საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიპტოვალუტა აფხაზეთში – რეგიონში პრობლემის გლობალურად მოგვარებაზე ალაპარაკდნენ
კრიპტოვალუტა აფხაზეთში – რეგიონში პრობლემის  გლობალურად მოგვარებაზე ალაპარაკდნენ

აფხა­ზე­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რი­დან გა­მოს­ვლის გზე­ბის ძი­ე­ბა­შია – ე.წ. ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის, ად­გურ არ­ძინ­ბას თქმით, "აფხა­ზე­თი იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ნა­ცი­ო­ნა­ლურ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტას გა­მო­ი­ყე­ნებს. (კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა, - ბიტ­კო­ი­ნი, იგი­ვე ელექტრო­ნუ­ლი ფული. სა­ხელ­მწი­ფო ვა­ლუ­ტის არა მხო­ლოდ კონ­კუ­რენ­ტი, არა­მედ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ან­ტი­ფი­ა­ტუ­რი ვა­ლუ­ტა. არა­სა­ხა­ზი­ნო, ემი­ტი­რე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ ფი­ნან­სუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი. კერ­ძო ვა­ლუ­ტა, რო­მე­ლიც სა­ფი­ნან­სო ბა­ზარ­ზე დი­რექ­ტი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი­სა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მოქ­მე­დებს).

ე.წ. მი­ნის­ტრის თქმით, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვა­ლუ­ტა უკვე კარ­გა ხა­ნია ად­გი­ლობ­რივ მო­თხოვ­ნებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ამი­ტო­მაც რე­ა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი უნდა იპო­ვონ, ბა­ზა­რი ად­გი­ლობ­რი­ვი ძა­ლე­ბით უნდა და­ა­რე­გუ­ლი­რონ.

"ად­გი­ლობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კა, ბა­ზა­რი სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით უნდა გან­ვი­თარ­დეს. ამ პრინ­ცი­პით გახ­და და არის დო­ლა­რი ამე­რი­კა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ვა­ლუ­ტა... დიახ, გვეს­მის, რომ ამე­რი­კა სხვა თე­მაა, მაგ­რამ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ერთი და იგი­ვე პრინ­ციპს ემ­ყა­რე­ბა, - ფუ­ლის, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბა ხდე­ბა სა­ბაზ­რო წე­სით. ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­მო­ტა­ნა და პლას­ტი­კუ­რი გა­დახ­და კი, ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, სხვა­ნა­ი­რად, სა­ქონ­ლით, ან მომ­სა­ხუ­რე­ბით მოხ­დეს, რაც ძა­ლი­ან წა­ად­გე­ბა საქ­მეს...

ეკო­ნო­მი­კის ზრდას­თან ერ­თად, აფხა­ზეთ­ში მო­ი­მა­ტებს თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ფასი. კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტე­ბის უპი­ტა­რე­სო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი არის უსაფრ­თხო და გამჭვირ­ვა­ლე... ჩვენ თუ ამის გა­კე­თე­ბას სწრა­ფად შევ­ძლებთ, რისი დიდი იმე­დიც მაქვს, აფხა­ზე­თი იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც თა­ვის ეროვ­ნულ კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტას გა­მო­უშ­ვებს... ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი ქვე­ყა­ნა ირ­ჩევს. მა­გა­ლი­თად, არც ისე დიდი ხნის წინ, რუ­სე­თის მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მი­ნის­ტრმა, ნი­კო­ლაი ნი­კი­ფო­როვ­მა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ რუ­სე­თი აპი­რებს კრიპ­ტო­რუბ­ლზე გა­დას­ვლას..."- აცხა­დებს ად­გურ არ­ძინ­ბა.

ე.წ. მი­ნის­ტრი სკეპ­ტი­კო­სე­ბის აზ­რსაც ით­ვა­ლის­წი­ნებს და ამ­ბობს, რომ რის­კი არის, რად­გან ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზეა სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ იმ შეთმხვე­ვა­ში, თუ ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის შე­მო­ღე­ბას აფხა­ზეთს და­ას­წრე­ბენ, "ის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ულ შანსს და­კარ­გავს".

არ­ძინ­ბას თქმით, ახლა, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში გლო­ბა­ლუ­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბაა, აფხა­ზეთ­მა უნდა ისარ­გებ­ლოს შემ­თხვე­ვით და გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გას... "ფი­ნან­სუ­რი სის­ტე­მე­ბი, კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით, ჩვენ არ გვაქვს, შე­სა­ბა­მი­სად, აფა­ზეთ­ში რის­კი მი­ნი­მა­ლუ­რია...", - წერს აფხა­ზი პო­ლი­ტი­კო­სი.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტო­რებს, არ­ძინ­ბა მი­იჩ­ნევს, რომ მათ მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი უნდა შე­უქ­მნან, - "თუ რო­გო­რი და რა პი­რო­ბე­ბი, ამა­ზე სწო­რედ ახლა ვმუ­შა­ობთ და საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან მოწ­ვე­ულ ექ­სპერ­ტე­ბიც", - ამ­ბობს ის და მი­აჩ­ნია, რომ ის, თუ რამ­დე­ნად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა აფხა­ზე­თი, ეს მათ მუ­შა­ო­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

კი­თხვა­ზე, თუ რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ აფხა­ზე­თის ე.წ. ეკო­ნო­მი­კის მი­ნისტრს კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა და მისი დე­ცენ­ტრა­ლა­ზა­ცია, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მო­ზიდ­ვა აფხა­ზეთ­ში, სა­დაც სი­ტუ­ა­ცია არამ­ყა­რი და სა­ხი­ფა­თოა, არ­ძინ­ბა პა­სუ­ხობს, - "კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა, ეს არის ბლო­კჩე­ი­ნის ტექ­ნო­ლო­გია, ახა­ლი რე­ა­ლო­ბა, რომ­ლის შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მსოფ­ლიო ფი­ნან­სუ­რი ბაზ­რის ლი­დე­რებ­მა ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან და ვი­თა­რე­ბის მას­შტა­ბუ­რი შეც­ვლა და­ი­წყეს..."

რაც შე­ე­ე­ხე­ბა კონ­ტროლს, არ­ძინ­ბას თქმით, ისი­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი­სა და სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას გა­ი­ზი­ა­რე­ბენ. მთა­ვა­რია, სწო­რი კურ­სი აი­ღონ.

თუმ­ცა, აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმე­ტე­სო­ბამ ად­გურ არ­ძინ­ბას იდე­ებს "სრუ­ლი ბოდ­ვა" უწო­და. მათი თქმით, მა­შინ, რო­დე­საც, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას იმ­დე­ნად უჭირს, უმე­ტე­სო­ბის­თვის ინ­ტერ­ნე­ტიც კი არ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი, "ასე­თი დო­ნის სი­ახ­ლე­ებ­ზე სა­უ­ბა­რი და­ცინ­ვაა.."

"სხვა სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობს ჩვე­ნი მთავ­რო­ბა... სხვა რე­ა­ლო­ბა­ში და არც კი იცი­ან, რომ ხალ­ხი უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობს. დღე და ღამე იმა­ზე ფიქ­რო­ბენ, რო­გორ გა­ი­ტა­ნონ თავი. რე­ა­ლუ­რი გა­მო­სავ­ლის, კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის და პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ფხვრის ნაც­ვლად, ზღაპ­რე­ბით ცდი­ლო­ბენ მათ მო­ტყუ­ე­ბას..." - წე­რენ აფხა­ზე­ბი.

არი­ან ისე­თე­ბი, ვინც კონ­კრე­ტუ­ლად, კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მი­ნუს-პლუ­სებს არ­ჩევს, - მათი თქმით, სუს­ტი და გან­ვი­თა­რე­ბის და­ბალ დო­ნე­ზე მყო­ფი აფხა­ზე­თი ჰა­კე­რულ შე­მო­ტე­ვებს უბ­რა­ლოდ, ვერ გა­უძ­ლებს...

"ისე­დაც ქა­ო­სია ქვე­ყა­ნა­ში, ეს ვი­თომ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე, უბ­რა­ლოდ, მოგ­ვი­ღებს ბო­ლოს, რად­გან აფხა­ზეთ­ში, ბოლო 25 წე­ლია ხელ­ფა­სი ად­გი­ლობ­რივ ბო­უ­ჯეტს არა­ვის­თვის გა­და­უხ­დია. ეს არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც უზარ­მა­ზა­რი ბუ­ნებ­რი­ვი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, მაგ­რამ იმის ნაც­ვლად, გა­მო­ი­ყე­ნოს და ტუ­რიზ­მი გა­ნა­ვი­თა­როს, აქა­უ­რო­ბას კრი­მი­ნა­ლე­ბი­თა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბით ავ­სებს...",- წერს აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა. 

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

კრიპტოვალუტა აფხაზეთში – რეგიონში პრობლემის გლობალურად მოგვარებაზე ალაპარაკდნენ

კრიპტოვალუტა აფხაზეთში – რეგიონში პრობლემის  გლობალურად მოგვარებაზე ალაპარაკდნენ

აფხაზეთი ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოსვლის გზების ძიებაშია – ე.წ. ეკონომიკის მინისტრის, ადგურ არძინბას თქმით, "აფხაზეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ნაციონალურ კრიპტოვალუტას გამოიყენებს. (კრიპტოვალუტა, - ბიტკოინი, იგივე ელექტრონული ფული. სახელმწიფო ვალუტის არა მხოლოდ კონკურენტი, არამედ ალტერნატიული ანტიფიატური ვალუტა. არასახაზინო, ემიტირებული ონლაინ ფინანსური ინსტრუმენტი. კერძო ვალუტა, რომელიც საფინანსო ბაზარზე დირექტიული ორგანოებისაგან დამოუკიდებლად მოქმედებს).

ე.წ. მინისტრის თქმით, ჩვეულებრივი ვალუტა უკვე კარგა ხანია ადგილობრივ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ამიტომაც რეალური გამოსავალი უნდა იპოვონ, ბაზარი ადგილობრივი ძალებით უნდა დაარეგულირონ.

"ადგილობრივი ეკონომიკა, ბაზარი საკუთარი ძალებით უნდა განვითარდეს. ამ პრინციპით გახდა და არის დოლარი ამერიკაში პოპულარული ვალუტა... დიახ, გვესმის, რომ ამერიკა სხვა თემაა, მაგრამ კრიპტოვალუტა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ერთი და იგივე პრინციპს ემყარება, - ფულის, როგორც ჩვეულებრივი კომერციული პროდუქტის წარმოება ხდება საბაზრო წესით. ინვესტიციების შემოტანა და პლასტიკური გადახდა კი, ჩვენს შემთხვევაში, შესაძლოა, სხვანაირად, საქონლით, ან მომსახურებით მოხდეს, რაც ძალიან წაადგება საქმეს...

ეკონომიკის ზრდასთან ერთად, აფხაზეთში მოიმატებს თვითღირებულება და მომსახურების ფასი. კრიპტოვალუტების უპიტარესობა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში, ტრანზაქციები არის უსაფრთხო და გამჭვირვალე... ჩვენ თუ ამის გაკეთებას სწრაფად შევძლებთ, რისი დიდი იმედიც მაქვს, აფხაზეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც თავის ეროვნულ კრიპტოვალუტას გამოუშვებს... ამ მიმართულებას უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა ირჩევს. მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ, რუსეთის მასობრივი კომუნიკაციების მინისტრმა, ნიკოლაი ნიკიფოროვმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი აპირებს კრიპტორუბლზე გადასვლას..."- აცხადებს ადგურ არძინბა.

ე.წ. მინისტრი სკეპტიკოსების აზრსაც ითვალისწინებს და ამბობს, რომ რისკი არის, რადგან ახალ ტექნოლოგიებზეა საუბარი, მაგრამ იმ შეთმხვევაში, თუ ძლიერი სახელმწიფოები კრიპტოვალუტის შემოღებას აფხაზეთს დაასწრებენ, "ის ეკონომიკის განვითარების ისტორიულ შანსს დაკარგავს".

არძინბას თქმით, ახლა, როდესაც მსოფლიოში გლობალური გაურკვევლობაა, აფხაზეთმა უნდა ისარგებლოს შემთხვევით და გაბედული ნაბიჯი გადადგას... "ფინანსური სისტემები, კლასიკური გაგებით, ჩვენ არ გვაქვს, შესაბამისად, აფაზეთში რისკი მინიმალურია...", - წერს აფხაზი პოლიტიკოსი.

რაც შეეხება პოტენციურ ინვესტორებს, არძინბა მიიჩნევს, რომ მათ მაქსიმალური კომფორტი უნდა შეუქმნან, - "თუ როგორი და რა პირობები, ამაზე სწორედ ახლა ვმუშაობთ და საქმეში ჩართული არიან მოწვეულ ექსპერტებიც", - ამბობს ის და მიაჩნია, რომ ის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება აფხაზეთი, ეს მათ მუშაობაზე იქნება დამოკიდებული.

კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრს კრიპტოვალუტა და მისი დეცენტრალაზაცია, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მოზიდვა აფხაზეთში, სადაც სიტუაცია არამყარი და სახიფათოა, არძინბა პასუხობს, - "კრიპტოვალუტა, ეს არის ბლოკჩეინის ტექნოლოგია, ახალი რეალობა, რომლის შეჩერება შეუძლებელია. მსოფლიო ფინანსური ბაზრის ლიდერებმა ეს ძალიან კარგად იციან და ვითარების მასშტაბური შეცვლა დაიწყეს..."

რაც შეეეხება კონტროლს, არძინბას თქმით, ისინი საერთაშორისო ექსპერტებისა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას გაიზიარებენ. მთავარია, სწორი კურსი აიღონ.  

თუმცა, აფხაზური საზოგადოების აბსოლუტურმა უმეტესობამ ადგურ არძინბას იდეებს "სრული ბოდვა" უწოდა. მათი თქმით, მაშინ, როდესაც, ადგილობრივ მოსახლეობას იმდენად უჭირს, უმეტესობისთვის ინტერნეტიც კი არ არის ხელმისაწვდომი, "ასეთი დონის სიახლეებზე საუბარი დაცინვაა.."

"სხვა სამყაროში ცხოვრობს ჩვენი მთავრობა... სხვა რეალობაში და არც კი იციან, რომ ხალხი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. დღე და ღამე იმაზე ფიქრობენ, როგორ გაიტანონ თავი. რეალური გამოსავლის, კანონის ამოქმედების და პრობლემების აღმოფხვრის ნაცვლად, ზღაპრებით ცდილობენ მათ მოტყუებას..." - წერენ აფხაზები.

არიან ისეთები, ვინც კონკრეტულად, კრიპტოვალუტის მინუს-პლუსებს არჩევს, - მათი თქმით, სუსტი და განვითარების დაბალ დონეზე მყოფი აფხაზეთი ჰაკერულ შემოტევებს უბრალოდ, ვერ გაუძლებს...

"ისედაც ქაოსია ქვეყანაში, ეს ვითომ ტექნოლოგიური სიახლე, უბრალოდ, მოგვიღებს ბოლოს, რადგან აფხაზეთში, ბოლო 25 წელია ხელფასი ადგილობრივ ბოუჯეტს არავისთვის გადაუხდია. ეს არის ქვეყანა, რომელსაც უზარმაზარი ბუნებრივი პოტენციალი აქვს, მაგრამ იმის ნაცვლად, გამოიყენოს და ტურიზმი განავითაროს, აქაურობას კრიმინალებითა და დამნაშავეებით ავსებს...",- წერს აფხაზეთის მოსახლეობა. 

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?