მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ადვოკატ გიორგი ონიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა ადვოკატ გიორგი ონიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ად­ვო­კატ გი­ორ­გი ონი­ა­ნის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გი­ორ­გი ონი­ა­ნი დამ­ნა­შა­ვედ სცნო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­სა და გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 3691-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, 156-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, და 25-147-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" გან­ცხა­დე­ბის ტექსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და თბი­ლი­სის შს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გ.ო. დამ­ნა­შა­ვედ სცნო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­სა და გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 3691-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, 156-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, და 25-147-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით უტყუ­ა­რად და­დას­ტურ­და, რომ კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის, ასე­ვე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე პირ­თა და­ში­ნე­ბის მიზ­ნით, 2011 წლის 15 და 17 ოქ­ტომ­ბერს გ.ო-ს ორ­გა­ნი­ზე­ბით, იმ დრო­ის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლო­გო­ი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბის დამ­ზა­დე­ბის მი­ზე­ზით შპს "დაო-პრინ­ტის" მე­ნე­ჯე­რი დ.შ. და აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­ი­სუ­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი ლ.მ. თბი­ლი­სის შს სამ­მარ­თვე­ლოს გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს.

გ.ო.-მ თა­ვის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს და­ა­ვა­ლა პა­ტა­კის შედ­გე­ნა თით­ქოს­და დ.შ. უკა­ნო­ნოდ ინა­ხავ­და ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბას. რე­ა­ლუ­რად კი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ში­ნა­არ­სის ინ­ფორ­მა­ცია გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებს მი­ღე­ბუ­ლი არ ჰქონ­დათ. 2011 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს, გ.ო.-ს ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და მისი უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ყო­ველ­გვა­რი ფაქ­ტობ­რი­ვი და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე, და­კა­ვე­ბულ იქნა დ. შ. პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­კა­ვე­ბულს პი­რა­დი ჩხრე­კა მხო­ლოდ და­კა­ვე­ბის შემ­დგომ ჩა­უ­ტა­რეს, რა დრო­საც მას რა­ი­მე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა არ აღ­მო­აჩ­ნდა, თუმ­ცა დ.შ.-ს მი­მართ დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბის წარ­სად­გე­ნად მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის მიზ­ნით, გ.ო.-მ საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელს წა­რუდ­გი­ნა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "მა­რი­ხუ­ა­ნა" და და­ა­ვა­ლა, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლებ­ში აე­სა­ხა ამ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის დ.შ.-ს პი­რა­დი ჩხრე­კი­სას ამო­ღე­ბის ფაქ­ტი. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის შე­დე­გად, დ.შ.-ს წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნი­სა და შე­ნახ­ვის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის.

გ.ო.- მ 2011 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, კი­დევ ერთი პი­რის დევ­ნა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ყო­ველ­გვა­რი ფაქ­ტობ­რი­ვი და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე, უკა­ნო­ნოდ იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი ლ.მ., რო­მე­ლიც შპს "დაო-პრინ­ტი"-ს მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლო­გო­ი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბას ახ­დენ­და. გ.ო.-მ ანა­ლო­გი­უ­რი გზით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის მიზ­ნით, საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელს წა­რუდ­გი­ნა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "მა­რი­ხუ­ა­ნა" და და­ა­ვა­ლა, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლებ­ში აე­სა­ხა ამ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ლ.მ.-სგან ამო­ღე­ბის ფაქ­ტი, რა­საც სი­ნამ­დვი­ლე­ში ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ ლ.მ.-ს მი­მართ უკა­ნო­ნოდ გან­ხორ­ცი­ელ­და სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნი­სა და შე­ნახ­ვის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

დ.შ.-სთვის და ლ.მ.-სთვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 11 წლამ­დე ვა­დით.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გ.ო დამ­ნა­შა­ვედ სცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სა­ბო­ლო­ოდ სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 4 წლის და 6 თვის ვა­დით გა­ნე­სა­ზღვრა. მას­ვე 2 წლის და 3 თვის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში საქ­მი­ა­ნო­ბის და თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

პროკურატურა ადვოკატ გიორგი ონიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ადვოკატ გიორგი ონიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავების ფაქტზე საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ონიანი დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პოლიტიკური დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, და 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით.

"ინტერპრესნიუსი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გ.ო. დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პოლიტიკური დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, და 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, 2011 წლის 15 და 17 ოქტომბერს გ.ო-ს ორგანიზებით, იმ დროისთვის პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების დამზადების მიზეზით შპს "დაო-პრინტის" მენეჯერი დ.შ. და აღნიშნული მაისურების საზოგადოებაში გამავრცელებელი ლ.მ. თბილისის შს სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ დააკავეს.

გ.ო.-მ თავის დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს დაავალა პატაკის შედგენა თითქოსდა დ.შ. უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. რეალურად კი, აღნიშნული შინაარსის ინფორმაცია გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებს მიღებული არ ჰქონდათ. 2011 წლის 15 ოქტომბერს, გ.ო.-ს ორგანიზებითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დაკავებულ იქნა დ. შ. პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულს პირადი ჩხრეკა მხოლოდ დაკავების შემდგომ ჩაუტარეს, რა დროსაც მას რაიმე ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა, თუმცა დ.შ.-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდების წარსადგენად მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, გ.ო.-მ საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების დ.შ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღების ფაქტი. მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის შედეგად, დ.შ.-ს წარედგინა ბრალდება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

გ.ო.- მ 2011 წლის 17 ოქტომბერს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, კიდევ ერთი პირის დევნა განახორციელა და ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ იქნა დაკავებული კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ლ.მ., რომელიც შპს "დაო-პრინტი"-ს მიერ დამზადებული პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების საზოგადოებაში გავრცელებას ახდენდა. გ.ო.-მ ანალოგიური გზით სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების ლ.მ.-სგან ამოღების ფაქტი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის შემდგომ ლ.მ.-ს მიმართ უკანონოდ განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დ.შ.-სთვის და ლ.მ.-სთვის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საფუძველზე წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ო დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით განესაზღვრა. მასვე 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის და თანამდებობის დაკავების უფლება", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ