პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიჯეი რემბო გოგა ონიანის დაკავებაზე: "მემუქრებოდა, თუ "ნაციონალებთან" არ ვითანამშრომლებდი 6 წელს მომისჯიდა. ახლა უკან დაუბრუნდა..."
დიჯეი რემბო გოგა ონიანის დაკავებაზე: "მემუქრებოდა, თუ "ნაციონალებთან" არ ვითანამშრომლებდი 6 წელს მომისჯიდა. ახლა უკან დაუბრუნდა..."

"სამი წე­ლია, ყო­ველ­დღე ვე­ლო­დე­ბო­დი ამ გა­ნა­ჩენს" - ასე აფა­სებს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გოგა ონი­ა­ნის პა­ტიმ­რო­ბას დი­ჯეი რემ­ბო, რომ­ლის და­კა­ვე­ბის­თვი­საც ონი­ანს სას­ჯე­ლის სა­ხით 5 წელი მი­ე­სა­ჯა.

რო­გორც ლე­ვან მდი­ნა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, გოგა ონი­ან­მა ის 2011 წელს და­ა­კა­ვა და სამი წე­ლია საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი.

"სამი წე­ლია ყო­ველ­დღე ვე­ლო­დე­ბი ამ გა­ნა­ჩენს, უკვე იმე­დიც კი მქონ­და გა­და­წუ­რუ­ლი. სა­სა­მარ­თლომ ყვე­ლა დე­ტა­ლი შე­ის­წავ­ლა და ამის შემ­დეგ გა­მო­ი­ტა­ნა გა­ნა­ჩე­ნი. 2011 წელს და­მა­კა­ვა გოგა ონი­ან­მა, სამი წე­ლია საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, ბევ­რჯერ დამ­კი­თხეს და ეს დღეც დად­გა, როცა მას პა­სუ­ხის­გე­ბა მო­უ­წევს. მი­თუ­მე­ტეს დღეს, 7 ნო­ემ­ბერს, რო­მე­ლიც ტრა­გი­კუ­ლი დღე არის თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის­თვის", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მდი­ნა­რა­ძემ იგი­ვე დი­ჯეი "რემ­ბომ".

მი­სი­ვე თქმით, პი­რა­დად გოგა ონი­ა­ნი იღებ­და მის და­კა­ვე­ბა­ში და ზე­წო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მდი­ნა­რა­ძის შე­ფა­სე­ბით, ონი­ა­ნის და­კა­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. 2011 წლის და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლებს დი­ჯეი ასე იხ­სე­ნებს:

წა­ი­კი­თხეთ: ბაჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტი, რო­მელ­საც 5 წელი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბის და­კა­ვე­ბის­თვის მი­ე­სა­ჯა - რა საქ­მე­ებ­ში ფი­გუ­რი­რებს გი­ორ­გი ონი­ა­ნი

"ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი, რო­მელ­მაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ი­სუ­რე­ბის და­რი­გე­ბა და­ი­წყო. რო­გორც კი, და­ვი­წყე ბი­ჭე­ბის შეკ­რე­ბა, მე­ო­რე დღეს სა­დარ­ბა­ზოს­თან დამ­ხვდა პი­რა­დად გოგა ონი­ა­ნი, თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად, ჩამ­სვა მან­ქა­ნა­ში და ისე, რომ არ გა­ნუ­მარ­ტავს რის სა­ფუძ­ველ­ზე და­მა­კა­ვა, გლ­და­ნის­კენ წა­ვი­და და გზა­ში და­მი­წყო და­კი­თხვა. აინ­ტე­რე­სებ­და სად ვი­ყა­ვი წინა დღით და ა.შ. მი­თხრა რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ვარ სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლატ­ში, იმი­ტომ რომ ვა­რი­გებ­დი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ი­სუ­რებს და ვი­ყა­ვი ბე­რას მე­გო­ბა­რი.

რო­დე­საც მი­ვე­დით გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, იქ გა­აგ­რძე­ლა ჩემი და­კი­თხვა ონი­ან­მა და ბო­ლოს შე­მომ­თა­ვა­ზა "თა­ნამ­შრომ­ლო­ბა". მე­მუქ­რე­ბო­და, რომ თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" არ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ­დი მო­მის­ჯი­და 6 წელს. ახლა მას და­უბ­რუნ­და თით­ქმის 6 წელი... ადა­მი­ა­ნის ცუდი არ მი­ხა­რია, მაგ­რამ რო­გორც იქნა სა­მარ­თალ­მა პური ჭამა... გოგა ონი­ანს ბევ­რი ოჯა­ხი ჰყავს გამ­წა­რე­ბუ­ლი.

- გოგა ონი­ა­ნის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი წე­რენ, რომ ეს იყო ან­გა­რიშს­წო­რე­ბა...

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი აბა­რო­ტი იყო ჩემ­გან, ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ან რაც უნ­დათ ის და­არ­ქვან. ეს რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ყო­ფი­ლი­ყო, სა­სა­მარ­თლო იმ დღეს­ვე მი­ი­ღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მაგ­რამ სამი წლის მან­ძილ­ზე მი­დი­ო­და საქ­მის გან­ხილ­ვა და ყვე­ლა დე­ტა­ლი ზუს­ტად იქნა შეს­წავ­ლი­ლი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დიჯეი რემბო გოგა ონიანის დაკავებაზე: "მემუქრებოდა, თუ "ნაციონალებთან" არ ვითანამშრომლებდი 6 წელს მომისჯიდა. ახლა უკან დაუბრუნდა..."

დიჯეი რემბო გოგა ონიანის დაკავებაზე: "მემუქრებოდა, თუ "ნაციონალებთან" არ ვითანამშრომლებდი 6 წელს მომისჯიდა. ახლა უკან დაუბრუნდა..."

"სამი წელია, ყოველდღე ველოდებოდი ამ განაჩენს" - ასე აფასებს AMBEBI.GE-სთან საუბარში გოგა ონიანის პატიმრობას დიჯეი რემბო, რომლის დაკავებისთვისაც ონიანს სასჯელის სახით 5 წელი მიესაჯა.

როგორც ლევან მდინარაძემ აღნიშნა, გოგა ონიანმა ის 2011 წელს დააკავა და სამი წელია საქმეზე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი.

"სამი წელია ყოველდღე ველოდები ამ განაჩენს, უკვე იმედიც კი მქონდა გადაწურული. სასამართლომ ყველა დეტალი შეისწავლა და ამის შემდეგ გამოიტანა განაჩენი. 2011 წელს დამაკავა გოგა ონიანმა, სამი წელია საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, ბევრჯერ დამკითხეს და ეს დღეც დადგა, როცა მას პასუხისგება მოუწევს. მითუმეტეს დღეს, 7 ნოემბერს, რომელიც ტრაგიკული დღე არის თითოეული ქართველისთვის", - განაცხადა ლევან მდინარაძემ იგივე დიჯეი "რემბომ".

მისივე თქმით, პირადად გოგა ონიანი იღებდა მის დაკავებაში და ზეწოლაში მონაწილეობას. მდინარაძის შეფასებით, ონიანის დაკავება არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება. 2011 წლის დაკავების დეტალებს დიჯეი ასე იხსენებს:

წაიკითხეთ: ბაჩო ახალაიას ადვოკატი, რომელსაც 5 წელი "ქართული ოცნების" მხარდამჭერების დაკავებისთვის მიესაჯა - რა საქმეებში ფიგურირებს გიორგი ონიანი

"ერთ-ერთი პირველი ადამიანი ვიყავი, რომელმაც "ქართული ოცნების" მაისურების დარიგება დაიწყო. როგორც კი, დავიწყე ბიჭების შეკრება, მეორე დღეს სადარბაზოსთან დამხვდა პირადად გოგა ონიანი, თანმხლებ პირებთან ერთად, ჩამსვა მანქანაში და ისე, რომ არ განუმარტავს რის საფუძველზე დამაკავა, გლდანისკენ წავიდა და გზაში დამიწყო დაკითხვა. აინტერესებდა სად ვიყავი წინა დღით და ა.შ. მითხრა რომ ბრალდებული ვარ სახელმწიფო ღალატში, იმიტომ რომ ვარიგებდი "ქართული ოცნების" მაისურებს და ვიყავი ბერას მეგობარი.

როდესაც მივედით გლდანი-ნაძალადევის განყოფილებაში, იქ გააგრძელა ჩემი დაკითხვა ონიანმა და ბოლოს შემომთავაზა "თანამშრომლობა". მემუქრებოდა, რომ თუ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ ვითანამშრომლებდი მომისჯიდა 6 წელს. ახლა მას დაუბრუნდა თითქმის 6 წელი... ადამიანის ცუდი არ მიხარია, მაგრამ როგორც იქნა სამართალმა პური ჭამა... გოგა ონიანს ბევრი ოჯახი ჰყავს გამწარებული.

- გოგა ონიანის მხარდამჭერები წერენ, რომ ეს იყო ანგარიშსწორება...

- ჩვეულებრივი აბაროტი იყო ჩემგან, ანგარიშსწორება ან რაც უნდათ ის დაარქვან. ეს რომ პოლიტიკური ყოფილიყო, სასამართლო იმ დღესვე მიიღებდა გადაწყვეტილებას. მაგრამ სამი წლის მანძილზე მიდიოდა საქმის განხილვა და ყველა დეტალი ზუსტად იქნა შესწავლილი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ