ონიანზე : ”ჩვენ გვყავს მორიგი პოლიტიკური პატიმარი”

ოთარ კახიძე გოგა ონიანზე : ”ჩვენ გვყავს მორიგი პოლიტიკური პატიმარი”

"ევროპული საქართველო" ადვოკატ გოგა ონიანს, რომელსაც დღეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს.

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მტკიცებულებების თვალსაზრისით ეს საქმე უსუსტესია.

მისივე თქმით, ამ საქმის მოსარჩელე არის ბერა ივანიშვილის ახლობელი და ამით ხელისუფლება აკეთებს იმის დემონსტრირებას, რომ ვინც ივანიშვილს და მის ახლობლებს დაუპირისპირდება, სამაგალითოდ დაისჯება.

ოთარ კახიძის თქმით, "ევროპული საქართველო" მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ გაიზარდოს წნეხი ხელისუფლებაზე და გოგა ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

"ხელისუფლებაში ყოფნის ხუთწლისთავზე ივანიშვილი კვლავ განაგრძობს პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებას და შურისძიებას. ამჯერად მათი სამიზნე გახდა ადვოკატი და პოლიტიკოსი გოგა ონიანი, რომელიც "ამხილეს" წლების წინ ვითომდა ნარკოტიკების ჩადების ფაქტზე. ამდენი წლის განმავლობაში "ჩადების" ამდენ გახმაურებულ საქმეზე მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტის საქმე გამოარჩიეს. საქმის მიხედვით, ონიანის თანამზრახველ პოლიციელებს ბრალი არ წაუყენეს, განრიდება გაუკეთეს და სისტემაში დატოვეს, რითაც ე. წ. სამართლის შერჩევითობა ყველასთვის თვალნათელია. ამასთან, საქმის მთავარი მოწმე ღიად საუბრობდა, რომ მასზე ახორციელებდა პროკურატურა ზეწოლას. ეს საქმე მტკიცებულებების თვალსაზრისით არის უსუსტესი, მთავარი, რატომაც ხელისუფლება წავიდა ამდენ უკანონობასა და მორიგ პოლიტიკურ დევნაზე, არის ის, რომ საჩივრის ავტორი არის ბერა ივანიშვილის ახლობელი. ამით ხელისუფლება აკეთებს იმის დემონსტრირებას, რომ ვინც ივანიშვილს და მის ახლობლებს დაუპირისპირდება, სამაგალითოდ დაისჯება. ჩვენ გვყავს მორიგი პოლიტიკური პატიმარი და "ევროპული საქართველო" ყველაფერს გააკეთებს მის გასათავისუფლებლად", - განაცხადა კახიძემ.

ადვოკატი გიორგი ონიანი მოსამართლის გადაწყვეტილებით, დღეს, სასამართლო დარბაზში დააკავეს. ონიანს, რომელიც სასამართლომ ოთხივე წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"პაციენტების ნაწილი კლინიკიდან გაწერის შემდეგ, კოვიდ-19-ის შემდგომი გართულებების გამო, საავადმყოფოებს განმეორებით საქართველოშიც მიმართავს" - გამყრელიძე

"ნავალნი არის ჩვეულებრივი რუსი ნაციონალისტი" - თორნიკე შარაშენიძე