ავტორი:

ქალი კიბოთი გარდაცვალებისგან მისი ყოფილი ქმრის ახალმა ცოლმა გადაარჩინა

ქალი კიბოთი გარდაცვალებისგან მისი ყოფილი ქმრის ახალმა ცოლმა გადაარჩინა

ქალი, რომელსაც საშვილოსნოს მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინეს და უთხრეს, რომ სიცოცხლისთვის მხოლოდ 4 თვე ჰქონდა დარჩენილი, ყოფილი ქმრის ახალმა ცოლმა გადაარჩინა.

ნიკოლა ჰიჩს მარტში ექიმებმა აუხსნეს, რომ არაფრის გაკეთება აღარ შეეძლოთ მისთვის.

ნიკოლა დაავადებას არ დანებდა და თურქეთში ქიმიოთერაპიის 10 დღიან კურსზე ჩაეწერა.

პირველი კურსი მან ივლისში ჩაიტარა და სიმსივნემ რეგრესი დაიწყო, მუცლის ღრუში მეტასტაზები, ფაქტობრივად, გაქრა.

თუმცა, კურსის ღირებულება 80,000 ფუნტს შეადგენდა და ნიკოლას მკურნალობის გაგრძელების საშუალება აღარ ჰქონდა.

ქალის ყოფილმა ქმარმა ენდი ჰიჩენმა და მისმა ახალმა ცოლმა, კლერმა ნიკოლისთვის ფულის შეგროვება ინტერნეტით დაიწყეს, ისინი ცდილობენ, საჭირო თანხა - £50,000 ინტერნეტკამპანიით იშოვონ.

”ჯო და ჯეიკი ჩემი ქმრის შვილები არიან, ნიკი კი ჩემი ქმრის ყოფილი ცოლია, ჯოს და ჯეიკის არაჩვეულებრივი დედა. ნიკისთვის მკურნალობის პერიოდშიც კი შვილები ყველაზე მთავარია. ჯო და ჯეიკი ჩვენი სამი წლის შვილისთვის არაჩვეულებრივი უფროსი ძმები არიან, ჩვენს გოგონას ისინი ძალიან უყვარს.

"თუ თანხას ვერ ვიშოვით, ნიკი ვერ შეძლებს სიცოცხლისთვის ბრძოლის გაგრძელებას, ეს კი დაუშვებელია, ბიჭებს დედა სჭირდებათ და ნიკოლი იმსახურებს, უყუროს, როგორ იზრდებიან შვილები, როგორ შექმნიან საკუთარ ოჯახებს...” - წერს კლერი.

ნიკოლი ამბობს, რომ ასეთი მხარდაჭერით უზომოდ ბედნიერია და მისმა ავადმყოფობამ ოჯახი კიდევ უფრო მეტად დააახლოვა.

ინტერნეტკამპანიის საშუალებით უკვე შეგროვდა £7,000, ნიკოლმა მკურნალობის გაგრძელება უკვე შეძლო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად უკეთესად არის.

თანხის მოსაზიდად კიდევ უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს