თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. რამ გამოიწვია გოგონას გარდაცვალება ჯერჯერობით უცნობია.
როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, გარეგნული დათვალიერებით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღნიშნება. როგორც უწყებაში ამბობენ, დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც გარდაცვალების მიზეზს დაადგენს.