Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძის პირველი დავალებები მერის პოსტზე: "მიწისქვეშა გადასასვლელები გაუბედურებულია, ყველაფერი დანგრეულია"
კახა კალაძის პირველი დავალებები მერის პოსტზე: "მიწისქვეშა გადასასვლელები გაუბედურებულია, ყველაფერი დანგრეულია"

თბი­ლი­სის არ­ჩე­უ­ლი მერი კახა კა­ლა­ძე "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" ხელ­მძღვა­ნელ ლე­ვან ჯღარ­კა­ვას ავა­ლებს, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა - და­სუფ­თა­ვე­ბა და მათი გა­ნა­თე­ბით აღ­ჭურ­ვა დღე­ი­დან­ვე და­ი­წყოს.

კა­ლა­ძემ დღეს ცირკსა და ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სი­ტუ­ა­ცია კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს.

"დღეს და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი და მარ­თლაც კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს - ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა. აქ არის რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა. პირ­ვე­ლი, რაც მინ­და ვთქვა და ვთხო­ვო "თბილ­სერ­ვი­სის" ხელ­მძღვა­ნელს, დღეს­ვე და­ვი­წყოთ სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, მო­რე­ცხვა, ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა, გა­ნა­თე­ბა, იმი­ტომ რომ არა­ფე­რი არ არ­სე­ბობს. სხვა­თა­შო­რის იყო გა­ნა­თე­ბა და კა­მე­რე­ბი, მაგ­რამ მოგ­ლე­ჯი­ლი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი დან­გრე­უ­ლია. ეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა მო­ვიყ­ვა­ნოთ მწყობ­რში და ადა­მი­ა­ნებს უნდა ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, როცა მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ, ელე­მენ­ტა­რუ­ლი სი­სუფ­თა­ვე იყოს და ნორ­მა­ლუ­რად შე­ეძ­ლოთ გა­და­ად­გი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, თბი­ლი­სის არ­ჩე­ულ­მა მერ­მა "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას 10 დღის ვა­და­ში, მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბაც და­ა­ვა­ლა.

"ჩვენ ვი­ცით, რომ მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი ქა­ლაქ­ში ზოგი არის გას­ხვი­სე­ბუ­ლი, ზოგი იჯა­რით გა­ცე­მუ­ლი. ჩვენ არა­ვის სა­კუთ­რე­ბას არ ვე­ხე­ბით. მინ­და უბ­რა­ლოდ გთხო­ვოთ, რომ ერ­თი­ა­ნი სტან­დარ­ტი იყოს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. სრუ­ლი სუ­რა­თი წარ­მო­ად­გი­ნოთ 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და ყვე­ლა ადა­მი­ან­მა, მე­სა­კუთ­რემ თუ ვი­საც იჯა­რით აქვს აღე­ბუ­ლი, კე­თი­ლი უნდა ინე­ბოს და ერ­თი­ან სტან­დარ­ტში უნდა მო­იყ­ვა­ნოს არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბის, იმი­ტომ რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სარ­გებ­ლობს. ბევრ კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე არის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა და ეს უნდა მო­ვაგ­ვა­როთ ძა­ლი­ან სწრა­ფად", - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

კახა კალაძის პირველი დავალებები მერის პოსტზე: "მიწისქვეშა გადასასვლელები გაუბედურებულია, ყველაფერი დანგრეულია"

კახა კალაძის პირველი დავალებები მერის პოსტზე: "მიწისქვეშა გადასასვლელები გაუბედურებულია, ყველაფერი დანგრეულია"

თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას ავალებს, მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება - დასუფთავება და მათი განათებით აღჭურვა დღეიდანვე დაიწყოს.

კალაძემ დღეს ცირკსა და ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ სიტუაცია კრიტიკას ვერ უძლებს.

"დღეს დავათვალიერეთ მიწისქვეშა გადასასვლელები და მართლაც კრიტიკას ვერ უძლებს - ძალიან მძიმე მდგომარეობაა. აქ არის რამდენიმე მიმართულება. პირველი, რაც მინდა ვთქვა და ვთხოვო "თბილსერვისის" ხელმძღვანელს, დღესვე დავიწყოთ სამუშაოების შესრულება, მორეცხვა, ელექტროგაყვანილობა, განათება, იმიტომ რომ არაფერი არ არსებობს. სხვათაშორის იყო განათება და კამერები, მაგრამ მოგლეჯილი, დაზიანებული და გაუბედურებულია, ყველაფერი დანგრეულია. ეს ყველაფერი, რაც შეიძლება მალე უნდა მოვიყვანოთ მწყობრში და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, როცა მიწისქვეშა გადასასვლელებით ისარგებლებენ, ელემენტარული სისუფთავე იყოს და ნორმალურად შეეძლოთ გადაადგილება", - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის არჩეულმა მერმა "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელობას 10 დღის ვადაში, მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით ერთიანი სტანდარტის შემუშავებაც დაავალა.

"ჩვენ ვიცით, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები ქალაქში ზოგი არის გასხვისებული, ზოგი იჯარით გაცემული. ჩვენ არავის საკუთრებას არ ვეხებით. მინდა უბრალოდ გთხოვოთ, რომ ერთიანი სტანდარტი იყოს შემუშავებული. სრული სურათი წარმოადგინოთ 10 დღის განმავლობაში და ყველა ადამიანმა, მესაკუთრემ თუ ვისაც იჯარით აქვს აღებული, კეთილი უნდა ინებოს და ერთიან სტანდარტში უნდა მოიყვანოს არსებული სიტუაცია მიწისქვეშა გადასასვლელების, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი სარგებლობს. ბევრ კონკრეტულ ადგილზე არის მძიმე მდგომარეობა და ეს უნდა მოვაგვაროთ ძალიან სწრაფად", - აღნიშნა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."